ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ნევრასთენია

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ნევრასთენია Empty ნევრასთენია

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:33 pm

    ნევრასთენია Nevrologia

    ნევრასთენია - ნევროზის ერთ-ერთი სახეა, რომელიც გამოხატულია ნერვული სისტემის აშლილობით. ავადმყოფს ახასიათებს გაღიზიანებადობა, ფხიზელი ძილი, გულისცემის გახშირება, თავის ტკივილები, საერთო სისუსტე, ავადმყოფური რეაქციები ხმაურზე, შუქზე და ა.შ.


    ნევრასთენიის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ვ ა ლ ე რ ი ა ნ ა ს ძ ი რ ე ბ ი
    * 1 ჩაის კოვზ ვალერიანას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 20 წთ. სვამენ თბილ ნაყენს ძილის წინ.

    * 1 სუფრის კოვზ ვალერიანას ძირებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს. აჩერებენ 6-8 სთ. წურავენ.
    მიღება: თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში. ბავშვებს ჩაის კოვზით.

    შ ა ვ ბ ა ლ ა ხ ა
    1-2 სუფრის კოვზ შავბალახას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ გაციებამდე. წურავენ. ღებულობენ 1-2 სუფრის კოვზს 3-5-ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე.

    წ ი თ ე ლ ი კ უ ნ ე ლ ი
    * 1 სუფრის კოვზ კუნელის დაჩეჩქვილ ნაყოფებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 2 სთ. (ჰაერღუმელში ან თერმოსში). ღებულობენ 1-2 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
    * იღებენ წითელი კუნელის ყვავილსა და ნაყოფს. 2 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ თერმოსში 2 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

    ბ ა რ ა მ ბ ო
    2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ბალახს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. წურავენ გაციებულს. ღებულობენ 1 დღის განმავლობაში.

    კ ა კ ა ლ ი, ქ ი შ მ ი შ ი, ყ ვ ე ლ ი
    ტიბეტური მედიცინის რჩევით ღებულობენ ყოველდღიურად ერთ მიღებაზე 30 გრ კაკალს, 20 გრ ქიშმიშს და 20 გრ ყველს. ეს საშუალება ხსნის დაღლილობას, თავის ტკივილს, აძლიერებს გულის კუნთსა და ნერვულ სისტემას.

    თ ა ფ ლ ი
    1 ჩაის ჭიქა თბილ წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი თაფლის მიღება ძილის წინ მოქმედებს როგორც საძილე საშუალება. ამშვიდებს ნერვულ სისტემას.

    გააფართოვეთ თემა: ნევრასთენია

      Current date/time is Fri Apr 26, 2024 6:56 pm