ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    რაქიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    რაქიტი Empty რაქიტი

    Post by news Wed Apr 08, 2009 6:18 am

    რაქიტი Raqiti
    რაქიტი მზარდი ორგანიზმის დაავადებაა, რომელიც ძირითადად კალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევის შედეგად ვითარდება. კლინიკურად უმთავრესად ჩონჩხის ცვლილებებით ვითარდება.

    რაქიტის ძირითადი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი D ვიტამინის ნაკლებობაა. ამ ვიტამინის დეფიციტი გამოწვეულია მისი არასაკმარისი მიწოდებით ან ულტრაიისფერი სხივების სიმცირის გამო ბავშვის კანში D ვიტამინის წარმოქმნის უკმარისობით, და ბოლოს, მიუხედავად D ვიტამინის საკმარისი მიწოდებისა, ნაწლავებში მისი შეწოვის დარღვევით. სუფთა ჰაერის და მზის სხივების ნაკლები სარგებლობა, საკვების სახით ცილისა და ცხიმის ნაკლები და ნახშირწყლების მეტი რაოდენობით მიღება რაქიტის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებია. საყურადღებოა, რომ ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებში რაქიტი უფრო ადვილად ვითარდება და გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს.

    რაქიტის საწყისი ნიშნები 4-5 კვირის, მეტწილად 2-3 თვის ასაკში ვლინდება. მანამდე მშვიდი ბავშვი ხდება მოუსვენარი, ჭირვეული, ცუდად სძინავს, ძილში კრთება, უძლიერდება ოფლიანობა სახის და განსაკუთრებით კეფის არეში კვების და ძილის დროს. კეფის თმიანი ნაწილის ოფლიანობის გამო ბავშვი თავს განუწყვეტლივ ბალიშს უხახუნებს, რის გამოც, თუ მკურნალობა არ ჩაუტარდა, კეფა უმელოტდება. შემდგომ ჩონჩხის მხრივ მკაფიო ცვლილებები განვითარდება, როგორიცაა კეფის დარბილება და გაბრტყელება, დიდი და მცირე ყიფლიბანდის კიდეების დარბილება, დიდი ყიფლიბანდის მოგვიანებით დახურვა, თავის ასიმეტრია. ამას მოჰყვება ძვლოვანი ქსოვილის ჭარბად განვითარება - მკაფიოდ იკვეთება შუბლის და თხემის ბორცვები, თავი კვადრტულ ფორმას იღებს, შუბლი ხშირად ოლიმპიურია. რაქიტული ბავშვის თავი ხშირად შედარებით დიდია და კანქვეშა ვენური სქელი გამოხატული. გვიანდება კბილის ამოჭრა, ირღვევა მისი თანმიმდევრობა, არც თუ იშვიათად ყბებს შორის შეფარდება და თანკბილვა. ცვლილებები გულმკერდის და კიდურების მხრივაც არინისნება. გულმკერდი დეფორმაციას განიცდის, ნეკნებზე ირიბად (ძვლოვანი ნაწილის ხრტილში გადასვლის ადგილზე) შემსხვილებებია, ლავიწები რამდენადმე დეფორმირებულია, მაჯის არეები და ფალანგები ზოგჯერ შემსხვილებული. ქვედა კიდურების O-სებრი(გარეთ გაზნექილი) ან X-სებრი (მუხლის არეში შიგ შედრეკილი და ურთიერთმიახლოვებული) დეფორმაცია ვლინდება მას შემდეგ, რაც ბავშვი სიარულს იწყებს. დეფორმაციას განიცდის მენჯი და ტერფები.

    რაქიტის დროს ფსიქონერვული და მოტორული აპარატის ფუნქციური ცვლილებების გამო ბავშვი გივან იწყებს ჯდომას, ცოცვას, დგომას, სიარულს - ყურადღებას იპყრობს კუნთების ტონუსის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

    რაქიტი მთელი ორგანიზმის დაავადებაა, რაც გამოიხატება თითქმის ყველა სისტემის ( ნერვული, კუნთოვანი, გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, სისხლის წარმომქმნელი, საჭმლის მომნელებელი) ფუნქციის აშლილობით და ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვანი დარღვევით.

    მწვავე პერიოდის ჩათავების შემდეგ რაქიტისათვის დამახასიათებელი ცვლილებები თანდათან უკუგანვითარებას განიცდის - ზოგი რამ გამოსწორდება, ზოგი (ღვიძლის და ელენთის გადიდება, ანემია) მთელი სიცოცხლის განმავლობაში რჩება. ამიტომ მოზრდილ ბავშვებსაც კი შეამჩნევთ რაქიტის ნარჩენ მოვლენებს.

    მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოგვიანებით (2 წლის ასაკიდან) განვითარებული ძვლების, განსაკუთრებით ქვემო კიდურების და მენჯის მნიშვნელოვანი დეფორმაცია (როდესაც გულ-მკერდის ყაფაზი და თავის ქალა თითქმის არ არის შეცვლილი) გამორიცხავს რაქიტს და თირკმლის მილაკების თანდაყოლილ ფერმენტულ უკმარისობაზე მიუთითებს.

    რაქიტი სიცოცხლისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ მის ფონზე განსაკუთრებით ხშირია კრუნჩხვების (სპაზმოფილიის) გამოვლინება, ანემიის მძიმე ფორმები და, საერთოდ ნებისმიერი დაავადება მძიმედ და არაკეთილსაიმედოდ მიმდინარეობს.


    ხალხური მედიცინა რაქიტის სამკურნალოდ


    ბ ო ს ტ ნ ე უ ლ ი
    კომბოსტოს, ჭარხალსა და სტაფილოს ხარშავენ ერთად. ნახარშს აძლევენ ბავშვს დღეში რამდენჯერმე.

    კ ა კ ა ლ ი
    1 სუფრის კოვზ კაკლის მშრალ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ შეფუთულს 1 სთ. და წურავენ. აძლევენ ბავშვს ჩაის კოვზით დღეში 3-ჯერ რაქიტის, საყმაწვილოს დროს.

    კ ვ ე რ ც ხ ი ს ნ ა ჭ უ ჭ ი
    აძლევენ "კალციუმიტს" რაქიტის საწინააღმდეგოდ. (იხ. "დიათეზი").

    კ ვ ე რ ც ხ ი ს გ უ ლ ი
    ცნობილია, რომ D ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმში კალციუმის შესათვისებლად. ამ ვიტამინს შეიცავს კვერცხის გული და დღეში 1 კვერცხის გულს აძლევენ საკვებთან ერთად.

    რ ძ ი ს ნ ა წ ა რ მ ი
    ყოველდღიურად აძლევენ რძის ნაწარმს (განსაკუთრებით ხაჭოს).


    აბაზანები რაქიტის სამკურნალოდ


    ნ ა მ ჯ ა
    იღებენ 1 ვედრო წყალზე 1 კგ დაქუცმაცებულ შვრიის ნამჯას. ადუღებენ 30 წთ. ნახარშს წურავენ და ასხამენ აბაზანაში. აწვენენ ბავშვს 10-15 წთ. შემდეგ აწვენენ ლოგინში.

    კ ა კ ლ ი ს ფ ო თ ო ლ ი
    0,5 კგ კაკლის ფოთოლს 3-5 ლ წყალში ხარშავენ 20-30 წთ. ნახარსს წურავენ და ასხამენ აბაზანაში. ასეთ წყალში აბანავებენ ბავშვს რაქიტის, საყმაწვილოს დროს.

    გააფართოვეთ თემა: რაქიტი

      Current date/time is Sat Apr 27, 2024 3:11 am