ინტერნეტ ფორუმი

news


    ქუნთრუშა

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    ქუნთრუშა

    Post by news on Wed Apr 08, 2009 6:35 am


    ქუნთრუშა ბავშვთა მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც სტრეპტოკოკი იწვევს. ინფექციის წყარო ავადმყოფი ადამიანია. იგი ლაპარაკის, ხველის, ცხვირცემინების დროს ლორწოვან წვეთებთან ერთად გამოყოფს გამომწვევს, რომლის ჩასუნთქვა იწვევს დაავადებას. ამიტომ ინფექციის გადატანა შეიძლება მოხდეს ნივთებით (ჭურჭელი, სათამაშოები), რომლითაც ავადმყოფი სარგებლობდა. ძირითადად ავადდებიან 2-7 წლის ასაკის ბავშვები.

    ფარული პერიოდი 1-11 დღეა, უფრო ხშირად 3-4 დღე. ქუნთრუშის ტიპიური ფორმა იწყება უეცრად სიცხის მომატებით (39-40 oC) და ყელის ტკივილით. ხშირად დაავადების პირველი ნიშნებია პირღებინება, რომელიც მეორდება და არ არის დაკავშირებული საკვების მიღებასთან. დამახასიათებელია ანგინა - ხახა და ნუშურა ჯირკვლები შეწითლებულია, ზოგჯერ დაფარულია ზერელე ან ღრმა მორუხო ფერის ნადებით. ყლაპვა ძლიერ მტკივნეულია, ყბისქვეშა ლიმფური კვანძები შესიებულია და მტკივნეული. პირველ დღესვე კანზე ჩნდება წვრილწინწკლოვანი გამონაყარი. იგი განსაკუთრებით უხვია ზედა კიდურებისა და ბარძაყების შიგნითა ზედაპირზე და მუცლის გვერდებზე. შეწითლებულ კანზე თითს თუ გავაყოლებთ, ცოტა ხნით რჩება თეთრი ზოლები. გამონაყარისგან თავისუფალია ნიკაპი და კანი ზედა ტუჩის ზემოთ, რაც წარმოქმნის საერთოდ წამოწითლებული სახის ფონზე თეთრ (ფერმკრთალ) ქუნთრუშისეულ ე.წ. ცხვირ-ტუჩის სამკუთხედს. დაავადების მეოთხე დღიდან გამონაყარი უფერულდება და ქრება. ამავე პერიოდში ენაზე ნადები მოშორდება, ენის ზურგი შიშვლდება და მოწითალო ხდება. პირველი კვირის ბოლოს ან მეორე კვირის დასაწყისში იწყება კანის აქერცვლა.

    ქუნთრუშის მსუბუქი ფორმის დროს ყველა ზემოთ აღწერილი ნიშნები სუსტად და ხანმოკლედაა გამოხატული, გამონაყარიც ოდნავ შესამჩნევია და მალე გაივლის, მას მშობელი ზოგჯერ ვერც კი ამჩნევს. არსებობს ქუნთრუშის მეტად მძიმე ფორმებიც (ტოქსიკური, სეფსისური), რომლებიც ორგანიზმის ძლიერიმოშხამვის მოვლენებით მიმდინარეობს. მეორე კვირას შეიძლება გამოვლინდეს ქუნთრუშის გართულებები: ყურისა და კისრის ლიმფური კვანძების ანთება, თირკმლების ანთება (გლომერულონეფრიტი), გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი). გართულება შეიძლება განვითარდეს ქუნთრუშის იოლი, შეუმჩნეველი მიმდინარეობის შემდეგაც.


    ხალხური მედიცინა ქუნთრუშას შესამსუბუქებლად


    1. თუ გამონაყარი ნელა ჩნდება, ავადმყოფს აძლევენ დღეში რამდენჯერმე თბილ ცაცხვის ყვავილების ჩაის.

    2. პირსა და ყელში ავლებენ სალბის თბილ ნაყენს.

    3. თვალის ანთების დროს ადებენ ცივ საფენებს.

    4. თუ ქუნთრუშიანი ბავშვი გაღიზიანებულია, ასმევენ ვალერიანას ძირების ნაყენს. ამისათვის იღებენ 1 სუფრის კოვზ ვალერიანას მშრალ ძირებს, აქუცმაცებენ, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ასმევენ ბავშვს 1 სუფრის კოვზს დღეში 3-4-ჯერ.

    შეიძლება ოხრახუშის ფოთლების ნაყენის მომზადებაც. 1-2 ს.კ. ფოთლებს ასხამენ 0,5 ლ მდუღარეს. ეს არის 1 დღე-ღამის დოზა.
    გააფართოვეთ თემა: ქუნთრუშა

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:38 am