ინტერნეტ ფორუმი

news


    ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა)

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა)

    Post by news on Wed Apr 08, 2009 6:40 am


    ყბაყურა მძიმე ვირუსული დაავადებაა. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი. განსაკუთრებით საშიშია მსუბუქი ფორმით დაავადებული ბავშვი, რომელიც დადის საბავშვო ბაღში, სკოლაში და ავრცელებს ინფექციას. ავადმყოფი გადამდებია ფარული პერიოდის ბოლო დღეებში და დაავადების გამოაშკარავებიდან 9 დღის განმავლობაში. ვირუსი გარემოში დიდხანს ვერ ძლებს. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაეროვან-წვეთოვანი გზით ახლო კონტაქტის დროს. ავადმყოფის მიერ გაბინძურებული ნივთები (ჭურჭელი, სათამაშოები) საშიშია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი უმოკლეს დროში მოხვდება ჯანმრთელი ბაშვის ხელში. დაავადება გვხვდება უპირატესად 5-15 წლის ასაკში. იშვიათად ავადდებიან მოზრდილებიც, განმეორებით ადამიანი არ ავადდება. შემთხვევები მატულობს შემოდგომასა და ზამთრის თვეებში.

    ფარული პერიოდი 18-20 დღემდე გრძელდება. ტიპიურ შემთხვევაში პაროტიტი იწყება მაღალი ცხელებით და ცალ მხარეს ყურის ნიჟარის წინა მდებარე არის (ლოყის და ყურის ნიჟარის უკანა არის) შესიებით. 1-3 დღის შემდეგ სივდება მეორე ყბაყურა ჯირკვალიც. ყურის ბიბილო ზემოთ აიწევს, პირისახე მრგვალდება და დამახასიათებელ შესახედაობას ღებულობს. ჯირკვლები მკვრივი და მტკივნეულია. ღეჭვა გაძნელებულია. ავადმყოფი უჩივის თავის ტკივილს და პირის სიმშრალეს; მე-3-4 დღიდან ტემპერატურა ნორმალური ხდება, ჯირკვლების შესივება მე-8-10 დღეზე, ზოგჯერ კი უფრო გვიან ქრება.

    ყბაყურით დაავადებულთათვის აუცილებელია წოლითი რეჟიმი, საკვები უნდა იყოს ნახევრად თხიერი. ლოყები თბილად უნდა შევუხვიოთ. შეშუპებულ ჯირკვლებში ინფექციის შეჭრისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პირის ღრუში მანგანუმმჟავა კალუიმის ბაცი ხსნარის რამდენჯერმე გამოვლება. გაურთულებელი შემთხვევა წამლებით მკრნალობას არ მოითხოვს.

    ზოგჯერ ვირუსი კუჭუკანა ჯირკვალსაც აზიანებს: ავადმყოფს დაეწყება სარტყელისებური ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, უმადობა. პაროტიტული პანკრეატიტი მძიმედ არ მიმდინარეობს და 1-2 კვირაში გამოჯანმრთელებით მთავრდება.

    ყბაყურას ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ტვინის გარსის ანთება. მენინგიტი მე-4-5 დღიდან იწყება. მისი ნიშნებია: თავის ტკივილი, კისრის მოძრაობის გაძნელება, გულისრევა, პირღებინება, ბოდვები, დაბინდული ცნობიერება, კრუნჩხვები, ტემპერატურის მომატება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმის გამოძახება. ექიმის მოსვლამდე ავადმყოფს თვზე სველი საფენი უნდა დავადოთ და სიმშვიდის გარემოცვა შევუქმნათ. ავადმყოფი აუცილებლად საავადმყოფოში უნდა მოთავსდეს. პაროტიტული მენინგიტი კეთილად მიმდინარეობს და 3-4 კვირაში იკურნება. არც თუ ისე იშვიათად პაროტიტული მენინგიტი შეიძლება ისე მსუბუქად მიმდინარეობდეს, რომ დედამ ვერც კი შენიშნოს მისი განვითრება და ბავშვი საწოლიდან ააყენოს, რასაც შემდგომში მოჰყვება დაავადების გართულებული მიმდინარეობა. ამიტომ უნდა გვახსოვდეს, რომ რარიგ მსუბუქად არ მიმდინარეობდეს ყბაყურა, ავადმყოფი საწოლიდან ექიმის ნებართვის გარეშე არ უნდა ადგეს. მენინგიტის გადატანიდან რამდენიმე თვე ესაჭიროება ექიმის მეთვალყურეობა, დაზოგვითი რეჟიმი.

    ბიჭუნებში შეიძლება განვითარდეს სათესლე ჯირკვლების ანთება - ორქიტი. ჯირკვლები დიდდება, შეწითლდება და მტკივნეული ხდება, მატულობს ტემპერატურა. თუ ორქიტი ორმხრივია, მას შეიძლება უშვილობა მოჰყვეს. ამ გართულების დროს 1-2 თვის განმავლობაში საჭიროა სუსპენზორიუმის ტარება.

    პაროტიტით დაავადებული იზოლირებული უნდა იყოს ბინაზე ან საავადმყოფოში 9 დღის განმავლობაში. კონტაქტში მყოფნი, თუ კონტაქტის დღე ზუსტად დადგინდა, პირველ 10 დღეს კოლექტივში დაიშვებიან, შემდეგ კი მე-11 დღიდან 21 დღემდე იზოლირებული უნდა იყვნენ, რადგან ამ პერიოდში მოსალოდნელია დაავადება.



    ხალხური მედიცინის რეცეპტები ყბაყურასათვის


    ს ა ლ ბ ი
    2 ჩაის კოვზ სალბის ფოთლებს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ფუთავენ. აჩერებენ 1 სთ. შემდეგ წურავენ.
    მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა თბილი სახით 3-4-ჯერ დღეში.
    შეიძლება ამ ნაყენის გამოვლებაც ანგინის, გინგივიტის, ყბაყურას დროს.

    ნ ა კ რ ე ბ ი
    იღებენ 2 სუფრის კოვზ სალბს, 2 ს.კ. ანწლის ყვავილს, 2 ს.კ. ცაცხვის ყვავილს, 2 ჩ.კ. პიტნას, 2 ჩ.კ. კამას. ყველაფერს აქუცმაცებენ, ურევენ და ხარშავენ 10 ჩაის ჭიქა მდუღარეში, კარგია ამ ნახარშით ინჰალაციის გაკეთება 15-30 წუთის განმავლობაში დღეში ერთხელ, ძილის წინ. პროცედურის შემდეგ ბავშვს თბილად აწვენენ, საშიშია გაციება.

    უცნაური საშუალება ყბაყურას სამკურნალოდ
    იღებენ თბილ და სუფთა ნამჯას, რომელზედაც იმ წუთებში იწვნენ ღორები. დებენ ამ ჩალას წითელი ფერის შალის ან ბამბის ქსოვილზე და ადებენ ბავშვს შესიებულ ადგილას. ავადმყოფობა 3 დღეში ქრება.
    ხალხური მედიცინა გვარწმუნებს, რომ ეს არის მრავალჯერ ნაცადი და ეფექტური საშუალება.

    გააფართოვეთ თემა: ეპიდემიური პაროტიტი (ყბაყურა)

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:39 am