ინტერნეტ ფორუმი

news

    ორგანიზმის გაწმენდა

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    ორგანიზმის გაწმენდა

    Post by news on Wed Apr 08, 2009 3:43 am



    ორგანიზმის გაწმენდის მეთოდები


    არასწორი კვების შედეგად ადამიანის ორგანიზმში გროვდება წიდები - მავნე ნივთიერებები: შარდოვანა, შარდმჟავა, ქქოლესტერინი ან სხვა ცხიმისმაგვარი ნივთიერებები, მარილები და წყალში ძნელად ხსნადი ნივთიერებები. განსაკუთრებით მავნეა ცილებით, ცხიმებით და სახამებლით გაჯერებული საკვები (თეთრი ფქვილის ნაწარმი, ცხოველური და სინთეტიკური ცხიმები, შებოლილი პროდუქტები, კონსერვები და ა.შ.). წიდების დაგროვებას ხელს უწყობს მწარე, შეკაზმული კერძები, ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები, პრეპარატები, უსუფთაო გარემო და სხვა.

    ბუნებამ ადამიანს შლაკების მოსაცილებლად უბოძა სხვადასხვა ორგანოები: თირკმელები, ღვიძლი, კანი და სხვა. მაგრამ ეს გამწმენდი სისტემა ძალიან რომ გადაიტვირთება და ვეღარ მოიცილებს დაგროვილ შხამებს, სწორედ ამ დროს გაჩნდება სიგნალი ორგანიზმში, რაც გამოიხატება ყურებში ხმაურით, პირის ღრუში უსიამოვნო სუნით, კბილებზე ნალექით, გამონაყარით კანზე და სხვა.

    ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინები სისხლის საშუალებით მოგზაურობენ მთელ სხეულში, ილექებიან სხვადასხვა უბანში და სადაც ხელს უშლიან უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები და ავადდება ესა თუ ის ორგანო.

    ორგანიზმის გაწმენდის უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა გამოყენება აუცილებელია წელიწადში 3-ჯერ: ადრე გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში.


    1. ორგანიზმის გაწმენდა ვაშლის ძმრით


    იმისათვის, რომ ორგანიზმი ნორმალუირად ფუნქციონირებდეს, არ გროვდებოდეს შლაკები, ორგანიზმის რეაქცია ოდნავ მჟავე უნდა იყოს (ტუტიანობის მომატება მავნეა), ხალხური მედიცინა გვირჩევს ვაშლის ძმრის გამოყენებას. (იხ. ვაშლის ძმრის დამზადება).

    ორგანიზმის გასაწმენად შლაკებისაგან, სვამენ დღეში 1-2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს განზავებულს 1 ჩაის ჭიქა წყალში, შეიძლება თაფლის დამატებაც. ვაშლის ძმრის მიღება სასურველია ჭამის წინ, რადგან იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და შლაკების დაგროვებას ეწინააღმდეგება. ამ სითხის გამოყენება ყოველდღიურად შეიძლება და სასურველიცაა, მაგრამ აუცილებელია წნევის კონტროლი, თუ წნევა ძალიან დაქვეითდა, შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ სხვა ღონისძიებებს.

    ვაშლის ძმრის ოყნა

    1 ლ ანადუღარ თბილ წყალს უმატებენ 1 სუფრის კოვზ გლიცერინს და 3 სუფრის კოვზ 6%-იან ვაშლის ძმარს. ოყნას იკეთებენ 3 დღე ზედიზედ, შემდეგ 1 დღის გამოტოვებით (3 ოყნა), შემდეგ 2 დღის გამოტოვებით (3 ოყნა) და ბოლოს კვირაში ერთხელ.

    მკურნალობის შედეგი: აღდგება ორგანიზმის ნორმალური - სუსტი მჟავე რეაქცია, იკლებს პროთრომბინი, მაგრდება სისხლძარღვთა კედლები, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას (ღვინის ძმარი შლის წითელ ბურთულებს), კალიუმის შემცველობის გამო ვაშლის ძმარი აძლიერებს გულის კუნთს, ამყარებს ჰარმონიას ნერვულ სისტემაში, ხსნის დაღლილობას, კურნავს თირკმელების ანთებით პროცესებს, აქვეითებს სისხლის წნევას, აკლებინებს წონაში, ხოცავს ბაქტერიებს ორგანიზმში, აღადგენს ნორმალურ მენსტრუაციულ ციკლს.


    2. ორგანიზმის გაწმენდის მარტივი მეთოდი


    საუზმეს ტოვებენ, პირველი საკვები 14 საათზე მიიღება, ვახშამი კი 19 საათზე. ამგვარად, დღე-ღამეში შიმშილობის პერიოდი 18-19 საათიანი იქნება, რაც საკმარისია აუთვისებელი საკვების გამოდევნისათვის. ამ ხნის განმავლობაში ყოველ საათში ღებულობენ თითო ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალს.
    ამგვარი მარტივი მეთოდი ადვილი შესასრულებელია და ვინც ცხოვრების წესად გადააქცევს, ორგანიზმი ყოველთვის ნარჩენებისა და დაავადებების გარეშე იქნება.


    3. ორგანიზმის გაწმენდა ბრინჯით


    ბრინჯით გაწმენდა აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდანაა ცნობილი. ამ მიზნით გამოიყენება მუქი ფერის კანგაუცლელი ბრინჯი.
    ბრინჯით გაწმენდის მარტივი გზა ასეთია: ღამე 2 სუფრის კოვზ გარეცხილ ბრინჯს ალბობენ 1 ჩაის ჭიქა წყალში, მეორე დღეს ღვრიან წყალსა და ახალს ასხამენ, დგამენ დაბალ ცეცხლზე და ხარშავენ. მიირთმევენ უცხიმოდ და უმარილოდ. 2 კვირა მკურნალობის შემდეგ ისვენებენ 2 კვირა და შემდეგ კურსს იმეორებენ. ასეთ გაწმენდას ატარებენ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
    მკურნალობის შედეგი: იწმინდება შარდსასქესო სისტემა, გამოდის დანალექი მარილები სახსრებიდან, ორგანიზმიდან გამოდის ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რეგულირდება სხეულის წონა, იხსნება შეშუპება, უმჯობესდება თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობა.


    4. ორგნაიზმის გაწმენდა ნივრით


    ხორცსაკეპ მანქანას ავლებენ მდუღარე წყალს და ატარებენ 300-350 გრ გასუფთავებულ ნიორს. ათავსებენ მინის ჭურჭელში და ასხამენ სპირტს. (200 მლ), ახურებენ მჭიდროდ და დგამენ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. 10 დღის შემდეგ წურავენ და ნაყენს აჩერებენ კიდევ 2 დღე.

    ღებულობენ 50 მლ ცივი ანადუღარი რძით დღეში 3-ჯერ, (იწყება 5 წვეთიდან და ყოველ მიღებაზე ემატება 1 წვეთი) მე-11 დღეს წვეთების რაოდენობა უნდა იყოს 25 წვეთი. ასე აგრძელებენ დამზადებული ნაყენის დამთავრებამდე. თუ გაწმენდის პერიოდში თირკმელების ტკივილი დაიწყო, წვეთების რაოდენობა უნდა შემცირდეს, შეიძლება მკურნალობის შეწყვეტაც.

    მკურნალობის პერიოდში თირკმელები გამოდევნიან ორგანიზმში დაგროვილ მავნე ნივთიერებებს. თირკმელების დასახმარებლად სვამენ 2,5 ლ წყალს, რომელსაც უმატებენ ლიმონის, ფორთოხლის ან სხვა წვენებს. სასარგებლოა ახალგამოწურული სტაფილოს წვენის მიღება (დღეში 0,5 ლ).

    მკურნალობის პერიოდში რაციონიდან ამოღებული უნდა იყოს ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, მწარე საკაზმები და ალკოჰოლი.

    ნივრით ორგანიზმის გაწმენდა არ შეიძლება ორსულებისათვის, ეპილეფსიით დაავადებულთათვის და თირკმელების მწვავე დაავადებების დროს. მკურნალობის შედეგი: სისხლძარღვების კედლები ხდება ელასტიური, რეგულირდება არტერიული წნევა, მაღლდება იმუნიტეტი. ამგვარი გაწმენდა საჭიროა ათეროსკლეროზის, გულის ზოგიერთი დაავადებისა და თავის ტკივილის დროს.

    news
    Moderator
    Moderator

    Re: ორგანიზმის გაწმენდა

    Post by news on Wed Apr 08, 2009 3:44 am

    5. ორგანიზმის გაწმენდა ლიმონით


    ლიმონი მრავალწლოვანი, მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აზიის ტროპიკული და სუბტროპიკული რაიონებია: ჩინეთი, ინდოეთი, ბირმა.

    ინდოელი იოგები ლიმონს თვლიან უნივერსალურ სამკურნალო საშუალებად. მათი აზრით აუცილებელია ყველა ადამიანი ყოველდღიურად ღებულობდეს 1 ლიმონს.

    ლიმონის საშუალებით ორგანიზმის გაწმენდას მიმართავენ შარდმჟავას მარილების გამოსაყვანად. ეს მარტივი მეთოდი არ საჭიროებს მკაცრ დიეტას და ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლას. არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ შემდეგი პროდუქტები: ხორცი, კვერცხი, სოკო, ჩაი, ყავა, კაკაო, სპირტიანი სასმელები.

    მკურნალობისათვის გამოიყენება მხოლოდ ახალი ლიმონის წვენი, ამისათვის კი სასურველია თხელკანიანი ლიმონი.
    ლიმონით გაწმენდა: ყოველ დილას, უზმოზე ღებულობენ 1 ჩაის ჭიქა ცხელ ანადუღარ წყალში ჩაწურულ 1 ცალ ლიმონს. შეიძლება დღეში 2-3-ჯერ მიღებაც. ჭამის წინ. ლიმონიანი წყლის მიღების შემდეგ პირის ღრუში ივლებენ სოდიან წყალს (1 ჩაის კოვზი სოდა 1 ჭიქა წყალზე), რათა ლიმონის წვენმა არ დააზიანოს კბილები. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

    მკურნალობის შედეგი: ლიმონის წვენს ორგანიზმიდან შეუძლია გამოაძევოს ლორწო, რომელიც იწვევს მრავალ დაავადებას: ბრონქიტს, გრიპს, თივის ცხელებას, ფილტვის ანთებასა და სხვა. ლიმონის წვენი კურნავს რევმატიზმს. სახსრებიდან, ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებიდან გამოაქვს მარილები. ამაღლებს იმუნიტეტს. ამკვრივებს სისხლძარღვების კედლებს.


    6. ორგანიზმის გაწმენდა კომბოსტოთი


    * კომბოსტოს ცოცხალ წვენს ღებულობენ სტაფილოს წვენში შერეულს (1 ჭიქა) დილით უზმოზე. 2 კვირის მკურნალობის შემდეგ 10 დღე ისვენებენ და შემდეგ იმეორებენ.
    * 100 გრ კომბოსტოს ხარშავენ 0,5 ლ წყალში (10 წუთი). ღებულობენ 15 წუთით ადრე ჭამამდე ცხელი სახით. ეს რაოდენობა მიიღება დღეში 3-ჯერ.
    მკურნალობის შედეგი: წმენდს მთელ ორგანიზმს, აკლებს წონას, ამაღლებს იმუნიტეტს.



    7. ორგანიზმის გაწმენდა 24 საათიანი შიმშილით პოლ ბრეგის მიხედვით



    ხანმოკლე შიმშილობის შესრულება ყველას შეუძლია, გასაკუთრებით აუცილებელია 40 წელს გადაცილებულთათვის (თუნდაც ჯანმრთელი იყოს).
    ირჩევენ კვირის რომელიმე დღეს და 24 საათის განმავლობაში არ ღებულობენ საკვებს. სვამენ მხოლოდ გამოხდილ ან ანადუღარ წყალში გახსნილ ცოტა თაფლს. შეიძლება ლიმონის წვენის დამატებაც. შიმშილობის დროს არ შეიძლება დამღლელი და დაძაბული საქმიანობა.


    ცალკეული ორგანოების გაწმენდა


    ჯერ კიდევ ძველი დროიდან ადამიანმა იცოდა, რომ ორგანიზმის გაწმენდა საჭიროა წელიწადში 3-ჯერ. ადრე გაზაფხულში, შემოდგომასა და ზამთარში. პროცედურების ხანგრძლივობა უნდა იყოს 2-4 კვირა.

    ზამთარში ჩვენს ორგანიზმში გროვდება დიდი რაოდენობით ლორწო, რასაც იწვევს მოხარშული, კონსერვირებული და ცხოველური ცხიმ-პროდუქტების მიღება. გაზაფხულზე მზის სხივების გავლენით თბება და აქტიურდება ლორწო. აქტიურდებიან აგრეთვე იქ მცხოვრები მიკრობებიც, ამიტომაა, რომ გაზაფხულზე იფეთქებს ხოლმე "მიძინებული" დაავადებები. ამ დროს აუცილებელია ბალახების ნახარშების მიღება, ვეგეტარიანული კვება და ფიზიკური ვარჯიში.

    წელიწადის ყველა დრო თავისებურად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. რომ შევამსუბუქოთ წელიწადის სხვადასხვა დროის ნეგატიური სეზონური გავლენა ჩვენს ორგანიზმზე, საჭიროა ვიცოდეთ როდის რომელი ორგანოა აქტიური. თუ ზუსტად იმ დროს გავიწმინდავთ ამა თუ იმ ორგანოს, მივაღწევთ ოპტიმალურ სამკურნალო შედეგს.

    ორგანოს აქტიურობა ნიშნავს, რომ მასში იმყოფება ენერგიის მომატებული რაოდენობა.

    * ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი აქტიურია გაზაფხულზე.
    * გული და წვრილი ნაწლავი _ ზაფხულში.
    * თირკმელები და შარდის ბუშტი _ ზამთარში.
    * ელენთა, პანკრეასი და კუჭი სეზონებს შორის.

    ორგანოების აქტივობა დღე-ღამის განმავლობაშიც ცვალებადობს. განსაზღვრულ საათებში ორგანოთა გაწმენდა კიდევ უფრო აძლიერებს სამკურალო ეფექტს.
    საათები:

    23_1 _ ნაღვლის ბუშტი;
    1_3 _ ღვიძლი;
    3_5 _ ფილტვები;
    5_7 _ მსხვილი ნაწლავი;
    7_9 _ კუჭი.;
    9_11 _ ელენთა;
    11_13 _ გული;
    13_15 _ წვრილი ნაწლავი;
    15_17 _ შარდის ბუშტი;
    16_19 _ თირკმელები.



    პირის ღრუს გაწმენდა


    საკვების მიღება და გადამუშავება პირის ღრუდან იწყება, სწორედ ამიტომ ამ ორგანოს ჭირდება ყველაზე მეტი სისუფთავე. პირის ღრუში მოთავსებული ორგანოების ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.

    პირის ღრუს გასაწმენდად საუკეთესო საშუალებაა ლიმონი და პირშუშხა, რადგან ისინი არ აზიანებენ ლორწოვან გარსს და ამავე დროს შლიან ლორწოს ყველგან (ჰაიმორის ღრუებში, ფილტვებში, ცხვირ-ხახაში, ყელში და სხვა). არ აზიანებენ თირკმელებს, ნაღვლის ბუშტს. იღებენ 150 გრ გახეხილ პირშუშხას, უმატებენ 2-3 ლიმონის წვენს კარგად თქვეფენ და ღებულობენ დილა-საღამოს, საუზმისა და ვახშმის წინ 0,5 ჩაის კოვზს. ეს საშულება არ გამოადგებათ გასტრიტით დაავადებულებს.


    კბილების გაწმენდა


    კბილების ჯაგრისი გამოიგონეს XIX საუკუნეში. პირველად იგი დაამზადეს ცხენის ძუისაგან. ამჟამად უამრავი სახის ჯაგრისი არსებობს. იგი ისეთი უნდა იყოს, რომ არ დააზიანოს პირის ღრუს ლორწოვანი გარსი. ახალი ჯაგრისი უნდა მოთავსდეს 70-900-იან ღვინის სპირტში რამდენიმე წუთით. ყოველი გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს ცხელი წყლითა და საპნით. შენახვა შეიძლება მხოლოდ გაშრობის შემდეგ. გამოყენების წინ ისევ ცხელი წყლით უნდა გაირეცხოს. მდუღარე წყლის გადავლება აფუჭებს ჯაგრისს.

    კბილის ხეხვა საჭიროა ღრძილიდან კბილის წვერისაკენ. ღრძილებიდან სისხლდენის შემთხვევაში, საჩვენებელი თითით 3-4 წუთის განმავლობაში იკეთებენ მასაჟს, შემდეგ კი ივლებენ სოდიან წყალს (1/4 ჩ.კ. სოდა 1 ჭიქა თბილ წყალზე).

    კარგად წმენდს ნალექისაგან პირის ღრუსა და კბილებს ახალი ხილი და ბოსტნეული: სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, ვაშლი, მსხალი და სხვა.

    news
    Moderator
    Moderator

    Re: ორგანიზმის გაწმენდა

    Post by news on Wed Apr 08, 2009 3:45 am

    კბილების გაწმენდა იოგას მეთოდით

    ექსტრა მარილზე ასხამენ რამდენიმე წვეთ ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთს და საჩვენებელი თითით იწმენდენ. ეს საშუალება არ აზიანებს კბილის ემალსა და ღრძილებს.


    ენის გაწმენდა


    ენაზე აისახება ორგანიზმის შინაგანი მდგომარეობა. ხშირად ენის ზედაპირზე გამოყოფილი ნალექის ფერის საშუალებით მსჯელობენ ამა თუ იმ ორგანოს დაავადებაზე.

    ჯანმრთელი ადამიანის ენა უნდა იყოს მოწითალო ფერის, ყოველგვარი ნალექის გარეშე. ენაზე მუდმივად გროვდება ეპითელის მკვდარი უჯრედები, საკვების ნარჩენები, ნერწყვი და მიკრობები. აქ მათი გავლენით წარმოიქმნება შხამიანი ნივთიერებები, რომლებიც სისხლში გადადის და წამლავს მთელ ორგანიზმს. ამიტომაა საჭირო ენის გაწმენდა.


    გაწმენდა ზეთით

    პირის ღრუში იჩერებენ 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს, იკავებენ ზედა ნაწილში და წუწნიან. ჩაყლაპვა არ შეიძლება. ზეთს წუწნიან 15-20 წუთის განმავლობაში. ენის საშუალებით ზეთი უნდა მოხვდეს პირის ღრუს ყველა ნაწილთან. ზეთი რომ გათეთრდება, ე.ი. წმენდა დამთავრებულია.
    წმენდა უნდა ჩატარდეს დილით უზმოზე. კურსი 2 კვირაა.


    ენის გაწმენდა კოვზით

    ჩაის კოვზით აწარმოებენ დაწოლით მოძრაობას ენის ძირიდან წვერისაკენ. გაწმენდის შემდეგ ისვამენ ზეთს გაღიზიანების მოსახსნელად.


    კუჭის გაწმენდა


    კუჭი ღებულობს ყველანაირ საკვებს რასაც "შევთავაზებთ". ამიტომ იქ ხვდება ისეთი ნივთიერებებიც, რომელთა მოცილება აუცილებელია.

    კუჭის გასაწმენდად ყველაზე ეფექტური და ბუნებრივი საშუალებაა ღებინება.

    სვამენ 2 ლ-მდე ოდნავ თბილ წყალს. შემდეგ ხელოვნურად იწვევენ ღებინებას (ენის ძირის გაღიზიანებით). შეიძლება 1 ლ წყალზე თითო ჩაის კოვზი სოდა და მარილი დაემატოს. ეს პროცედურა ტარდება დილით უზმოზე გაღვიძებისთანავე.

    ასეთი წმენდა არ შეიძლება: წყლულოვანი და გულის დაავადებების, ჰიპერტონიის დროს.
    შენიშვნა: თუ კუჭიდან ამოდის ყავისფერი სითხე, ეს იმას ნიშნავს, რომ კუჭის ლორწოვანი გარსი ათასგვარი შლაკებით არის დაბინძურებული. ამ შემთხვევაში აუცილებელია პროცედურის გამეორება მარილ-სოდიანი ხსნარით.

    პროცედურის დამთავრების შემდეგ ღებულობენ მოხარშულ ბრინჯს ან შვრიის ბურღულს. იმ დღისით არ შეიძლება მძიმე საკვების მიღება.


    მსხვილი ნაწლავის გაწმენდა


    ადამიანის ორგანიზმში ყველაზე მეტად მსხვილი ნაწლავი ბინძურდება. ამიტომ საჭიროა მისი გაწმენდა დაგროვილი განავლოვანი მასებისაგან.

    მსხვილი ნაწლავის გასაწმენდად ყველაზე პოპულარული უბრალო საშუალებაა ოყნა.

    პროცედურების კურსი
    პირველი დღე - იკეთებენ ოყნას ძილის წინ 0,5 ლ ოთახის ტემპერატურის წყლით.
    მეორე დღე - ძილის წინ 1 ლ წყალი ოყნით.
    მესამე დღე - დასვენება.
    მეოთხე დღე - ოყნა ძილის წინ 1,5 ლ წყლით.
    მეხუთე და მეექვსე დღეს დასვენება
    მეშვიდე დღე - ძილის წინ 2 ლ წყლით.
    შესვენება 1 თვე. ამის შემდეგ კურსს იმეორებენ. შემდეგი შესვენება 2 თვე, შემდეგ 3 თვე და ა.შ.
    ოყნებს უკუჩვენებებიც აქვს. არ შეიძლება ოყნების გამოყენება: სისხლმდენი ბუასილის, სიმსივნეების, მწვავე კოლიტის, კუჭიდან და ნაწლავებიდან სისხლდენის დროს.



    მსხვილი ნაწლავის გაწმენდა ბალახების ნახარშით


    ძალიან კარგად ასუფთავებს და კვებავს მსხვილ ნაწლავს გვირილას, პიტნის, ფარსმანდუკის ან სალბის ნახარში.
    იღებენ 1-2 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს, ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და ადუღებენ 1-2 წთ. 15-20 წუთის შემდეგ წურავენ და იკეთებენ ოყნას.



    მსხვილი ნაწლავის გამწმენდი ოყნა ლიმონის წვენით


    ლიმონის წვენიანი წყალი კარგად ასუფთავებს ნაწლავს. რადგან ლიმონის მჟავა ხელს უშლის ობის ფენის წრმოქმნას.
    იღებენ 1-2 ლიმონის წვენს, ასხამენ 1 ლ წყალს და საღამოს საათებში იკეთებენ ოყნას. ასეთი ხსნარი სწრაფად არბილებს დიდი ხნის ნალექს და შლის.

    ლიმონიანი ოყნა არ შეიძლება მათთვის, ვისაც გაღიზიანებული აქვს სწორი ნაწლავი.
    ნაწლავების გაწმენდა ბალახებით

    იღებენ ბალახების ნაკრებს:
    სენას ფოთლები - 6 ნაწ.
    ხეჭრელის ქერქი - 5 ნაწ.
    ხეშავის კენკრა - 2 ნაწ.
    ანისულის ნაყოფები - 2 ნაწ.
    1 ჩაის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 20-30 წთ, წურავენ და სვამენ.

    news
    Moderator
    Moderator

    Re: ორგანიზმის გაწმენდა

    Post by news on Wed Apr 08, 2009 3:49 am

    მსხვილი ნაწლავის გაწმენდა ბალახების ნახარშით

    ძალიან კარგად ასუფთავებს და კვებავს მსხვილ ნაწლავს გვირილას, პიტნის, ფარსმანდუკის ან სალბის ნახარში.
    იღებენ 1-2 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს, ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს და ადუღებენ 1-2 წთ. 15-20 წუთის შემდეგ წურავენ და იკეთებენ ოყნას.


    მსხვილი ნაწლავის გამწმენდი ოყნა ლიმონის წვენით

    ლიმონის წვენიანი წყალი კარგად ასუფთავებს ნაწლავს. რადგან ლიმონის მჟავა ხელს უშლის ობის ფენის წრმოქმნას.
    იღებენ 1-2 ლიმონის წვენს, ასხამენ 1 ლ წყალს და საღამოს საათებში იკეთებენ ოყნას. ასეთი ხსნარი სწრაფად არბილებს დიდი ხნის ნალექს და შლის.

    ლიმონიანი ოყნა არ შეიძლება მათთვის, ვისაც გაღიზიანებული აქვს სწორი ნაწლავი.
    ნაწლავების გაწმენდა ბალახებით

    იღებენ ბალახების ნაკრებს:
    სენას ფოთლები - 6 ნაწ.
    ხეჭრელის ქერქი - 5 ნაწ.
    ხეშავის კენკრა - 2 ნაწ.
    ანისულის ნაყოფები - 2 ნაწ.
    1 ჩაის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 20-30 წთ, წურავენ და სვამენ.

    ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გაწმენდა

    შინაგანი ორგანოებიდან ღვიძლი ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი და მეტად საჭირო ორგანოა. მისი დაავადება ხშირად გამოწვეულია არასწორი კვებით.

    ღვიძლი რომ ჯანმრთელი იყოს. საჭიროა ვიცოდეთ:

    1. დაავადებას იწვევს მწარე, ძალიან ცხელი და ცხიმიანი საკვები.
    2. ჭამის შემდეგ მაშინვე დაძინება არ შეიძლება.
    3. მძიმე სამუშაო აზიანებს ღვიძლს.
    4. ჯანმრთელობის მსურველმა უარი უნდა თქვას ალკოჰოლსა და სიგარეტზე.
    ღვიძლის გაწმენდის პერიოდში არ შეიძლება ცხიმიანი საკვების მიღება.

    მ ც ე ნ ა რ ე უ ლ ი ზ ე თ ი
    ძლიერი ნაღველმდენი მოქმედებით ხასიათდება მცენარეული ზეთი. იგი ასტიმულირებს ნაღვლის ბუშტის კუმშვადობასა და სადინარების გახსნას. მცენარეული ზეთი შეიცავს ოლეინის მჟავას, რომელიც მთლიანად იწოვება ნაწლავებში დ ადვილად იყენებს ორგანიზმი. ეს მჟავები ქოლესტერინს გადააქცევენ ადვილად ხსნად ნაერთებად და გამოყავს ორგანიზმიდან. ამის გარდა ისინი სისხლძარღვების კედლებს მატებენ ელასტიურობას. განსაკუთრებით სასარგებლოა ზეითუნისა და ნუშის ზეთი. ხოლო მზესუმზირის ზეთში ეს სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები ორჯერ ნაკლებია.

    1. დილით იკეთებენ გამწმენდ ოყნას.
    2. საუზმობენ ვაშლით ან სხვა ხილით. ან არაფერს ჭამენ.
    3. 12 საათისთვის სვამენ 4-6 ცალ სენადექსინის ტაბლეტს.
    4. 15 საათზე კიდევ სვამენ სენადექსინის 4-6 ტაბლეტს.
    5. 17 საათზე სვამენ შემდეგ მცენარეულ ნაყენს.
    ხეჭრელას ქერქი - 2 სუფრის კოვზი
    გვირილა - 1 სუფრის კოვზი.
    ორკბილა - 1 სუფრის კოვზი.
    პიტნა - 1 სუფრის კოვზი.
    ამ ნაკრებს ასხამენ 400 მლ მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და სვამენ 17 საათზე.
    6. 18 საათიდან იწყებენ ღვიძლის გათბობას. იღებენ დიდ პირსახოცს და იხვევენ ღვიძლის მიდამოში. ზემოდან იდებენ სათბურას და ზემოდან შალის ქსოვილით ითბუნებენ. გათბობა გრძელდება 23 საათამდე.
    7. 19 საათზე სვამენ 2 ტაბლეტ ნოშპას ცხელი წყლით.
    8. 20 საათზე ღებულობენ თბილ ზეითუნის ზეთს (3 ს.კ.) და აყოლებენ 3 სუფრის კოვზ ლიმონის წვენს. ამას აკეთებენ ყოველ 15 წუთში და აყოლებენ ლიმონის წვენს. ამ პროცედურას იმეორებენ რამდენჯერმე. ღებინების შეგრძნების შემთხვევაში ჭამენ შავი პურის მარილიან ნაჭერს.
    9. 1 საათზე იხსნიან სათბურს.
    10. დილით ადრე ოყნას იკეთებენ. ქვები გამოდიან წყალთან ერთად.
    11. რამდენიმე დღის განმავლობაში საჭიროა ხილისა და ბოსტნეულის დიეტის დაცვა.
    ამ პროცედურას იმეორებენ 1 თვის შემდეგ.

    ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ასეთი წმენდა სასარგებლოა წელიწადში ერთხელ.
    უმჯობესია ეს რთული პროცედურა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

    თირკმელების გაწმენდა

    თირკმელების დაავადება ორგანიზმში მრავალი პროცესის დარღვევას იწვევს. ამ ორგანოს ჯანმრთელობისათვის აუცილებელია მისი პერიოდული წმენდის ჩატარება.

    გ ა წ მ ე ნ დ ა ს ა ზ ა მ თ რ ო თ ი
    გაწმენდას იწყებენ ზაფხულში. საჭიროა საზამთრო და შავი პური მთელი კვირის განმავლობაში.
    ამ საშუალების გამოყენება არ შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ გული.
    მთელი კვირის განმავლობაში ჭამენ საზამთროს და შავ პურს. ტკივილის შეგრძნებისთანავე წვებიან თბილ აბაზანაში. ქვები გამოდიან შარდთან ერთად უმტკივნეულოდ. თუ ქვები კიდევ არის თირკმელებში, აგრძელებენ პროცედურას.

    თირკმელების გაწმენდა ასკილის ფესვებით
    ასკილის ფესვები ეფექტური საშუალებაა ნებისმიერი ქვების დასაშლელად და გამოსადევნად.
    2 სუფრის კოვზ ასკილის დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს და ადუღებენ 15 წთ. შემდეგ აციებენ და ღებულობენ 1/3 ჭიქას დღეში 3-ჯერ 1-2 კვირის განმავლობაში.

    თირკმელებიდან ქვების გამოდევნა უმტკივნეულოდ

    იღებენ საშუალო ზომის ლიმონის 1/3 ნაწილისაგან მიღებულ წვენს. ურევენ 200 გრ ცივ ანადუღარ წყალსა და სვამენ 3 მიღებად ყოველი ჭამის შემდეგ 10 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღეს იგივე კურსს იტარებენ, მაგრამ ამჯერად იყენებენ 1/2 ლიმონის წვენს. ამასთანავე კვირაში 2-ჯერ (სამშაბათს და პარასკევს) ღებულობენ 60 გრ ზეითუნის ზეთს, რომელშიც ჩაწურავენ 1/2 ლიმონის წვენს.
    მე-20 დღეზე ქვები დაშლილი სახით გამოვა შარდთან ერთად ტკივილის გარეშე.

    news
    Moderator
    Moderator

    Re: ორგანიზმის გაწმენდა

    Post by news on Wed Apr 08, 2009 3:50 am

    სახსრების გაწმენდა

    დ ა ფ ნ ი ს ფ ო თ ლ ე ბ ი
    ამ საშუალებით ინკურნება ართრიტი, ოსტეოქონდროზი.
    იღებენ რამდენიმე დაქუცმაცებულ დაფნის ფოთოლს, ასხამენ 300 მლ წყალს ემალის ჭურჭელში, ადუღებენ რამდენიმე წუთით და ათავსებენ თერმოსში 6 საათის განმავლობაში. ამ ნახარშს ღებულობენ ჩაის კოვზით 12 საათის განმავლობაში ყლუპებით, 15 წუთიანი შესვენებით. (დიდი დოზით მიღება არ შეიძლება), 3 დღის განმავლობაში. ერთ კვირას ისვენებენ და შემდეგ იმეორებენ.
    მკურნალობის დროს გაძლიერდება შარდვა, შარდი გახდება ვარდისფერი.
    მკურნალობის პერიოდში საჭიროა დიეტის დაცვა.

    სახსრების გაწმენდა ნიახურით

    იღებენ ძირებიან ნიახურს, რეცხავენ, ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, წურავენ.
    მიღება: 2 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ამასთანავე დარჩენილ ჩენჩოს იდებენ სახსრებზე და იხვევენ თბილად. იჩერებენ 1 სთ. 3-4 ასეთი პროცედურის შემდეგ წანაზარდები მთლიანად ქრება.
    ეს საშუალება ეფექტურია მათთვის, ვისაც აქვს ძვლოვანი წანაზარდები ხელისა და ფეხის თითებზე. კურნავს ცისტიტს, პროსტატიტს, ღვიძლს, პანკრეასს.

    ელენთის გაწმენდა

    კ ო მ ბ ო ს ტ ო
    კომბოსტოს ცოცხალ წვენს (1/2 ჭიქა) სვამენ დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი ორი კვირაა. 1 კვირა ისვენებენ და შემდეგ იმეორებენ. მკურნალობას იტარებენ წელიწადში 3-ჯერ.

    მ ა რ წ ყ ვ ი
    მარწყვის მწიფე ნაყოფს ღებულობენ დიდი რაოდენობით. ზამთარში სვამენ მარწყვის ფოთლების ჩაის.

    პროსტატის გაწმენდა

    1 სუფრის კოვზ ძირტკბილას ფესვს ასხამენ 0,5 ლ მდუღარე წყალს და ადუღებენ 10 წთ.
    მიღება: 1/2 ჭიქა ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში მთელი თვის განმავლობაში. ისვენებენ 2 კვირა და შემდეგ კურსს იმეორებენ. მკურნალობას იტარებენ წელიწადში 3-ჯერ.

    სისხლის გაწმენდა

    1. 50 მლ რძეს უმატებენ ახალმომზადებულ მწვანე ჩაის ნაყენს (100 მლ) და ბაბუაწვერას ფესვების ფხვნილს. ღებულობენ დღეში 2-4-ჯერ თბილი სახით 6 დღის განმავლობაში. დილიდან 15 საათამდე ამ ნარევს უმატებენ დანის წვერით მარილს, 15 საათის შემდეგ კი თაფლსა და ცოტა შაქარს.
    2. 100 მლ ჭინჭრის ცოცხალ წვენს უმატებენ 100 მლ ,,ანტონოვკას~ წვენს და ღებულობენ დღეში ერთხელ საუზმემდე 30 წუთით ადრე. კურსი 20 დღეა. 10 დღე ისვენებენ, შემდეგ იმეორებენ.

    სისხლძარღვების გაწმენდა


    * 350 გრ ნიორს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. ურევენ 24 ცალ ლიმონისაგან გამოწურულ წვენს და აჩერებენ 24 დღე ბნელ, გრილ ადგილას.
    მიღება: 1 ჩაის კოვზ ნარევს ხსნიან 1/2 ჩაის ჭიქა წყალში და ღებულობენ დღეში ერთხელ ძილის წინ.
    * თერმოსში ათავსებენ 0,5 ჭიქა კამის დაფქვილ თესლსა და 2 სუფრის კოვზ ვალერიანას დაფქვილ ფესვებს. ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 დღე და შემდეგ წურავენ. უმატებენ 1 ჩაის ჭიქა თაფლს, კარგად ხსნიან და ინახავენ გრილ ადგილას.
    მიღება: თითო სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

    ფილტვების გაწმენდა

    შავ ბოლოკს ხეხავენ სახეხზე. გამოწურულ წვენს უმატებენ თაფლსა და ღებულობენ 50 გრ ძილის წინ.

    გააფართოვეთ თემა: ორგანიზმის გაწმენდა

      Current date/time is Mon Oct 20, 2014 8:25 am