ინტერნეტ ფორუმი

news


    ინტერნეტ ფორუმის წესები. ძირითადი განმარტებები და ტერმინები

    Share

    ინტერნეტ ფორუმის წესები. ძირითადი განმარტებები და ტერმინები

    Post by Admin on Wed Mar 18, 2009 5:04 pm

    ფორუმზე დარეგისტრირება არის აბსოლუტურად ნებაყოფლობითი და უფასო!
    ყურადღებით წაიკითხეთ წესები მანამ, სანამ შეუდგებოდეთ რეგისტრაციის პროცესს.

    ინტერნეტ ფორუმის წესები
    (შემოკლებული ვარიანტი, სრული ვარიანტი იხილეთ აქ: იხილეთ
    1. რა უნდა ვიცოდეთ ფორუმის შესახებ
    1. ფორუმი წარმოადგენს კერძო რესურსს, რომელზეც შესვლის ნებართვა თქვენ გეძლევათ სტუმრის რანგში. თქვენი აქ მონაწილეობა - არა უფლება, არამედ პრივილეგიაა, რომელსაც ფორუმის მფლობელები განიჭებენ .

    2. ფორუმი არის პოსტმოდერირებადი: მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი შეტყობინებების გამოქვეყნება მოახდინონ მომენტალურად, მოდერატორის მიერ მათი წინასწარი შემოწმების გარეშე. ფორუმებში გზავნილების არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს მათ შესაბამობას წესებთან.

    3. ყოველი შეტყობინება გამოხატავს მისი ავტორის, და არა ფორუმის მფლობელთა და ადმინისტრაციის მოსაზრებას .

    4. ფორუმზე წესრიგის არსებობას თვალყურს ადევნებენ მოდერატორები და ადმინისტრატორები, რომლებსაც შეუძლიათ გზავნილების ჩასწორება, წაშლა, თემების დახურვა, მონაწილეთა დაბლოკვა(ბანის დადება) ფორუმების მოხმარებისგან.

    5. არ გამოეხმაუროთ იმ შეტყობინებებს, რომლებიც არ შეესაბამება ფორუმის წესებს. თუ შენიშნეთ დარღვევა, ჩააყენეთ საქმის კურსში ადმინისტრაცია. ამისათვის გამოიყენეთ სერვისი "შეატყობინე მოდერატორს".

    6. ახალი თემის გახსნისას სათაურში აღნიშნეთ საკითხის არსი, ხოლო საკუთრივ შეტყობინებაში კი მიეცით სრული და ვრცელი აღწერილობა.

    7. ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებული ყველანაირი სახის წინადადებები, შენიშვნები და ზოგადი კომენტარები უნდა გაკეთდეს განყოფილებაში "ფორუმის შესახებ", ან გადაეგზავნოს ადმინისტრაციას (პირადული ხასიათის საკითხებთან დაკავშირებული).

    2. რისი გაკეთება არ შეიძლება ფორუმზე

    1. ახალი თემების გახსნა:

    1. ისეთი თემების გახსნა, რომლებიც უკვე განხილულია ფორუმზე ან რომლებზეც პასუხები მოიძებნება FAQ-ში, ან უმოკლეს დროშია მათი მოძებნა შესაძლებელი სხვადასხვა საძიებო სერვერების გამოყენებით.
    2. თემების გახსნა ერთდროულად რამდენიმე განყოფილებაში.
    3. ისეთი თემების, რომელთა არსიც მდგომარეობს სტატისტიკისთვის მონაცემთა შეგროვებაში.(ამისთვის არსებობს გამოკითხვის სპეციალური თემები,ე.წ. პოლები)
    4. თუ მათი სათაური შეიცავს UPPER-CASE-ში დაწერილ რამდენიმე სიტყვას.
    5. თუ მათი სათაური შეიცავს ამ ტიპის მორთვას "==-- ჩემი თემა --==".
    6. რომლებსაც აქვთ ნაკლებად ინფორმატიული ან ძალიან ზოგადი სათაური, აგრეთვე შეიცავს მინიშნებას, რომ სასწრაფო ხასიათის საკითხია.
    7. რომლებიც მიმართულია ფორუმის ცალკეული მონაწილეებისადმი.

    2. იკრძალება ისეთი გზავნილები, რომლებიც შეიცავენ:

    1. ეროვნული, რელიგიური ან რასობრივი შეუწყნარებლობის ელემენტებს.
    2. მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციას ან ცილისწამებას.
    3. პორნოგრაფიული ხასიათის მასალებს, სხვადასხვა საგნების განხილვას ან ძებნას.
    4. რეკლამას.
    5. სხვადასხვა საგნების ყიდვის, გაყიდვის, გაცვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს; ძიებისა და მომსახურების შეთავაზებას.
    6. უტაქტო, უცენზურო გამონათქვამებს ან შეურაცხყოფას.
    7. ფლეიმს, ფლუდს, ოფტოპიკს, ჩეთს.
    8. ღრმად პირადული საკითხების განხილვას.
    9. მართლწერის შეცდომების დიდ ოდენობას ან ჟარგონულ სიტყვებს.
    10. სმაილაკების ბოროტად გამოყენებას, მათ დიდ რაოდენობას (მიყოლებით სამზე მეტი), დიდი ზომის სურათებს, ოვერქვოთინგს.

    3. იკრძალება ადმინისტრაციის ქმედებების საჯარო განხილვა, კომენტირება, გაპროტესტება; ამის გაკეთება საჭიროა პრივატით.

    ინტერნეტენ ფორუმის წესების სრული ვარიანტი, რომელიც წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს და განსაზღვრავს ფორუმის მუშაობასა და მასში მონაწილეობის წესებს, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: იხილეთ


    Last edited by Admin on Tue Mar 24, 2009 4:04 am; edited 1 time in total

    ძირითადი განმარტებები და ტერმინები (A)

    Post by Admin on Wed Mar 18, 2009 5:20 pm

    ძირითადი განმარტებები და ტერმინები

    • გზავნილი, შეტყობინება, პოსტი(post), პოსტინგი(posting), მესიჯი(message) - ფორუმზე დატოვებული შეტყობინება მისი მონაწილის მიერ.
    • თემა, ტოპიკი(topic, thread) - საწყისი შეტყობინება, მისი პასუხები და გაკეთებული კომენტარები.
    • თემის სახელწოდება - თემის სათაური, დასახელება, რომლითაც იგი ხილული და იდინტიფიცირებული იქნება თემების ჩამონათვალში.
    • საგანი(subj, subject) - 1. თემის სახელწოდება 2. დისკუსიის საგანი.
    • ფორუმი(forum) - გარკვეული ნიშნით გადანაწილებული თემების ერთობლიობა.
    • კატეგორია(category), განყოფილება - ფორუმთა ერთობლიობა, გადანაწილებული გარკვეული ნიშან-თვისებების მიხედვით.
    • ფორუმის მონაწილე - პირი, რომელიც აგზავნის შეტყობინებებს ფორუმზე.
    • ზედმეტსახელი, ფსევდონიმი, ნიკი, ნიკნეიმი(nickname) - სახელი, რომლითაც მონაწილე გზავნის შეტყობინებებს ფორუმზე.
    • სტატუსი(მონაწილის) - წარწერა, რომელიც თემების გვერდებზე მოჩანს თემაში მონაწილეთა ნიკნეიმების ქვეშ და რომელიც გვაუწყებს ნებისმიერი მონაწილის სტატუსს შეტყობინების გაგზავნის მომენტში.
    • ინფო(მონაწილის) - ინფორმაციული გვერდი ფორუმის მონაწილის შესახებ, რომელზე მოხვედრაც შესაძლებელია "ინფო" ბმულზე გადასვლისას. იგი მდებარეობს ფორუმის მონაწილეთა ყოველი გზავნილის მარჯვენა ზედა კუთხეში.
    • რეგისტრირებული მონაწილე(მომხმარებელი) - მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირებულია ფორუმზე და გააჩნია თავისი უნიკალური ნიკნეიმი და პაროლი, რომელიც მხოლოდ მისთვის არის ცნობილი. სხვა პირებს, რომლებმაც არ იციან პაროლი, არ შეუძლიათ ამ ნიკით გზავნილის გაკეთება ფორუმზე.
    • არარეგისტრირებული მომხმარებელი, (unregistered) - მომხმარებელი, რომელსაც არ გაუვლია რეგისტრაციის პროცესი ფორუმზე.
    • ფორუმის სტუმარი-ადამიანი, რომელიც კითხულობს ფორუმის თემებს, მაგრამ არ შეუძლია შეტყობინებების გაგზავნა. ფორუმის მონაწილისაგან განსხვავდება იმით, რითაც მკითხველი განსხვავდება მწერლისაგან.
    • ბოტი(bot) - ფორუმის მონაწილის მეორე(მესამე, მეოთხე, მეხუთე...) ნიკნეიმი.
    • მოდერირება, მოდერაცია(moderation) - ფორუმის ადმინისტრაციის მიერ გატარებული ზომები მიმართული ფორუმზე წესრიგის შენარჩუნებისაკენ,
      ანუ ფორუმების და ცალკეული თემების მოქმედი წესების შესრულების უზრუნველყოფა და დაკვირვება.


      • პოსტმოდერირება - მოდერირება მას შემდეგ, რაც რეალურ რეჟიმში გაიგზავნება ფორუმზე შეტყობინებები, რომელთა მომენტალურად ნახვის შესაძლებლობა აქვს ფორუმის ყველა მონაწილე წევრს სტუმრების ჩათვლით. ასეთი გზავნილები არ გადის წინასწარ დაკვირვებას და არ იფილტრება ფორუმზე გამოქვეყნებამდე. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაპოსტილ გზავნილებს კითხულობს მოდერატორი და წესების შესაბამისად წყვეტს მის ბედს - ჩასწორება, საერთოდ წაშლა ან ხელუხლებლად დატოვება.
      • პრემოდერირება - ამ დროს გზავნილები თავდაპირველად გადიან წინასწარ დაკვირვებას და მოდერატორების მიერ იფილტრებიან ფორუმზე გამოქვეყნებამდე. ის გზავნილები, რომლებიც ვერ გაივლიან წინასწარი გაფილტვრის პროცესს, შესაბამისად არ გამოქვეყნდება ფორუმზე და მათ ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა ვერავინ ნახავს.
      • თვითმოდერირება(ნებაყოფლობითი მოდერირება)-სიტუაცია, როდესაც ფორუმის მონაწილე, რომელიც არ არის არც ადმინისტრაციის წევრი და არც მოდერატორი, აძლევს საჯარო შენიშვნას სხვა მომხმარებელს იმის გამო, რომ მისი ქცევა არ შეესაბამება ფორუმის წესებს.
      • ბანი(ban) - ფორუმის მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის დროებითი ან მუდმივი დაბლოკვა და მათთვის პოსტინგების გაკეთების შესაძლებლობის შეზღუდვა.
      • ბანდადებული("დაბანილი") მონაწილე-მომხმარებელი, რომელსაც ფორუმზე პოსტინგების გაკეთების უფლება აკრძალული აქვს.
      • გაფრთხილება, ვორნი(warn) - მოდერატორის მიერ მომხმარებელზე გამოტანილი გაფრთხილება წესების დარღვევის გამო. კონკრეტული მომხმარებლის გაფრთხილებათა სრული სიის ნახვა შესაძლებელია მის პირად "ინფო"-ში. მისი ნახვის საშუალება აქვს მხოლოდ მას და ფორუმის ადმინისტრაციას.

    • ფორუმის ადმინისტრაცია - ფორუმის მფლობელები და ადმინისტრატორები, ფორუმების მოდერატორები.

      • მოდერატორი(moderator) - ფორუმის ადმინისტრატორთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს უფლება, განახორციელოს ოპერაციები თემებსა და პოსტებზე, ასევე გააფრთხილოს მონაწილეები მისდამი მინდობილ ფორუმში.
      • ადმინისტრატორი(administrator) - ფორუმის მფლობელთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც აქვს მოდერატორების ყველა ფუნქცია უკლებლივ ყველა ფორუმში, გარდა ამისა, რეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშების(accounts) გაუქმებისა და მათი ბაზიდან წაშლის შესაძლებლობა. აგრეთვე, მას აქვს უფლება, შეცვალოს ფორუმის მოქმედი კანონმდებლობაც.
      • ფორუმის მფლობელი - პირი ან პირთა ჯგუფი, რომელთა პირად საკუთრებაშიც იმყოფება ფორუმი. მათ აქვთ ფორუმის ფარგლებში ნებისმიერი კანონიერი ქმედების განხორციელების უფლება, მათ შორის ფორუმის ლიკვიდაციისაც.

    ძირითადი განმარტებები და ტერმინები (B)

    Post by Admin on Wed Mar 18, 2009 8:19 pm


    • ოფტოპიკი(offtopic) - შეტყობინება, რომელიც ნაკლებად ან საერთოდ არ მიეკუთვნება დისკუსიის საგანს. მაგალითად, თემაში "მიშველეთ, კომპიუტერი არ ირთვება", საფეხბურთო მატჩის განხილვა არის ოფტოპიკი. ასევე ოფტოპიკად იქნება მიჩნეული ყველა ის გზავნილი, რომელიც ეხება ფორუმის ადმინისტრაციის ქმედებათა განხილვას. აგრეთვე ოფტოპიკია იმის გარჩევა, მიეკუთვნება თუ არა აღნიშნული თემა ფორუმს "დედა პლატები" (motherboards)
    • ოვერქვოთინგი(overquoting) - ჭარბი ციტირება. გვხვდება იმ შემთხვევებში, როდესაც, მაგალითად, მონაწილე ახდენს დიდი გზავნილის ციტირებას მხოლოდ იმისთვის, რომ მის ქვეშ მიაწეროს "თანახმა ვარ".
    • ფლეიმი(flame ინგლ.ცეცხლი, ალი) - 1. ემოციურად დატვირთული გზავნილი, რომელიც პიროვნების შეხებაში გამოიხატება (მაგალითად, შეიცავს პიროვნების, ეროვნულობის, რელიგიურობის, სქესის ან პროფესიული შეურაცხყოფის ხასიათს) და რომელშიც გამოყენებულია განსაზღვრული რიტორიკა (მაგალითად, დემაგოგიის); ხშირად არის დამახასიათებელი გარკვეული არგუმენტებისა და ფაქტების უქონლობა. 2. სიტყვათა ომი, დავა დავის გამო, როდესაც მონაწილეებს ავიწყდებათ, თუ რისთვის დაიწყო დავა და დავობენ მხოლოდ იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეები თავიანთ სიმართლეში დაარწმუნონ, ან სხვების უსამართლობაში იმის მიუხედავად, თუ რაზე მიმდინარეობს დავა (საკმარისია მცირეოდენი, ნაკლებად არსებითი მნიშვნელობის მქონე საბაბიც კი). არცთუ იშვიათად ხდება სხვების დადანაშაულება სიცრუეში, ბოდიშის მოხდის მოთხოვნები და ასე შემდეგ. როგორც წესი, ასეთი ტიპის ფლეიმის გახურება ხდება ძირითადად მონაწილეებს შორის შეუთავსებადობისა და ანტიპატიის გამო.3. შეტყობინება, რომელიც იგზავნება ფორუმში "ფლეიმი".
    • ფლეიმური ომები(flame wars) ან რელიგიური ომები(holy wars) - უაზრო დავები(როგორც წესი, "ფლეიმის" ფართო გამოყენებით), რომელშიც მონაწილეები ცდილობენ, ერთმანეთს დაუმტკიცონ მეტ-ნაკლებად სრულფასოვანი მრავალი ალტერნატივიდან ერთ-ერთის უპირატესობა. (მაგალითად, დავები Intel Vs AMD, Windows Vs Linux და ა.შ.)
    • ტროლინგი - პროვოკაციული ან შეურაცხმყოფელი ხასიათის მქონე გზავნილების გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ გამოიწვიო "ფლეიმი" და კონფლიქტი მონაწილეებს შორის.
    • ფლუდი(flood) - ნაკლებად აზრიანი ან უაზრო შეტყობინება, რომელიც პრაქტიკულად არ შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას; ლაყბობა ათასგვარ სისულელეზე, პრაქტიკულად არაფერზე. როგორც წესი, მსგავსი შეტყობინებები ადვილად ექვემდებარება წაშლას ისე, რომ დისკუსიას ამით არანაირი ზიანი არ ადგება. მაგალითისათვის, მათ მიეკუთვნება შემდეგი ტიპის მოკლე, ერთხაზიანი ფრაზები: "გეთანხმებით", "პკპკ", "ლოლ"...ან ისეთი შეტყობინება, რომელიც შეიცავს მარტო სმაილაკს.
    • ფლეიმერი - მონაწილე, რომელიც სისტემატურად აგზავნის "ფლეიმის" შემცველ გზავნილებს.
    • ფლუდერი - მონაწილე, რომლის პოსტინგებიც სისტემატურად ფლუდის შემცველია.
    • ოფტოპერი - მონაწილე, რომლის გზავნილებიც სისტემატურად ოფტოპიკის ხასიათის მატარებელია.
    • ტროლი - მონაწილე, რომელიც იწვევს ტროლინგს.
    • ჩატი, ჩეთი(chat) - რეალური დროის რეჟიმში მონაწილეების მიერ ფლუდური ხასიათის მოკლე გზავნილების უსწრაფესი მიმოცვლა.
    • კროს-პოსტინგი(crossposting)-ერთი და იგივე შეტყობინების დატოვება სხვადასხვა თემებში. ფორუმზე მსგავსი რამ აკრძალულია.
    • შეატყობინე მოდერატორს - სპეციალური სერვისი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მონაწილეს აქვს საშუალება, უსწრაფესად მიიპყროს მოდერის ყურადღება ამა თუ იმ კონკრეტული პოსტისადმი, რომელიც წესებს ეწინააღმდეგება. ამისათვის გამოიყენეთ ბმული "შეატყობინე მოდერატორს", რომელიც მდებარეობს გზავნილის ქვედა მარჯვენა მხარეს.
    • სმაილი, სმაილაკი(smiley)-პატარა (როგორც წესი, გრაფიკული) გამოსახულება, რომლის ჩასმაც ხდება გზავნილის ტექსტში იმ მიზნით, რომ გადმოცემულ იქნეს გზავნილის ავტორის ემოციური მდგომარეობა, მაგალითად, სმაილაკი smile.gif ანუ : ) მიანიშნებს, რომ გზავნილის ავტორი კარგ ხასიათზეა და ის იღიმება.
    • ხშირად დასმული კითხვები, ხ.დ.კ.(FAQ, frequently asked questions) - ფორუმთან დაკავშირებული კითხვები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმება ხოლმე
      ფორუმზე.

    • იმჰო(IMHO, In my humble opinion) - ჩემი მოკრძალებული აზრით. ამით ავტორი კატეგორიული ტონის ნაცვლად, მიუთითებს მხოლოდ და მხოლოდ მის პირად მოსაზრებაზე.
    • AFAIK(as far as I know) - რამდენადაც ვიცი.
    • AFAIR(as far as I remember) - რამდენადაც მახსოვს. ისინი მიუთითებენ, რომ პოსტინგის ავტორი მთლად ბოლომდე არაა დარწმუნებული თავის სიმართლეში.
    • RTFM(read the following manual) - მოწოდება აპარატურის ან პროგრამული პროდუქტის მანუალის(დოკუმენტაციის) წაკითხვისაკენ, რომელზეც მიდის საუბარი.


    1. საერთო დეკლარაციები

    Post by Admin on Wed Mar 18, 2009 8:25 pm

    1. საერთო დეკლარაციები

    1.1. ინტერნეტ ფორუმი Internet.GoergianForum.Com (http://internet.ioergianforum.com ) განკუთვნილია გამოცდილების გაზიარებისთვის, განხილვისათვის და ფართო სპექტრის საკითხების მოგვარებისათვის.


    1.2. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, რომელიც ეთანხმება ფორუმის წესებს.

    1.3. თბილისის ფორუმი Internet.GoergianForum.Com წარმოადგენს ფორუმის მფლობელთა პირად საკუთრებას, რომლებიც საკუთარი ფინანსებით ინარჩუნებენ და ამუშავებენ მას. ამიტომ, ფორუმზე არ ყოფილა, არც არის და არც არასოდეს იქნება არანაირი დემოკრატია, ანუ ფორუმის პირდაპირი მართვა მისი წევრების მიერ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფორუმის მფლობელები არ ითვალისწინებენ მომხმარებელთა რჩევებს. პირიქით, ისინი მიესალმებიან ახალ მომხმარებლებს და მათ ახალ რეკომენდაციებს. მაგრამ მოხმარებლებს უნდა ესმოდეთ, რომ ბოლო სიტყვის უფლება ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში ყოველთვის რჩებათ ფორუმის მფლობელებს. მომხმარებლები არ უნდა მოითხოვდნენ მათი წესებით თამაშს და სხვის მონასტერში მისვლას თავიანთი წესდებით.

    1.4. ფორუმის წესებს განსაზღვრავენ ფორუმის მფლობელები და მათი ნდობით აღჭურვილი პირები-ფორუმის ადმინისტრატორები.

    1.5. ფორუმის წესები წარმოადგენს თბილისის ფორუმის (Internet.GoergianForum.Com-ს) მთავარ და ძირითად დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს მუშაობის წესებს და მონაწილეობას ფორუმში


    1.6. ფორუმის წესების გარდა, ფორუმის ყოველ ქვეფორუმსა თუ თემაში შეიძლება მოქმედებდეს თავისი ლოკალური წესები(მათ ეწოდებათ "ფორუმთა წესები" და "თემათა წესები"), რომლებიც წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდნენ ფორუმის საერთო წესებთან; ან ეს წინააღმდეგობრიობა განსაკუთრებულად შეთანხმებული უნდა იყოს. ასეთ შემთხვევაში ფორუმების და თემების წესები ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ფორუმის საერთო წესები. ცალკეულ ფორუმთა და თემათა წესების დადგენა ხდება ფორუმის მფლობელთა, ადმინისტრატორების ან მათი ნდობით აღჭურვილი პირების - ფორუმთა მოდერატორების მიერ.

    1.7. ნებისმიერი წესის მთავარი ამოცანაა ფორუმზე, ფორუმებსა და თემებში მეგობრული, სასიამოვნო სიტუაციის შექმნის უზრუნველყოფა პრობლემების მოგვარებისათვის ან მოხმარებლებს შორის ურთიერთობებისათვის. ამისათვის წესებში მაქსიმალურად და ადვილად გასაგებად არის გადმოცემული საერთო რეგულაციები, რეკომენდაციები და აკრძალვები.

    1.8. ფორუმის ადმინისტრაციას ესმის და უზრუნველყოფს წესების შესრულებას, ხელმძღვანელობს რა თავისი საკუთარი შეხედულებისამებრ კონკრეტული მომხმარებლის ფასეულობათა შესახებ მთავარი მიზნების განხორციელებისათვის.(იხ. პ. 1.7.), რის შედეგადაც ადმინისტრაციამ შესაძლოა გამოავლინოს მიკერძოუბულობა ან არათანმიმდევრულობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფორუმის ადმინისტრაციის მუშაობის მთავარი მიზანია წესების დაცვა არა ბუკვალურად და ფორმალურად. ყველა ზომა, რომელიც მიმართულია წესების დაცვისა და განხორციელებისაკენ, მიმართულია მთავარი მიზნის აღსრულებისაკენ. (იხ. პ. 1.7.). ამის გამო წესებში შეიძლება იყოს დაშვებული გამონაკლისები. ანუ, ვთქვათ, თუ რომელიმე კონკრეტულ სიტუაციაში წესებს მივყვებით ფორმალურად სიტყვა-სიტყვით, ამან შეიძლება მთავარი მიზნის განხორციელებას ხელი შეუშალოს.ამიტომ, წესების ბრმად მიყოლისაგან ადმინისტრაციამ ზოგჯერ შეიძლება თავი შეიკავოს.


    1.9. წესები არ არის არც მკაცრად ნებადამრთველი(ანუ ის ყველაფერი, რაც წესების მიხედვით არაა ნებადართული, ესე იგი აკრძალულია) და არც მკაცრად შემზღუდველი(ანუ ის ყველაფერი, რაც წესებით არ იკრძალება, არის ნებადართული). იმ სიტუაციების დროს, რომლებსაც წესები ვერ არეგულირებს, ან თუ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე გვაქვს წესების ინტერპრეტაციასთან, მაშინ მომხმარებელს შეუძლია კითხვით მიმართოს ფორუმის ადმინისტრაციას.

    1.10 ფორუმის ნებისმიერმა მონაწილემ, მათ შორის ადმინისტრაციამაც(თუ ეს არ არის წინასწარ განსაკუთრებულად შეთანხმებული) აუცილებლად უნდა დაიცვას ფორუმის წესები

    1.11 ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას მისი მომხმარებლები უცხადებენ სრულ ნდობას ფორუმის ადმინისტრაციას მათდამი მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეხება წესების ინტერპრეტაციისა და აღს
    რულების უზრუნველყოფის საკითხებს.

    1.12 თქვენი მონაწილეობა ფორუმში ავტომატურად გულისხმობს სრულ და უპირობო თანხმობას მის წესებთან. წესებთან არდათანხმება არ შეიძლება იმის საფუძველი იყოს, რომ ადმინისტრაციას პრეტენზიები წაუყენოთ მის მიერ ფორუმის მოდერირებასთან დაკავშირებით შესრულებადი ფუნქციების მიმართებით. თუ თქვენ არ ეთანხმებით ფორუმის წესებს, შესაბამისად, არ ღირს თქვენი მონაწილეობა ფორუმის მუშაობაში.

    1.13 ფორუმის წესები ძალაში შედის მათი გამოქვეყნების მომენტისთანავე.

    1.14 შეიძლება მოხდეს ფორუმის წესების შევსება ან მათში ცვლილებების შეტანა ნებისმიერ დროს, მაგრამ აუცილებელი პირობაა,
    მოხდეს ფორუმის მონაწილეთა ინფორმირება ამის თაობაზე განცხადების გამოქვეყნების გზით.

    2. გარანტიის არმიცემა

    Post by Admin on Wed Mar 18, 2009 8:25 pm

    2. გარანტიის არმიცემა

    2.1. ფორუმზე დადებული ყველა მასალა(მათ შორის ფორუმის მონაწილეთა ყველა გზავნილი) გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და შეხედულებას. ფორუმის ადმინისტრაცია არ იძლევა რაიმე სახის გარანტიას, ღიად დაფიქსირებულს ან ნაგულისხმებს, რომ ეს მასალები არის სრული, სასარგებლო და ჭეშმარიტი. თქვენ მათი გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ თქვენი რისკის ფასად.

    2.2. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირ ან ირიბ ზიანზე, რომელიც შეიძლება თქვენ ან თქვენმა საკუთრებამ განიცადოს ზემოთხსენებული მასალების გამოყენების ან გამოუყენებლობის, ხელიდან გაშვებული სარგებელის ან ინფორმაციის დაკარგვის გამო და ა.შ.

    2.3. ფორუმის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი ფორუმის გვერდებზე გაკეთებული სარეკლამო ხასიათის მასალების შინაარსზე (იმ შემთხვევების გარდა, რომლებსაც კანონი ითვალისწინებს) ან იმ მასალებზე, რომლებიც ვებ-საიტზე არ არის განთავსებული;
    ანუ, თუ ფორუმის ვებ-გვერდზე არსებული მასალა შეიცავს ბმულს იმ მასალაზე გადასასვლელად, რომელიც არ არის განთავსებული ფორუმის ვებ- საიტზე.

    2.4. ფორუმზე განთავსებულ შეტყობინებათა ავტორები ინარჩუნებენ საკუთრების არმქონე უფლებას თავიანთ გზავნილებზე და იღებენ სრულ პასუხისმგებლობას მათ შინაარსზე, თუ ასეთი პასუხისმგებლობა უფლებამოსილების ძალას იძენს, რომელიც მიესადაგება ყოველ კონკრეტულ შემთხვევას.

    2.5. ფორუმის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს ფორუმის მონაწილეთა პირად მონაცემებსა და კონფიდენციალურ ინფორმაციას (მათ შორის ip მისამართსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს), თუ ის დაცულია ფორუმის სხვა მონაწილეების მიერ ნახვისაგან. თუმცა, ეს შეიძლება არ გავრცელდეს იმ მონაწილეებზე, რომლებიც უხეშად არღვევენ წესებს. ასეთ შემთხვევაში შიდა ზომების გატარებასთან ერთად მოხმარებლის ქცევასთან დაკავშირებული საკითხისა და ასევე მისი ფორუმზე ყოფნის მიზანშეწონილობის გადასაწყვეტად, ნებისმიერი ხელმისაწვდომი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალდამცავ ორგანოებთან, ინტერნეტ პროვაიდერებთან (კავშირგაბულობის ოპერატორებთან ან ჰოსტერებთან), ან მომუშავე პერსონალთან წესების დარღვევის დონისა და ფორმის შესაბამისად.
    ადმინისტრაცია ასევე იტოვებს უფლებას, საჯაროდ განაცხადოს მსგავს ქმედებათა განხორციელების შედეგები (თუ არ ჩავთვლით კონფიდენციალურ ინფორმაციას) იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნია ეს მიზანშეწონილად ფორუმის ინტერესებიდან გამომდინარე.

    2.6. ფორუმისა
    და მასში წარმოდგენელი მასალების ნებისმიერი სახით გამოყენებით, თქვენ მოცემული დოკუმენტის პირობებს იღებთ. თუ თქვენ არ იღებთ მოცემული დოკუმენტის პირობებს, მაშინ თქვენთვის აჯობებს, მყისვე უარი განაცხადოთ ფორუმისა და მისი მასალების გამოყენებაზე.

    3. საერთო მდგომარეობა, რეკომენდაციები და რჩევები (A)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:04 am

    3. საერთო მდგომარეობა, რეკომენდაციები და რჩევები

    3.1. ფორუმზე მთელი ძირითადი ურთიერთობა მიმდინარეობს თემებში-შეტყობინებათა ჯგუფებში.



    რომელიმე მონაწილე (თემის ავტორი) აკეთებს საწყის შეტყობინებას (ქმნის თემას), დანარჩენი მონაწილეები კი მას თავიანთ კომენტარებს უმატებენ, პასუხობენ ავტორის მიერ დასმულ შეკითხვას-ასე იქმნება თემა.


    ერთი სახის თემები ერთიანდება ფორუმში. ამგვარად, იმ თემებისგან, რომლებშიც განიხილება კომუნიკაციები, წარმოიქმნება ფორუმი, რომელსაც ასევე ეწოდება: "კომუნიკაციები"


    ერთგვაროვანი ფორუმები ერთიანდება კატეგორიად (განყოფილებად). მაგალითად, ორი ფორუმიდან "PC თამაშები" და "კონსოლ-თამაშები" წარმოიქმნება განყოფილება "Games" (გეიმები, თამაშები)
    დაბოლოს, ყველა განყოფილება (და, შესაბამისად, ყველა ფორუმი და ყველა თემა) შეადგენს ფორუმს.


    3.2. ფორუმზე შეტყობინებების გამგზავნი პირები პირობითად შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად.



    ფორუმის მონაწილეები


    არარეგისტრირებული მომხმარებლები(unregistered). ფორუმზე შეტყობინების გაგზავნისათვის მათთვის საკმარისია სახელის მითითება(ანუ ნიკნეიმი, მაგალითად, "ვასია"), გზავნილის ტექსტის დაწერა და მისი გაგზავნა. გზავნილების რედაქტირება ან წაშლა მათთვის არაა ხელმისაწვდომი, რამეთუ შეუძლებელია იმის დადგენა, ნამდვილად იმ ადამიანს უნდა გზავნილის ჩასწორება, რომელმაც იგი დაწერა თუ სხვას. ყველაფერი, რაც კი ვიცით ავტორზე, ეს არის მხოლოდ მისი საჯაროდ ცნობილი ნიკნეიმი. მისით მანიპულირება და მისი გამოყენება კი ინტრიგანს და მავნებელს შეუძლია. გარდა ამისა, ერთსა და იმავე ნიკნეიმს ერთდროულად რამდენიმე ადამიანი იყენებს. (განსაკუთრებით მაშინ, როცა ფართოდ გავრცელებულ ნიკნეიმებთან გვაქვს საქმე).მაშინ როგორღა უნდა დადგინდეს, თუ ვინაა სინამდვილეში ამა თუ იმ კონკრეტული გზავნილის ავტორი? ამგვარი პრობლემების გადასაჭრელად მონაწილეებს აქვთ შეთავაზება, რომ დაარეგისტრირონ თავიანთი ნიკნეიმები.


    რეგისტრირებული მომხმარებლები. ყოველ ასეთ მონაწილეს გააჩნია თავისი პირადი, უნიკალური ნიკნეიმი და პაროლი, რომელიც ცნობილია მხოლოდ მისთვის. სხვა პირები (რომლებმაც არ იციან პაროლი) ამ ნიკით ვერ გააგზავნიან შეტყობინებებს ფორუმზე. რეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, დააედიტონ (ჩაასწორონ) ან წაშალონ თავიანთი გზავნილები (გარდა ამისა, მათ აქვთ კიდევ მრავალი ფუნქცია, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ.მაგალითად, ელ-ფოსტაზე შეტყობინების მიღება თემების განახლების შესახებ, ანუ თუ თემებში ახალი პასუხები დაიწერება.)


    რეგიტრაციის შემდეგ მონაწილეს მომენტალურად ენიჭება სტატუსი "registered". იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს ფორუმზე გაკეთებული აქვს არანაკლებ 2000 გზავნილისა, მისი სტატუსი იზრდება და ტრანსფორმირდება "member"-ში (მემბერი, წევრი).

    ფორუმის ადმინისტრაცია. ეს არის ადამიანთა განსაკუთრებული კატეგორია, რომლებიც უზრუნველყოფენ წესების აღსრულებას ფორუმის ფარგლებში. მათ მინიჭებული აქვთ ექსკლუზიური უფლება ნებისმიერი ოპერაციის გასახორციელებლად თემებთან და გზავნილებთან დაკავშირებით. მათ აქვთ ასევე შენიშვნის მიცემის და მომხმარებელთა გაფრთხილების უფლებაც, რაც მიმართულია მომხმარებელთა ქცევების გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევისაკენ. ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, როგორც ფორუმზე მოქმედი კანონიერებისა და წესრიგის განსახიერებანი, ვალდებულნი არიან, პირველ რიგში, თავადვე მკაცრად დაიცვან წესები და ასევე უზრუნველყონ მათი აღსრულება სხვა მომხმარებლების მიერ. ამავდროულად უნდა შეინარჩუნონ მაქსიმალური დამოუკიდებლობა (რამდენადაც ეს შესაძლებელია), ობიექტურობა და მიუკერძოებულობა. ამიტომაც მათ ეკრძალებათ ყოველგვარ თემაში მონაწილეობის მიღება, რომლებიც არ ეხება ფორუმის მუშაობას და რიგითი მომხმარებლის რანგში ვინმესთვის რჩევა-დარიგებებისა და რეკომენდაციების მიცემა, თემატურ საკითხებში დავის დროს ერთი რომელიმე მხარისაკენ გადახრა და მხარდაჭერა, მითუმეტეს ვერდიქტის გამოტანა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მართალი ამ დავაში. (რა თქმა უნდა, გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც საჭიროა ფორუმის მომხმარებლებისთვის მათ ქცევასთან დაკავშირებული რჩევებისა და მითითებების მიცემა). მათი მთავარი ამოცანაა, თვალყური ადევნონ დისკუსიების მიმდინარეობას და გააკონტროლონ კორექტულობის ჩარჩოს დარღვევები, შეტყობინებათა ფორმები, მაგრამ არა მათი შინაარსი (იმ შემთხვევების გარდა, რომელიც აღწერილია "აკრძალვებში").თავის მხრივ, ფორუმის ყველა მონაწილეს ეკრძალება საჯაროდ (ფორუმის თემებში) აწარმოოს მოლაპარაკებები ადმინისტრაციასთან, ანუ იდავოს, განიხილოს მისი ქმედებები, დაუსვას კითხვები, შესთავაზოს წინადადებები (გამონაკლისს წარმოადგენს ზოგადი (არა პირადული) ხასიათის კითხვები სპეციალურ ფორუმში "ფორუმის შესახებ". იმ შემთხვევაში, როცა ფორუმის ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი არღვევს წესს, უმაღლესი ინსტანციის მიერ წარმოებს შიდა გამოძიება და არაკორექტული საქციელის გამოვლენის შემთხვევაში ხდება შიდა ზომების ამოქმედება. (რიგითი მომხმარებლებისათვის შემუშავებული გაფრთხილებისა და დასჯის მეთოდები არ გამოიყენება ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შემთხვევაში). თუ ადმინისტრაციის რომელიმე წარმომადგენელი რეგულარულად და უხეშად არღვევს ფორუმის წესებს ან ცუდად ასრულებს თავის პირდაპირ მოვალეობებს, მაშინ მას შეიძლება ჩამოერთვას უფლებამოსილება.
    ფორუმის მოდერატორი(moderator) - ფორუმის ადმინისტრატორთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც მისდამი მინდობილ ფორუმში აქვს უფლება, განახორციელოს ოპერაციები თემებთან და გზავნილებთან მიმართებით (მაგალითად, ჩასწორება, გზავნილების და თემების წაშლა, მათი გადატანა სხვა ფორუმებში და ასე შემდეგ.), აგრეთვე, მონაწილეების გაფრთხილების უფლებაც გააჩნია. მის მიერ მოდერირებადი ფორუმის გარეთ მოდერატორს არ გააჩნია თავისი განსაკუთრებული უფლებები.
    ფორუმის ადმინისტრატორი(administrator) - ფორუმის მფლობელთა ნდობით აღჭურვილი პირი, რომელსაც გააჩნია მოდერატორების ყველა უფლება უკლებლივ ყველა ფორუმში; აგრეთვე, რეგისტრირებულ მოხმარებლებთა ანგარიშების გაუქმებისა (ბაზიდან მათი საერთოდ წაშლისა) და ფორუმის წესების შეცვლის უფლებაც.

    3. საერთო მდგომარეობა, რეკომენდაციები და რჩევები (B)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:08 am

    3.3. რა გზით უნდა განვსაზღვროთ თემაში, თუ ვინ არის მონაწილე (რომელთანაც შეიძლება იდავო, მის აზრს კი იგნორირება გაუკეთო) და ვინ მოდერატორი (რომლის მოთხოვნების შესრულებაც აუცილებელია უსიტყვოდ და უპირობოდ?ძალიან მარტივად - მონაწილის სტატუსის მიხედვით. სტატუსი - ესაა წარწერა, რომელიც თემების გვერდებზე გვხვდება ყოველი მონაწილის ნიკნეიმის ქვეშ. ის გვატყობინებს მონაწილის სტატუსის შესახებ მის მიერ ამა თუ იმ კონკრეტული გზავნილის გაკეთების მომენტში. მაგალითად, შესაძლებელია ასეთი სტატუსების არსებობა (და არა მარტო):
    Users Awaiting Email Confirmation
    Registered
    Members
    Honorary Membe
    rco-Moderators
    Moderators
    Super Moderators
    Administrators
    Sac Sabcho

    3.4. გესაჭიროებათ თუ არა დარეგისტრირება? უფრო დიახ, რადგანაც:




    ფორუმთა უმეტესობაში მხოლოდ რეგისტრირებულ მოხმარებლებს შეუძლიათ გზავნილების გაკეთება.


    ზოგიერთი ფორუმის წაკითხვის საშუალება მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს აქვთ (მაგალითად, დახურული ფორუმები, მათ შორის ფარულიც).
    რეგისტრაცია უფასოა, არც ისე დიდ დროს საჭიროებს და ანიჭებს მომხმარებელს უამრავ დამატებით უპირატესობას, ისეთებს, როგორებიცაა: საკუთარი გზავნილების ჩასწორება, წაშლა, ფორუმის ტეგების გამოყენება საკუთარ გზავნილებში, გამოკითხვებში მონაწილეობის მიღების უფლება, იმეილზე შეტყობინებების სახით მომხმარებლის გაფრთხილების საშუალება მისთვის საინტერესო თემების თაობაზე და ა.შ.


    3.5. რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებული ზოგიერთი რჩევა:



    თქვენი ნიკი - ეს თქვენი ინდივიდუალურობაა, იგი არის თქვენი სავიზიტო ბარათი, თქვენი დონის მანიშნებელი. თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირება ნამდვილი სახელითაც, თუ გაქვთ ამის სურვილი.


    რეგისტრაციის დროს თქვენ გჭირდებათ ნამდვილად არსებული ელექტრონული ფოსტის მისამართის მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ დარეგისტრირებას - მითითებულ იმეილზე მოგივათ პაროლი, რომელიც აუცილებელია ფორუმზე თქვენს მიერ არჩეული ნიკნეიმის საშუალებით გზავნილების გასაკეთებლად. გარდა ამისა, ადმინისტრაციამ უნდა იცოდეს იმეილი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება თქვენთან დაკავშირება რაიმე სახის პრობლემის წამოჭრის შემთხვევაში.


    დიდად არის რეკომენდებული, რეგისტრაციისას მიუთითოთ თქვენს შესახებ თუნდაც რაიმე, მაგალითად: პროფესია, გატაცება, ინტერესები. მონაწილეებმა უნდა იცოდნენ თუნდაც მცირეოდენი რამ თქვენ შესახებ.


    არავის გაანდოთ თქვენი პაროლი. თუ თქვენი ნიკნეიმის მეშვეობით ვინმე უხეშად დაარღვევს წესებს, მაშინ ადმინისტრაცია მიიღებს შესაბამის ზომებს სწორედ რომ თქვენი, როგორც დამრღვევის, ანგარიშის მიმართ.


    თქვენ შეგიძლიათ დროის ნებისმიერ მომენტში შეცვალოთ თქვენი სარეგისტრაციო პირადი მონაცემები, რომლისთვისაც იყენებთ ბმულს "კაბინეტი". აქ შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი (მათ შორის პაროლიც), მაგრამ არა ნიკნეიმი.


    მომხმარებლის ნიკნეიმის შეცვლა შეუძლებელია. ამიტომ ყურადღებით იყავით რეგისტრაციისას, ამოირჩიეთ პირდაპირ სწორი ნიკნეიმი. უკიდურეს შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ ადმინისტრატორს თქვენი ძველი ნიკის წაშლა, შემდეგ კი ახლის დარეგისტრირება აწარმოოთ.


    ფორუმზე არაა ნებადართული ერთი მომხმარებლის (ანუ ერთი ადამიანის) მიერ ერთზე მეტი ნიკნეიმის გამოყენება.


    თუ ადმინისტრაცია აღმოაჩენს, რომ თქვენ დაარღვიეთ ეს წესები, მაშინ მას შეუძლია პოსტინგის გაკეთების უფლება ჩამოართვას (ან მომენტალურად წაშალოს) თქვენს ყველა მეორე, მესამე, მეოთხე და ა.შ. ნიკნეიმს.


    თქვენ არ შეგიძლიათ თქვენი ნიკნეიმის წაშლა, მაგრამ შეგიძლიათ ამის გაკეთება ფორუმის ადმინისტრატორებს სთხოვოთ, თუ, რა თქმა უნდა, ამისთვის არსებობს დამაჯერებელი არგუმენტები.
    ის, რომ თქვენ დაარეგისტრირეთ თქვენი ნიკნეიმი, იმას არ ნიშნავს, რომ ის მუდმივად იარსებებს ფორუმზე. თუ თქვენ არ მოინახულებთ ხოლმე ფორუმებს, მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ ნიკნეიმს წაშლიან მონაცემთა ბაზიდან და გამოათავისუფლებენ მას სხვა მომხმარებლისათვის. ნიკნეიმების მოქმედების ვადა დამოკიდებულია მომხმარებელთა სტატუსზე და მათ მიერ გაკეთებული გზავნილების რაოდენობაზე

    3. საერთო მდგომარეობა, რეკომენდაციები და რჩევები (C)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:11 am

    3.6. თუ გსურთ,დასვათ კითხვა ფორუმზე, მაშინ ჩვენ გირჩევთ შემდეგი წესების დაცვას:

    თავდაპირველად შეეცადეთ, თქვენს კითხვაზე პასუხი იპოვოთ პოპულარულ საინფორმაციო პორტალებზე ან საძიებო სერვერებზე (მაგალითად, Yahoo ან Google), შეიყვანეთ ძებნის ველში თქვენი კითხვა და სწრაფადვე ნახავთ ძიების შედეგებს. ზოგჯერ პირველივე ნაპოვნი ბმული შეიძლება საჭირო პასუხი აღმოჩნდეს.

    გამოიყენეთ ფორუმის თემების ძებნა. ფორუმის არსებობის 7 წლის განმავლობაში(2008 წლის გათვალისწინებით) აქ დაიწერა 6 მილიონზე მეტი შეტყობინება და 200 000 თემა - ყველა შესაძლო პრობლემების ნახევარზე მეტი უკვე განხილულია. ძალიან ხშირად შეიძლება 10-20 წუთში მიიღო კითხვაზე პასუხი ისე, რომ არ დასვათ იგი. ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე დასვათ კითხვა და ელოდოთ გაურკვეველი ხნის განმავლობაში.

    დაბოლოს, უშედეგო ძიების შემთხვევაში, შეეცადეთ დასვათ კითხვა ფორუმზე. გაერკვიეთ, თუ რომელ ფორუმში გინდათ დასვათ კითხვა და რომელ თემაში - თუ ამგვარი თემები უკვე შექმნილია ვიღაცის მიერ, მაშინ მართებულია ერთ-ერთ მათგანში დაპოსტვა. (ყველას აჯობებს კითხვის იმ თემაში დასმა, რომელსაც ბოლოჯერ არცთუ დიდი ხნის წინ გამოემხაურნენ). თუმცა, არ ღირს პირველივე შემხვედრ თემაში დაპოსტვა - ამოარჩიეთ ის თემა, რომელიც ყველაზე მეტად მიესადაგება თქვენს კითხვას. თუ ასეთი თემა არ არსებობს, მაშინ უმჯობესია ახლის შექმნა, ვიდრე გაოფტოპიკება.

    თუ თქვენ გადაწყვიტეთ, შექმნათ თქვენი საკუთარი თემა, მაშინ სათაურში აუცილებლად აღწერეთ საქმის არსი (სრულად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, მაგრამ ერთ სათაურში მთელი თემის შინაარსის განთავსება საჭირო არაა).

    დბოლოს, დაწერეთ თქვენი შეტყობინება. თუ პრობლემა დაკავშირებულია პერსონალურ კომპიუტერთან, მაშინ დაწვრილებით აღწერეთ მისი კონფიგურაცია (ან, თუ თქვენ შეავსეთ თქვენს "პირად მონაცემებში" პუნქტი "კომპიუტერის კონფიგურაცია", მაშინ მიუთითეთ, რომ მისი ნახვა შესაძლებელია თქვენს პირად ინფოში), რა არ აქვს ისე (სასურველია პრობლემის მაქსიმალურად სრული აღწერა), სახელდობრ, რა არის უკვე გაკეთებული და კონკრეტულად რა არის გადასაწყვეტი (რა პასუხსაც თქვენ ელით). არ დაგავიწყდეთ, მიაქციოთ ყურადღება ფორუმის ან თემების ლოკალურ წესებს - იქ შეიძლება დეტალურად იყოს აღწერილი, თუ რა სახის ინფორმაცია უნდა იყოს მითითებული კითხვაში.

    შეიძლება მოხდეს ისე, რომ პირველი პასუხი თქვენს მიერ დასმულ კითხვაზე არც ისე მართალი ან არასრული აღმოჩნდეს, ამიტომ 1-2 დღის შემდეგ კიდევ ნახეთ მიღებული პასუხები. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი შეხედვით უბრალო კითხვაზე იმართება სერიოზული დისკუსია ფორუმის მონაწილეებს შორის, რომლის წაკითხვის შემდეგაც განხილვადი საკითხის მიმართ თქვენი გაგება უთუოდ გაუმჯობესდება ან, ყოველ შემთხვევაში, თქვენთვის ცნობილი მაინც იქნება მონაწილეთა პირადი მისწრაფებები და ის, თუ რას ანიჭებენ ისინი უპირატესობას.

    თუ პასუხებში შეგხვდებათ თქვენთვის უცნობი ცნებები, ითხოვეთ ახსნა-განმარტებები. შესაძლებელია მოგცენ სტატიის ბმული, სადაც დეტალურად იქნება განხილული თქვენი საკითხი. იშვიათ შემთხვევებში უცნობი ცნება შეიძლება აღმოჩნდეს შეურაცხმყოფელი ჟარგონული სიტყვა. გაატარეთ ეს, ცალ ყურში შეუშვით და მეორედან გამოუშვით, მოდერატორი კი მიიღებს ზომებს აბობოქრებულ მონაწილესთან მიმართებით.

    არ მოითხოვოთ პასუხების მოწერა თქვენს იმეილზე. მონაწილეთა უმეტესობა ამას არ გააკეთებს. მოდერატორს კი შეუძლია მსგავსი გზავნილი წაშალოს. რეგულარულად დაათვალიერეთ ფორუმი, ან დარეგისტრირდით და გამოიწერეთ ამა თუ იმ კონკრეტული თემის განახლებები (ახალი პასუხები), რომლებიც იმეილზე მოგივათ.

    თუ თქვენს კითხვაზე დიდი ხნის განმავლობაში არ მოხდა რეაგირება, მაშინ დარწმუნდით, რომ ის ფორმულირებული არ არის ძალიან ზოგადი ფორმით და რომ ფორუმში და ზემოთხსენებულ წყაროებში მზა პასუხები უკვე არ მოიპოვება მასზე.

    თუ ერთობლივი ძალებით ხერხდება შექმნილი სირთულეების დაძლევა, მაშინ გთხოვთ, ამის შესახებ იუწყეთ თემაში. ამით თქვენ შეძლებთ სხვების დახმარებას. სხვა ადამიანი არ დასვამს იგივე კითხვას, თუ პრობლემის გამზადებულ გადაწყვეტას იპოვის.

    ამ რეკომენდაციების არშესრულებას ყოველთვის მივყავართ დროის უაზრო ფლანგვასთან, მომხდარის ყველა გარემოების გამორკვევაზე. რაც უფრო დეტალურად, კონკრეტულად, გასაგებად და სრულყოფილად იქნება ფორმულირებული კითხვა, მით უფრო სწრაფად მიიღებთ ამომწურავ პასუხს.

    გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ შექმნილი თემა წარმოადგენს ფორუმის საკუთრებას, და არა თქვენს პირად საკუთრებას. თქვენ არ შეგიძლიათ მასში თქვენი პირადი წესების ჩამოყალიბება, მათ შორის, არ შეგიძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ ფორუმის რომელ მონაწილეს შეუძლია მანდ პოსტვა და რომელს - არა. თქვენს თემაში თქვენ ასევე არ შეგიძლიათ შეასრულოთ და იკისროთ მოდერატორული ფუნქციები - ეს ფორუმის მოდერატორის(თუ ისინი არსებობენ) და ფორუმის ადმინისტრაციის საქმეა.

    3. საერთო მდგომარეობა, რეკომენდაციები და რჩევები (D)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:12 am

    3.7. რამდენიმე სიტყვა ურთიერთობების ფორმაზე:

    ფორუმი არის პოსტმოდერირებადი: ყველა მონაწილეს აქვს შესაძლებლობა, განათავსოს თავისი შეტყობინებები მომენტალურად, მოდერატორის შეამოწმებამდე. ფორუმებში კონკრეტული გზავნილის არსებობა არ ნიშნავს მის შესაბამისობას წესებთან. ამიტომ, სანამ გამოეხმაურებოდეთ გზავნილს, დაფიქრდით, არღვევს თუ არა ეს გზავნილი წესებს და დაარღვევთ თუ არა თქვენ წესებს ამ გზავნილზე გამოხმაურებით

    სისუფთავეა იქ, სადაც არ ანაგვიანებენ. არ ღირს იმის დავიწყება, რომ ჩვენ თვითონვე ვქმნით საარსებო გარემოს. მოდით, ვიყოთ აკურატულები!

    ფორუმებში არ არის ჩამოყალიბებული საერთო რეგულაცია, თუ როგორ უნდა მივმართოთ მონაწილეებს - "შენობით" თუ "თქვენობით". ჩვეულებრივ ეს დამოკიდებულია თანამოსაუბრეზე და ფორუმზეც. ამიტომ ზედმეტი არ იქნება, ყურადღებით წაიკითხოთ მისი ანონსი, ეს საკითხი შეიძლება იქ იყოს აღბეჭდილი. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ ისე არ მოგმართეს, როგორც ამას შეჩვეულები ხართ, მაშინ არ ღირს ამის აღქმა უმალვე ნეგატიურად. თავიდან ზრდილობიანად სთხოვეთ თანამოსაუბრეს, გამოასწოროს ეს. თქვენ თავადაც მისდიეთ ამ პრინციპს, თუ ანალოგიურად თქვენც გთხოვთ ვინმე ამის გაკეთებას.

    თუმცა, შეცდომაში არ შეგიყვანოთ ზოგიერთი დისკუსიის ტონმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქ არც ისე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებით. ბევრი ადამიანი უკვე დიდი ხნის ნაცნობები არიან და თავს უფლებას აძლევენ, ერთმანეთის მიმართ ამგვარი ტონით ისაუბრონ.

    ფორუმის თემებში გზავნილების დატოვებისას არაა საჭირო ყოველ ჯერზე მიუთითოთ, რომ ეს პოსტინგი მხოლოდ თქვენი მოკრძალებული აზრია. ეს დანიშნულებისამებრ ისედაც იგულისხმება.ანალოგიურად, აზრი არა აქვს სხვებისგანაც იგივეს მოთხოვნას. მოკლედ, თუ სადავო მოსაზრებებს შეამკობთ სიტყვით "IMHO" და თავს დაიზღვევთ, ეს მხოლოდ დადებითად დაგახასიათებთ, როგორც პიროვნებას, რომელიც იღწვის ობიექტურობის შენარჩუნებისკენ.

    როგორც ცნობილია, გზავნილის ტექსტში შეუძლებელია ყველა სასაუბრო ინტონაციის გადმოცემა, ამიტომ შეიძლება თქვენი მიმართვები არასწორად იყოს ინტერპრეტირებული თანამოსაუბრეების მიერ. მაგალითად, უწყინარი ხუმრობა შეიძლება შეფასებულ იქნეს, როგორც პირდაპირი უხამსობა. ამის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციას ვუწევთ გზავნილის ტექსტის მორთვას სმაილაკებით. ამასთანავე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი სმაილაკი შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უხამსობის გაღრმავება. მაგალითად, ეს სმაილაკები " lol.gif gigi.gif givi.gif " შეიძლება იქნეს აღქმული, როგორც დაცინვა და გამასხარავება თანამოსაუბრის მიერ.

    ფორუმზე ყველა მონაწილეს აქვს მინიჭებული "სიტყვის თავისუფლება", ანუ ზოგიერთი გამონაკლისის გარდა (იხ.პ.4.) მათ შეუძლიათ დააფიქსირონ პრაქტიკულად ნებისმიერი აზრი ნებისმიერ მოვლენაზე. თუმცა, არ უნდა ავურიოთ "სიტყვის თავისუფლება" - "ყველაფრის უფლებიანობასთან", "შეურაცხყოფის თავისუფლებასთან" - ეს უკანასკნელი აქ არ არის და არც არასოდეს იქნება. ფორუმზე ურთიერთობა შესაძლებელია მხოლოდ თავაზიანი და კორექტული ტონით.


    3.8. კიდევ რამდენიმე მახასიათებლის შესახებ, რომლებზეც წარმოდგენა უნდა გქონდეთ:

    თუ თქვენ დაუშვით შეცდომა, მაგალითად, შეტყობინების დუბლირება მოახდინეთ, შემთხვევით სხვაგან დატოვეთ გზავნილი, მაშინ არ გაგზავნოთ დამატებითი გზავნილები თხოვნით, რათა გამოასწორონ შეცდომა, მონაწილეთა მიმართ მობოდიშება და ა.შ. უმჯობესია შეეცადოთ შეცდომის გამოსწორებას თქვენით, გზავნილის ჩასწორებით ან წაშლით. ("ჩასწორების" ოპციის მეშვეობით გზავნილის ზედა მარჯვენა მხარეს). თუ ამის გაკეთება არ გამოგივიდათ, მაშინ მოდერატორების ყურადღება მიიქციეთ, რისთვისაც იყენებთ სერვისს "შეატყობინე მოდერატორს".

    ზოგიერთ ფორუმებში არ არის ნებადართული საკუთარი გზავნილების ჩასწორება ან წაშლა მისი დაწერის მომენტიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. ამიტომ, შეეცადეთ თქვენი მოსაზრება თავიდანვე დაწეროთ რაც შეიძლება სრულად და კორექტულად. თუ უზუსტობა შეამჩნიეთ, მაშინ უმჯობესია მომენტალურად გამოიყენოთ გზავნილის "ჩასწორების" ფუნქცია.

    თუ თქვენ გსურთ შეტყობინების გამოქვეყნებამდე თემაში შეამოწმოთ, თუ როგორ გამოიყურება და როგორი იქნება თქვენი გზავნილი (მაგალითად, შეცდომა ხომ არ დაუშვით ტეგების გამოყენების დროს), მაშინ არ ღირს მისი მყისიერი გამოქვეყნება (დაჭერა ღილაკზე "გაგზავნა", "add reply"), შემდეგ კი შეტყობინების "ჩასწორების" ფუნქციის გამოყენება. უმჯობესია გამოიყენოთ ღილაკი (ან ღილაკი ინსტრუმენტთა პანელში) "გზავნილის წინასწარი მიმოხილვა" - "preview post".

    3.9. ყველა ზოგადი ხასიათის (არა ძალიან პირადული) წინადადებები, შენიშვნები, კომენტარები და რეკომენდაციები ფორუმის მუშაობასთან დაკავშირებით, უნდა იქნეს გაგზავნილი ფორუმში "ფორუმის შესახებ". თუ თქვენი გზავნილი ატარებს პირადულ ხასიათს, მაშინ პირადად ფორუმის ადმინისტრაციას მიმართეთ. იხ. აგრეთვე წესები, პ.5.

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (A)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:14 am

    4. აკრძალვები და შეზღუდვები

    4.1. აკრძალვები, რომლებიც ეხება მონაწილეთა პირად მონაცემებს


    4.1.1. იკრძალება მონაწილის ნიკნეიმში შემდეგის გამოყენება:

    4.1.1.1. უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

    4.1.1.2. ვებ- საიტების მისამართების სახელწოდებები.


    4.1.1.3. გრამატიკული შეცდომებით( განზრახ) დაწერილი გამონათქვამები.

    4.1.1.4. ასოების ან ციფრების უაზრო კომბინაცია, მაგალითად, 2154hbfhdb54

    4.1.1.5. თუ ნიკნეიმი შედგება 8 ან მეტი სიმბოლოსგან და მათი 70%-ზე მეტი დაწერილია დიდი ასოებით (UPPER-CASE-ში). მაშინ ასეთი ნიკნეიმები მომენტალურად წაიშლება ან ფორუმზე გზავნილების გაკეთების უფლება ჩამოერთმევა.

    4.1.2. იკრძალება ისეთი ნიკნეიმების რეგისტრაცია, რომლებიც ფალსიფიცირების მიზნით იქმნება და ვიზუალურად ძალიან ჰგავს ფორუმის სხვა მონაწილეების ნიკნეიმებს.

    4.1.3. სარეგისტრაციო მონაცემების ყველა ველში იკრძალება შემდეგის გამოყენება:

    4.1.3.1. ვებ საიტების მისამართების სახელწოდებები (გარდა ველისა "home page")

    4.1.3.2. უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.

    <BLOCKQUOTE></BLOCKQUOTE>

    4.1.4. იკრძალება არასწორი ინფორმაციის (მათ შორის, სახუმარო) მითითება ველში "Location", "საცხოვრებელი ადგილი". (გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა, როცა მონაწილე უპირატესად პოსტავს ფორუმში "ფლეიმი").

    4.1.5. იკრძალება პირადი ფოტოსურათის განთავსება, თუ:

    4.1.5.1. იგი არ არის მონაწილის პირადი ფოტო, მასზე გამოსახულია უცხო პირი.

    4.1.5.2. ფოტოზე გამოსახულია რამდენიმე ადამიანი; ამასთან, ძნელი გასარკვევია, თუ რომელი მათგანია ფორუმის მონაწილე.


    4.1.5.3. ფოტოზე ცუდად ჩანს მონაწილის გამოსახულება.

    4.1.5.4. ფოტო არ შეესაბამება მონაწილის ასაკს (მაგალითად, დაუშვებელია ძველი, ბავშვობის სურათების გამოქვეყნება).

    4.1.5.5. ფოტო ატარებს ეროტიკულ, პორნოგრაფიულ, შეურაცხმყოფელ ან შოკისმომგვრელ ხასიათს.

    4.1.5.6. ფოტო წარმოადგენს ნახატს, ან მასზე გამოიყენეს გრაფიკული ფილტრები, რომელთა შედეგადაც ფოტომ დაკარგა თავისი რეალისტური მახასიათებლები.

    4.1.5.7. ფოტო ზედმეტად პატარაა, ანუ მისი ზომა ნაკლებია 150 x 150 პიქსელზე.

    4.1.5.8. ფოტო ზედმეტად დიდია, ანუ მისი ზომა მეტია 320 x 500 პიქსელზე.
    <BLOCKQUOTE></BLOCKQUOTE>

    4.1.6. იკრძალება ნებაყოფლობითი სტატუსები, რომლებიც კორექტულობის (უტაქტო, უცენზურო ან შეურაცხმყოფელი სტატუსები) ან საღი აზრის(უაზრო სტატუსები) ფარგლებს სცილდება.

    4.1.7. იკრძალება ნიკნეიმის გადაცემა სხვა პირისთვის, ან ერთი ნიკნეიმის კოლექტიური გამოყენება რამდენიმე პირის მიერ.

    4.1.8. იკრძალება ნიკნეიმების მიტაცება, ანუ რეგისტრაცია იმ მიზნით, რომ სხვების მიერ არ მოხდეს მათი გამოყენება
    4.2. აკრძალულია ახალი თემების გახსნა:
    4.2.1. ფორუმზე უკვე განხილულების. გთხოვთ, ყოველთვის გამოიყენეთ "ძებნა" ("search"), სანამ ახალ თემას გახსნიდეთ. ან, როგორც მინიმუმ - თემების სახელწოდებების ძებნა თემათა ჩამონათვალის გვერდიდან. ეს რამდენიმე წამს წაგართმევთ. "ძებნის" გამოყენების იგნორირება ზიანს მიაყენებს ყველას - მომხმარებელსაც, რომელსაც აქვს კითხვა (რადგანაც ამით ის უგულებელყოფს სხვების მიერ დაგროვებულ გამოცდილებას და არ მოისურვებს პასუხის მიღებას უმოკლეს დროში) და ფორუმის მუდმივ მომხმარებლებსაც (რომლებისთვისაც უინტერესოა ფორუმში თემების ნახვა ერთი და იმავე კითხვებით). თუ ამგვარი თემები ვინმეს მიერ უკვე შექმნილია, გთხოვთ, ამოარჩიოთ რომელიმე მათგანი (უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ იმ თემაზე, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა გამოხმაურებები პასუხების სახით).

    4.2.2. კითხვებით, რომლებზეც პასუხები არის ფორუმის FAQ-ში ან ფორუმის ანონსებში.

    4.2.3. კითხვებით, რომლებზეც პასუხების მიღება შესაძლებელია პირდაპირ საძიებო ველის გამოყენებით პოპულარულ საინფორმაციო პორტალებზე ან საძიებო სერვერებზე (მაგალითად, Yandex ან Google) უმოკლეს დროში (2-5 წუთი), მაგალითად

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (B)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:26 am

    მესაჭიროება ლიტერატურა ეკონომიკაზე, ინგლისურ ენაზე!

    მომეხმარეთ სტალინის/კირკოროვის ფოტოს მოძებნაში!


    არ დაგავიწყდეთ, Yandex-ში ან Google-ში არის სპეციალური სერვისები სურათის (გამოსახულების) მოსაძებნად, სიტყვების გადათარგმნისთვის, ლექსიკონები, ენციკლოპედიები. უმჯობესია თავდაპირველად მათი გამოყენება.
    4.2.4. ფორუმებში, რომლებიც არ შეესაბამება თემატურად. თუ თქვენი თემა არ შეესაბამება არცერთ თემატურ ფორუმს, მაშინ დაწერეთ ზოგადი კატეგორიის ფორუმში "ზოგადი დისკუსიები" (General discussions). თემები, რომლებიც ფორუმის თემატიკას არ შეესაბამება, გადატანილ იქნება შესაფერის ფორუმში გადატანის შესაბამისი კვალის დატოვებით.

    4.2.5. ერთდროულად რამდენიმე ფორუმში (კროსს-პოსტინგი).
    4.2.6. რომელთა აზრშიც ჩაქსოვილია სტატისტიკური მონაცემების გამორკვევა.(ამისათვის არსებობს სპეციალური ფორმატის თემები-პოლები,Poll) ასეთ თემებს მიეკუთვნება:

    ვის აქვს ასეთი პროცესორი?
    რომელ 10 თამაშს წაიღებდით უკაცრიელ კუნძულზე?

    ვის როგორი ლუდი მოსწონს?


    ანუ თემები, სადაც იდეაში მარტივი, ერთსიტყვიანი პასუხები უნდა დაიწეროს და, ამასთანავე ერთად, მომხმარებლებმა მასობრივი მონაწილეობაც უნდა მიიღონ მასში. "რატომ გიყვართ Quake?" ტიპის თემები წესების ამ პუნქტის ქვეშ არ განიხილება, რადგანაც არსებობს დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა.

    4.2.7. რომელთა სახელწოდება:

    4.2.7.1. შედგება ერთზე მეტი სიტყვისაგან, დაწერილი დიდი ასოებით UPPER-CASE-ში (გარდა შემოკლებისა ან კომპანიის სახელწოდებისა, სავაჭრო ბრენდებისა, საქონლისა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ის, რაც ტრადიციულად იწერება ზედა რეგისტრში). ამგვარმა თემებმა შეიძლება ფორუმის მონაწილეთა გაღიზიანება გამოიწვიოს. მათ შეიძლება იფიქრონ, თითქოს უყვირით.

    4.2.7.2. სიმბოლოები, რომელთა მიზანია თემის მორთვა ან ყურადღების მიქცევა, მაგალითად:

    =--Help me!--==

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (C)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:29 am

    !!! პრობლემა !!!

    4.2.7.3. იმის ხსენება, რომ თქვენი კითხვა სასწრაფოა და პასუხი გეჩქარებათ .

    4.2.7.4. ნებისმიერი ჟარგონული გამონათქვამი. ეს ძალიან ართულებს ძებნის გამოყენებას თემათა სახელწოდებების მიხედვით. შემოკლებები არ იკრძალება (მაგალითად, WinXP).

    4.2.7.5. მართლწერის შეცდომები (განსაკუთრებით- ორთოგრაფიული). ესეც ართულებს ძებნას, თან აღიზიანებს ფორუმის მონაწილეებს.

    4.2.8. რომლებსაც აქვთ ნაკლებად ინფორმატიული ან ზოგადი სახელწოდება. მაგალითად:

    მიშველეთ! კომპიუტერი არ მუშაობს!

    ყველაფერი გადავატრიალე, მაგრამ ვერაფრით მოვძებნე

    შოკში ვარ, რა ვქნა?

    ეგრევე ნუ დამცხებთ, უმჯობესია მირჩიოთ (+)

    კითხვა მოდერატორს

    რამდენიმე კითხვა Windows XP-თან დაკავშირებით

    როგორ გავაკეთო ეს დელფიზე?

    სწორად ფორმულირებული თემების სათაურები მიიზიდავენ უფრო მეტ მომხმარებელს (რადგანაც თემის ნახვის გარეშეც გასაგებია უკვე მისი არსი) და ამიტომ თქვენი შანსები კონკრეტული, კომპეტენტური პასუხის მიღებაზე იზრდება. გარდა ამისა, თქვენი თემის წარუმატებელი სახელწოდების გამო ძებნა გართულდება მომავალში, ხოლო ბევრი მომხმარებელი კი იყენებს მხოლოდ სწრაფ ძებნას თემათა სახელწოდებების მიხედვით.

    4.2.9. რომლებიც მიმართულია ფორუმის კონკრეტული მომხმარებლებისადმი. პირადი ურთიერთობებისათვის, გთხოვთ, გამოიყენეთ პირადი მიმოწერა (PM-ი), ელექტრონული ფოსტა ან ICQ.

    4.3. იკრძალება შეტყობინების გამოქვეყნება, აგრეთვე, შეტყობინებაში დანართის (attachment) მიბმა, თუ იგი შეიცავს

    4.3.1. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევებს, აგრეთვე რჩევებს, მოწოდებებს მისი დარღვევისაკენ.

    კერძოდ, იკრძალება:

    4.3.1.1. ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივება, ანუ სხვადასხვა ეროვნების, რასის ან რელიგიური მრწამსის მქონე მოქალაქეებს შორის კონფლიქტის შექმნის მცდელობები.

    4.3.1.2. ეროვნული პატივმოყვარეობის შელახვა, ანუ კონკრეტული ეროვნების მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის გამოვლინება შეუფერებელი ფორმით. ამ პუნქტს განეკუთვნება უადგილო, შეუფერებელი ან შეურაცხმყოფელი ეპითეტების ხმარება რომელიმე ეროვნების მისამართით.

    4.3.1.3. მოქალაქეების რელიგიის, ეროვნების, ეთნიკური წარმომავლობის, რასობრივი დამოკიდებულების, პოლიტიკური შეხედულებების, მსოფლმხედველობის, სქესის ანაც სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე მათი შეურაცხყოფა, დისკრიმინაცია. გამოკვეთილობის, უპირატესობის ანაც არასრულფასოვნების პროპაგანდა, ანუ მოქალაქეების შეფასებების გავრცელება(პიროვნულობის, მათი შესაძლებლობების, ქცევის) განპირობებული მათი დამოკიდებულებით რელიგიისადმი, აგრეთვე რელიგიურობის, ეროვნულობის ანაც რასობრივი მიკუთვნების მიხედვით.

    4.3.1.4. მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართული გამოქვეყნება ან ცილისწამება. კერძოდ, იკრძალება საკუთარი თავის სხვა პიროვნებად წარდგენა ან იმ სიცრუის განცხადება, ვითომ კავშირი გაქვთ ამ კონკრეტულ პიროვნებასთან. მოცემული პუნქტი არ მიესადაგება იმ შემთხვევებს, როცა მონაწილე არ ისახავდა მიზნად, გაევრცელებინა მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და თავისდაუნებურად ცდება ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე.

    4.3.1.5. არაკანონონიერი ობიექტების შეძენის, გავრცელების, მოხმარების გზების განხილვა,

    4.3.1.6. ძებნა, ბმულების დადება, პორნოგრაფიული მასალების განხილვა (ანუ მასალები სასქესო ორგანოების ან სქესობრივი აქტის, აგრეთვე, სექსუალური ურთიერთობების ანატომიური ან ფიზიოლოგიური წვრილმანების ბუნებრივი გამოსახულებით).

    4.3.1.7. ნებისმიერ ტექნიკურ საშუალებათა წყობიდან გამოყვანის ხერხების განხილვა მოტყუების მიზნით.

    4.3.1.8. ინფორმაციის პუბლიკაცია, რომლის გამხელის უფლებაც თქვენ არ გაქვთ. მაგალითად, მასალების, რომლებიც შეიცავენ სახელმწიფოებრივ, სამსახურეობრივ ან კომერციულ საიდუმლოებას, აგრეთვე, საავტორო უფლებების, მესაკუთრის უფლებების, პირადი ცხოვრების საიდუმლოებისა და პირადი მონაცემების დამრღვევი ინფორმაცია.

    4.3.1.9. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა ან მსგავსი ინფორმაციის გავრცელება ნებისმიერი ფორმით. აგრეთვე, ნებისმიერი თემის განხილვა, რომელიც ეხება ამ ნივთიერებების დამზადებას, მოხმარებას, შენახვას, გაყიდვას ან შეძენას. მაგალითად:

    მე გასინჯული მაქვს და არ შევმჯდარვარ

    მსუბუქი ნარკოტიკი - არაფერი ისეთი არ არის, მხოლოდ სულელი არ უნდა იყო

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (D)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:34 am

    4.3.2. დისკუსიის წარმართვის არასამართლიანი საშუალებები:
    4.3.2.1. საკუთარი გზავნილების ჩასწორება, წაშლა იმ მიზნით, რომ მოხდეს თავდაპირველი აზრის გადაკეთებული ფორმით წარმოჩენა ან დამალვა მას შემდეგ, რაც მათ გამოხმაურება მოჰყვა თემაში (მაგალითად, თავხედური შეტყობინების წაშლა, რომელმაც გამოიწვია ანალოგიური პასუხების დაწერა). იმ გზავნილის წაშლა, რომელმაც კონფლიქტი გამოიწვია, შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ან საკუთარი დანაშაულის აღიარების ან მობოდიშების შემდეგ. ამასვე მიეკუთვნება თემის არაკორექტული სათაურის გადაკეთებაც.
    4.3.2.2. სოფისტიკისა და დემაგოგიის გამოვლინებები, კერძოდ, თანამოსაუბრეების აზრის გადასხვაფერება, სხვისი აზრის მათზე მიკუთვნება და ასე შემდეგ. იხ. დანართი III.
    4.3.3. ფორუმის მონაწილეებზე მიმართული პროვოკაციები, რასაც შეიძლება წესების დარღვევა მოჰყვეს.
    4.3.3.1. ღია და აშკარა პროვოკაციისთვის (მაგალითად, კითხვაზე, თუ "რისთვის დაადეს მას ბანი მოდერატორებმა?", მასზე პირდაპირ პასუხს მივყავართ წესების დარღვევასთან (პ.4.15.)და შეიძლება მომენტალურად დაისაჯოთ.
    4.3.3.2. ირიბი პროვოკაციისათვის, ანუ შეტყობინება, რომელიც ფორმალურად არ არღვევს ფორუმის წესებს, მაგრამ, მაგალითისათვის, შეიცავს სადავო მტკიცებას, გამოთქმულს უპირობო ფორმით (ვარიანტი:"საყოველთაოდ ცნობილია, რომ Intel-ს არ შეუძლია პროცესორების დამზადება" ან "პერიოდულად ჩნდება თემები საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების პროპაგანდაზე. რა არის ეს - განვითარების დეფექტი თუ, უბრალოდ, საკუთარი თავისადმი უპატივცემულობა?"), რის შედეგად ჩაღდება Flame ომები, გაფრთხილება მომენტალურად მიცემული არ იქნება, მაგრამ თუ მონაწილე გამუდმებით მიმართავს მსგავსი რეპლიკებით ბოროტად სარგებლობას და ვერ შენიშნავს, რომ ამის გამო დავების პროვოცირება ხდება, რომლებიც წესების ჩარჩოებიდან გამოდის ან კონფლიქტი ყალიბდება, მაშინ იგი სასჯელს ვერ აცდება.
    4.3.3.3. პროვოკაციულ ქმედებად ითვლება ასევე, თუ პირველი შეტყობინების ავტორი, რომელმაც გამოიწვია დავა, შემდგომში უარს იტყვის კითხვებზე პასუხის გაცემასა და თავისი პოზიციის არგუმენტირებაზე, მაგრამ გააგრძელებს თავისი შეხედულებების დაცვას და ისევ იმავე აზრზე იქნება. (მაგალითად: "არ მეგონა, რომ აქ ამდენი ფანატი ჰყავდა საზოგადოებრივ ტრანსპორტს. შეგიძლიათ არ ინერვიულოთ - თქვენი აზრი არ მაინტერესებს, მე მხოლოდ მაინტერესებს თქვენი პროპაგანდისტული გამოსვლების მიზეზები. მაშ, რა არის ეს - განვითარების დეფექტი თუ,უბრალოდ, საკუთარი თავისადმი უპატივცემულობა?")
    4.3.3.4. იხ. აგრეთვე სტატია "ტროლინგი" ვიკიპედიაში. რამდენიმე ამონარიდი აღნიშნული სტატიიდან:
    ტროლინგის მთავარი მიზანია საზოგადოების გაყოფა ამა თუ იმ ხერხით. გამომწვევი, სარკაზმული, მაპროვოცირებელი ან იუმორისტული დატვირთვის მქონე ტროლური შეტყობინებები მიმართულია იქითკენ, რომ ჩაითრიოს სხვა მომხმარებლები უაზრო კონფრონტაციაში. რაც უფრო ხმამაღლა რეაგირებს საზოგადოება, მით უფრო მეტი შანსია შემდგომი ტროლინგისა ინიციატორის მხრიდან, რადგანაც ეს ამოწმებს მის მტკიცებას იმას თაობაზე, რომ გარკვეული ქმედებები აღწევს მის მიზანს ქაოსის გამოწვევაში.
    ხდება ხოლმე, რომ ადამიანი ფორუმზე აქვეყნებს შეტყობინებას, რომელშიც ღიად და გულწრფელად გადმოგვცემს თავის გრძნობებზე. გამოცდილმა ტროლებმა იციან, რომ ყველაზე ადვილია მისი წყობიდან გამოყვანა, თუ ტროლად მოიხსენიებენ მას. ან, მაგალითად, ადამიანს მაშინვე არ ესმის, თუ როგორ ჩაჯდეს ამა თუ იმ ფორუმის საზოგადოებრივ ჩარჩოებში. მისი ქმედების გამო, თუნდაც ის სულ მცირედით არ შეესაბამებოდეს ნორმას (ხშირად არამიზანმიმართულს და საპატიო მიზეზების მქონეს), მას აწებებენ იარლიყს "ტროლი". ხშირად რთული გასარჩევია მონაწილე, რომლისთვისაც უცნობია ფორუმის საყოველთაოდ მიღებული ნორმები იმ მონაწილისაგან, რომელიც განზრახ მიმართავს ტროლინგს. სამწუხაროდ, ბევრი მომხმარებელი აგრესიულად რეაგირებს პირველსავე ზემოთაღნიშნულ ტროლინგ-ქმედებაზე ახალბედების მიმართ, რაც, საბოლოო ჯამში, ზოგჯერ ნამდვილ ტროლებად აქცევს ამ უკანასკნელთ.
    არ არის რეკომენდებული ტროლითვე უპასუხოთ. რაც ნაკლები რეაქცია იქნება მის გზავნილზე, მით ნაკლებია იმის ალბათობა, რომ მისი ჩარევა გავლენას იქონიებს დისკუსიის საერთო მიმდინარეობაზე. პასუხების გაცემისას რეკომენდებულია, შეეცადოთ პირველივე ფრაზით დაეთანხმოთ მის გამონათქვამს - ეს მის დეზორიენტაციას გამოიწვევს და შესაძლებელია კონსტრუქციულ დიალოგშიც კი ჩააბას. განსაკუთრებით ეფექტურია, თუ ტროლთან დათანხმებას მოჰყვება მოკლე და კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც აღადგენს ლოგიკას და სამართლიანობას.
    ტროლების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა მოდერატორის ჩარევა.

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (E)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:37 am

    4.3.4. რეკლამის შემცველი
    4.3.4.1. რეკლამის ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი ინფორმაციის გამოქვეყნება იმ მიზნით, რომ დიდი ინტერესი გამოიწვიოს, მასზე მოთხოვნილების გაჩენა უზრუნველყოს ან საქონლის, მომსახურების, რესურსების და სხვ. პოპულარობის მხარდაჭერა მოახდინოს. ზოგადად, რეკლამად ითვლება ერთი მონაწილის მიერ ამა თუ იმ რესურსის, საქონლის, მომსახურების... შეტყობინებებში მრავალგზის ჯიუტად მოხსენიება, შექება; მაგრამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევში შეტყობინების მიკუთვნება რეკლამის კატეგორიისდმი, განისაზღვრება ინდივიდუალურად, ფორუმის ადმინისტრაციის მიერ, და არა გზავნილის ავტორის მიერ.
    4.3.4.2. რეკლამად არ ითვლება ოფიციალური საიტის პირდაპირი ბმული, სადაც ხდება ამა თუ იმ საქონლის აღწერა და ის,რაც შესაბამისი საკითხის განხილვისას დამატებითი ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს. არაოფიციალური საიტების ბმულები (განსაკუთრებით - ჟურნალებისა და კატალოგების) წინადადებით, რომ "იქ მოძებნონ", განხილული იქნება, როგორც რეკლამა.
    4.3.4.3. არაოფიციალური რესურსის ნებისმიერი ბმულის დადება ასევე არაა რეკომენდებული (განსაკუთრებით, ჟურნალებისა და კატალოგების), რომელიც მისი ოფიციალური საიტიდან ამა თუ იმ პროდუქტის დუბლირებას ახდენს. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც რეკლამა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ არანაირი ახალი ინფორმაცია საქონლის შესახებ არაოფიციალურ რესურსზე არაა მოყვანილი. თუ მითითებულია ინფორმაციის ალტერნატიული წყარო, მაშინ რეკომენდებულია ორივე ბმულის დადება და განმარტების მიცემა, თუ რატომ დაიდო არაოფიციალური საიტის მეორე ბმული.
    4.3.4.4. იმ სიტუაციაში, როცა ფორუმის ზოგიერთი მონაწილე ითხოვს დახმარებას რამდენიმე კონკრეტული პროდუქტის არჩევაში, სხვა მწარმოებლების საქონელზე ყურადღების მიპყრობა არათავდაპირველი სიიდან შეიძლება განხილული იქნეს როგორც რეკლამა. თუ თქვენთვის ცნობილია დასახმარებელი ადამიანის საჭიროებები და დარწმუნებული ხართ იმაში, რომ თქვენს მიერ რეკომენდებული პროდუქტი საუკეთესო ვარიანტია მისი მიზნებისათვის, მაშინ მსგავსი რამ დასაშვებია მხოლოდ ახალი არჩევანის ზუსტი არგუმენტირებით და სხვა პროდუქტებთან
    შედარებით რეკომენდებული პროდუქტის უპირატესობათა ჩამონათვალის მოტანით.

    4.3.4.5. შეგიძლიათ თქვენი რესურსის ბმულის დადება (Homepage), თუ ამას რომელიმე მონაწილე გთხოვთ. (წესებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს) თუმცაღა, დარღვევად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ დადებთ თქვენი რესურსის ბმულს და მასზე ასეთი ინფორმაცია არ არის ან მხოლოდ ირიბად შეეხება განსახილველ პრობლემას.
    4.3.4.6. თქვენი საიტის დიზაინის განხილვა შესაბამის ფორუმში არ განიხილება რეკლამად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს საიტზე არ არის სარეკლამო მასალები (ბანერები, ვიზიტების მთვლელი და მსგავსი რამ).
    4.3.4.7. სხვა ფორუმების ბმულები ამ ტიპის კომენტარებით: "იქ შეიარე, იქ დაგეხმარებიან" - განიხილება, როგორც რეკლამა. დაშვებულია მხოლოდ კონკრეტული თემის ბმულის დადება, რომელიც შეიცავს სასარგებლო ინფორმაციას.
    4.3.4.8. იკრძალება ონლაინ თამაშების ბმულების დადება, რომელთა არსიც მდგომარეობს თამაშის საიტზე ახალი მომხმარებლების მიზიდვაში სპეციალური ბმულის მეშვეობით, რომელიც შეიცავს მომხმარებლის უნიკალურ იდენტიფიკატორს და რის შედეგადაც ამ მომხმარებელს ეძლევა ესა თუ ის ბონუსი.
    4.3.4.9. თუ თქვენ თვლით, რომ სარეკლამო ხასიათის შეტყობინება წარმოადგენს მკითხველისთვის ინტერესის სფეროს, მაშინ გადაუგზავნეთ იგი მოდერატორს, შეიძლება მან ნება დაგრთოთ მის გამოქვეყნებაზე.

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (F)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:40 am

    4.3.5. განცხადებები:

    4.3.5.1. კომერციული ხასიათის, მაგალითად, მატერიალური დახმარების გაწევის თხოვნით ან ამ სახის: "როგორ იშოვო მილიონი, თუ გაქვს მხოლოდ 6 ამერიკული დოლარი".

    4.3.5.2. ინფორმაციული ხასიათის. საყოველთაოდ ცნობილი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან მასალების გადმოწერა/გადმობეჭდვა მათი განხილვის მიზნით არ ექვემდებარება წესების ამ პუნქტს, მაგრამ თუ შეტყობინების პუბლიკაციის მიზანია ინფორმაციის გავრცელება, მაშინ ამ სახის შეტყობინებები აქ იკრძალება. ფორუმი - ეს არ არის განცხადებების გამოსაქვეყნებელი დაფა.

    4.3.6. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ან სიტყვის გადაკვრები ნებისმიერი (მათ შორის, შენიღბული) ფორმით, ნებისმიერ უცხოურ ენაზე, მნიშვნელობა არა აქვს, ვისკენ არის მიმართული ან რისთვისაც არ უნდა იყოს (ანუ, როგორც საქონლის, კომპანიების მიმართ, ასევე ფორუმის წარმომადგენლების მიმართებითაც).

    4.3.6.1. იკრძალება ნებისმიერი უტაქტო ან შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, განსაკუთრებით, ფორუმის მონაწილეთა მისამართით.

    4.3.6.2. იკრძალება უცენზურო ლექსიკის გამოყენება (დედის აუგად მოხსენიება, გინება) ნებისმიერი ფორმით და სახით, ციტატებშიც კი.

    4.3.6.3. დაუშვებელია ფორუმში ჩაშენებული "ანტიმატისათვის" გვერდის ავლის მცდელობა, რომელიც ფილტრავს უზრდელურ და უცენზურო გამოთქმებს სიტყვის ნაწილის წერტილებით ჩანაცვლებით. მსგავსი ქმედებები (განზრახი) ითვლება მძიმე დარღვევად.

    4.3.6.4. იკრძალება ნებისმიერი სახის თავხედური გამოხტომები ან თავდასხმები, ე.წ. "ნაეზდები", მათ შორის, ე.წ. "ინტელექტუალური თავხედობა", როდესაც თანამოსაუბრე დამცინავი თავაზიანობის ტონით იუწყება ოპონენტების ინტელექტის დეფიციტის შესახებ

    4.3.6.5. იკრძალება ფორუმის მონაწილეთა სახელების, ნიკნეიმების განზრახ დამახინჯება მათი დამცირების, შეურაცხყოფის მიზნით. ნიკნეიმის ზუსტი ტრანსლიტერაცია დარღვევად არ ითვლება, თუმცა, არც მისასალმებელია. ტრანსლიტერაციის რეგულარულად გამოყენებისთვის თქვენ შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება.

    4.3.6.6. იკრძალება ჟარგონული ან განზრახ არაკორექტული მიმართვები ნეგატიური ელფერით.

    4.3.6.7. იკრძალება მსგავსი გამონათქვამების ციტირება სხვა მონაწილეების გზავნილებიდან, აგრეთვე - მათზე გამოპასუხებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოდერატორი იძულებული იქნება, მიიღოს ზომები, მათ შორის, თქვენს გზავნილთან დაკავშირებითაც.

    4.3.6.8. თუ თქვენ ან ვინმე სხვას საჯაროდ მოგმართეს უტაქტოდ, არაკორექტულად, შეურაცხყოფა მოგაყენეს, მაშინ გთხოვთ, მოითმინოთ (გაჩუმდეთ) და დაელოდოთ, სანამ მოდერატორი გაწმენდს თემას. თქვენ შეგიძლიათ ამ პროცესის დაჩქარება, თუ შეატყობინებთ მოდერატორს დარღვევის თაობაზე, რისთვისაც არსებობს სერვისი "შეატყობინე მოდერატორს". თუ თქვენ ყველას თანდასწრებით უპასუხებთ თავხედ იუზერს მისივე იარაღით და მის დონეზე დაეშვებით, მაშინ მოდერატორი თქვენდამი იგივე ზომებს მიიღებს, რასაც სკანდალის მთავარ გამომწვევთან და არ გაითვალისწინებს თქვენს არგუმენტს - "მან პირველი დაიწყო". თუ თქვენ მას კიდევ უფრო უტაქტოდ უპასუხეთ, მაგალითად, თუ დაეშვებით უცენზურო ლექსიკის დონემდე, მაშინ თქვენდამი გატარდება კიდევ უფრო მეტად მკაცრი ზომები. ის თავხედი იუზერი შეიძლება მარტო ვორნით დაისაჯოს, თქვენ კი მიიღებთ ბანს და posting disable-ს (შეტყობინებათა გაკეთების უფლების წართმევას) შესაბამისად. ამიტომ გთხოვთ, იყავით ყოველთვის თავშეკავებულნი.

    4.3.6.9. შეტყობინებათა მიკუთვნებას იმ კატეგორიისადმი, რომელიც ექვემდებარება წესების ამ პუნქტს, განსაზღვრავს ფორუმის ადმინისტრაცია, და არა გზავნილთა ავტორები.

    4.3.6.10. დაუშვებელი გამონათქვამების მაგალითები:

    შე ვირო!

    AMD-მძღN&რია

    რატომ არიან ამერიკელები(რუსები, უკრაინელები, ებრაელები) ასეთი დამპლები?

    არ მეგონა, რომ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ინტერნეტი უკვე გაყვანილი ჰქონდათ; თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გამოგიშვეს?

    დაჯექი, ბიჭი, ორიანი!

    აღნიშნული პუნქტი ფორუმის ან თემის ლოკალური წესებით ვერ გაუქმდება ან შემსუბუქდება (გამონაკლისს წარმოადგენს ფორუმი "ფლეიმი").

    4.3.7. ოფტოპიკი, ანუ შეტყობინება, რომელიც თემის დისკუსიას არ შეესაბამება. თემიდან მცირე მასშტაბის და ხანმოკლე გადახვევები დასაშვებია, თუ ისინი გაფორმებულია ტეგით "[OFF]".

    4.3.8. ფლეიმი

    4.3.8.1. იკრძალება Holy Wars-ის ("რელიგიური ომები") შექმნა, პროვოცირება, მონაწილეობა. ანუ გაფანატება, მცირედ არგუმენტირებული (და როგორც წესი, ექსპრესიულად გამოხატული) შეტყობინებების გამოქვეყნება, რომელიმე ერთი მონაწილის ლანძღვა ან შექება ასე თუ ისე თანასწორუფლებიანი ალტერნატივებიდან, მაგალითად:

    AMD-საქს, Intel-რულზ

    ლინუქსი მაგარია, ვინდოუსი ნაგავია

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (G)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:41 am

    გთხოვთ, არ მისდიოთ ამ სტილს და პირიქით, ყოველთვის დაასაბუთეთ თქვენი აზრი. მაგალითისთვის მოიტანეთ ხოლმე შესაბამისი ბმული ავტორიტეტული წყაროებიდან.
    4.3.8.2. კატეგორიულად იკრძალება კამათის შეტრიალება და თანამოსაუბრის პირადულში გადასვლა. მაგალითად:
    ერთი შენ თავს შეხედე!
    ახალგაზრდავ, რამდენი წლის ხარ?
    ეს ცნობილი პიროვნებაა, იგი xxx.ge ფორუმზე ამტკიცებდა, რომ მზეზე არის ლაქა.
    იხ. აგრეთვე დანართი III. აღნიშნული პუნქტი ვერ გაუქმდება ან შემსუბუქდება ფორუმების ან თემების ლოკალური წესებით. (გამონაკლისს წარმოადგენს ფორუმი "ფლეიმი").
    4.3.8.3. იკრძალება "სიტყვიერ ომებში" მონაწილეობის მიღება, დავაში დავის გამო, როდესაც მონაწილეებს ავიწყდებათ, თუ რისთვის დაიწყო საუბარი და დავობენ მხოლოდ იმისთვის, რომ დაარწმუნონ ოპონენტი თავიანთ სიმართლეში ან სხვის სიცრუეში. აღნიშნული პუნქტი ვერ გაუქმდება ან შემსუბუქდება ფორუმების ან თემების ლოკალური წესებით. (გამონაკლისს წარმოადგენს ფორუმი "ფლეიმი").
    4.3.8.4. სავსებით არ არის მოწონებული ხუმარა გზავნილები სერიოზული ხასიათის მატარებელ თემებში. (გამონაკლისს წარმოადგენს ფორუმი "ფლეიმი"). მსგავს შემთხვევაში თქვენ შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება.
    4.3.9. ფლუდი. უაზრო შეტყობინებების ნაკადი (მხოლოდ იმისთვის, რომ გამოჩნდეთ თემაში, ილაყბოთ ათასგვარ სისულელეზე ან მომენტალურ, უმნიშვნელო პრობლემებზე) აღიზიანებს მომხმარებლებს, რადგანაც ეს უსარგებლო ინფორმაციის რაოდენობის გაზრდას იწვევს, ანელებს გვერდების გახსნის პროცესს და ზრდის უსარგებლო ტრაფიკს. თუ თქვენ სათქმელი არაფერი გაქვთ - უმჯობესია გაჩუმდეთ!
    4.3.10. ღრმად პირადული მიმოწერა. ასე და ამგვარად, იკრძალება ფორუმის მონაწილეთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე ღრმად პირადულ საკითხებთან დაკავშირებული მიმართვები (რაც წარმოადგენს ინტერესის სფეროს არა ფორუმის აუდიტორიისათვის, არამედ მხოლოდ ამ მონაწილეებისათვის). მსგავსი პირადული მიმართვებისთვის, გთხოვთ, გამოიყენეთ ელექტრონული ფოსტა,Skype,MSN, ICQ ან პირადი მიმოწერა (PM-ი).
    4.3.11. ნებისმიერი თემის ან საკითხის გარჩევის გაგრძელება, რომელიც მანამდე ადმინისტრაციის მიერ აიკრძალა ხელმეორედ განხილვისათვის, მაგალითად, წინამორბედი თემის დახურვა.
    4.3.12. მისალმებები თითოეული შეტყობინების თავში ან ხელმოწერები ბოლოში. გთხოვთ, არ აურიოთ ფორუმზე პოსტინგი ელექტრონულ წერილთან, აქ ამგვარად ურთიერთობა არაა მიღებული.
    4.3.13. მართლწერის შეცდომები:
    4.3.13.1.დიდი რაოდენობის ორთოგრაფიული შეცდომებით წერა (მიზანმიმართული).მაგალითად, "თუ თქვენ არ გინდათ გაიწეწოთ, მაშენ გთავაზოპთ იაფიან ვარეანტს").
    4.3.13.2. დიდი რაოდენობის გრამატიკული და სინტაქსური შეცდომებით ბოროტად სარგებლობა, (მაგალითად, "ჩემი ცუდად ლაპარაკობს რუსული")
    4.3.13.3. პუნქტუაციური შეცდომებით ბოროტად სარგებლობა. წინადადებებში, სადაც მათი მოთხოვნილებაა, სასვენი ნიშნების რეგულარული დეფიციტის/არარსებობის ან აუცილებლობის გარეშე ერთი სახის ნიშნების მეორეთი შეცვლის გამო (მაგალითად, ძახილის ნიშნების გამოყენება წერტილების ნაცვლად ან სამზე მეტი ძახილის ნიშნის გამოყენება მიყოლებით), თქვენ შეიძლება მიიღოთ გაფრთხილება.
    4.3.13.4. გრამატიკული შეცდომებით ნაწერი(მიზანმიმართული), "ენის გასატეხი", ჟიჟისტების სლენგი
    ბევრ მომხმარებელს ქართული ენის დამახინჯება და გრამატიკული შეცდომებით დაწერილის კითხვა აღიზიანებს. გარდა ამისა, გრამატიკული შეცდომებით, უყურადღებობით ან გაადვილებული სიტყვებით წერის სტილი არა მარტო მონაწილის თვისობრივი მახასიათებელია, არამედ მთელი ფორუმის ავტორიტეტსაც აკნინებს. რა თქმა უნდა, მსგავსი გამონათქვამებიდან ზოგიერთი შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი კლასიკური ინტერპრეტაციით, მაგალითად, სლენგი "ისწავლე ალბანური" ნიშნავს- ისწავლე რუსულად ნორმალურად წერა-კითხვა; ხოლო მისი კლასიკური ინტერპრეტაციით "ისწავლე ალბანური" - შეიძლება მივმართოთ ალბანეთში მიმავალს, რომელსაც ალბანურის სწავლა ესაჭიროება.
    4.3.13.5. ტექსტი, დაწერილი დიდი და პატარა ასოებით (upper-case და lower-case) არეულად (მაგალითად, ConGRatuLatIonS), ან სხვადასხვა ანბანის ასოების ან ციფრების გამოყენებით (მაგალითად, Mera0m4em).
    4.3.13.6. ჟარგონული სიტყვების არამიზნობრივი გამოყენება; აგრეთვე, უცხოური სიტყვების ტრანსლიტერაციები (ქართულენოვანი ანალოგის არსებობის შემთხვევაში). მაგალითად:
    ლანდანში ჩატარდება მაკექსპო

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (H)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:45 am

    4.3.13.7. ტრანსლიტი, ანუ იკრძალება ამ ტიპის შეტყობინებების გაგზავნა

    gamarjoba, me maqvs aseTi problema

    ყველა მომხმარებლისათვის უფრო კომფორტულია გზავნილების წაკითხვა ნორმალურ ქართულ ენაზე, ვიდრე ტრანსლიტით. ამიტომაც გთხოვთ, გამოიყენეთ სპეციალური კონვერტირი abg --> აბგ, რომელიც გადააკონვერტირებს ტრანსლიტს ქართულ ენაზე.

    4.4. რაიმე სახის რეკომენდაციების მიცემა არაა მისასალმებელი, თუ თქვენ საკმარისად კარგად არ გესმით განსახილველი საკითხი. თუ თქვენი რჩევა სასარგებლოდ მიგაჩნიათ, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ ამაში, უმჯობესია მაშინვე იუწყოთ ამის შესახებ.

    არაპროფესიონალური ხასიათის მრავალჯერადი რჩევებისთვის და იმის სურვილის უქონლობისთვის, რომ დაკავდეთ თვითგანათლებით ან გააკეთოთ თქვენს შეტყობინებებში შესაბამისი გაფრთხილება, შეიძლება მიიღოთ შესაბამისი სტატუსი.

    4.5. ფორუმზე ურთიერთობის ოფიციალური ენა - ეს არის ქართული. იკრძალება სხვა ენების ხმარება, გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევები, როცა უცხოურ ენაზე დაწერილი ამა თუ იმ დოკუმენტების ან მაგალითების ციტირება ხდება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ციტატების გადაყვანა ქართულ ენაზე ან თუნდაც მათი მოკლე შინაარსის მოყოლა, გადმოცემა მაინც.

    4.6. იკრძალება კროსს-პოსტინგი, ანუ იდენტური გზავნილების გაკეთება ერთდროულად რამდენიმე თემაში. თუ თქვენ ვერ შეძელით პასუხის მიღება ერთ თემაში, მაშინ შეგიძლიათ გაიმეოროთ თქვენი შეტყობინება თემატურად შესაბამის სხვა თემაში 18 საათის შემდეგ.

    4.7. იკრძალება შეტყობინებაზე გამოხმაურება ნებისმიერი ფორმით, რომელიც არ შეესაბამება წესებს.

    კერძოდ, იკრძალება პასუხის გაცემა

    იმ თემებში, რომელთა არსიც მდგომარეობს სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებაში (გარდა გამოკითხვებისა, რომლებიც ნებადართულია ადმინისტრაციის მიერ,ე.წ პოლები);

    ოფტოპიკზე, ფლეიმზე და ფლუდზე;

    უხამს, უტაქტო ან შეურაცხმყოფელ გზავნილებზე.

    ნუ გამოიწვევთ დამრღვევს - ყურადღების არმიქცევას მაშინვე მიჰყავს დისკუსია "არასკენ"... და პირიქით, წესების დამრღვევ გზავნილზე გამოპასუხებას კიდევ უფრო მეტი უწესრიგობა მოჰყვება ფორუმში. აქედან გამომდინარე, ამაში თქვენ იქნებით დამნაშავე.

    თუ ნახავთ, რომ ფორუმის რომელიმე მონაწილის ქმედება დაუშვებელი და მიუღებელია, დაეკონტაქტეთ მოდერატორს პირადი მიმოწერის (PM-ის), იმეილის ან (რაც ყველაზე კარგია) სერვისის "შეატყობინე მოდერატორს" საშუალებით. (ამ უკანასკნელის ბმულის ნახვა შესაძლებელია ფორუმზე ყველა გზავნილთან).

    თემის აზრობრივი ხაზის მთლიანობის შენარჩუნებისთვის, წესების დამრღვევ გზავნილზე ყველანაირი გამოხმაურება წაიშლება. წაიშლება "დამნაშავე" გზავნილი და შემდეგ ჯაჭვური რეაქციით მიჰყვება სხვა გზავნილების წაშლაც იმ პირველ გზავნილამდე, რომელიც დისკუსიას კვლავ აბრუნებს წესების ჩარჩოში.

    4.8. თვითნებური მოდერირება. მონაწილეებზე საჯარო შენიშვნების მიცემა - ეს მხოლოდ ადმინისტრაციისა და თემათა კურატორების პრეროგატივაა. თუმცა, თუ თქვენ თვლით, რომ რომელიმე მონაწილე თავისი თემით ან გზავნილით არღვევს წესებს, შეგიძლიათ ერთჯერადად აუწყოთ მას თავაზიანდ ამის თაობაზე. ამასთანავე, არ უნდა დაგავიწყდეთ იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ თქვენი პირადი აზრია. მაგალითად, თუ მონაწილემ შექმნა თემა და იკითხა ის,რაც ადრე იყო განხილული, თქვენ შეგიძლიათ წინა განხილვის თემის ლინკი (ბმული) დაუდოთ და მიუთითოთ, რომ ასეთი თემა უკვე არსებობს. თუმცა, ამგვარი ტიპის მოკლე შენიშვნები - "ამხანაგს - გაფრთხილება! ძებნა!" ფრიად არ არის რეკომენდებული. ამის გამო მოდერატორისაგან გაფრთხილება უკვე თქვენ შეიძლება მიიღოთ. თუ იცით, რომ თემა უკვე არსებობს და საკითხი განხილული იყო - დადეთ მისი ბმული; ან პასუხის გაცემისგან საერთოდ თავი შეიკავეთ, თუ არ გსურთ მოძებნა. მხოლოდ ადმინისტრაციის გადასაწყვეტია, ადგილი ჰქონდა თუ არა სინამდვილეში წესების დარღვევას, ამიტომ ყველაზე სასურველია, გამოიყენოთ სერვისი "შეატყობინე მოდერატორს"

    4.9. იკრძალება თემებში ჩატის მოწყობა, ანუ მოკლე ფლუდური შეტყობინებების სწრაფი მიმოცვლა რეალური დროის რეჟიმში.

    როგორც წესი, ფორუმზე ყველა შეტყობინება ინახება განუსაზღვრელი ვადით, ხოლო ჩატში ისინი არსებობენ მხოლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში. ამიტომაც, ფორუმზე მიღებულია არა ისეთი შეტყობინებების გაკეთება, რომლებიც წარმოადგენს წამიერ ინტერესს ცალკეული მონაწილეებისათვის, არამედ ისეთის, რომლებიც საინტერესო წასაკითხი იქნება ბევრი მომხმარებლისთვის მათი დაწერიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგაც კი.

    თუ თქვენ ჩეთაობა მოგინდათ, მოინახულეთ ნამდვილი ჩატი ჩვენი ფორუმის ფარგლებში.

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (I)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:50 am

    4.10. იკრძალება საკუთარი თემის "ამოწევა" (ანუ თქვენს მიერ შექმნილ, უპასუხოდ დარჩენილ თემაში გზავნილის გაკეთება იმ მიზნით, რომ წამოწიოთ ის ფორუმის თემათა ჩამონათვალის ზედა ნაწილისკენ) 18 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იმ მომენტიდან, როცა ბოლო შეტყობინება დატოვეთ თემაში. აგრეთვე იკრძალება ანალოგიური ხასიათის და დატვირთვის მქონე ახალი თემების შექმნაც.
    4.11. იკრძალება ბოროტული ზრახვების გამო ფორუმის მუშაობაში ჩარევა არეულობის შეტანის მიზნით ან კონფიდენციალური ინფორმაციის არასანქცირებული გზით მოპოვებისთვის (სარეგისტრაციო მონაცემების პარამეტრების, შეზღუდულად ხელმისაწვდომი დისკუსიების და ა.შ.).
    4.12. ფორუმის კოდებისა და სმაილაკების გამოყენების შეზღუდვა შეტყობინებებში:
    4.12.1. იკრძალება დიდი რაოდენობით გრაფიკული სმაილაკების გამოყენება შეტყობინებებში (მიყოლებით სამზე მეტის)
    4.12.2. იკრძალება ერთ შეტყობინებაში 720 x 576-ზე მეტი პიქსელიანისა და ზომით 100 კბ-ზე მეტის მქონე თითო სურათის ჩასმა. ასეთი სურათების (რომლებიც პარამეტრებში ვერ ჯდება) ჩვენება შესაძლებელია ბმულის მითითებით ან [img] ტეგის გამოყენებით.
    4.12.3. იკრძალება სპეციალური ტეგებით [h] (სათაური), [color] (ფერი),
    (ხაზი) და ა.შ. ბოროტად სარგებლობა. გამოიყენეთ ისინი მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ასე მაგალითად, მონაწილეებს რეკომენდაცია ეძლევათ, ყველა თავიანთი გზავნილი გააკეთონ შავი ფერით. ფერის გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სიტუაციებშია საჭირო, როდესაც თქვენს შეტყობინებაზე ყურადღების მიქცევაა საჭირო თემის მონაწილეთა მხრიდან. თუ გსურთ, უბრალოდ, ხაზი გაუსვათ ამა თუ იმ აზრს თქვენს პოსტინგში, მაშინ გამოიყენეთ ტეგი [b ] ან [u ].

    4.12.4. იკრძალება ოვერქვოთინგი, ანუ ჭარბი ციტირება (განსაკუთრებით ტეგში [q]). ციტირებისას დატოვეთ მხოლოდ ის, რაც საკმარისია თქვენს მიერ პასუხის დაწერისთვის. დანარჩენი ზედმეტი წაშალეთ. ჩაშენებული ციტირება (ანუ დაციტირებულის გადაციტირება) სავსებით არ არის მისასალმებელი.
    4.13. ფორუმზე მიღებულია შეტყობინებათა გაფორმების შემდეგნაირი სტილები:
    ნიკნეიმ1
    აბზაცი ციტირებადი ტექსტით
    თქვენი პასუხი.
    ნიკნეიმ2
    თქვენი პასუხი.
    ნიკნეიმ3, თქვენი პასუხი.
    ან
    ნიკნეიმ1
    [q]აბზაცი ციტირებადი ტექსტით[/q]
    თქვენი პასუხი.
    ნიკნეიმ2
    [q]აბზაცი ციტირებადი ტექსტით[/q]
    თქვენი პასუხი.
    ანუ:
    იმ მონაწილის ნიკნეიმის გაფორმება, რომელსაც პასუხობთ, ხდება მუქი შრიფტით (ბოლდი) (ტეგი [b]). გარდა ამისა, მონაწილე მიიღებს შეტყობინებას იმეილზე იმის შესახებ, რომ თქვენ მისი ნიკნეიმი მოიხსენიეთ თქვენს პოსტინგში (თუ ასეთი სერვისი მას ჩართული აქვს თავის პირად, მაკონტროლირებელ პანელში). შეტყობინება არ გაიგზავნება, თუ მონაწილის ნიკნეიმი სხვაგვარად იქნება გაფორმებული - არ იქნება გამოყენებული ტეგი [b].
    ციტატა, რომელსაც პასუხობთ, გაფორმდება ტეგით [ i ] ან [q]. ტეგის არჩევა თქვენი ხედვით მოხდება. როგორც წესი, [ i ] იკავებს ნაკლებ ადგილს, ამიტომაც უპირატესობა მას ენიჭება მონაწილეთა პასუხების ციტირების დროს, ხოლო ტეგი [q] შეიძლება გამოყენებულ იქნეს დოკუმენტების ციტირებისას, რომლებიც ლოკალიზებულია ფორუმის ვებ-საიტის მიღმა.
    თქვენი პასუხის გაფორმება ხდება ჩვეულებრივი შრიფტით (სპეციალური ტეგის გამოყენების გარეშე).
    უპრიანია თუნდაც ერთი ცარიელი ხაზის დატოვება მაინც ორი მონაწილის პასუხებს შორის .

    4. აკრძალვები და შეზღუდვები (J)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:53 am

    ამ სტანდარტიდან გადახვევა ფრიად არარეკომენდებულია და შეიძლება დასჯადიც კი იყოს.
    4.14. თუ მონაწილეს ჩამორთმეული აქვს პასუხის დაწერის უფლება, მაშინ მას ეკრძალება მონაწილეობა მიიღოს სხვა ნიკნეიმის გამოყენებით (ე.წ. "ბოტებით"). აღნიშნულ მონაწილეებს ასევე წაერთმევათ ახალი ნიკნეიმებით სარგებლობის უფლებაც. ამასთან ერთად, იმ დროის საერთო ხანგრძლივობა, რის განმავლობაშიც მონაწილეს ჩამორთმეული აქვს აღნიშნული უფლება, შეიძლება გაიზარდოს.
    4.15. იკრძალება ფორუმის ადმინისტრაციისა და მათი საქმეების საჯარო განხილვა (გამონაკლისს წარმოადგენს ზოგადი ხასიათის (არაპირადული) საკითხების განხილვა ფორუმში "ფორუმის შესახებ").
    განხილვის ქვეშ იგულისხმება:
    ფორუმის მოდერატორებთან ან ადმინისტრაციასთან მიმოწერა. მაგალითად, მათი გზავნილების ციტირება თხოვნებთან, გაფრთხილებებთან, შენიშვნებთან ან დასჯებთან დაკავშირებით, მათზე გამოპასუხება.
    საქმის გარჩევები, მაგალითად, ასეთი ტიპის გზავნილი: "მე არ დამირღვევია წესები, თქვენი შენიშვნა უსაფუძვლოა!"
    თხოვნები. მაგალითად, "გთხოვთ, გახსენით ეს თემა!"
    კითხვები. მაგალითად, "რატომ წაშალეთ თემა?"
    კომენტარები. მაგალითად, "აი, მივიღე გაფრთხილება, მადლობა ამისთვის მოდერატორს!"
    პროვოკაციული კითხვები (რომლებზეც პირდაპირ პასუხებს ერთმნიშვნელოვნად მივყავართ წესების დარღვევასთან). მაგალითად, "რისთვის მივიღე შენიშვნა?"; "გაფრთხილება მოგცეს?"
    ადმინისტრაციის უმოქმედობის განხილვა. მაგალითად, "რახან ეს მონაწილე მოდერატორებმა არ "დაბანეს", ე.ი. ისინი ერთად არიან!"
    თუ ფორუმის მოდერატორმა ან ადმინისტრაციის წარმომადგენელმა შენიშვნა მოგცათ ან გაგაფრთხილათ და ამან თქვენში პროტესტის გრძნობა გააჩინა, გაგიჩნდათ კითხვები ან მოგინდათ კომენტარების გაკეთება, მაშინ უმჯობესია პირადი მიმოწერის (PM-ის) საშუალებით გასცეთ პასუხი (ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თუ თქვენთვის ხელმიუწვდომელია PM-ის სერვისით სარგებლობა), და არა თემის საშუალებით. შეგახსენებთ, მხოლოდ ფორუმის მოდერატორსა და ადმინისტრაციას აქვს იმის უფლება,რომ მონაწილეებს მისცენ საჯარო შენიშვნები. ეს იძულებითი ზომაა, რადგან დიდ ფორუმზე ზომების სხვაგვარად მიღება წესრიგის დამყარებისთვის, როგორც წესი, შეუძლებელია.
    ფორუმის ადმინისტრაციისა და მოდერატორების ნებისმიერი კონკრეტული ქმედების განხილვის აკრძალვის მიზეზები:
    თვითონ თემებში ამ თემების მოდერირების განხილვა წარმოადგენს ბოროტი ზრახვის ოფტოპიკს, რაც აკრძალულია (იხ. პ. 4.3.7.)
    ფორუმზე იკრძალება ღრმად პირადული ხასიათის მქონე საკითხების განხილვა (იხ. პ. 4.3.10.), ხოლო "რისთვის მომცეს გაფრთხილება" ტიპის კითხვების უმეტესობა მიეკუთვნება სწორედ მათ კატეგორიას.
    საჯარო განხილვები (არც თუ იშვიათად იმ პირების მონაწილეობით, რომლებსაც არ გააჩნიათ სრული ინფორმაცია ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, მაგრამ სკანდალში მონაწილეობის მიღება სურთ) შეიძლება გადაიზარდოს გაუთავებელ დავაში მონაწილეებსა და მოდერატორებს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს არ მოიტანს- არ გადაჭრის პრობლემას.
    ფორუმის ადმინისტრაციასთან და მოდერატორებთან ყველა პირადული საკითხი უნდა მოგვარდეს პირადი მიმოწერის (PM-ის) ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით (თუ თქვენ არ გაქვთ PM-ით სარგებლობის უფლება)
    თუ თქვენს მიერ წამოყენებული საკითხი არის არა პირადული ხასიათის მატარებელი, არამედ ეხება მოდერირების საერთო პოლიტიკას, მაშინ ასეთი საკითხის დაყენება შესაძლებელია ფორუმში "ფორუმის შესახებ"
    4.16. არ დაგავიწყდეთ განცხადებების (აფიშების) კითხვა და წესების დაცვა. ისინი გამოფენილია ყოველ ცალკეულ ფორუმსა თუ თემაში.
    4.17. ფორუმებისა და თემების წესების არცოდნა არ გათავისუფლებთ პასუხისმგებლობისაგან მათი დარღვევის შემთხვევაში

    5. ფორუმების მოდერირება. ადმინისტრაციასთან უკუკავშირი (A)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 3:59 am

    5. ფორუმების მოდერირება. ადმინისტრაციასთან უკუკავშირი
    5.1. ფორუმებში წესრიგზე და წესების დაცვაზე პასუხისმგებლები არიან ფორუმების მოდერატორები.
    5.2. ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ნებისმიერი საჯარო თხოვნა ან მოთხოვნა ფორუმზე მოქცევასთან დაკავშირებით, მკაცრად უნდა შეასრულოთ, არ უნდა შეხვიდეთ საჯარო პოლემიკაში (რაც წარმოადგენს წესების დარღვევას, პ. 4.15.).
    ყველა კითხვა, წინადადება, შენიშვნა, აპელაცია პირადი მიმოწერის (PM-ის) საშუალებით უნდა იქნეს განხილული.
    5.3. წესების დამრღვევებზე შეიძლება ამოქმედდეს შემდეგი სახის (და არა მარტო) ზომები:
    გაფრთხილება (ანუ მონაწილეების შეტყობინება, შეხსენება იმის თაობაზე,
    რომ მათ წესები დაარღვიეს) და მასთან დაკავშირებული ადეკვატური ზომები:

    გზავნილის ჩასწორება ან წაშლა. თუ გზავნილში აღინიშნება წესების უხეში დარღვევა (მაგალითად, უცენზურო გამონათქვამები ან შეურაცხყოფა), მაშინ ის შეიძლება მთლიანად იქნეს წაშლილი (და არა ჩასწორებული) იმისგან დამოუკიდებლად, არის თუ არა მასში კიდევ ღირებული ინფორმაცია, და ასევე,რამდენი დრო და ენერგია დახარჯა ავტორმა მის დაწერაზე. ამიტომაც გთხოვთ, დააფასეთ როგორც თქვენი, ასევე მოდერატორების დროც.
    თემების დახურვა
    თემების წაშლა
    სიტყვიერი თხოვნა ან გაფრთხილება (მაგალითად, ჩასწორებულ შეტყობინებაში, თემების დახურვისას გაკეთებულ კომენტარებში ან თავად თემაში
    ცალკე პოსტინგის სახით გაკეთებული გაფრთხილება
    დასჯა:
    მონაწილისათვის მთელს ფორუმზე პოსტინგის გაკეთების უფლების ჩამორთმევა (დროებით ან სამუდამოდ)
    მონაწილისათვის ფორუმზე შესვლის უფლების წართმევა
    IP ბანი მონაწილეს (გარკვეული ხნით ან მუდმივად)
    მონაწილის გზავნილების წაშლა
    ფორუმის მონაწილის სარეგისტრაციო მონაცემების წაშლა (ანგარიშის გაუქმება)
    5.4. ადმინისტრაციის მიერ მიღებული ზომები კონკერეტული მონაწილისადმი ან თემისადმი პირდაპირ არის დამოკიდებული:
    დარღვევის სიმძიმის ხარისხზე
    აღნიშნული ტიპის დარღვევაზე მონაწილისთვის ადრე გაკეთებული გაფრთხილებების რიცხვსა და სიხშირეზე
    თემის სარგებლიანობაზე.
    ფორუმისათვის მონაწილის ან განსახილველი თემის ღირებულებაზე
    5.5. ადმინისტრაციას შეუძლია ფორუმში მონაწილეობა აუკრძალოს იმ მომხმარებლებს, რომლებიც:
    რეგულარულად არღვევენ ფორუმის წესებს.
    გამუდმებით ურევენ, თუ რა არის დასაშვები ფორუმში და რა - არა.
    უპატივცემულოდ ეპყრობიან ფორუმის ადმინისტრაციას ან ფორუმის,თემის მომხმარებელთა უმეტესობას.
    თავიანთი ქმედებებით ქმნიან ცუდ აურას და არასახარბიელო სიტუაციას.
    5.6. ფორუმზე არ მოქმედებს დასჯის ე.წ. "წაყრუების" სისტემა. მოდერატორი კითხულობს თემას და რეაგირებს ყველა იმ გზავნილზე, სადაც აღინიშნება წესების დარღვევა. ამიტომ, თუ თქვენ დაარღვიეთ წესები სამ გზავნილში, რომლებიც ერთი მეორის მიყოლებით მოდის, მაშინ პირველი გზავნილისთვის შეიძლება სიტყვიერი გაფრთხილების მიღებით შემოიფარგლოთ, მეორესთვის - გაფრთხილება Warn-ის პროცენტების მომატებით, მესამესთვის კი მოდერატორს შეუძლია ბანი მოგცეთ და აგიკრძალოთ პოსტვის უფლება გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
    5.7. შეტყობინებისთვის,რომელიც არღვევს ფორუმის წესებს,მომხმარებელს შეიძლება მიეცეს გაფრთხილება warn-ის პროცენტების მომატებით.თუ მომხმარებელი არ იღებს ახალ გაფრთხილებებს,მაშინ გარკვეული პერიოდის შემდეგ საჯარიმო პროცენტების საერთო რიცხვიდან(ჯამიდან) ხდება იმ პროცენტული მაჩვენებლის ჩამოკლება,რომელიც ბოლო დარღვევისს იქნა მიღებული(ისინი "იწვიან").თუ იქნა მიღებული რამდენიმე გაფრთხილება,მაშინ საერთო პროცენტიდან შესაბამისი პროცენტების დაკლება მოხდება თანდათანობით,ერთი მეორის მიყოლებით,დაწყებული უახლესი დარღვევიდან.
    ყველანაირი ინფორმაცია მომხმარებლის გაფრთხილებებთან დაკავშირებით, შეიძლება მოინახოს მომხმარებლის ინფოში, რომელიც სანახავად ხელმისაწვდომია მხოლოდ მისთვის და ფორუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის.
    5.8. ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას ნებისმიერ შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ მშვიდი, თავაზიანი, კონსტრუქციული და არგუმენტირებული კრიტიკა დაფუძნებული არა ემოციებზე, არამედ კონკრეტულ ფაქტებზე.
    თუ თქვენ მიიღეთ შენიშვნა მოდერატორისაგან, მაშინ თავდაპირველად შეეცადეთ, გააანალიზოთ თქვენი ქმედებები, წაიკითხოთ წესები. შეიძლება თქვენ სადმე შეცდით. თუ არა, მაშინ შეცდა მოდერატორი (ისინიც ადამიანები არიან და შეიძლება შეცდნენ) და დაეკონტაქტეთ მას. (თუ როგორ გააკეთოთ ეს სწორად, მოთხრობილია ქვემოთ), მაგრამ თავხედური გამოხტომებისა და ქედმაღლური, დამცინავი ტონის გარეშე. ამით თქვენ ვერაფერს მიაღწევთ.
    წერილი ან შეტყობინება, რომელიც შეიცავს თავხედურ ან უცენზურო გამონათქვამებს ადმინისტრაციის მისამართით, არ იქნება განხილული, ხოლო მათი ავტორების მიმართ, ადმინისტრაციასთან უპატივცემულობის გამოვლინების გამო, შეიძლება ზომები იქნეს გატარებული თემაში, ფორუმში, განყოფილებაში პოსტინგის უფლების აკრძალვით. შეგახსენებთ, რომ წესების (პ. 1.11.) მიხედვით ფორუმის მუშაობის პროცესში მონაწილე წევრები ნდობას უცხადებენ ფორუმის ადმინისტრაციასა და მის მიერ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამას, მაშინ შეგიძლიათ დატოვოთ აქაურობა. ძალით არავინ გაკავებთ.
    არ არის საჭირო საკუთარი აზრის მოხვევა სხვა მონაწილის თავზე და ამ აზრის მიჩნევა უპირობო ჭეშმარიტებად, რადგანაც ადმინისტრაცია უფრო გარკვეულია მონაწილეების მისწრაფებების, მოთხოვნილებების თაობაზე და ის ყოველთვის ცდილობს, დააკმაყოფილოს მომხმარებელთა უმეტესობის ინტერესები, თუ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია.


    Last edited by Admin on Tue Mar 24, 2009 4:00 am; edited 1 time in total

    5. ფორუმების მოდერირება. ადმინისტრაციასთან უკუკავშირი (B)

    Post by Admin on Tue Mar 24, 2009 4:00 am

    5.9. რეკომენდებული პროცედურა ადმინისტრაციის ქმედებების აპელირებისათვის:
    5.9.1. უნდა დაადგინოთ, თუ კონკრეტულად ვის უნდა მიმართოთ თქვენი კითხვით ადმინისტრაციის წარმომადგენლებიდან .

    თუ თქვენი შეტყობინება ჩასწორდება ან თემა დაიხურება, მაშინ უნდა მიმართოთ იმ პირს, რომელმაც ჩაასწორა გზავნილი ან თემა დახურა - ორივე შემთხვევაში ხდება აღნიშნულ ქმედებათა ავტორების დაფიქსირება.
    თუ თქვენი შეტყობინება წაიშალა, მაშინ უნდა მიმართოთ ფორუმის მოდერატორებს.
    თუ თემა წაგიშალეს ან თემაში შეტყობინებების გაკეთების უფლება ჩამოგართვეს (posting disable), მაშინ უნდა მიმართოთ ფორუმის მოდერატორებს.
    თუ ჩამოგართვეს ფორუმში გზავნილების გაკეთების უფლება ან თქვენი IP მისამართი აღმოჩნდა მისამართების შავ სიაში, რომლებიდანაც ფორუმში მუშაობა აკრძალულია, მაშინ უნდა მიმართოთ ფორუმის მოდერატორს.
    ზოგიერთ შემთხვევებში თქვენ შეიძლება მოგივიდეთ იმეილზე შეტყობინება, რომელშიც მითითებული იქნება ის კონკრეტული პირი, რომელმაც სანქცია გამოიყენა თქვენდამი ან თქვენი გზავნილის, თემის მიმართ. ამიტომ, არ თქვათ უარი თქვენს პირად "კაბინეტში" (control panel-ში) ადმინისტრაციისგან იმეილის მიღების სერვისზე.
    5.9.2. მოინახულეთ პირადი მიმოწერის (PM-ის) განყოფილება. თქვენ შეიძლება მოგივიდეთ შეტყობინება, რომელშიც მითითებული იქნება ის კონკრეტული პირი, რომელმაც სანქცია გამოიყენა თქვენდამი ან თქვენი გზავნილის, თემის მიმართ.
    5.9.3. გაუგზავნეთ შეტყობინება, რომელშიც მიუთითებთ:
    5.9.3.1. იმ გზავნილის ან შენიშვნის ბმულს, რომელიც გახდა გაღიზიანების ან კითხვების დასმის საფუძველი.
    5.9.3.2. მიზეზები, თუ რატომ არ ეთანხმებით ფორუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ან დასვით თქვენი კითხვა.
    გზავნილი, რომელიც მსგავს ინფორმაციას არ შეიცავს, ფორუმის ადმინისტრაციას შეუძლია დააიგნოროს.
    5.9.4. თუ შეტყობინების გაგზავნიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ გასცეს პასუხი თქვენს გზავნილს ან პასუხმა არ დაგაკმაყოფილათ, მაშინ საქმეში შეგიძლიათ ჩართოთ ზემდგომი ინსტანცია.
    5.9.5. ფრიად არ არის რეკომენდებული ინსტანციაზე "გადახტომა", ანუ საქმეში პირდაპირ ადმინისტრატორის ჩაბმა, თუ თქვენი კითხვა მოდერატორისადმი უნდა იყოს მიმართული. ადმინისტრატორმა ზუსტად არ იცის, თუ რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა მოდერატორი, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში მოუსმენს ყველა მხარეს მანამ, სანამ გამოიტანს განაჩენს. ამგვარად, თქვენ მაინც ყველა ვარიანტში მოგიწევთ ყველა ინსტანციის გავლა, მაგრამ ამასთან, თქვენ დააკარგვინებთ დროს ადმინისტრატორებს, რომელიც ისედაც ყოველთვის ძალიან ცოტა აქვთ,დაგვერწმუნეთ!
    5.9.6. ადმინისტრატორების ზემოთ არავინ დგას, მათი ქმედებების გასაჩივრება შეუძლებელია. ფორუმის მფლობელი მოდერირების კონკრეტული შემთხვევების განხილვებში არ იღებს მონაწილეობას.
    5.10. იმის მიუხედავად, რომ ფორუმის ადმინისტრაცია შედის მონაწილეებთან კონტაქტში და მათ შორის წარმოებს მიმოწერა, იგი ვალდებული არ არის:
    უპასუხოს უკლებლივ ყველა გზავნილს და წერილს, რომელიც მოდის მის მისამართზე. მაგალითად, კითხვები, რომლებზე პასუხებიც არის წესებში, FAQ-ში ან ისედაც ნათელია, იგნორირდება.
    ყოველთვის ახსნას პრინციპები, რომლებითაც იგი ხელმძღვანელობს ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას და ქმედებისას.
    5.11. თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ აწარმოოთ მიმოწერა ფორუმის ადმინისტრაციასთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მაგრამ ეს ნაკლებად გამოსაყენებელი ვარიანტია, რადგანაც:
    შეიძლება წერილები არ მივიდეს ადრესატამდე. მაგალითად, საფოსტო ფილტრების გამო, რომლებიც აღნიშნულ წერილებს სპამად მიიჩნევს.
    ყველა მონაწილე არ უთითებს სწორად ან გულწრფელად თავის ნიკნეიმს წერილებში, რაც ავტორის იდენტიფიცირებას ართულებს.
    5.12. ფორუმის ადმინისტრაციას ხშირად არა აქვს საშუალება, იკითხოს ფორუმის ყველა თემა, ამიტომ დარღვევის შენიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, ეს არ განაცხადოთ ფორუმში და ნუ დაელოდებით, თუ როდის მიიღებენ ზომებს, არამედ თავადვე შეატყობინეთ მოდერატორებს დარღვევის თაობაზე. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სერვისი "შეატყობინე მოდერატორს".
    5.13. პრეტენზიების გამოთქმის უფლება იმის თაობაზე, რომ მოდერატორების მხრიდან წესების ამა თუ იმ დარღვევაზე უმოქმედობას ან რეაგირების არქონას აქვს ადგილი, მონაწილეს აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან ფორუმის ადმინისტრაციას გაუგზავნა შეტყობინება წესების დარღვევასთან დაკავშირებით სერვისის "შეატყობინე მოდერატორს" საშუალებით და თუ ვერ დაინახა ვერანაირი რეაგირება ერთი სამუშაო დღის განმავლობაში.

    Sponsored content

    Re: ინტერნეტ ფორუმის წესები. ძირითადი განმარტებები და ტერმინები

    Post by Sponsored content Today at 6:55 am


      Current date/time is Fri Dec 09, 2016 6:55 am