ინტერნეტ ფორუმი

news


    გადაცემა "პულსი"-ს შესახებ

    Share

    გადაცემა "პულსი"-ს შესახებ

    Post by Admin on Sat Mar 21, 2009 1:49 am

    გადაცემის პრომო




    გადაცემა შემეცნებითია და მეტ-ნაკლებად გათვლილია ყველა ასაკის და გემოვნების მაყურებელზე.
    მის აუდიტორიას შეადგენენ ის პირები, ვისთვისაც სულერთი არ არის ჯანმრთელობაზე ფიქრი და ზოგადად, საინტერესოა ჯანმრთელობასა და მედიცინასთან
    დაკავშირებული თემები.

    პროექტი მზადდება საქართველოში ცნობილ კლინიცისტებთან, პრაქტიკოს ექიმებთან ერთად - მათ კონსულტაციებსა და რეკომენდაციებზე დაყრდნობით.
    გადაცემა რამდენიმე მუდმივი და პერიოდული რუბრიკისგან შედგება მათი საშუალებით სრულად მოიცავს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა სეგმენტს: რუბრიკა "ბავშვთა სამყარო" ბავშვის მოვლასა და განვითარებას შეეხება, "საკუჭნაო" - კვების ჯამრთელ რაციონსა და ჯანსაღ პროდუქტებს, "წამლის თარო" - დღეისთვის ყველაზე მტკივნეულ და მნიშვნელოვან სამედიცინო პრობლემებს, "თეთრი ხალათის გარეშე"- მაყურებელს სახელგანთქმულ ექიმებს არასამედიცინო კუთხით აცნობს, "რეცეპტი ავტოგრაფით" კი - ცნობილი ადამიანების ცხოვრების ჯანსაღ წესს უწევს პროპაგანდას.
    ერთი სიტყვით "პულსი" მაყურებელს ამომწურავ ინფორმაციას აძლევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე და აქტიურად უწევს პროპაგანდირებას ცხოვრების ჯანსაღ წესს.






    გადაცემა ეთერში გადის კვირაში სამჯერ: პარასკევს - 17:30 საათზე, შაბათსა და კვირას - 11:00 სთ-ზე.
    წამყვანი - თიკო დაბრუნდაშვილი
    რეჟისორი - ოთარ მიქელაძე
    პროდიუსერი - თამუნა ყიფიანი

      Current date/time is Fri Dec 09, 2016 6:55 am