ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ართრიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ართრიტი Empty ართრიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:19 pm

    ართრიტი Artriti

    რევმატოიდული ართრიტი ხშირი დაავადებაა, იგი უმთავრესად ქალებს ემართება 30-40 წლის ასაკის შემდეგ, თუმცა ახალგაზრდებშიც გვხვდება ხოლმე. ავადმყოფს აქვს სახსრებში ტკივილი, დილით უჭირს ლოგინიდან წამოდგომა. შემდეგ სახსრები შესივდება და დროთა განმავლობაში შეიძლება მოხდეს მათი დეფორმაცია, მოძრაობის შეზღუდვა.

    რევმატოიდული ართრიტი სხვა დაავადებაა, ვიდრე რევმატიზმი და ართროზი და თავისებურ მკურნალობას მოითხოვს. ამიტომ სახსრებში ტკივილის აღმოცენების დროს ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც დაავადების ზუსტ დიაგნოზს დასვამს. ექიმივე ნიშნავს წამლით მკურნალობას. თვითმკურნალობა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ამ დროს იხმარება აქტიურად მოქმედი საშუალებები, რომლებმაც არასწორი მიღების შემდეგ შეიძლება ზიანი მოუტანონ ავადმყოფს.

    რევმატოიდული ართრიტის წარმატებით მკურნალობისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის და ავადმყოფის ერთობლივ თანამშრომლობას. ავადმყოფს მართებს დანიშნულების ზუსტი შესრულება. საწოლში წოლა მხოლოდ დაავადების გამწვავების პერიოდშია მიზანშეწონილი, მაშინ როდესაც აღინიშნება მწვავე ტკივილი სახსრებში, მკვეთრად შეზღუდულია მოძრაობა, მომატებულია სხეულის ტემპერატურა. როგორც კი მდგომარეობა გაუმჯობესდება, ავადმყოფმა უნდა დაიწყოს აქტიური მოძრაობა და ამისთვის სახსრების ტკივილიც დასძლიოს, სისტემატურად შეასრულოს სამკურნალო ვარჯიშები, ფეხით იაროს. ავადმყოფი უნდა ერიდოს ცივ წყალს, ხელ-პირის დაბანას, ჭურჭლის რეცხვა მხოლოდ თბილი წყლით შეიძლება.


    სახსრების დაავადებების მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით



    ნ ა კ რ ე ბ ი
    იღებენ თანაბარი რაოდენობით შავი ანწლის ყვავილებს, ჭინჭრის ფოთლებს, ოხრახუშის ძირებსა და ტირიფის კანს. ურევენ ერთმანეთში. 1 ს./კ. დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ მდუღარეს, ადუღებენ ნელ ცეცხლზე 5 წუთით. ღებულობენ დღეში 2 ჩაის ჭიქა ნახარშს ნებისმიერი წარმოშობის ართრიტების დროს.

    თ ა ფ ლ ი დ ა ა ლ ო ე
    იღებენ 2 ნაწ. თაფლს, 1 ნაწ. ალოეს წვენსა და 3 ნაწ. არაყს. ურევენ კარგად და იკეთებენ კომპრესებს.

    ჩ ა ი
    ცხელი ჩაი ვაშლის ძმრით და ცოტა თაფლით სასარგებლოა პოლიართრიტის დროს, სახსრებისა და კუნთების ტკივილისას.

    ქ რ ი ს ტ ე ს ი ს ხ ლ ა
    პოლიართრიტის სამკურნალოდ იღებენ 1 ჩაის კოვზ მშრალ ქრისტესისხლას, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. შეფუთულს აჩერებენ 1 სთ. წურავენ და ღებულობენ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში.
    დოზების დაცვა აუცილებელია, რადგან ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა!

    ა რ ყ ი ს ხ ი ს კ ვ ი რ ტ ე ბ ი
    ამზადებენ 960-იანი სპირტითა (5 ნაწ.) და არყის ხის კვირტებით (1 ნაწ.) ნაყენს. აჩერებენ 7 დღე (თავდახურული). იკეთებენ კომპრესებს ან იზელენ სახსრებს ართრიტების, ნევრალგიური ტკივილების, რევმატიზმის, რადიკულიტის დროს.

    წ ა ბ ლ ი ს ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი
    ამზადებენ სპირტიან ნაყენს (2 სუფრის კოვზი წაბლის ყვავილები 0,5 ლ არაყზე), აჩერებენ 7 დღე (თავდახურულ მინის ჭურჭელში). იწმინდავენ სახსრებს ნევრალგიური ტკივილების დროს.

    პ ი რ შ უ შ ხ ა
    პირშუშხას ფესვებს ხეხავენ და იზელენ სახსრებს. იკეთებენ პირშუშხას ფესვების ფაფის საფენებს.

    ბ ო ლ ო კ ი
    სახსრებზე იდებენ ბოლოკის ფაფის კომპრესებს.

    ბ ო ს ტ ნ ე უ ლ ი ს წ ვ ე ნ ე ბ ი
    იღებენ სტაფილოსა (3 ნაწ.) და ნიახურის (1 ნაწ.) წვენების ნარევს და ღებულობენ დღეში 3-ჯერ თითო ჩაის ჭიქას ჭამამდე 1 საათით ადრე. წვენები უნდა იყოს ახალგამოწურული.
    ეს ბუნებრივი სამკურნალო საშუალება შველის სახსრების ყველანაირ დაავადებას. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.


    გააფართოვეთ თემა: ართრიტი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 6:34 pm