ინტერნეტ ფორუმი

news


    არითმია

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    არითმია

    Post by news on Mon Apr 06, 2009 6:23 pm



    გული რიტმულად იკუმშება, წუთში 60-80-ჯერ. საჭიროებისას, ფიზიკური დატვირთვის ან სულიერი მღელვარების დროს, გულის მუშაობა ხშირდება. ეს იმისათვისაა საჭირო, რომ ორგანიზმმა, მისმა კუნთებმა მეტი სისხლი მიიღოს და უფრო მეტი მუშაობის შესრულება შესძლოს. დადგენილია, რომ ჯანმრთელი ადამიანის გულისცემის სიხშირე ასეთ პირობებში შეიძლება 130-140-მდე გახშირდეს. დატვირთვის შესრულების შემდეგ გულისცემის სიხშირე რამდენიმე წუთში ისევ წინანდელ დონეს უბრუნდება. გულის ყოველი შეკუმშვა მისი კუნთის აგზნებით იწყება. აგზნების ყოველი იმპულსი აღმოცენდება მარჯვენა წინაგულში და იქიდან მთელ გულში ტარდება.

    გულის ზოგიერთი დაავადების დროს ხდება გულის მუშაობის რიტმულობის და მის კუნთში აგზნების გავრცელების ცვლილება, რაც გულის რიტმის დარღვევად, ანუ არითმიად არის ცნობილი. არსებობს არითმიის მრავალი სახე. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

    ტ ა ქ ი კ ა რ დ ი ა გულისცემის გახშირებას ეწოდება. გულისცემა შეიძლება გაუხშირდეს ჯანმრთელ ადამიანს ფიზიკური მუშაობის, სულიერი მღელვარების დროს, სიცხეში, ალკოჰოლიანი სასმელის, მაგარი ყავის, ჩაის დალევის შემდეგ. გულისცემის გახშირებისადმი არიან ახალგაზრდა, ადვილად აგზნებადი და ფიზიკურად ცუდათ ტრენირებული პირები. ტაქიკარდია შეიძლება სხვადასხვა ავადმყოფობის გამოხატულებაც იყოს და ამ შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს ექმიმს.

    ბ რ ა დ ი კ ა რ დ ი ა ეწოდება გულისცემის შენელებას წუთში 60-ზე ქვევით. შეიძლება ბრადიკარდია ჰქონდეს სრულიად ჯანმრთელ პირსაც, მაგალითად, ფიზიკურად მძლავრად განვითარებულ სპორტსმენს, და ამ შემთხვევაში ეს მოვლენა ავადმყოფობად არ ჩაითვლება.

    ე ქ ს ტ რ ა ს ი ს ტ ო ლ ა ეწოდება გულის დამატებით შეკუმშვას. მას ადამიანი დარტყმის სახით შეიგრძნობს, რასაც შეიძლება შემდეგ "გულის შეჩერების" შეგრძნება ახლდეს თან. ექსტრასისტოლა მრავალი დაავადების შემდეგ ვითარდება. ახალგაზრდობის ასაკში იგი ხშირად დაკავშირებულია ნერვული სისტემის ფუნქციონალურ მოშლასთან და დროთა განმავლობაში მკურნალობის შემდეგ გაივლის.

    მ ო ც ი მ ც ი მ ე ა რ ი თ მ ი ა გულისხმობს წინაგულების უწესრიგო, გახშირებულ აგზნებას, რასაც მოსდევს პარკუჭების არითმიული შეკუმშვა. ეს არითმია, ჩვეულებრივ გულის რომელიმე დაავადების (რევმატიზმი, გულის მანკი, ათეროსკლეროზული, კარდიოსკლეროზი, გულის კუნთის ინფარქტი და სხვ.) გართულებას წარმოადგენს. ამიტომ მკურნალობა მიმართული უნდა იყოს როგორც რიტმის აღსადგენად, ისე ძირითადი დაავადების საწინააღმდეგოდ.

    არითმიის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით

    1. 1 ჩაის ჭიქა (50 გრ) კაკლის უღელს ასხამენ 960-იან სპირტს იმდენს, რომ დაიფაროს. აჩერებენ 5-7 დღე თბილ ადგილას. შემდეგ წურავენ.
    მიღება: 1 ჩაის კოვზი ნაყენი ცოტა წყალში განზავებული დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
    შველის: ათეროსკლეროზს, ინფარქტს, სისხლძარღვების სპაზმს, არითმიას.

    2. 100 გრ ქიშმიში, 100 გრ კურაგას (გარგარის ჩირი), 2 ცალ ლიმონს და 100 გრ კაკალს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში ასხამენ 0,5 ლ ქილა თაფლს.
    მიღება: თითო სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში. აწესრიგებს გულის რითმს.

    3. იღებენ 2 ნაწ. ფითრის ფოთლებს, 3 ნაწ. შავბალახას, 1 ნაწ. ბეგქონდარას, 1 ნაწ. მარწყვის ფოთლებს, 2 ნაწ. ლავანდას ფოთლებსა და ვალერიანას ძირებს. აქუცმაცებენ, ურევენ ერთმანეთში, ნაკრებიდან იღებენ 1 სუფრის კოვზს და ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ახურებენ თავსახურს და აჩერებენ 2 სთ.
    მიღება: ყავის ჭიქით დღეში 2-4-ჯერ, ჭამიდან 30 წუთის შემდეგ.


    გააფართოვეთ თემა: არითმია

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:36 am