ინტერნეტ ფორუმი

news


    ასთმა

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    ასთმა

    Post by news on Mon Apr 06, 2009 6:27 pm



    ბრონქული აქთმა შეიძლება გმაოიწვიოს არაინფექციურმა და ინფექციურმა ალერგენებმა. არაინფექციურ ალერგენებს შეორის ყველაზე დიდ როლს თამაშობს ოთახის მტვერი. ეს კომპლექსური ალერგენია, რომელიც შეიცავს ტანისამოსის ქსოვილის ნაწილაკებს, თმას, ქერტლს, ცხოველთა ბეწვს, მცენარეთა მტვერს, ბაქტერიებს, სოკოებს. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მიკროსკოპულ ტკიპებს, რომლებიც იკვებებიან ადამიანის ქერტლით, ბალიშის ბუმბულით და საწოლში ცხოვრობენ. ეს ტკიპა მრავლდება ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომით, რასთანაც არის დაკავშირებული ბრონქული ასთმის შეტევების სეზონური გახშირება. გარდა ოთახის მტვრისა, ბრონქულ ასთმას იწვევს მცენარეული მტვერი, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება, ზოგიერთი წამლეული, აკვარეუმის თევზის მშრალი საკვები, შინაური ცხოველების ბეწვი და სხვა ნივთიერება.

    ე.ი. ინფექციური-ალერგიული ასთმის მიზეზი არის ბაქტერიები, სოკოები და ვირუსები, რომლებიც ბინადრობენ და მრავლდებიან ადამიანის სასუნთქი გზების ლორწოვანში. ამიტომაა, რომ ბრონქული ასთმა იწყება ხოლმე სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადების, გრიპის, ბრონქიტის, ფილტვების მწვავე და ქრონიკული ანთების ფონზე.

    ბრონქული ასთმის შეტევა უშუალოდ დაკავშირებულია იმასთან, რომ ხდება ჰაერის გამტარი გზების - ბრონქების კედლის კუნთების სპაზმური შეკუმშვა, ლორწოვანი გარსის შეშუპება და ბრონქის სანათურაში ჯირკვლებიდან წებოვანი ლორწოს გაძლიერებული გამოყოფა. ეს ყველაფერი აძნელებს ჰაერის მოძრაობას, განსაკუთრებით ამოსუნთქვას.

    ბრონქული ასთმის შეტევა იწყება უეცრად, უფრო ხშირად ღამით. ადამიანი გრძნობს ჰაერის უკმარისობას, გაძნელებულია სუნთქვა, განსაკუთრებით ამოსუნთქვა. ავადმყოფი იძულებულია წამოჯდეს, ხელებით დაეყრდნოს საწოლს, ეძებს მოხერხებულ პოზას, მიდის ფანჯარასთან და ხარბად შეისუნთქავს ჰაერს. შეიძლება შორიდანვე ისმოდეს მსტვენავი ხიხინი.

    შეტევა მთავრდება რამდენიმე საათის მერე, და გამოიყოფა ცოტაოდენი ლორწოვანი-წებოვანი ნახველი. ასთმური შეტევა რამდენიმე ხნის შემდეგ მეროდება ხოლმე.

    საყურადრებოა, რომ დროთა განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს შეტევის გამომწვევი მიზეზების რაოდენობა. მას იწვევს უკვე ისეთი ნივთიერების შესუნთქვა, რომელიც მანამდე უვნებელი იყო ადამიანისთვის. ასთმური შეტევა თან დაერთვის სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს. ზოგჯერ კი იგი აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვით, ცივი ჰაერის შესუნთქვით და სულიერი მღელვარებითაც. თანდათანობით შეიძლება განვითარდეს ფილტვების ემფიზემა და ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა.

    ბრონქული ასთმა დაავადების დასაწყისში უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანად, გართულების გარეშე მიმდინარეობს; მიზეზია ერთი ან რამდენიმე ალერგენი, რომელითა დადგენა შეუძლია ექიმ-ალერგოლოგს. წლების განმავლობაში დაავადება რთულდება, მის მიმდინარეობაში უკვე დიდ როლს თამაშობს არა მარტო ალერგენები, არამედ მეორადი - ნეიროგენული, ენდოკრინული ან სხვა ფაქტორები, რაც ართულებს ბრონქული ასთმის მკურნალობას.

    ხალხური მეთოდებით ასთმის მკურნალობა


    ვ ი რ ი ს ტ ე რ ფა ა ნ უ დ ე დ ა -დ ე დ ი ნ ა ც ვ ა ლ ი
    1 სუფრის კოვზ ვირისტერფას ფოთლებს ადუღებენ 1-2 წუთით და სვამენ თბილი სახით დღეში 3-ჯერ, 100 მლ, ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობა ტარდება მუდმივად ხანმოკლე შესვენებებით.
    ვირისტერფას ფოთლებს აგროვებენ ზაფხულის დასაწყისში.

    ნ ი ვ რ ი ს კ ა რ ა ქ ი
    ძლიერ ეფექტურ ბაქტერიციდულ და ლორწოს დამარბილებელ საშუალებად ითვლება ნივრის კარაქი. მის მოსამზადებლად საჭიროა გაიხეხოს 5 მსხვილი ნივრის კბილი, უმატებენ ცოტა მარილს და ზელენ 100 გრ კარაქში. მიირთმევენ პურზე წასმულს.


    ნ ა კ რ ე ბ ი
    იღებენ 30 გრ ძირტკბილას, 30 გრ ფიჭვის კვირტებს, 15 გრ კამის თესლს, 20 გრ ტუხტის ძირებს, 15 გრ ორკბილას. ურევენ ერთმანეთში (დაქუცმაცებულს). 2. სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 200 მლ წყალს და დგამენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. აჩერებენ 45 წთ. წურავენ.
    მიღება: 1/3 - 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ თბილი სახით.

    პ ი რ შ უ შ ხ ა ს კ ა რ ა ქ ი
    ხეხავენ 100 გრ ნიორს და ამდენივე პირშუშხას ძირს, უმატებენ 150 გრ კარაქს (უმარილო) და 60 გრ თაფლს. ამ ნარევს ათავსებენ ემალის ქვაბში და დგამენ მდუღარე წყალში (15 წუთით). თან ურევენ. მიღებულ მასას ათავსებენ მინის ქილაში და ინახავენ მაცივარში. ღებულობენ სუფრის კოვზით ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3-ჯერ. კურსი 2 თვეა. იწყებენ ოქტომბერში. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება!

    ს ი გ ა რ ე ტ ი ა ს თ მ ი ა ნ ე ბ ი ს თ ვ ი ს
    ჭინჭარს ჭრიან ყვავილობის დროს. ახმობენ. აკეთებენ სიგარეტებს და წევენ.


    რჩევები ასთმური შეტევის დროს

    * ავადმყოფი გაიყვანეთ ჰაერზე ან დასვით ღია სარკმელთან, გახადეთ ვიწრო ტანსაცმელი. კიდურები ჩააყოფინეთ ცხელ წყალში. მკერდის მიდამო გაუწმინდეთ ქსოვილით, რომელიც დასველებული იქნება ცივ წყალში გახსნილი ძმრითა და მარილით. (თუ არ აქვს ფილტვები დაავადებული).

    * შეტევას ამსუბუქებს მასაჟი თავიდან ქვემოთ მკერდსა და ზურგზე.

    * უეცარი შეტევისას რეკომენდებულია ქერის ყავის დალევა, ყინულის ნაჭრის გადაყლაპვა, ნიშადურის სპირტის შესუნთქვა. ავადმყოფთან სიგარეტის მოწევა დაუშვებელია!

    * ავადმყოფის ოთახში დაწვით ვირისტერფას ფოთლები, მისი ბოლი მოქმედებს როგორც ამოსახველებელი და დამარბილებელი საშუალება.

    * შეტევის დროს გასქელებული, წებოვანი ლორწოს დასაშლელად სვამენ ცოტა მომჟავო ღვინოს ან ღებულობენ სოდას დანის წვერით.

    * შეტევას ხსნის ვალერიანის წვეთები (15-20 წვეთი ცოტა წყლით).


    გააფართოვეთ თემა: ასთმა

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:35 am