ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ბრონქიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ბრონქიტი Empty ბრონქიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:38 pm

    ბრონქიტი Bronqiti

    ბრონქიტი სასუნთქი გზების (ბრონქების) ანთებითი დაავადებაა. არჩევენ მწვავე და ქრონიკულ ბრონქიტს. მწვავე ბრონქიტი ვითარდება გრიპის, ადენოვირუსული ინფექციის, ყივანახველას, წითელას, დიფთერიის ფონზე. ამ დროს ლორწოვანში შეიძლება გამრავლდეს სხვადასხვა ბაქტერიები, როგორიცაა სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ინფუენცის ჩხირი, პნევმოკოკი და სხვ. ხშირად ბრონქიტი ალერგიული წარმოშობისაა, იმის შედეგად, რომ ადამიანი შეისუნთქავს ყვავილის მტვერს, სხვადასხვა ნივთიერებას. იგი შეიძლება მოჰყვეს გამაღიზიანებელი ნივთიერების, ორთქლის, აეროზოლისა დამტვრის შესუნთქვას. ეს დაავადება ადვილად ემართება მთვრალ ადამიანს. ბრონქიტის აღმოცენებას ხელს უწყობს ორგანიზმის გაცივება, ცივი და ნესტიანი ჰაერის შესუნთქვა, ამიტომ იგი უფრო ხშირია ცივ და ნესტიან სეზონში, შემოდგომით ან გაზაფხულზე ამინდის გარდატეხის პერიოდში. ბრონქიტით ხშირად და ხანგრძლივად ავადმყოფობენ სხვა ქრონიკული დაავადებით დასუსტებული პირები.

    დაავადების ძირითადი ნიშანია ხველა, რომელიც დასაწყისში მშრალი ხასიათისაა. ერთი-ორი დღის შემდეგ შეიძლება დაიწყოს ლორწოვანი ან ლორწოვან-ჩირქოვანი, მონაცრისფრო, მოყვითალო, მომწვანო ნახველის გამოყოფა. ხშირად ბრონქიტს თან ახლავს სურდო. ავადმყოფს აწუხებს ფხაჭნის გრძნობა, ზოგჯერ კი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, შებოჭვის გრძნობა გულმკერდში. ძლიერი ხველისაგან ტკივილი შეიძლება დაეწყოს ფერდებში და მუცლის ზედა ნაწილის კუნთების არეში. სხეულის ტემპერატურამ შეიძლება მოიმატოს.

    ალერგიული ბრონქიტის დროს, ბრონქების სპაზმის გამო, შეიძლება განვითარდეს ქოშინი ამოსუნთქვის გაძნელებით.

    მწვავე ბრონქიტის მიმდინარეობა ბევრად არის გამოკიდებული იმ ძირითად დაავადებაზე, რომლის ფონზედაც იგი განვითარდა. ჩვეულებრივ მოვლენები სწრაფად ქრება, ერთი კვირის განმავლობაში წყნარდება ხველა და ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ზოგიერთ შემთხვეაში, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობის დაავადების დროს, ბონქიტი შეიძლება რამდენიმე კვირითაც გახანგრძლივდეს.

    მწვავე ბრონქიტის ნიადაგზე შეიძლება განვითარდეს გართულება - ფილტვების ანთება. ძალიან სახიფათოდა გახანგრძლივებული და განმეორებითი მწვავე დაავადება, მით უფრო, თუ იგი ცუდად არის ნამკურნალევი, რადგან შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ბრონქიტი. აი ამიტომაა, რომ დაავადების ყოველი შემთხვევა სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს და სრულიად გაუმართლებელია ის აზრი, თითქოს მწვავე ბრონქიტი იოლი, "უბრალო" დაავადებაა.

    მწვავე ბრონქიტმა შეიძლება მიიღოს ქრონიკული მიმდინარეობა, თუ იგი რამდენჯერმე დაემართა ადამიანს, არ იყო სათანადოდ ნამკურნალევი და გახანგრძლივდა. კანონზომიერად ქრონიკული ბონქიტით ავადმყოფობენ თამბაქოს მწეველები. ხშირია ეს დაავადება ალკოჰოლიკებში. მის განვითარებას ხელს უწყობს დამტვერიანებული, გაბინძურებული ჰაერი, ამიტომაა, რომ ქრონიკული ბრონქიტი უფრო ხშირია დიდი ქალაქის მცხოვრებთა შორის. ბრონქიტი თანმხლები მოვლენაა ფილტვების ისეთი დაავადებები როგორიცაა: ტუბერკულოზი, დაჩირქება, ბრონქული ასთმა, პნევმოკონიზი, ონევმოსკლეროზი.

    ავადმყოფური მოვლენები შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში მცირედ იყოს გამოხატული და ადამიანის მხოლოდ დროდადრო ახველებდეს. იგი აღნიშნავს, რომ "ადვილად ცივდება", რასაც თან სდევს ბრონქიტის გამწვავების მოვლენები, ადვილად ემართება ფილტვების ანთებაც. დროთა განმავლობაში ხველა სულ უფრო მუდმივ ხასიათს იღებს და თვს იჩენს ბრონქიტის გართულებები ფილტვების ემფიზემის (გაბერვის) სახით. შემდეგ ამას დაერთვის ფილტვ-გულის ქრონიკული უკმარისობა, როდესაც ადამიანს გამოხატული აქვს კანის სილურჯე (ციანოზი), ქოშინი და გულის ფრიალი მცირე ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ღვიძლის გადიდება, ქვემო კიდურების შეშუპება.

    ქრონიკული ბრონქიტი, მიუხედავად დასაწყისში თითქოსდა ოილი მიმდინარეობისა, სერიოზულ და სახიფათო დაავადებად უნდა ჩაითვალოს. მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არიას პროფილაქტიკა, რაც გულისხმობს ბრონქების ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი მავნე ფაქტორების თავიდან აცილებას.
    news
    news
    Moderator
    Moderator


    ბრონქიტი Empty Re: ბრონქიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:38 pm

    ბრონქიტის საწყისი სტადიის მკურნალობა
    1. ავადმყოფი უნდა იწვეს ლოგინში და სვას ოფლის მომდენი ცხელი ჩაი: სალბის, პიტნის, ცაცხვის ყვავილების, ჟოლოს და ა.შ.
    2. ღებულობენ რძის თბილ შრატს. იშლება წებოვანი ნახველი და მშრალი ხველა რბილდება.
    3. ბრონქიტის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა ანისულის თესლების ნახარში, რომლის 1 ჩაის ჭიქას უმატებენ 1 ჩაის კოვზ თაფლსა და ცოტა სოდას.
    4. ხახვის ცოცხალი წვენი ეფექტურ ამოსახველებელ საშუალებად ითვლება. ატკბობენ შაქრით.
    5. თუ მაინც ძლიერდება ხველა, იწევს ტემპერატურა, კარგია მდოგვის საფენები მკერდზე, ტერფებზე, ცხელი რძე თაფლითა და ცოტა სოდით. თაფლი წინასწარ უნდა წამოდუღდეს, რადგან აუდუღარი თაფლი აძლიერებს ხველას. ძილის წინ კი ოფლმდენ ბალახების ნახარშს ღებულობენ.
    6. 1 ცალ ლიმონს ხარშავენ წყალში დარბილებამდე. აციებენ და უმატებენ 1 ჩაის კოვზ გლიცერინსა და 1 ჩაის კოვზ თაფლს. მიიღება მთელი დღის განმავლობაში ჩაის კოვზით.
    მწვავე ბრონქიტის მკურნალობა
    1. 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს ცოცხალ წვენში ურევენ რამდენიმე კოვზ თაფლს. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 4-5-ჯერ დღეში.
    2. 1 ჩაის ჭიქა რძეს ასხამენ ემალის ჭურჭელში, ამატებენ 1 სუფრის კოვზ მშრალ სალბს, ახურებენ სახურავსა და ადუღებენ ნელ ცეცხლზე. აციებენ და წურავენ. სვამენ ძილის წინ ცხელი სახით.
    3. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ტუხტის ფესვებს ასხამენ 200 მლ ცივ წყალს, აჩერებენ 8-10 სთ. ღებულობენ მწვავე და ქრონიკული ბრონქიტის დროს.
    4. ვირისტერფას 2-3- ფოთოლს ხარშავენ 1/2 ლ რძეში. ამატებენ ღორის ახალ ქონს დანის წვერით. სვამენ საღამოს ძილის წინ 1/2 ჩაის ჭიქას (ვანგას რეცეპტი).
    5. კომბოსტოს უმი წვენი საუკეთესო ამოსახველებელი საშუალებაა.

    ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობა
    1. წვრილ სახეხზე ხეხავენ შავ ბოლოკს. წურავენ წვენს. 1/2 ლ წვენს უმატებენ 200 გ თხევად თაფლს და ღებულობენ 2 სუფრის კოვზს ყოველი ჭამის წინ და საღამოს ძილის წინ.
    2. ღორის მუცლის ქონს ადნობენ ძალიან ნელ ცეცხლზე. აციებენ. 1 ჭიქა ცხელ რძეს უმატებენ 1 დესერტის კოვზ გამდნარ ქონს და ღებულობენ დილა-საღამოს.
    3. იღებენ 15 მლ ალოეს წვენს, 100 გრ ღორის მუცლის ქონს, 100 გრ უმარილო კარაქს, 10 გრ თაფლსა და 5 გრ კაკაოს. ურევენ კარგად.
    მიღება: 1 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა ცხელ რძეში, დღეში 2-ჯერ.
    4. რძეში ხარშავენ ლეღვის ჩირს. თბილ წვენს სვამენ, ჩირს ჭამენ.
    5. 1 სუფრის კოვზ ქიშმიშს ადუღებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და უმატებენ ცოტა ხახვის წვენს.
    6. წვრილად ჭრიან 10 თავ ხახვსა და 1 თავ ნიორს. აუდუღარ რძეში ადუღებენ იქამდე, სანამ ხახვი და ნიორი დარბილდება. წურავენ. ღებულობენ ყოველ საათში 1 სუფრის კოვზს.
    7. გოგლიმოგლი ცხელი რძით დღეში რამდენჯერმე საუკეთესო საშუალებაა ბრონქიტების სამკურნალოდ.
    8. ხეხავენ სტაფილოს, უმატებენ იმავე რაოდენობის რძეს. ხარშავენ ნელ ცეცხლზე, გაციების შემდეგ წურავენ, უმატებენ ცოტა თაფლს.
    მიღება: 1/4 ჭიქა 5-6-ჯერ დღეში თბილი სახით.

    გააფართოვეთ თემა: ბრონქიტი

      Similar topics

      -

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 9:07 am