ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ბრუცელოზი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ბრუცელოზი Empty ბრუცელოზი

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:41 pm

    ბრუცელოზი Brucelozi
    დაავადების გამომწვევია ბრუცელოზის ჯგუფის ბაქტერიები, რომლებიც ადამიანებს მხოლოდ ცხოველებისგან (თხა, ცხვარი, ხარი და ღორი) გადაეცემა. ბრუცელოზის კერები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს მეცხვარეობის რაიონებში და დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც განვითარებულია მსხვილი რქოსანი მესაქონლეობა. საქონელში ბრუცელოზი აბორტს იწვევს.

    ადამინის დაავადება ალიმენტური (საჭმლის) გზით ხდება, ცუდად მოხარშული, არასაკმარისად შემწვარი ხორცის, უმი რძის და მისგან მომზადებული (ახალი ყველი და სხვა) ნაწარმის გამოყენებისას. ინფექცია შეიძლება გავრცელდეს კონტაქტის გზითაც - ცხვარში დოლისა და ძროხაში ზვევის დროს. ამ დროს დაავადება უფრო ხშირად აღინიშნება მეცხვარეებსა, მწყემსებსა და სავეტერინარო მუშაკთა შორის. ადამინიდან ადამიანს ბრუცელოზი არ გადაეცემა, ამიტომ ავადმყოფის მოვლა სრულიად უსაფრთხოა.

    ფარული, ანუ ინკუბაციური პერიოდი 10-15 დღე გრძელდება, შემდეგ ჩნდება დაავადების ნიშნები: ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი და ანთება, ძლიერი ოფლიანობა, ზოგადი სისუსტე. ეს ნიშნები თანდათანობით ძლიერდება, 1 - 4 კვირის შემდეგ სუსტდება და ისპობა, მყარდება მშვიდი პერიოდი (რემისია). 1-4 კვირის შემდეგ დაავადება ისევ მწვავდება, მაგრამ ნაკლები ინტენსიობით. ასე მიმდინარეობს ბრუცელოზი რამდენიმე თვიდან 3 წლამდე, თუ ავადმყოფს არ დაესვა დიაგნოზი და არ დაეწყო მკურნალობა.

    ბრუცელოზი ადამიანებში სიკვდილიანობას არ იძლევა. იგი არ იძლევა მუცლის მოწყვეტას და დაავადებული ქალი ჯანმრთელ ბავშვს შობს. ძუძუს წოვების პერიოდში ბავშვი ძლიერ იშვიათად ავადდება.

    დიაგნოზს ადასტურებს სისხლის სეროლოგიური (რაიტისა და ჰედლსონის) რეაქციები, სისხლიდან ბრუცელების ამოთესვა.

    სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები (ლევომიცეტინი, ტეტრაციკლინი, ოლეტეტრინი), ბრუცელოზის საწინააღმდეგო პოლივალენტური ვაქცინა. ნარჩენი მოვლენების სამკურნალოდ ინიშნება ფიზიოთერაპიული და ბალნეოთერაპიული პროცედურები.

    ადამინის ბრუცელოზის პროფილაქტიკის რადიკალური საშუალებაა ცხოველებში ამ დაავადების აღმოფხვრა.

    გააფართოვეთ თემა: ბრუცელოზი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 5:33 pm