ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    გაციება

    news
    news
    Moderator
    Moderator


    გაციება Empty გაციება

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:46 pm

    გაციება Gacieba

    ხშირ შემთხვევაში გაციება არის არა მრავალი დაავადების (გრიპი, ფილტვების ანთება, ნევრალგია და სხვა) წარმოშობის მიზეზი, არამედ ხელისშემწყობი ფაქტორია. თუმცა, შეიძლება სიცივის გავლენით ადამიანი დაავადდეს კიდეც (ნეფრიტი, რევმატიზმი და ა.შ.).

    თითოეული ორგანიზმის მგრძნობელობა ტემპერატურის ცვალებადობისა და ჰაერის ტენიანობის მიმართ სხვადასხვაგვარია.

    გთავაზობთ უძველეს რეცეპტებს, რომლებიც დღესაც გამოიყენება გაციების დროს.

    რჩევები გაციების პროფილაქტიკისათვის


    1. გაციების პროფილაქტიკისათვის სვამენ ნახევარ ჩაის ჭიქა წყალს, რომელშიც ურევენ რამდენიმე წვეთ იოდს.

    2. ფეხების დასველების შემთხვევაში, გაციების თავიდან ასაცილებლად ტერფებს იზელენ არყით და იცვამენ თბილ წინდებს.

    3. სვამენ 2-3 ჭიქა ცხელ, თაფლიან ჩაის. შეიძლება ოფლმდენი ბალახების გამოყენება ჩაის სახით: ცაცხვის ყვავილი, ჟოლო, ანწლი და სხვა.

    ხალხური მედიცინის რეცეპტები გაციების დროს


    ც ა ც ხ ვ ი ს ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი ს ჩ ა ი.
    2 ს. კ. ცაცხვის ყვავილებს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცხელ წყალს, ადუღებენ 10 წთ. სვამენ ღამით 1-2 ჩაის ჭიქას. ეს ჩაი ძალიან პოპულარულია ხალხში გაციებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. აქვს ოფლმდენი, სიცხის დამწევი, ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენი მოქმედება.

    ჟ ო ლ ო
    ჟოლოს ფოთლებისა და ნაყოფების ჩაის მიღება ნაყენებისა და ნახარშების სახით საუკეთესო საშუალებაა გაციების დროს. ჟოლოს აქვს ოფლმდენი, სიცხის დამწევი მოქმედება.

    ჭ ა რ ხ ა ლ ი დ ა თ ა ფ ლ ი
    წითელ ჭარხალს ხეხავენ სახეხზე, უმატებენ თანაბარი რაოდენობით თაფლს და ღებულობენ დღეში რამდენჯერმე გაციების დროს.

    თ ა ფ ლ ი
    თაფლის მიღება გავრცელებული საოჯახო სამკურნალო საშუალებაა გაციების დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ცაცხვის თაფლი.
    ღებულობენ ცხელ ჩაის თაფლით და ლიმნის წვენით.

    ვ ი რ ი ს ტ ე ფ ა
    1 ს.კ. ვირისტერფას გამხმარ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, 10 წუთის შემდეგ სვამენ თაფლით დამტკბარს.

    ძ ა ხ ვ ე ლ ი
    1 ჭიქა ძახველის ნაყოფს ასხამენ 1 ლ ცხელ წყალს. ადუღებენ 8-10 წთ. წურავენ და უმატებენ 3 ს.კ. თაფლს. სვამენ ნახევარ ჭიქას 3-4-ჯერ დღეში თბილი სახით.

    ა რ ყ ი ს ხ ი ს კ ვ ი რ ტ ე ბ ი
    1 ჩაის კოვზ არყის ხის კვირტებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ამ ულუფას ღებულობენ 2 დღეში 3 მიღებაზე. ეს საშუალება მიიღება ორგანიზმში სპაზმების, კუჭის დაავადებების დროს. აქვს შარდმდენი, ოფლმდენი, ნაღველმდენი მოქმედება.

    გააფართოვეთ თემა: გაციება

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 3:45 pm