ინტერნეტ ფორუმი

news


    დიაბეტი

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    დიაბეტი

    Post by news on Mon Apr 06, 2009 7:04 pm


    ორგანიზმის ენერგეტიკული მომარაგების ყველაზე მეტი წილი საკვების ნახშირწყლებზე მოდის. ესენია შაქრები და სახამებელი, რომელსაც შეიცავს პურეული, ბურღულეული და ტკბილეული. მიღებული ნახშირწყლები კუჭ-ნაწლავში იშლება და ბოლოს მონოსაქარიდგლუკოზად გარდაიქმნება. სწორედ გლუკოზის სახით ხდება ნახშირწყლების ათვისება კუნთებსა და ორგანოებში, სადაც მიმდინარეობს ენერგეტიკული პროცესები. იმისათვის, რომ კუნთმა და სხვა ქსოვილმა სისხლიდან გლუკოზა შეითვისოს, საჭიროა ინსულინი. ინსულინს გამოიმუშავებს კუჭუკანა ჯირკვალი ანუ პანკრეასი.

    დიაბეტი იმიტომ ვითარდება, რომ ორგანიზმს ინსულინი აკლია. ინსულინის დანაკლისი თვის მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს ამ ჰორმონის საკმარის რაოდენობას. სხვა შემთხვევაში ინსულინი გამომუშავდება საკმაო რაოდენობით, მაგრამ ნივთიერებათა ცვლის ზოგადი მოშლილობის გამო იგი ვერ მოქმედებს ეფექტურად. ამიტომაა, რომ არსებობს დიაბეტის სხვადასხვა სახეობა.

    დიაბეტის დროს სისხლში გროვდება გლუკოზის ზედმეტი რაოდენობა, შემდეგ კი იწყება მისი გამოყოფა შარდით.

    დიაბეტი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, მაგრამ მისი მიზეზი მთლად ნათელი არ არის. ზოგჯერ იგი აღმოცენდება პანკრეასის ანთების შემდეგ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. ზოგჯერ დიაბეტის გამოაშკარავება დაკავშირებულია ტკბილეულის გადაჭარბებულ ჭამასთან, ზოგჯერ ამა თუ იმ ინფექციურ დაავადებასთან, ფსიქიკურ ტრამვასთან. დიდი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას, განსაკუთრებით თუ დიაბეტი ორივე მშობელს აქვს. ზემოხსენებული ფაქტორების ცოდნა საჭიროა, რადგან ამის მიხედვით ტარდება პროფილაქტიკური ღონისძიებები.

    დიაბეტის გამოვლინებები მრავალფეროვანია. ზოგი ავადმყოფი წონაში იკლებს, თუმცა მადა გაძლიერებული აქვს და ბევრს ჭამს. დიაბეტით ავადმყოფს წყურვილიც აწუხებს, დიდი რაოდენობით ღებულობს სითხეს და დიდი რაოდენობით გამოყოფს შარდს. ბევრი ავადმყოფი, პირიქით, გასუქებულია, ან ნორმალური წონისაა.

    დიაბეტი გამოვლინდება სისხლსა და შარდში გლუკოზის გამოკვლევების საფუძველზე, რასაც აკეთებენ დიაბეტის რაიმე გართულების შემდეგ. არცთუ იშვიათად, გამოკვლევის დროს სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აღმოაჩნდება თითქოსდა ჯანმრთელ ადამიანს.

    დასაწყისში დიაბეტით დაავადებულს შეიძლება აწუხებდეს მხოლოდ საერთო სისუსტე და შრომის უნარის დაქვეითება. ხშირად დიაბეტი ფარულად მიმდინარეობს და მხოლოდ რომელიმე გართულების შემდეგ იპყრობს ყურადღებას. ასეთი გართულებებია: ტანის ქავილი და ჩირქოვანი დაავადებები, მხედველობის დაქვეითება, კიდურებში მგრძნობელობის შეცვლა და ტკივილი, სტენოკარდიის შეტევები, გულის კუნთის ინფარქტი, ღვიძლის გადიდება და გამკვრივება, თირკმელების დაზიანება არტეტიული სისხლის წნევის მომატებით, ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს დიაბეტური კომა ცნობიერების დაკარგვით.

    დიაბეტის ყველა ფორმის მკურნალობის საფუძველი არის დიეტა.

    ხალხური მედიცინის რეცეპტები სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად


    ი ა ს ა მ ნ ი ს კ ვ ი რ ტ ე ბ ი
    20 გრ კვირტებს (სანამ ფოთლები გამოჩნდება) ათავსებენ ემალის ჭურჭელში, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 30 წთ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

    ლ ო ბ ი ო ს პ ა რ კ ე ბ ი
    იღებენ 2-3 სუფრის კოვზ ლობიოს დაქუცმაცებულ პარკს (ხმელს), ათავსებენ თერმოსში, ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს და აჩერებენ 6 სთ.
    მიღება: დღეში 3-ჯერ 20 წუთით ადრე ჭამამდე.

    წ ი წ ი ბ უ რ ა
    წიწიბურას ფაფას მიირთმევენ დილით უზმოზე და ღამე ძილის წინ. ან საღამოს 1 ჩაის ჭიქა მაწონში ან კეფირში ალბობენ 1 სუფრის კოვზს გარეცხილ წიწიბურას და დილით უზმოზე მიირთმევენ. კურსი 1 თვეა.

    ც ხ ე ლ ი რ ძ ე
    1 ჭიქა აუდუღარ ცხელ რძეში ხსნიან 1/4 ჩაის კოვზ სოდას და ღებულობენ დღეში 4-ჯერ. კურსი 2 კვირაა.

    ბ ო ლ ო კ ი
    ბოლოკი შეიცავს ინსულინს, ამიტომ მისი მიღებით სისხლში მცირდება შაქარი.
    ბოლოკის მიღება იკრძალება ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, წყლულოვანი და გულის დაავადებების დროს.

    მ ო ც ვ ი
    1 ჩაის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ მოცვის ფოთლებს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 30 წთ თბილ ადგილზე და წურავენ.
    მიღება: 1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
    მოცვის ფოთლები შეიცავს ნივთიერება ნეიმირტილინს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს სისხლში შაქარს.

    პ ა მ ი დ ო რ ი
    პამიდორის წვენი სასარგებლოა დიაბეტიანებისათვის, რადგან მას შეუძლია მოაწესრიგოს ნივთიერებათა ცვლა, გამოდევნოს შლაკები და ხელი შეუწყოს ნივთიერებათა შეთვისებას. ეს წვენი კარგია ართრიტებისა და სიმსუქნის დროსაც.

    ვ ა რ დ კ ა ჭ ა ჭ ა (უ ლ ე წ ე ლ ა)
    ვარდკაჭაჭას ნახარში არაჩვეულებრივი საშუალებაა სისხლში შაქრის შემცველობის დასაკლებად. ამ მცენარის ფესვებისგან კი ამზადებენ ყავის შემცვლელ ფხვნილს.

    ტ ო პ ი ნ ა მ ბ უ რ ი (მ ი წ ა ვ ა შ ლ ა)
    გაზაფხულზე დიაბეტიანებისათვის საუკეთესოა ყოველდღიურად ტოპინამბურის გორგლების ჭამა.

    გააფართოვეთ თემა: დიაბეტი

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:37 am