ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    დიზენტერია

    news
    news
    Moderator
    Moderator


    დიზენტერია Empty დიზენტერია

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:09 pm

    დიზენტერია Dizinteria1
    დიზენტერია მწვავე გადამდები დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ნაწლავთა აშლილობა და ორგანიზმის ზოგადი მოშხამვის მოვლენები.

    გამომწვევია ნაწლავთა ბაქტერიის ჯგუფი, ე.წ. შიგელები. ეს ბაქტერიები გარემოში დიდხანს ძლებენ, განსაკუთრებით სველ, ჭუჭყიან თეთრეულზე, ნიადაგში, საკვებ პროდუქტებზე, უყვართ დაბალი ტემპერატურა, შეიძლება გამოიზამთრონ კიდეც.

    ინფექციის წყაროა დიზენტერიით დაავადებული ადამიანი, რომელიც გადადების მხრივ განსაკუთრებით საშიშია დაავადების მწვავე პერიოდში და ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც, თუ იგი ბაქტერიამატარებელი დარჩა.

    ავადმყოფი განავალთან ერთად გარემოში გამოყოფს ბაქტერიებს, რომლებიც განავლით გაბინძურებული საკვები პროდუქტებისა და წყლის საშუალებით სხვა ორგანიზმში მოხვდებიან. განსაკუთრებით საშიშია ის ნივთიერებები და საკვები პროდუქტები (სათამაშოები, ხილი, მწვანილი და სხვა), რომლებიც გამოიყენება თერმული დამუშავების გარეშე. ზაფხულის დღეებში დიზენტერიის გავრცელებას ხელს უწყობენ ბუზებიც.

    დიზენტერიით ავადდებიან როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები. ფარული პერიოდი ბაქტერიების შეჭრიდან დაავადების გამოვლინებამდე საშუალოდ 2-3 დღეს უდრის. იწყება მწვავე შემცივნებით, თავის ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, შეტევითი ტკივილით მუცლის არეში, ფაღარათობით. განავალი დასაწყისში თხელია და ლორწოს შემცველი, შემდეგ მას ემატება სისხლი და ჩირქი. განავლოვანი მასა მალე მცირდება ან სულ ქრება და გამონაყოფი სისხლ-ლორწოვან ან ჩირქოვან მასას წარმოადგენს. ავადმყოფს აქვს მოტყუებები და ძლიერ შემაწუხებელი, მტკივნეული ჭინთვები. ნაწლავთა მოქმედების სიხშირე დღე-ღამეში 5-10 დან 40-მდე მერყეობს. მე-2-3 დღეს დაავადების ნიშნები განვითარების მაქსიმუმს აღწევს და მე-6-8 დღიდან იწყება გამოჯანმრთელება.

    მძიმე დიზენტერია უფრო ხშირად ბავშვებში გვხვდება. ამ დროს ზემოაღნიშნულ ნიშნებს ემატება გულისრევა, ღებინება, ციანოზი, სისხლის წნევის დაქვეითება, კრუნჩხვები, ორგანიზმის გამოშრობა.

    დაგვიანებული და არასწორი მკურნალობის შედეგად დიზენტერია გახანგრძლივებულ და ქრონიკულ მიმდინარეობას ღებულობს. უსისტემო მკურნალობა ანადგურებს აგრეთვე ნაწლავების მიკროფლორის სასარგებლო ნაწილს და ვითარდება ე.წ. დისბაქტერიოზი, რომლის მკურნალობა გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე თვით დიზენტერიული პრცესისა. ამიტომ თვითმკურნალობა გაუმართლებელია.

    დიზენტერიის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით
    ა ბ უ ს ა ლ ა თ ი ნ ი
    1 სუფრის კოვზ აბუსალათინის ზეთს ურევენ 1 ჭიქა ლუდში და უცებ სვამენ. გასუფთავდება ნაწლავები და მეორე დღეს დიზენტერიის კვალიც კი გაქრება.

    კ ა ლ ი უ მ ი ს პ ე რ მ ა ნ გ ა ნ ა ტ ი (მ ა რ გ ა ნ ც ო ვ კ ა)
    იღებენ კალიუმის პერმანგანატის 2-3 პატარა კრისტალს 0,5 ლ წყალზე. ბავშვებისათვის ხსნარი უნდა იყოს ღია ვარდისფერი, ხოლო დიდებისათვის მუქი ვარდისფერი. დიდების ნორმაა 1 ჭიქა ერთ მიღებაზე. ბავშვებისათვის უფრო ნაკლები (ასაკის მიხედვით). ღებულობენ დილა-საღამოს. ხშირად 1-2 მიღება საკმარისია განკურნებისათვის.

    ნ ა ხ შ ი რ ი
    1 ჩაის კოვზ ხის ნახშირს ან აბს ურევენ 50 მლ წითელ ღვინოში ან არაყში და სვამენ უცებ. თუ საჭიროა მეორე დღესაც იმეორებენ.

    ვ ა შ ლ ი
    პირველ დღეს არაფერს ჭამენ, იკეთებენ მხოლოდ გამწმენდ ოყნას. ამისათვის იღებენ 1 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილს და 1 ჩაის ჭიქა წყალში წამოადუღებენ. გაწურავენ და ოდნავ თბილს იკეთებენ სწორ ნაწლავში.
    მეორე დღეს, ყოველ 4 საათში ჭამენ 2 ცალ ვაშლს (გაფცქვნილს და გახეხილს). ამ დღეს არ შეიძლება ჩაიც კი. თუ საჭიროა მეორე დღე-ღამის განმავლობაშიც ვაშლს ჭამენ.

    ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
    1 სუფრის კოვზ ბალახს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. სვამენ 1 სუფრის კოვზს ან 1/3 ჭიქას ჭამამდე.

    ღ ო ლ ო ს თ ე ს ლ ე ბ ი
    იღებენ ღოლოს ყავისფერ თესლებს (1 ს.კ.) და 1 ჩაის ჭიქა წყალში ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ ყავის ჭიქით დღეში 3-ჯერ მშიერ კუჭზე.

    თ ა ფ ლ ი
    ბავშვებს აძლევენ დღეში 30-60 გ თაფლს. ამ დროს დიზენტერიის ბაქტერიები სწრაფად ქრებიან. იცავენ დიეტას

    დისბაქტერიოზი

    1. ყოველ დღე ღებულობენ 100 გრ კაკალს. ღამით კი სვამენ სითხეს, რომელსაც ამგვარად ამზადებენ:
    ადუღებენ 1 ლ რძეს, აციებენ და უმატებენ 1 სუფრის კოვზ არაჟანს, 2 კოვზ იოგურტსა და 1 სუფრის კოვზ შაქარს. აჩერებენ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ დგამენ მაცივარში. მიიღება გემრიელი, მომჟავო სასმელი.

    2. "ხორბლის რძე"
    საღამოს რეცხავენ 1 ჩაის ჭიქა გარჩეულ ხორბალს. ათავსებენ ემალის ჭურჭელში და ასხამენ ცოტა თბილ წყალს. აფარებენ სახურავს და მთელი ღამით დგამენ თბილ ადგილზე შეფუთულს. დილით ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში, წურავენ და მიღებულ ,,ხორბლის რძეს~ (50 გრ) სვამენ უზმოზე. კურსი 1 თვეა.

    3. ნაწლავებში ნორმალური ფლორის აღსადგენად ყოველ დილით, უზმოზე მიირთმევენ გახეხილ სტაფილოს.

    4. 2 სუფრის კოვზ მურყანის გირჩას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 40 წთ. წურავენ.
    მიღება: თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე
    გააფართოვეთ თემა: დიზენტერია

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 11:38 am