ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ენტერიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ენტერიტი Empty ენტერიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:13 pm

    ენტერიტი Enteriti
    ენტერიტი - წვრილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებაა. დაავადება შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში ზოგიერთი ბაქტერიის ან ვირუსის მოხვედრით, შეიძლება გამოიწვიოს ალერგენებმა, მოწამვლამ, კუჭის წვენის დაქვეითებამ, ვიტამინების ნაკლებობამ, ფიზიკურმა დატვირთვამ ან ჭიებმა.

    ანთებითი პროცესი შეიძლება ერთდროულად გავრცელდეს წვრილ და მსხვილ ნაწლავებზე (ენტეროკოლიტი) ან კუჭსა და წვრილ ნაწლავზე (გასტროენტერიტი) ან მთლიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე (გასტროენტეროკოლიტი).

    მწვავე ენტერიტი ან ენტეროკოლიტი ხასიათდება ფაღარათით, მუცელში ტკივილით, ღებინებით, ზოგჯერ ამ სიმპტომებს თან ახლავს უხალისობა, მადის დაქვეითება, ტემპერატურის მატება და სხვა.

    დაავადების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმის კონსულტაცია და ზუსტი დიაგნოზის დასმა. თავდაპირველად ეძლევათ საფაღარათო საშუალება ან ურეცხავენ კუჭს. პირველ 2 დღეს ენიშნებათ მშიერი დიეტა. ცხელი ჩაი უშაქროდ, ორცხობილა, ვაშლი (გახეხილი), შემდგომში თხევადი საჭმელები: ლორწოვანი სუპები, ხორცის ბულიონები, კისელი და სხვა.

    არასწორი ან დაუმთავრებელი მკურნალობის შედეგად დაავადება შეიძლება გადავიდეს ქრონიკულ ფორმაში. ამ დროს ავადმყოფი გამხდარი, ფერმკრთალი, სისხლნაკლები და გაღიზიანებულია.

    ენტერიტისა და ენტეროკოლიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    გ უ ლ ყ ვ ი თ ე ლ ა
    1 ჩაის კოვზ გულყვითელას ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 სთ. ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას მშიერ კუჭზე დღეში 3-ჯერ.
    გ ვ ი რ ი ლ ა
    1 სუფრის კოვზ მშრალ გვირილის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს და ადუღებენ 5 წთ. აჩერებენ 4 სთ. წურავენ.
    მიღება: 2 სუფრის კოვზი 4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

    მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა
    მრავალძარღვას ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და წურავენ.
    მიღება: 1 ჩაის კოვზი წვენი ცოტა წყალში გახსნილი დღეში 3-ჯერ 20 წუთით ადრე ჭამამდე. შეიძლება თაფლის დამატებაც. საუკეთესო საშუალებაა გასტრიტების, მწვავე და ქრონიკული ენტეროკოლიტებისა და კოლიტების სამკურნალოდ.

    ბ რ ო წ ე უ ლ ი
    იღებენ 20 გრ ბროწეულის მშრალ ქერქს და 50 გ ბროწეულის მარცვალს ასხამენ 200 მლ წყალს. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 30 წთ. წურავენ. ღებულობენ დღეში 2-ჯერ 2 სუფრის კოვზს.

    გააფართოვეთ თემა: ენტერიტი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 12:25 pm