ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    კოლიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    კოლიტი Empty კოლიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:22 pm

    კოლიტი Koliti

    კოლიტი არის მსხვილი ნაწლავის ანთება. როდესაც ამ დაავადების დიაზგნოზი დაისმება, დიდმნიშვნელოვანი ამოცანაა მისი მიზეზების მოძებნა. საქმე იმაშია, რომ არც თუ იშვიათად დაავადებას იწვევს ბაქტერიული დიზინტერია, ნაწლავთა ამებიაზი, ლამბიოზი. ამიტომ საჭიროა რამდენჯერმე განავლის ბაქტერიოლოგიური და მიკროსკოპული გამოკვლევა.

    კოლიტით ავადმყოფს აწუხებს ყაბზობა (შეკრულობა), რაც კვირები ან თვეები გრძელდება და შემდეგ რაიმე მიზეზის (დიეტის, დარღვევის, გაციების, ფსიქიური განცდის) გვალენით რამდენიმე დღით ფაღარათობით იცვლება.

    ავადმყოფის გუნებაგანწყობა მერყევია. მას აწუხებს მუცლის ბერვა, ყრუ, ზოგჯერ კი მოვლითი ტკივილი მუცლის არეში, მადა დაქვეითებული აქვს. კოლიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად, გარდა საექიმო გასინჯვისა და განავლის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთებისა, საჭიროა ნაწლავების რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ლორწოვანი გარსის დათვალიერება რექტორომანოსკოპით.

    კოლიტის მკურნალობა


    კ ვ ლ ი ა ვ ი
    1 სუფრის კოვზ კვლიავის თესლს 1 ჩაის ჭიქა მდუღარეში აჩერებენ 30 წთ.
    მიღება: 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში, როგორც გაზგამომყვანი და დამარბილებელი საშუალება ქრონიკული შეკრულობის, კოლიტის, მეტეორიზმის დროს.

    ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
    იღებენ 100 გრ ფარსმანდუკს. ასხამენ 1,5 ლ მდუღარეს და აჩერებენ 18 სთ დახურულ ემალის ჭურჭელში. ნაყენს წურავენ და ადუღებენ სანამ არ დარჩება 75 მლ, უმატებენ 1 სუფრის კოვზ სპირტს, 1 კოვზ გლიცერინს და კარგად ურევენ.
    მიღება: 25-30 წვეთი ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 1 თვეა.

    ნ ა კ რ ე ბ ი
    იღებენ ფარსმანდუკს, გვირილის ყვავილს, კრაზანასა და მატიტელას თანაბარი რაოდენობით აქუცმაცებენ და ურევენ კარგად. ნაკრებიდან იღებენ 1 სუფრის კოვზ ბალახს, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და ადუღებენ 5-10 წთ. 1 საათის შემდეგ წურავენ და ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას ჭამამდე 30 წუთით ადრე (ოდნავ შემთბარს).

    გააფართოვეთ თემა: კოლიტი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 10:02 am