ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ნეფრიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ნეფრიტი Empty ნეფრიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:35 pm

    ნეფრიტი Nefriti
    ნეფრიტი თირკმლის ანთებითი დაავადებაა, რომელიც დაკავშირებულია ორგანიზმის დაცვითი იმუნური რეაქციის არასწორ მიმდინარეობასთან. თვდაპირველად არსებობს ინფექციური კერა, უმეტეს შემთხვევაში ხახის ან ნუშისებრი ჯირკვლების ანთება, რომელიც გამოწვეულია სტრეპტოკოკით. ორგანიზმი გამოიმუშავებს ამ ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულებს. ზოგჯერ ანტისხეულების შექმნის პროცესი შეცვილია და ისინი არასწორად იწყებენ მოქმედებას - აზიანებენ საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებს, კერძოდ თირკმელებს. ასე ყალიბდება ნეფრიტი.

    ნეფრიტი შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. მწვავე ნეფრიტი რამდენიმე კვირაში განიკურნება, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ქრონიკულ ფორმაში გადავიდეს, ქრონიკული ნეფრიტი კი წლობით მიმდინარეობს. ნეფრიტის ერთ-ერთი თვალსაჩინო, მაგრამ არასავალდებულო ნიშანია შეშუპება, რომელიც თავდაპირველად პირისახეზე, თვალის ქუთუთოებზე ჩნდება, შემდეგ კი შეიძლება სხვაგანაც გავრცელდეს. ამავე დროს მატულობს არტერიული სისხლის წნევაც.

    დიაგნოზისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შარდის ანალიზს. შრდი შეიცავს ცილას, ერითროციტებს, ე.წ. ცილინდრებს. ნეფრიტის დროს საჭიროა აგრეთვე სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების, შარდოვანას და კრეატინინის რაოდენობის გამოკვლევა, რადგან ამ ნივთიერებების რაოდენობა ზოგიერთ შემთხვევაში არ შეიძლება მომატებული იყოს.

    მწვავე ნეფრიტით ან ქრონიკული გამწვავებული ნეფრიტით დაავადებული ადამიანის მკურნალობა უმჯობესია საავადმყოფოში. იგი უნდა იყოს თბილ ოთახში, ერიდოს ცივ საპირფარეშოში და პირსაბანში შესვლას, იწვეს თბილ ლოგინში. თუ არის გულის უკმარისობის მოვლენები, ქოშინით და გულის ფრიალით, ავადმყოფს უნდა გავუკეთოთ მაღალი სასთუმალი, ან ჩავსვათ სავარძელში. უპირველესი და მეტად ეფექტური საშუალებაა დიეტა. ავადმყოფს 1-2-3 დღით აძლევენ მხოლოდ 200 გრ. შაქარს დღეში ან მურაბის სიროფს, ცოტაოდენ ჩაის, ლიმონისა და ხილის წვენს. ეს რეჟიმი სწრაფად იწვევს შეშუპების გაქრობას და სისხლის წნევის დაწევას. შემდეგ დღეებში კვება უნდა გაფართოვდეს. ავადმყოფს აძლევენ სპეციალურად გამომცხვარ უმარილო პურს, მჭადს, ღომს, კარტოფილს, დღეში 2-4 ჭიქა რძესა და მაწონს, არაჟანს, კვერცხის ცილას, მოხარშულ ხორცს (დღეში 50 გ.),ვეგეტატიანულ სუპებს, ბოსტნეულს, მწვანილს. კერძები უმარილოდ უნდა გაკეთდეს და ავადმყოფს უფლება ეძლევა თავისი ხელით მოაყაროს საჭლეს მარილი (3-5 გ. დღეში). მარილი არ უნდა მიეცეს იმ ავადმყოფებს, რომლებსაც აქვთ შეშუპება. 2-3 თვის შემდეგ ადამიანი ჩვეულებრივ კვებას იწყებს. მკაცრად შეზღუდული დიეტა დიდი ხნის განმავლობაში არ გრძელდება, რადგან მან შეიძლება ორგანიზმის გამოფიტვა გამოიწვიოს.

    ქრონიკული ნეფრიტის დროს დიეტა უნდა იყოს შეფარდებული ავადმყოფის მდგომარეობასთან და ლაბორატორიული ანალიზის მონაცემებთან. თუ ავადმყოფს არა აქვს შეშუპებები, ხოლო სისხლში არ არის მომატებული აზოტოვან ნივთიერებათა რაოდენობა, კვება პრაქტიკულად არ იზღუდება. ავადმყოფს მიეცემა ხორციც, რძის ნაწარმიც და სხვა პროდუქტები. დასაშვებია ძმრისა და სანელებლების მცირე რაოდენობის მიღება. მარილის რაოდენობა შეიზღუდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფს აქვს შეშუპებები. კვება მხოლოდ მაშინ უნდა შეიცვალოს, როდესაც გამოხატულია თირკმლის უკმარისობის მოვლენები.

    ნეფრიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    შ ვ ი ტ ა
    1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მშრალ შვიტას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ მთელი დღის განმავლობაში პატარა ყლუპებად. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. წმინდავს თირკმელებსა და შარდის ბუშტს.

    დ ა თ ვ ი ს კ ე ნ კ რ ა
    ადუღებენ დათვის კენკრას ფოთლებს, როგორც ჩაის და სვამენ დღეში რამდენჯერმე. აქვს შარდმდენი და ანტისეპტიკური მოქმედება.

    ნ ი ა ხ უ რ ი
    ნიახურს ძირებიანად ხარშავენ 30 წუთის განმავლობაში. წურავენ და ღებულობენ დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის Qჭიქას ჭამამდე 15 წუთით ადრე.

    ო ხ რ ა ხ უ შ ი ს თ ე ს ლ ი
    1 ჩაის კოვზ ოხრახუშის თესლს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცივ წყალს. აჩერებენ 8 სთ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 4-ჯერ.

    შ ვ რ ი ა
    1 მუჭა შვრიის მარცვალს ასხამენ 1 ლ წყალსა და ადუღEბენ განახევრებამდე. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე.

    ს ა ზ ა მ თ რ ო
    ვისაც ქრონიკული ნეფრიტი აქვს, ზაფხულის პერიოდში დიდი რაოდენობით უნდა მიიღოს საზამთრო. გაიწმინდება თირკმელები.

    გააფართოვეთ თემა: ნეფრიტი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 3:38 pm