ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    რადიკულიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    რადიკულიტი Empty რადიკულიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:48 pm

    რადიკულიტი Radikuliti
    გავა-წელის რადიკულიტი ცნობილია აგრეთვე ხერხემლის ოსტეოქონდროზის, იშიაზის და დისკოზის სახელწოდებით. ავადმყოფური მოვლენები უხშირესად იმის შედეგად აღმოცენდება, რომ ხერხემლის მალთაშუა ხრტილები გადაგვარებითი ცვლილებების შედეგად მექანიკურ გამძლეობას კარგავენ, იჭედებიან, მათი კიდე გარეთ გამოდის, რაც იწვევს ტკივილს და მოძრაობითი ფუნქციის მოშლას.

    დამახასიათებელია მწვავე ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივ იწყება წელის არეში და თანდათანობით ვრცელდება ქვედა კიდურის უკანა ზედაპირზე (საჯდომი ნერვის მიმართულებით), ან უფრო იშვიათად, ბარძაყის წინა ზედაპირზე. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი ფესვია დაზიანებული - საჯდომი თუ ბარძაყის ნერვის. ტკივილი მღრღნელი ხასიათისაა და ღამით მწვავდება. ავადმყოფს ტკივილი მუდამ აქვს, მიუხედავად იმისა, დგას იგი, წევს თუ ზის; ტკივილი ძლიერდება დახველების, დაცემინების, ყოველგვარი მოძრაობის და ფეხის უხერხულ მდგომარეობაში ყოფნისას. ასეთი ავადმყოფი ძირითადად მწოლიარეა, საწოლში პოზა იძულებითია: წევს საღ გვერდზე, დაავადებული კიდური მოხრილი აქვს მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში. ავადმყოს უჭირს საწოლში გადაბრუნება, სკამიდან ადგომა, იატაკიდან რაიმე საგნის აღება, ფეხსაცმლის ჩაცმა და სხვა. მაგრამ სკამზე დაჯდომის დროს იგი საღ დუნდულზე ჯდება - დაავადებული ფეხი ნახევრად მოხრილი აქვს; ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება სიარულის დროს, კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას, სიარულის დორს კოჭლობს, ეყრდნობა მეორე საღ ფეხს. ხელის დაჭერა ნერვის მიმართულებით იწვევს ტკივილის გაძლიერებას. განსაკუთრებით მტკივნეულია ის ადგილები, სადაც ნერვი ძვალთან ახლოსაა მიბჯენილი, მაგალითად, მუხლქვეშა ფოსოში, მცირე წვივის ძვლის თავთან, დუნდულის ქვედა ნაოჭში. დაავადებულ მხარეზე აღინიშნება დაბუჟების შეგრძლება წვივისა და ტერფის მიდამოში ან ბარძაყის წინა ზედაპირზე.

    რადიკულიტის გარდა გავა-წელის არესა და ქვედა კიდურში ტკივილის ზოგიერთი სხვა დაავადებაც იძლევა, როგორიცაა - კოქსიტი (მენჯ-ბარძაყის სახსრის ანთება), სპონდილიტი (ხერხემლის მალის დაშლა), ზურგის ტვინის სიმსივნე, მცირე მენჯის ღრუ და ქალის სასქესო ორგანოების დაავადებები და სხვა. ამიტომ სავალდებულოა, რომ ავადმყოფი სათანადო სპეციალისტმა გასინჯოს. უნდა ჩატარდეს რენტგენოლოგიური გამოკვლევა, ვინაიდან ის ხშირად გვაძლევს უტყუარ მონაცემებს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად.

    ავადმყოფისათვის ნაჩვენებია წოლითი რეჟიმი. იგი უნა იწვეს მაგარ საწოლზე, რისთვისაც ლეიბის ქვეშ უნდა დაიდოს ფიცრები ან დიქტი. ექიმის დანიშნულებით ეძლევა ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებები. კუნთებში უკეთდება ვიტამინი.

    რადიკულიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ა ლ ო ე
    იღებენ 375 გრ ალოეს ფოთლებს (3-5 წლიან, რომელიც არ უნდა მოირწყას წინა 5 დღის განმავლობაში.) აჭრიან ეკლებსა და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 625 გ ნატურალურ მაისის თაფლსა და 675 მლ წითელ ღვინოს. ურევენ და დგამენ 5 დღით ბნელ, ცივ ადგილას.
    მიღება: პირველი 5 დღის განმავლობაში თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ 1 საათით ადრე ჭამამდე. შემდეგ დღეებში სუფრის კოვზით.

    პ ი რ შ უ შ ხ ა
    მტკივნეულ ადგილას იდებენ პირშუშხას ფოთლებსა და წელს თბილად იხვევენ. ან ფოთლებს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და ამ ფაფას საფენით იდებენ წელზე. გარედან კი თბილად იხვევენ.

    ბ ო ლ ო კ ი
    შავ ბოლოკს ხეხავენ კანიანად. წურავენ და მიღებულ წვენით იზელენ მტკივნეულ ადგილებს.

    ს ვ ი ა
    იღებენ 10 გ სვიის გირჩებს, უმატებენ 200 მლ მდუღარე წყალსა და ადუღებენ განახევრებამდე. ამ ნახარშს უმატებენ 4 წილ ძროხის ქონს ან ვაზელინსა და იზელენ მტკივნეულ ადგილებს.გააფართოვეთ


    თემა: რადიკულიტი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 10:55 am