ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ყურის დაავადებები

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ყურის დაავადებები Empty ყურის დაავადებები

    Post by news Mon Apr 06, 2009 8:44 pm

    ყურის დაავადებები Kuri
    ყური სამი ნაწილისაგან შედგება: გარეთა, შუა და შიგნითა ყური. გარეთა ყურის შემადგენლობაში შედის ნიჟარა და გარეთა სასმენი მილი, რომლის სიღრმეში მოთავსებულია 0,1 მმ სისქის დაფის აპკი. ეს უკანასკნელი შუა ყურს ეკუთვნის. შუა ყურის ნაწილიებია დაფის ღრუ თავისი სასმენი ძვლებით, დვრილისებრი მორჩის ჰაეროვანი უჯრედები და ევსტაქის ლულა, რომლის მეშვეობითაც დაფის ღრუ დაკავშირებულია ცხვირ-ხახასთან. შიგნითა ყური მოთავსებულია საფეთქლის ძვლის პირამიდაში და შედგება კარიბჭისაგან, სამი ნახევარრკალოვანი არხისა და ლოკოკინასაგან.

    გარეთა და შუა ყური ბგერის გამტარია, შიგნითა ყური - ლოკოკინა კი ბგერის მიმღებ აპარატს მიეკუთვნება. სმენის ნერვის პერიფერიული დაბოლოება ლოკოკინაშია მოთვსებული. შიგნითა ყურის სამი ნახევარრკალოვანი არხი სხეულის წონასწორობის დაცვას ემსახურება.

    გარეთა ყურის დაავადებები

    გარეთა ყურის დაავადებებიდან ხშირია გარეთა სასმენი მილის შემოფარგლული ანთება (ძირმაგარა) და გარეთა სასმენი მილის დიფუზიური ანთება (ეგზემა).

    ყ უ რ ი ს ძ ი რ მ ა გ ა რ ა თმის ძირის ინფიცირების შედეგია. ამას ხელს უწყობს კანის დაზიანება, ქავილი, შუა ყურიდან ჩირქოვანი გამონადენები. დაავადება ვითარდება თანდათან. პირის გაღება და ღეჭვა მტკივნეული ხდება. მტკივნეულია აგრეთვე ყურის ნიჟარაზე თითის დაჭერა. სმენა ამ დროს ნორმალურია.

    როდესაც ძირმაგარა გარეთა სასმენ მილშია, მასში შეაქვთ 8-10 სმ დოლბანდის ფილა გაჟღენთილი 70 oC სპირტში. ფილას ყოველ 8-10 საათში ცვლიან. თუ ავადმყოფი ვერ იტანს სპირტიანი ფილთის შეყვანას, მაშინ ფილთას ჟღენთავენ ბუროვის ხსნარში. კარგია რაიმე ანტისეპტიკური ან ჰიდროკორტიზონის მალამო, კომპრესი. როდესაც ძირმაგარა გასკდება და ჩირქი გამოირწყვება, სასმენ მილში უნდა შევიყვანოთ მხოლოდ მშრალი სტერილური ფთილა.

    გ ა რ ე თ ა ყ უ რ ი ს დ ი ფ უ ზ ი უ რ ა ნ თ ე ბ ა ს იწვევს სოკო ან მიკროორგანიზმი. ეს დაავადება ხშირად ქრონიკული ალერგიული რეაქციის ფონზე ვითარდება, ზოგჯერ კი შაქრიან დიაბეტს თან ერთვის. გარეთა ყურის დიფუზიური ანთების (ეგზემის) დროს სასმენი მილის კანი შესიებული და შეწითლებულია. ზოგჯერ კანის ზედაპირი სველდება. ავადმყოფი უჩივის ძლიერ ქავლის, განსაკუთრებით ღამით.

    ყ უ რ ი ს ნ ი ჟ ა რ ი ს ტ რ ა მ ვ უ ლ ი დ ა ზ ი ა ნ ე ბ ი ს დროს ხდება სისხლის ჩაქცევა კანსა და ხრტილს შორის. შემდეგ შეიძლება განვითარდეს ხრტილის ანთება და დაჩირქება, ამას კი საბოლოო ჯამში ყურის ნიჟარის დეფორმაცია მოჰყვება.

    ალბათ ბევრს უნახავს ე.წ. "მოჭიდავის ყურები", რაც ტრავმის არასწორი თვითმკურნალობის შედეგია. დროული სამედიცინო დახმარება კარგ შედეგს იძლევა. ყურის ნიჟარის ტრამვის შემთხვევაში , უპირველეს ყოვლისა, ჭრილობა უნდა გასუფთავდეს სპირტით, დაედოს დამწოლი ნახვევი და პირველსავე საათებში მიმართონ ექიმს, თვითმკურნალობა დაუშვებელია.

    დ ა ფ ი ს ა პ კ ი ს ტ რ ა მ ვ ა - გახეთქვა საკმაოდ ხშირია. ამას იწვევს როგორც უშუალოდ მექანიკური დაზიანება, ასევე ჰაერის წნევის მერყეობა - ბაროტრამვა. ავადმყოფს აღენიშნება სმენის დაქვეითება, ყურის ტკივილი, მცირე რაოდენობით სისხლიანი გამონადენი. უმრავლეს შემთხვევაში დაფის აპკის მთლიანობა რამდენიმე დღეში აღდგება. ამ დროს ყურში რაიმე წამლის ჩაწვეთება არ შეიძლება. გარეთა სასმენ მილში უნდა ჩაიდოს სტერილური მარლის ფთილა და, რა თქმა უნდა, ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია.

    თუ ყურის ტრამვის დროს ავამდყოფმა თუნდაც რამდენიმე წამით დაკარგა გრძნობა, თუ მას ჰქონდა გულისრევა, იგი სწრაფად უნდა მოვათავსოთ საავადმყოფოში, რადგან გამორიცხული არ არის თავის ტვინის შერყევა.

    თ უ გ ა რ ე თ ა ს ა ს მ ე ნ მ ი ლ შ ი რ ა ი მ ე უ ც ხ ო ს ხ ე უ ლ ი მ ო ხ ვ დ ა მაშინვე უნდა მივმართოთ ექიმ-სპეციალისტს. არაპროფესიულმა ცდამ შეიძლება გამოიწვიოს სასმენი მილის დაფის აპკის დაზიანება, ჩირქოვანი პროცესის განვითარება და შედეგად სმენის დაქვეითება.

    თუ უცხო სხეული ცოცხალია (ბუზი, კოღო, ბაღლინჯო), მიზანშეწონილია ყურში რამდენიმე წვეთი სპირტის ან ზეთის ჩაწვეთება, რათა მწერის მოძრამობა შეიზღუდოს. სპირტის ჩაწვეთება მიზანშეწონილია მაშინაც, როცა ყურში ლობიოს ან სიმინდის მარცვალია ჩაჭედილი. ეს ხელს უშლის მარცვლის გაფუებას.

    ზოგჯერ გარეთა სასმენ მილში ჯირკვლების გაძლერებული სეკრეციის გამო გროვდება გოგირდოვანი მასა და ჩნდება საცობი. საკმარისია ცოტაოდენი წყლის მოხვედრა, მაგალითად ბანაობის დორს, რომ გოგირდის საცობი გაფუვდეს და მთლიანად დახუროს გარეთა სასმენი მილი, რაც იწვევს სმენის დაქვეითებას. საცობი შეიძლება დააწვეს სასმენ აპკს, გამოიწვიოს ტკივილი, ყურში ხმაური, ხველა, თავბრუ. ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს. ყურის გამორეცხვის შემდეგ ყველა ეს მოვლენა იხსნება.

    ზოგჯერ გოგირდის საცობი იმდენად მკვრივია, რომ უბრალო გამორეცხვას არ ემორჩილება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა მისის წინასწარი დალბობა სოდა-გლივერინეის თბილის წვეთებით ორი-სამი დრის განმავლობაში. ამის შემდეგ გოგირდის საცობი ადვილად ამოირეცხება.
    news
    news
    Moderator
    Moderator


    ყურის დაავადებები Empty Re: ყურის დაავადებები

    Post by news Mon Apr 06, 2009 8:45 pm

    შუა ყურის ანთებითი დაავადებები


    შუა ყურის ანთება ხშირად გვხვდება, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში. არც თუ იშვიათად იგი იწვევს სმენაჩლუნგობას, ზოგჯერ კი ტვინისა და მისი გარსების სერიოზული გართულებების მიზეზად იქცევა.

    შუა ყურის მწვავე კატარი ხშირი დაავადებაა. ის არ იწვევს ორგანიზმის საერთო რეაქციას. ამ დროს ევსტაქის მილის ლორწოვანი გარსი შეშუპებულია, დახშულია. შუა ყურის აერაქცია ირღვევა. ავადმყოფი უჩივის ყურის დაგუბებას, სმენის დაქვეითებას. მწვავე ევსტაქტი მწვავე სურდოს ან ზედა სასუნთქი გზების მწვავე კატარის დროს ვითარდება. ქრონიკული ევსტაქტი კი ცვხირის პოლიპოზის, ძგიდის გამრუდების, ნიჟარების გადიდების ან ადენოიდური წანაზარდების შედეგია. დაფის ღრუში გროვდება არაანთებითი წარმოშობის სითხე. ზოგჯერ ავადმყოფი გრძნობს სითხის გადაადგილებას.

    მკურნალობა გულისხმობს ევსტაქის მილის გაფართოებას, რისთვისაც ხმარობენ ცხვირის წვეთებს (ედეფრინი, გალაზოლინი, ნაფტიზინი, სანორინი). ქრონიკული ევსტაქიტის, ან შუა ყურის ქრონიკული კატარის დროს აუცილებელია მისი გამომწვევი მიზეზის - ძირითადი დაავადების მკურნალობა ცხვირის ძგიდის რეზექცია, პოლიპოტომია, ადენოტომია და სხვ.).

    შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება
    შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება სხვადასხვა დაავადების გართულებაა - გრიპის, წითელას, ქუნთრუშას. ყველაზე უფრო ხშირად იგი მწვავე სურდოს შედეგად ვითარდება, როდესაც ინფექცია (სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი) ევსტაქის მილიდან დაფის ღრუში შეიჭრება. უფრო ხშირია იგი ბავშვებში, ვინაიდან ბავშვის ევსტაქის მილი ფართო და მოკლეა. ამიტომ სურდოს, ხველების, ღებინების, ცხვირი მოწმენდის დროს ინფექცია შუა ყურში ადვილად შეიჭრება.

    ავადმყოფს აწუხებს ყურის ტკივილი, სმენის დაქვეითება, სხეულის ტემპერატურის მომატება. ყურის ნიჟარა და გარეთა სასმენი მილი ხელის დაჭერით უმტკივნეულოა. შესაძლებელია მტკივნეული იყოს დვრილისებრი მორჩი. დაფის აპკი შეწითლებული და შესიებულია. სისხლის ანალიზში ანთების მაჩვენებელი ცვლილებებია. შემდეგში შეიძლება მოხდეს დაფის აპკის გახეთქვა, რასაც მოსდევს ყურიდან ჩირქის დენა და ტკივილის შემცირება.

    სრულასაკოვნებში დიაგნოზი ადვილად ისმება. ჩვილ ბავშვებში კი ზოგჯერ სიძნელეებს ვაწყდებით, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის აშლილობის, ექსუდაციური დიათეზის, ფილტვის ანთების, მენინგიტის დროს. შუა ყურის მწვავე ანთების დროს ბავშვს უჭირს ძუძუს წოვა და ყლაპვა. ბავშვი აგზნებულია, ტირის. ზოგჯერ ვითარდება ტვინის მაგარი გარსების გაღიზიანების ნიშნები - ღებინება, კრუნჩხვები.

    შუა ყურის მწვავე ანთების მკურნალობა ექიმის დანიშნულებით ტარდება. ავადმყოფს აძლევენ ანტიბიოტიკებს, ცხვირში ედეფრინის, გალაზოლინის წვეთებს. სათბურ კომპრესს ყურზე. თუ 3-4 დღის განმავლობაში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ტკივილმა არ იკლო, ტემპერატურამ არ დაიწია, მაშინ ექიმი გაკვეთს დაფის აპკს და ჩირქს გამოუშვებს.

    დაფის აპკის გასკდომამდე ან მის ხელოვნურ გაკვეთამდე სასმენ მილში შეყავთ სპირტში დასველებული ფთილა. დაფის აპკის პერფორაციის შემდეგ სპირტის ჩაწვეთება არ შეიძლება, რადგან სპირტი ამუქებს პერფორაციის კიდეებს და ხელს უშლის მის შეხორცებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ქრონიკული პროცესის ჩამოყალიბებას.

    შუა ყურის ჩირქოვანმა ანთებამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს - მენინგიტი, სეფსისი, ტვინის ჩირქგროვა. ამიტომ აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

    პროცესის ქრონიკულ ფორმად გადაქცევა თავისთვად სერიოზულ შედეგებს იწვევს: პროცესის პერიოდულ გამწვავებას, ქალასშიგაგართულებებს, სმენაჩლუნგობას.

    შუა ყურის ქრონიკული ანთების ორი ფორმა არსებობს: მეზოტიმპანიტი, რომელიც პერიოდული გამწვავებით მიმდინარეობს და სმენის დაქვეითებას იწვევს, და მეორე, ეპიტიმპანიტი, როდესაც, გარდა შუა ყურის ლორწოვანი გარსისა, პროცესში ჩართულია ძვლოვანი ქსოვილი. ეს უკანასკნელი ხშირად ქირურგიულ ოპერაციას მოითხოვს.

    ყურის ტკივილის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    * ხახვის წვენს უმატებენ ცოტა ზეითუნის ზეთს, ასველებენ ბამბას სითხეში და იკეთებენ ტამპონს.

    * ნუშის ზეთის ჩაწვეთებით ტკივილი ქრება.

    დ ი ნ დ გ ე ლ
    დინდგელის 10%-იან ხსნარს (სპირტიანი) იწვეთებენ 3-4-ჯერ დღეში. (10 გ დინდგელს ასხამენ 90 მლ 700-იან სპირტსა და აჩერებენ თბილ ადგილას 10 დღის განმავლობაში. პერიოდულად ურევენ).

    ა ვ ი ც ე ნ ა ს რ ე ც ე პ ტ ი რ ე ც ე პ ტ ი
    ჩირქოვანი ოტიტის სამკურნალოდ ავიცენა იყენებდა კაკლის ფოთლისა და მრავალძარღვას თბილი წვენის ნარევს შეფარდებით 1:1

    ნ ი ო რ ი
    სმენის გასაუმჯობესებლად მკურნალები იყენებდნენ ნიორსაც. ნივრის გასუფთავებულ კბილს იდებენ ყურში და იჩერებენ იქამდე, სანამ მსუბუქ წვას იგრძნობენ.

    ს მ ე ნ ი ს დ ა ს ა ბ რ უ ნ ე ბ ლ ა დ
    15 გ დინდგელს 10 დღით აჩერებენ 100 მლ 960-იან სპირტში, შემდეგ იღებენ 10 მლ ხსნარს და ურევენ 40 გ რაფინირებულ მზესუმზირას ზეთში. გამოყენების წინ ანჯღრევენ. ასველებენ სტერილურ ბინტს ამ სითხეში და იდებენ მტკივნეულ ყურში 24 საათით. შემდეგ 12 სთ შესვენება. ასეთი პროცედურა ტარდება 20-ჯერ. იხსნება ყურში ხმაური და აღდგება სმენა.

    ლ ი მ ო ნ ი
    თუ 2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად დაღეჭავთ ლიმონის კანს, სმენა გაგიუმჯობესდებათ.

    ძ მ ა რ ი
    აცხელებენ ძმარს და მის ორთქლზე აჩერებენ მტკივნეულ ყურს. რამდენიმე წუთში ძმარი ხსნის საცობს და აღდგება სმენა, წყდება შუილი ყურში.

    გააფართოვეთ თემა: ყურის დაავადებები

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 1:13 pm