ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    შარდის შეკავება

    news
    news
    Moderator
    Moderator


    შარდის შეკავება Empty შარდის შეკავება

    Post by news Mon Apr 06, 2009 8:48 pm

    შარდის შეკავება Cistiti

    შარდის მწვავე შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის ხშირ გართულებას წარმოადგენს და შეიძლება დაავადების მიმდინარეობის ყველა სტადიაში გამოვლინდეს. იგი შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. სრული შეკავების პირობებში ავადმყოფს არ შეუძლია თავისუფლად დაცალოს შარდის ბუშტი და იძულებულია დახმარებისათვის მიმართოს სამკურნალო დაწესებულებებს. რაც შეეხება შარდის ნაწილობრივ შეკავებას, ამ დროს, მართალია, ავადმყოფი შარდავს, მაგრამ არასრულად, ე.ი. გამოყოფს შრდის მხოლოდ ნაწილს, რის გამოც შრდის ბუშტში ნარჩენი შრდი გროვდება. შრდის მწვავე შეკავება შეიძლება არ იყოს ხანგრძლივი და მოშრდვის აქტიც აღდგეს. უმრავლეს შემთხვევაში შარდის შეკავება გრძელდება და სასწრაფო ოპერაციულ მკურნალობს მოითხოვს.

    შარდის შეკავების მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ნ ი ა ხ უ რ ი
    ნიახურის ფესვების ცოცხალი წვენი საუკეთესო საშუალებაა შარდის შეკავების სამკურნალოდ.
    მიღება: 1-2 ჩაის კოვზი ნიახურის ფესვების წვენი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
    შეიძლება მომზადდეს ნაყენი: ამისათვის დაჭრილ ნიახურის ფესვებს თერმოსში ასხამენ მდუღარე წყალს. 2 საათის შემდეგ გადაწურავენ და ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას ჭამამდე 30 წუთით ადრე.

    ო ხ რ ა ხ უ შ ი რ ძ ი თ
    80 გრ გარეცხილ ოხრახუშს ავლებენ მდუღარე წყალს და შემდეგ ჭრიან. ათავსებენ ემალის ქვაბში და ასხამენ იმდენ რძეს, რომ მთლიანად დაიფაროს. დგამენ ცეცხლზე და აცხელებენ ადუღებამდე. წურავენ. ღებულობენ 1-2 სუფრის კოვზს ყოველ საათში 1 დღის განმავლობაში.

    შ ა ვ ი მ ო ც ხ ა რ ი ფ ო თ ლ ე ბ ი
    შავი მოცხარის ფოთლების ჩაის მიღება ყოველდღიურად ათავისუფლებს ორგანიზმს ზედმეტი შარდმჟავას კრისტალებისაგან. ხსნის შარდის შეხუთვას.

    გააფართოვეთ თემა: შარდის შეკავება

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 4:36 pm