ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ცისტიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ცისტიტი Empty ცისტიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 8:54 pm

    ცისტიტი Cistiti
    შარდის ბუშტის ანთება - ცისტიტი, განსაკუთრებით ხშირია როგორც ჩვილ, ისე მოზრდილ ბავშვებში. მის გამომწვევთა შორის მთავარია ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი და შედარებით იშვიათად, სხვა მიკრობები. ცისტიტის განვითარების ხელშემწყობი პირობაა ორგანიზმის ზოგადი და ადგილობრივი წინააღმდეგობის დაქვეითება, რაც განპირობებულია გადატანილი სხვადასხვა ინფექციური დაავადებით.

    მწვავე ცისტიტი იწყება უეცრად, ხშირი შარდვით და გასვლის ხშირი ნდომით, შარდის რაოდენობის შემცირებით (ზოგჯერ რამდენიმე წვეთი), შრდვის გაძნელებით და წვის შეგრძნებით, ზოგჯერ შარდის დასასრულს სისხლის წვეთები გამოყვება. ეს მიმდინარეობს ტემპერატურის მცირე მომატების ფონზე, არც თუ იშვიათად ვლინდება შარდის შეუკავებლობის პრობლემა დღისით და ღამით, რასაც მანამდე არ უჩიოდა. პირველ ორ დღეს შარდში შეიძლება ცვლილებები არც იყოს. მომდევნო დღეებში აშკარაა შარდში ლეიკოციტების, ერითროციტების და ცილის არსებობა.

    მწვავე ცისტიტის დროს ავადმყოფის საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და მარილიანი კერძები, მიეცეს სითხე დიდი რაოდენობით, გაუკეთდეს თბილი ჯდომითი აბაზანები, დაედოს სითბო შარდის ბუშტის არეში; აუცილებელია წოლითი რეჟიმი და, რაც მთვარია, ექიმის დანიშნულებით უნდა მიეცეს ანთების საწინააღმდეგო (ანტიბაქტერიული) პრეპარატები.

    შარდის ბუშტის მწვავე ანთება მკურნალობას ადვილად ემორჩილდება და პრაქტიკულად რამდენიმე დღეში ქრება.

    ქრონიკული ცისტიტის დროს დიზურიული მოვლენები - ხშირი, გაძნელებული შრდვა წვითა და უსიამოვნო შეგრძნებით, შარდის ცალკეული ულუფის მნიშვნელოვანი შემცირებით, პერიოდული ხასიათისაა. ამას თან სდევს ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში, შრდში ლეიკოციტების დიდი რაოდენობა და ბაქტერიოლოგიურად - მიკრობები. ამ დროს იქმნება ცისტიტის გართულების საშიშროება პიელონეფრიტით, რასაც, გარდა შარდში ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, ადასტურებს ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება, ტკივილი წელის არეში და ბავშვის არადამაკმაყოფილებელი საერთო მდგომარეობა. ყურადღებას იპყრობს მადის დაქვეითება, სიფერმკრთალე, პირღებინება, ბავშვის მოდუნება, რომელიც პერიოდულად ძლიერი აგზნებით იცვლება.

    მწვავე პროცესის პირველ დღეებში ბავშვს უნდა დაენიშნოს განმტვირთელი დიეტა: ხილი, მურაბა, კეფირი, მაწონი, კარტოფილი, სითხის რაოდენობა არ უნდა შევზღუდოთ. სითხე მივაწოდოთ ხილის წვენის, შარდმდენი ჩაის და ოდნავ შემთბარი მინერალური წყლების სახით.

    ცისტიტის მკურნალობა


    ა ს კ ი ლ ი ს ფ ე ს ვ ე ბ ი
    2 სუფრის კოვზ ასკილის დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალსა და ადუღებენ 15 წუთის განმავლობაში. აჩერებენ 2 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

    ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
    2 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/4 ჩაის ჭიქას დღეში 4-ჯერ ჭამამდე. მკურნალობის კურსი 7-10 დღეა.

    ნ ა კ რ ე ბ ი
    იღებენ შვიტასა და გვირილის ყვავილს თანაბარი რაოდენობით. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ადუღებენ 5 წთ. 1 საათის შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის ჭიქას ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

    ო ხ რ ა ხ უ შ ი, დ ა თ ვ ი ს კ ე ნ კ რ ა
    იღებენ ოხრახუშის თესლს 20 გრ და დათვის კენკრას 30 გრ. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალსა და აჩერებენ 6 სთ. შემდეგ ხარშავენ 7-10 წთ. წურავენ. სვამენ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი 1 კვირაა.

    ნ ი ა ხ უ რ ი
    ნიახურს ხარშავენ ფესვებიანად და სვამენ დღის განმავლობაში 3 ჩაის ჭიქას. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

    გააფართოვეთ თემა: ცისტიტი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 1:21 pm