ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ჰემორიო (ბუასილი)

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ჰემორიო (ბუასილი) Empty ჰემორიო (ბუასილი)

    Post by news Mon Apr 06, 2009 9:43 pm

    ჰემორიო (ბუასილი) Hemoroi
    ჰემოროი ანუ ბუასილი სწორი ნაწლავის ქვედა ნაწილის ვენების კვანძოვანი გაფართოებაა. ამ დაავადებას იწვევს ხშირი შეკრულობა, მჯდომარე ცხოვრების წესი, სწორ ნაწლავში ანთებითი პროცესები. ავადმყოფს აწუხებს წვა, ტკივილი, ზოგჯერ სისხლდენაც.

    რჩევები ჰემოროის დროს
    1 .შეკრულობა (ყაბზობა) უნდა განიკურნოს.
    2. კუჭში გასვლა არ უნდა ხდებოდეს ძალდატანებით.
    3. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. კუჭში გასვლის შემდეგ უკანა ტანი უნდა გასუფთავდეს ცივი წყლითა და სარეცხი საპნით.
    4. შეკრულობის საწინააღმდეგოდ ყველაზე კარგი საშუალებაა სენნას ფოთოლი.
    5. არ შეიძლება მწარე საჭმელები, მდოგვი, კომბოსტო, შავი პური, პარკოსნები და მკვახე ნაყოფი.
    6. სასარგებლოა კარტოფილი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრინჯი, ხორცი (ძროხის, ქათმის), თევზი, თაფლი.
    7. უზმოზე 1-2 ჭიქა შრატი კარგი საშუალებაა ჰემოროის დროს.

    ჰემოროის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    გ ვ ი რ ი ლ ა
    2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და იდებენ საფენებს ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება.

    კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ს ა ნ თ ლ ე ბ ი
    კარტოფილისაგან ამზადებენ სანთლებსა და იკეთებენ ყოველდღე ძილის წინ. წინასწარ ირეცხავენ სწორ ნაწლავს 1/2 ჭიქა ცივი წყლით.

    ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
    აქუცმაცებენ ფარსმანდუკსა და ასხამენ სპირტს (ქილაში), აჩერებენ 2 კვირა, ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენას.

    ჭ ი ნ ჭ ა რ ი
    2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის წიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ.

    ძ ა ხ ვ ე ლ ი
    4 ჩაის კოვზ ძახველის დაქუცმაცებულ ქერქს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 30 წთ. წურავენ და უმატებენ ანადუღარ წყალს პირველ მოცულობამდე.
    მიღება:L1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე.

    გააფართოვეთ თემა: ჰემოროი (ბუასილი)

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 4:37 pm