ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    თეთრად შლა

    news
    news
    Moderator
    Moderator


    თეთრად შლა Empty თეთრად შლა

    Post by news Wed Apr 08, 2009 5:07 am

    თეთრად შლა Tetradshla
    თეთრად შლა, რომელიც მრავალ ქალს აწუხებს, ხასიათდება პათოლოგიური სიმპტომებით და არ შეიძლება მისი გაიგივება, სასქესო ორგანოებიდან გამონადენთან. ნორმალური გამონადენი გამჭვირვალე, ნახევრად თხევადი და ნათელი ფერისაა. მაგრამ როდესაც დაავადებაა, მაშინ გამონადენის ხასიათი იცვლება. სხვანაირი ხდება გამონადენის ფერი, კონსისტენცია, სუნი, გამჭვირვალობა.

    ყვითელ-მომწვანო შლა მიუთითებს ჩირქოვან ანთებაზე (მაგ. გონორეის დროს).

    ხაჭოსებრი გამონადენი მიუთითებს სოკოს არსებობაზე.

    სტრეპტოკოკური და სტაფილოკოკური ინფექციისას გამონადენი ხდება თხევადი.

    ყველა შემთხვევაში დიაგნოზი უნდა დასვას ექიმმა გინეკოლოგმა.


    თეთრად შლის მკურნალობა ხალხური საშუალებებით.


    * სვამენ დღეში 50 გრ კოწახურისა და ძახველის კენკრის წვენს.

    * ფარსმანდუკისა და ტყის მარწყვის ფესვების ნაყენის მიღება დღეში 2-3 ჩაის ჭიქა 2 კვირის განმავლობაში აქრობს გამონადენს.

    * 25 გ გულყვითელას ყვავილს ასხამენ 100 მლ სპირტს. აჩერებენ 2 კვირა. 1 ჩაის კოვზ ნაყენს იღებენ 1 ჩაის ჭიქა წყალზე და იყენებენ იკეთებენ გამორეცხვებს.

    * იღებენ 2-4 სუფრის კოვზ კრაზანას, ასხამენ 2 ლიტრ წყალს. ადუღებენ 20 წთ, წურავენ, იკეთებენ გამორეცხვებს ძილის წინ.

    გააფართოვეთ თემა: თეთრად შლა

      Current date/time is Thu Mar 28, 2024 11:13 pm