ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ორსულობა

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ორსულობა Empty ორსულობა

    Post by news Wed Apr 08, 2009 5:17 am

    ორსულობა Orsuloba
    ორსულობა - ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესი ხშირ შემთხვევაში გრძელდება 40 კვირა ანუ 280 დღე (ითვლება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან).

    ორსული ქალის ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი განსაკუთრებით ორსულობის პირველ კვირებში დიდ გავლენას ახდენს მომავალ ბავშვზე. მომავალი დედის ნებისმიერი ავადმყოფობა (გრიპი, ანგინა, ტუბერკულოზი, რევმატიზმი, შაქრიანი დიაბეტი, თირკმელების, ღვიძლის დაავადებები), არასწორი კვება, ზოგიერთი წამლის მიღება, სიგარეტის წევა, ალკოჰოლური სასმელების მიღება საზიანოა ნაყოფის განვითარებისა და ჯანმრთელობისათვის.


    ჰიპოკრატეს რჩევები ორსულობის შესანარჩუნებლად


    1. ორსული უნდა ებრძოლოს ყაბზობას (შეკრულობას). ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოს მეტეორიზმის (გაზების დაგროვების) საწინააღმდეგო საშუალებები ორსულობის 4 თვემდე, 7 თვის შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს ნაადრევ მშობიარობას.
    2. ნებისმიერი მწვავე დაავადება საშიშია ორსულობისათვის.
    3. ძლიერი ფაღარათი დაუშვებელია ორსულობის ბოლო თვეებში.
    4. შესაძლო მოშლის სიგნალია მკერდის უეცარი ჩამოშვება, თუ ერთი ძუძუ ჩამოეშვება, მაშინ ქალი ორსულია ტყუპებზე, ამ დროს ტყუპიდან ერთი სცილდება.
    5. თუ ქალს სახეზე კარგი ფერი აქვს ბიჭი იქნება, ცუდი ფერი გოგონას დაბადების ნიშანია.
    6. მკერდში რძის ნაადრევი გაჩენა მიუთითებს ნაყოფის სისუსტეზე. მკერდის უცბად დარბილება მიუთითებს ნაყოფის განვითარების შეფერხებაზე.

    რჩევები ორსულებისთვის



    ორსულობის დაწყებისთანავე მიაკითხეთ ექიმს ქალთა კონსულტაციაში.
    1. არ ასწიოთ მძიმე!
    2. ნუ ივლით ცხენით, ველოსიპედით, მავნებელია ხტომა და სხვა.
    3. მოულოდნელ შიშზე ნუ იტაცებთ ხელს სახეზე, ხელზე, რადგან ამ ადგილებში შეიძლება ბავშვს გაუჩნდეს წითელი ან ლურჯი ლაქები.
    4. ნუ უყურებთ ადამიანს ტრაგიკულ მომენტში, მოერიდეთ დაძაბულ, საშინელ ფილმებს.
    5. მშობიარობა რომ გაგიადვილდეთ, დიდხანს ნუ იწვებით, ხშირად იარეთ, შეასრულეთ მსუბუქი ფიზიკური სამუშაო.
    6. ორსულობის მეორე ნახევარში არ შეიძლება სქესობრივი კავშირი.
    7. ხშირად გაიკეთეთ შარდის ანალიზი. მომატებული ცილები მიუთითებს თირკმელების დაავადებაზე. მიაკითხეთ ექიმს.
    8. ბავშვის ძვლების ფორმირებისათვის საჭიროა კალციუმი. ამისათვის უნდა მიიღოთ ამ ელემენტის შემცველი პროდუქტები: რძე, ხაჭო, ყველი, თეთრი კვერცხის ნაჭუჭი (ნაჭუჭს დებენ მდუღარეში 5 წთ. აშრობენ და ფქვავენ). წინააღმდეგ შემთხვევაში დაგიზიანდებათ კბილები.
    9. ხშირად გაასინჯეთ კბილები სტომატოლოგს.
    10. დიდი მნიშვნელობა აქვს ნაწლავების ნორმალურ მუშაობას. შეკრულობის შემთხვევაში არასასურველია კუჭში გამხსნელის გამოყენება, უკეთესია მიიღოთ ბუნებრივი საშუალებები, იკვებეთ უმი ხილითა და ბოსტნეულით. კარგად მოქმედებს გახეხილი ვაშლი, სტაფილო, მაწონი, წყალი, ქლიავი და სხვა.
    11. ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარებისათვის სასურველია მიიღოთ 2 ჩაის კოვზი თაფლი დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე.
    12. ორსულობის პერიოდში ორსულმა ქალმა საუზმის წინ ყოველდღიურად უნდა მიიღოს 1 ჩაის ჭიქა წყალი 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრით. შეიძლება 2 ჩაის კოვზი თაფლის დამატება.
    13. სტაფილოს წვენი 1/3 ჭიქა 30-40 წუთით ადრე ყოველ ჭამამდე საუკეთესო საშუალებაა ნაყოფის გავითარებისათვის.
    14. ორსულისათვის ძალიან საშიშია წითელა. განსაკუთრებით 4 თვემდე.
    15. ორსული არ უნდა დადიოდეს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით.
    16. ორსულს ვარჯიშები უნდა დაუნიშნოს ექიმმა.



    მცენარეები, რომლებიც ეკრძალებათ ორსულებს


    ნ ი ო რ ი
    ეკრძალებათ ორსულებს, ეპილეფსიით დაავადებულებსა და სისხლნაკლულებს.

    ა ლ ო ე
    არ გამოიყენება ორსულებისათვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. უკუნაჩვენებია აგრეთვე, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ჰემოროის, ცისტიტისა და საშვილოსნოდან სისხლდენების დროს.

    თ ა ვ შ ა ვ ა
    უკუნაჩვენებია ორსულებისათვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს აბორტი.

    ზ ღ ვ ი ს კ ო მ ბ ო ს ტ ო (ლ ა მ ი ნ ა რ ი ა)
    ორსულებისათვის იკრძალება იოდის გამოყენება, ამ მიზეზით უკუჩვენება აქვს ლამინარიას, რადგან ეს მცენარე დიდი რაოდენობით შეიცავს ამ ელემენტს.

    გ ვ ი მ რ ა
    შხამიანი მცენარეა. უკუნაჩვენებია ორსულებისათვის, გულის, ღვიძლის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, სისხლნაკლებობისა და ტუბერკულოზის დროს.

    მ წ ა რ ე ა ბ ზ ი ნ დ ა
    შხამიანი მცენარეა, იკრძალება ორსულებისათვის.
    უკუჩვენება აქვს აგრეთვე: ღვია, ქრისტესისხლა, ძიძო.
    news
    news
    Moderator
    Moderator


    ორსულობა Empty Re: ორსულობა

    Post by news Wed Apr 08, 2009 5:19 am

    ორსული ქალის მკერდის ფორმის შენარჩუნებისათვის


    1. ორსულმა ქალმა, ისე როგორც ქალიშვილმა ბუზჰალტერში ძუძუს გარშემო უნდა მოათავსოს ბამბის ქსოვილის უხეში ნაჭერი. იგი დაეხმარება მკერდს - გაუკეთდეს მსუბუქი მასაჟი. და თავიდან იქნება აცილებული ნაპრალების გაჩენა.
    2. ძუძუს თავები ყოველდღიურად უნდა დაიბანოთ გადადუღებული ოთახის ტემპერატურის წყლითა და ბავშვის საპნით, შეიწმინდეთ უხეში პირსახოცით, შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი კრემი ძუძუს თავების ირგვლივ. არ შეიძლება ძუძუს თავების გაწმენდა არყით ან ოდეკოლონით, რადგან გაშრება კანი და გამოიწვევს ნაპრალების გაჩენას.
    3. სასურველია თუ ქალი ორსულობამდე დაიწყებს მკერდის მასაჟს. ორსულობის ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ქალმა უნდა იკეთოს თვითმასაჟი დღეში 2-3-ჯერ. საჩვენებელი და დიდი თითებით გამოსწიეთ ძუძუს თავები, რომელსაც წინასწარ უნდა წაუსვათ ვაზელინი. მასაჟის ხანგრძლივობა 3-5 წუთია.
    4. ძუძუს წოვების პროცესი მტკინვეული რომ არ იყოს, ამისთვის ძუძუს თავებზე დღეში რამდენჯერმე უნდა წაისვათ რომელიმე დამარბილებელი მალამო ან ბავშვის კრემი. დიდი მნიშვნელობა აქვს წოვის დამთავრების შემდეგ ბავშვის ქცევას _ რბილად გაუშვებს ძუძუს თავს პირს თუ მტკივნეულად. ამიტომ კვების დამთავრებისას დააჭირეთ თითი ტუჩზე და ჩვილი თავისთავად დათმობს ძუძუს
    მკერდის ფორმაზე ძუძუს წოვა გავლენას არ ახდენს. შეიძლება მცირედ დარბილდეს და დაპატარავდეს. თუ ცვლილებას ადგილი მაინც აქვს, იცოდეთ, რომ ძირითადად ეს გამოწვეულია ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ბუზჰალტერის გარეშე სიარულით.



    ორსულთა ტოქსიკოზი


    ორსულობის სიმპტომების შემჩნევისთანავე (გულისრევა, ნერწყვდენა და სხვა) ქალი დროულად უნდა გამოცხადდეს ქალთა კონსულტაციაში, რათა ადგილი არ ჰქონდეს ტოქსიკოზის გართულებას.

    არჩევენ ადრეულ და გვიანეულ ტოქსიკოზს.

    ადრეული ტოქსიკოზი ორსულობის 12 კვირამდე გრძელდება. დამახასიათებელია ცუდი განწყობილება, გულისრევა, ნერწყვდენა და სხვა. აღებინებს დღეში რამდენჯერმე. გართულებული ტოქსიკოზის დროს კი დღე-ღამეში 20-ჯერ აქვს ღებინება. დღისითაც და ღამითაც. ამის გამო ხდება ორგანიზმის გაუწყლოება, იკლებს წონაში. კანი ხდება მშრალი და მოთენთილი, პულსი ხშირდება. ასეთ ორსულს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან მკურნალობა. ზოგჯერ ყავა აჩერებს ღებინებას.

    გვიანეული ტოქსიკოზის დროს ირღვევა გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების ფუნქცია, ხდება შეშუპება, ორსულობის ბოლო 3-5 თვის განმავლობაში. მცირე შეშუპების დროს შეიძლება მკურნალობა ოჯახის პირობებშიც. აუცილებელია მარილის მიღების შემცირება (3-5 გრ დღე-ღამეში), არ შეიძლება ზედმეტი სითხის მიღება (3-4 ჭ.). რეკომენდებულია რძის ნაწარმი და მცენარეული საკვები. საჭიროა კვირაში ერთი დღე განტვირთვისათვის (დღეში 1,5 კგ ვაშლი შაქრით ან ხაჭო 1 კგ, 150 გ შაქრით). აუცილებელია აგრეთვე კალიუმის შემცველი პროდუქტების გამოყენება (ქიშმიში, ყურძენი, ნესვი, ლეღვი და სხვა.

    ტოქსიკოზის ფონზე შეიძლება მოიმატოს არტერიულმა წნევამ, შარდში გამოჩნდეს ცილა. ფერხდება ნაყოფის განვითარება.

    ორსულობის მეორე ნახევარში გართულებად ითვლება ქავილი, უფრო ხშირად ზურგის მიდამოში. ამ დროს კარგი საშუალებაა არყით გაწმენდა ან ტანზე ქერის ნახარშის გადავლება. ტოქსიკოზის მოვლენები მთლიანად ქრება მშობიარობის შემდეგ.


    ორსულის ვენების ვარიკოზული გაფართოების მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ლ ი მ ო ნ ი
    ლიმონის მიღება ყოველდღიურად ორსულისათვის აუცილებელია, რადგან ხსნის ვენების ვარიკოზულ გაფართოებასა და ღებინებას.

    ს ტ ა ფ ი ლ ო
    სტაფილოს ცოცხალი წვენის მიღება ორსულისათვის საუკეთესო საშუალებაა.

    ც ხ ე ნ ი ს წ ა ბ ლ ა
    იღებენ 30 გ ცხენისწაბლას ყვავილებს. ასხამენ 30 მლ არაყს და აჩერებენ სიბნელეში 1 კვირის განმავლობაში. პერიოდულად ანჯღრევენ. წურავენ და ღებულობენ 30 წვეთს წყლით დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

    კ ო მ შ ი დ ა ა ლ უ ბ ა ლ ი
    კომშისა და ალუბლის ფოთლების ჩაის მიღება პერიოდულად ათხელეს სისხლსა და ხელს უშლის ვენების გაფართოებას.



    რჩევები მეძუძური ქალებისათვის ლაქტაციის


    (რძის) მოსამატებად



    1. მიირთვით მწვანე ხახვი, სტაფილო, კამა, ჭინჭარი.
    2. სვით რძე (ტკბილი). საკვებად გამოიყენეთ ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით სითხეს შეიცავს.
    3. კამა, ანისული და ცერეცო მატებენ რძეს და არ უცვლიან გემოს. ამ მცენარეთა თესლი (დანაყილი) მოადუღეთ და დაატკბეთ. (1 ს.კ. თესლი 200 მლ ტკბილ მდუღარეზე).
    4. 1 ს.კ. გვირილის ყვავილებს ასხამენ 200 მლ ტკბილ, მდუღარე წყალს, აჩერებენ 20 წთ და სვამენ უზმოზე. ღებულობენ 2 ჭიქას დღისით და მესამეს ღამე 1 კვირის განმავლობაში.
    5. რძის მოსამატებლად, შეკრულობის და ჰემოროის სამკურნალოდ გამოიყენება ბაბუაწვერას ფესვები.
    1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ თბილ ადგილას და გაწურეთ.
    მიღება: 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
    ბაბუაწვერას ფესვს იღებენ ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე. რეცხავენ ცივი წყლით და აშრობენ ჰაერზე იქამდე, სანამ გაჭრისას აღარ გამოიყოფა სითხე.
    6. ქერის ნახარში მატებს რძეს.



    ლაქტაციის (რძის) შესამცირებლად


    1. სვით მურყანის ფოთლების ან პიტნის ჩაი.
    2. რძის შესამცირებლად სვით 1/2 ჭიქა კაკლის ფოთლების, სვიის გირჩებისა და სალბის ფოთლების ნაკრების ნაყენი. (1 ს.კ. ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 1 სთ.). ღებულობენ დღეში 3-ჯერ ყავის ჭიქით.
    3. 1-2 სუფრის კოვზ სალბს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1 სთ და სვამენ 1 დღის განმავლობაში.
    სალბის ნაყენი ამცირებს ოფლის გამოყოფას, ლაქტაციას და მოქმედებს დამამშვიდებლად ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
    სალბის მიღებისას დოზების დაცვა არ არის საჭირო.
    4. ლაქტაციას ამცირებს ქაფურის ზეთის კომპრესები.


    რა უნდა იცოდეს მეძუძურმა ქალმა


    1. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მკერდის ფორმა, ამისათვის ბავშვს ძუძუ უნდა აწოვოთ მჭიდრო ბუზჰალტერზე ამოჭრილი ხვრელიდან.
    2. ძუძუთი კვების შემდეგ თავები უნდა გაშრეს ჰაერზე.
    3. მასტიტისაგან თავის დასაცავად საჭიროა იცოდეთ ძუძუს წოვების წესები. ბავშვმა არა მხოლოდ ძუძუს თავი უნდა ჩაიდოს პირში, არამედ თავის ირგვლივ რგოლის ნაწილიც.
    4. მეძუძური ქალი უნდა მოერიდოს ყავას, რადგან შეიძლება კოფეინის მოქმედებით ბავშვს უძილობა დაემართოს.
    5. მეძუძური ქალისათვის უკუნაჩვენებია ნესვის მიღება. ნესვმა ბავშვის ორგანიზმში შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დისპეპსია.
    6. დედამ უნდა შეზღუდოს კიტრის და ქლიავის მიღება, რადგან ამ საკვებმა ჩვილ ბავშვში შეიძლება გამოიწვიოს კუჭაშლილობა, მუცლის ტკივილი და სხვა. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უნდა მიეცეს კამის წყალი.

    გააფართოვეთ თემა: ორსულობა

      Current date/time is Fri Mar 29, 2024 12:11 am