ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    სასქესო ორგანოების დაავადებები

    news
    news
    Moderator
    Moderator


    სასქესო ორგანოების დაავადებები Empty სასქესო ორგანოების დაავადებები

    Post by news Wed Apr 08, 2009 5:24 am

    სასქესო ორგანოების დაავადებები Sashvilosnov
    საშვილოსნოს ანთების მკურნალობა
    ქალის შინაგან სასქესო ორგანოების მიეკუთვნება საკვერცხეები, საშვილოსნო, საშვილოსნოს მილები, საშო. ანთებითი პროცესები საშვილოსნოდან შეიძლება გავრცელდეს სხვა ორგანოებზედაც. საშვილოსნოს მწვავე ანთებითი პროცესის დროს მუცელი გაბერილი და დაჭიმულია, ტკივილია მუცელში, განსაკუთრებით ქვედა ნაწილში, ტემპერატურა იწევს, პულსი გახშირებული, ზოგჯერ არის ღებინებაც, ტკივილია შარდვის დროს, შეფერხებულია კუჭში გასვლაც.

    თუ მწვავე ანთება არ განიკურნა, გადადის ქრონიკულ ფორმაში. მკურნალობა უნდა ჩაატაროს ექიმმა. ხალხური მედიცინა კი შემდეგს გირჩევთ.

    ძ ა ხ ვ ე ლ ი
    იღებენ 1 სუფრის კოვზ ძახველის ყვავილის, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ 3 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ. აქრობს საშვილოსნოს ანთებებს. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

    კ ო წ ა ხ უ რ ი
    ხალხურ მედიცინაში კოწახურის ნაყოფები გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, ფესვების ნახარში კი ქალის სასქესო ორგანოების დაავადებების სამკურნალოდ. უხდება სხვა შინაგან ორგანოებსაც.

    1-2 სუფრის კოვზ კოწახურის დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 0,5 ლ მდუღარესა და ხარშავენ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
    მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 2 კვირაა.

    ლ ი მ ო ნ ი დ ა ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი
    ლიმონს ხეხავენ კანიანად და ურევენ შაქარს. ღებულობენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ. ასე შეიძლება ფორთოხლის მიღებაც.

    ლიმონი და ფორთოხალი კარგი საშუალებაა ჰიპერტონიის საწყისი სტადიის, ქალის სასქესო ორგანოების დაავადებებისა და ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ.

    დ ა ფ ნ ა
    იღებენ 1 ვედრო წყალზე 20 გ დაფნას, ადუღებენ 10 წთ. ღებულობენ მჯდომარე აბაზანას საშვილოსნოსა და შარდის ბუშტის დაავადებების სამკურნალოდ.



    საკვერცხეების ანთება


    საკვერცხეები - ქალის წყვილი სასქესო ჯირკვალი, მდებარეობს საშვილოსნოს ორივე მხარეს. საკვერცხეების ანთებას იწვევენ მიკრობები, რომლებიც იქ ხვდებიან მეზობელი ორგანოებიდან ან სისხლიდან. მწვავე ანთება შეიძლება გამოიწვიოს გაციებამ, მენსტრუაციის პერიოდში ფეხიდან შეციებამ.

    მწვავე ანთების დროს ტკივილი ძალიან მწვავეა, განსაკუთრებით მუცლის ქვედა ნაწილში. ქრონიკული ფორმის დროს დამახასიათებელია ყრუ ტკივილი.

    გ ო გ რ ა
    საკვერცხეების ანთების დროს საუკეთესო საშუალებაა, გოგრა ყველანაირი სახით. უკეთესია უმი გოგრის წვენი დღეში 3-ჯერ თითო ჩაის ჭიქა.

    ა ლ ო ე
    ღებულობენ ალოეს წვენს დესერტის კოვზით 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე.

    ა ს კ ი ლ ი დ ა შ ა ვ ი მ ო ც ხ ა რ ი
    იღებენ ასკილისა და შავი მოცხარის ნაყოფს თანაბარი რაოდენობით. 20 გრ ნარევს ასხამენ 1 ჭიქა მდუღარე წყალს. უმატებენ შაქარს. ღებულობენ ნახევარ ჭიქას 3-4-ჯერ დღეში.

    გ ვ ი რ ი ლ ა
    გვირილის ყვავილის ნაყენის გამორეცხვები საუკეთესოა საკვერცხეების ანთების სამკურნალოდ. ამისათვის 1,5 ს.კ. გვირილას მშრალ ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ფუთავენ. აჩერებენ 20 წთ. შემდეგ 370 ტემპერატურის ნაყენს სპეციალური ოყნით იკეთებენ საშოში.

    ნ ა კ რ ე ბ ი
    გვირილას, კრაზანას, ფარსმანდუკსა და ქრისტესისხლას იღებენ თანაბარი რაოდენობით. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალსა და ადუღებენ 10 წთ.
    მიღება 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.



    საშვილოსნოს ყელის ეროზია


    ეროზია - საშვილოსნოს ყელის ეპითელური ქსოვილის მთლიანობის დარღვევაა. ეს დაავადება დაკავშირებულია სასქესო ორგანოების ანთებით დაავადებებთან. ეროზია შეიძლება გაჩნდეს მშობიარობის ან აბორტის დროს.

    ქ ა ც ვ ი ს ზ ე თ ი
    საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს გამოიყენება ქაცვის ზეთი ტამპონების სახით. მკურნალობის კურსი 10-12 დღეა. ქაცვის ზეთში დასველებული ტამპონი კეთდება ძილის წინ.

    მ უ მ ი ე
    ამზადებენ ხსნარს. იღებენ 2,5 გ ნამდვილ მუმიეს და ასხამენ 100 მლ წყალს. ხსნიან კარგად და იკეთებენ ტამპონს ყოველ ღამე 10 დღის განმავლობაში.

    გ უ ლ ყ ვ ი თ ე ლ ა
    2 ს.კ. გულყვითელას ყვავილს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს. ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქას 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.

    ე ვ კ ა ლ ი პ ტ ი
    1 ჩაის კოვზ ევკალიპტის ნაყენს ხსნიან 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში. გამოიყენება გამორეცხვებისათვის.



    სისხლდენა საშვილოსნოდან


    სისხლდენა საშვილოსნოდან ითვლება მრავალი გინეკოლოგიური დაავადების სიმპტომად. უხვი სისხლდენა საშიშია სიცოცხლისათვის.

    ნებისმიერი სისხლდენის დროს არამენტსრუაციულ პერიოდში აუცილებელია ექიმთან მკურნალობა.ექიმთან მკურნალობასთან ერთად შეიძლება დამატებით შემდეგი ხალხური საშუალებების გამოყენება.

    ფ ო რ თ ო ხ ა ლ ი
    6-7 ფორთოხლის ქერქს ასხამენ 1,5 ლ წყალსა და ადუღებენ იქამდე, სანამ არ დარჩება 0,5 ლ. მიღებულ ნახარშს უმატებენ შაქარს გემოვნებით.
    მიღება: 4 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. სისხლდენა სწრაფად ჩერდება.

    კ ი ტ რ ი
    მოსავლის აღების შემდეგ მცენარე კიტრს ჭრიან წვრილად. რეცხავენ ცივი წყლით. 50-100 გ ბალახს ასხამენ 0,5 ლ წყალსა და ადუღებენ 5-10 წთ.
    მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. პირველი დღიდანვე წყდება საშვილოსნოდან სისხლდენა. კარგია აგრეთვე სხვადასხვა სისხლდენების დროსაც.

    ჭ ი ნ ჭ ა რ ი
    1 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალსა და ადუღებენ 10 წთ. ნელ ცეცხლზე. აციებენ და წურავენ. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 4-5-ჯერ.

    წ ი წ მ ა ტ უ რ ა
    1 სუფრის კოვზ წიწმატურას მშრალ ბალახს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ შეფუთულს 1 საათით. წურავენ. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.

    ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
    2 ჩაის კოვზ მშრალ ფარსმანდუკს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/4 ჭიქას დღეში 4-ჯერ ჭამამდე. ეს მცენარე საუკეთესო საშუალებაა საშვილოსნოს, კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ჰემოროიდალური კვანძებიდან, ცხვირისა და ჭრილობიდან სისხლდენების დროს.


    უნაყოფობა


    უნაყოფოდ ითვლება ცოლ-ქმარი, თუ 2 ან მეტი წლის განმავლობაში არ ჰყავთ შვილი
    მრავალი საუკუნეა ებრძვის ხალხური მედიცინა ამ მდგომარეობას. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

    მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა
    იღებენ 1 სუფრის კოვზ მრავალძარღვას თესლს, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს. აჩერებენ თბილ ადგილას 15-20 წთ. შემდეგ ადუღებენ 5 წთ. აციებენ და წურავენ.
    მიღება: სუფრის კოვზით 3-ჯერ დღეში 1-2 თვის განმავლობაში

    კ უ ლ მ უ ხ ო
    1 ჩაის კოვზ კულმუხოს დაქუცმაცებულ ფესვს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს და ადუღებენ 15 წთ ნელ ცეცხლზე, აჩერებენ 4 სთ.
    მიღება: სუფრის კოვზით 3-4-ჯერ დღეში ერთი კვირის განმავლობაში.

    ხ ო რ ბ ა ლ ი
    აგროვებენ ხორბლის მარცვლებს რძისებრი სიმწიფის ფაზაში. ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში და წურავენ. მიღებულ წვენს 1/2 ჭიქას ღებულობენ 2-3-ჯერ დღეში 20 წუთით ადრე ჭამამდე.

    გააფართოვეთ თემა: სასქესო ორგანოების დაავადებები

      Current date/time is Thu Mar 28, 2024 11:07 pm