ინტერნეტ ფორუმი

news


    სქესობრივი აქტივობის ამაღლება

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    სქესობრივი აქტივობის ამაღლება

    Post by news on Wed Apr 08, 2009 5:28 am

    ს ა ლ ბ ი
    ცნობილია, რომ სალბი ააქტიურებს სასქესო ჯირკვლების მოქმედებას. ამის გამო მას ღებულობენ უნაყოფობის, კლიმაქსური პერიოდის, სისუსტის დროს. სალბი ამცირებს ოფლდენას, ლაქტაციასა და დადებითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

    1-2 სუფრის კოვზ სალბს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. 1 საათის შემდეგ წურავენ. ღებულობენ 1 დღის განმავლობაში 3 მიღებაზე.
    უკუნაჩვენებია: მწვავე ნეფრიტებისა და ორსულობის დროს.

    ქ ა ც ვ ი
    სვამენ ქაცვის ახალ ან დაკონსერვებულ წვენს. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს. ღებულობენ აგრეთვე ქაცვის ზეთსაც.

    შ ა ვ ბ ა ლ ა ხ ა
    იღებენ 2 ჩაის კოვზ შავბალახასა და ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ, ანადუღარ წყალს. აჩერებენ 8 სთ.
    მიღება: 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.

    ვ ა ლ ე რ ი ა ნ ა
    30 გრ დაქუცმაცებულ ვალერიანას ფესვებს ასხამენ 1 ლ ცივ წყალს. აჩერებენ 1 სთ. ადუღებენ 20 წთ. აჩერებენ კიდევ 5 წთ. აციებენ და გაწურულს ასხამენ აბაზანაში (წყლის ტემპერატურა უნდა იყოს 36-36,50). წვებიან აბაზანაში წყლის გაციებამდე. ამ პროცედურას ატარებენ ძილის წინ.
    ეს საშუალება გამოიყენება იშიასის, ნევროზების, უძილობის, რევმატიზმისა და სქესობრივი სისუსტის დროს.
    მკურნალობის კურსი 12-14 აბაზანაა.

    ფიბრომიომა


    ქალის სასქესო ორგანოებში, უფრო ხშირად საშვილოსნოსა და საკვერცხეებში შეიძლება განვითარდეს როგორც კეთილთვისებიანი, ისე ავთვისებიანი სიმსივნეები. კეთილთვისებიანებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია საშვილოსნოს (ფიბრომიომა) და საკვერცხეების კისტა.

    ხშირად მიომა არღვევს მენსტრუაციულ ციკლს. თუ დიდი გაიზარდა მიომა, შეიძლება შეაწუხოს მეზობელი ორგანოები და გამოიწვიოს ხშირი შარდვა ან შეკრულობა.



    ხალხური მედიციის რეცეპტები ფიბრომიომის სამკურნალოდ


    ს ტ ა ფ ი ლ ო
    იღებენ სტაფილოს ნედლ ან მშრალ ფოთლებს (2 კონა) და ასხამენ 1 ლ მდუღარეს. აჩერებენ 30-40 წთ. სვამენ დოზების გარეშე, სანამ არ გაჩერდება ფიბრომიომით გამოწვეული სისხლდენა.

    ა ლ ო ე
    იღებენ 375 გ ალოეს, ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 626 გ მაისის ნატურალურ თაფლს და 675 მლ. წითელი ღვინოს. ყველაფერს ურევენ ერთმანეთში და დგამენ 5 დღე-ღამით გრილ, ბნელ ადგილას. პირველი 5 დღე ღებულობენ 1 ჩაის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.
    მკურნალობის კურსი 2-3 კვირიდან 1,5 თვემდეა.
    ალოე უნდა იყოს 3-5 წლის და ფოთლების მოჭრამდე 5 დღის მოურწყავი.
    ეს საშუალება გამოიყენება არა მხოლოდ ქალის სასქესო ორგანოების სიმსივნეების, არამედ კუჭის ონკოლოგიური დაავადებების, ღვიძლის, ფილტვის ტუბერკულოზისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ.

    ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი დ ა ჭ ი ნ ჭ ა რ ი
    ფარსმანდუკისა და ჭინჭრის ფოთლებს (სულ 25 გ) წვრილად აქუცმაცებენ და ურევენ. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ, ფუთავენ 2 საათით.
    მიღება: 100 მლ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.
    ფარსმანდუკის ყვავილებს აგროვებენ მაშინ, როცა ყვავილთა უმრავლესობა გაშლილია.

    ბ ა ლ ა ხ ე ბ ი ს ნ ა კ რ ე ბ ი
    იღებენ ჭინჭარს, ქრისტესისხლას, ორკბილასა და ვალერიანას ძირებს, შავბალახას, კრაზანას, პიტნას, ასკილისა და კუნელის ნაყოფებს, თითოეული 1 ჩაის კოვზი. ასხამენ 1 ლ მდუღარესა და აჩერებენ. სვამენ დღეში 2-ჯერ დილით უზმოზე და ღამე ძილის წინ.

    კ ა კ ა ლ ი
    იღებენ 1 კგ კაკლის ნაჭუჭს და უღელს (ტიხარი ლებნებს შორის). ასხამენ 0,5 ლ არაყს. აჩერებენ 10 დღე. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ.
    ამ საშუალებების გამოყენების შემდეგ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და მიომის მდგომარეობის დადგენა. ეფექტის შემთხვევაში კურსი უნდა განმეორდეს.,/div>
    გააფართოვეთ თემა: სქესობრივი აქტივობის ამაღლება

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:38 am