ინტერნეტ ფორუმი

news


    ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის)

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის)

    Post by news on Wed Apr 08, 2009 5:36 am


    წინამდებარე ჯირკვლის ადენომა კეთილ-თვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ხშირია 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებში. სიმსივნე ნელა იზრდება და თანდათან აწვება შარდსავალ გზებს. ძნელდება შარდის გამოყოფა.

    ამ დაავადების პირველი დამახასიათებელი სიმპტომია გახშირებული შარდვა, განსაკუთრებით ღამით, შარდის ნაკადი ხდება წვრილი, იცვლება მისი ტრაექტორიაც - ავადმყოფი ხშირად ფეხებს ისველებს. ეს სიმპტომები თანდათან ძლიერდება და შეიძლება სრულად შეწყდეს შარდის გამოყოფა. პირველი სიმპტომების გაჩენისთანავე უნდა მიაკითხოთ ექიმ-უროლოგს.

    სასარგებლოა რძის პროდუქტები და მცენარეული კვება.

    ავადმყოფმა თავი უნდა შეიკავოს შემდეგი პროდუქტების მიღებისგან: ხორცეული, კვერცხი, წიწაკა, მდოგვი, ალკოჰოლი, შებოლილი პროდუქტები და კონსერვები.

    ძალიან მავნეა აგრეთვე გაციება და სიმძიმის აწევა.



    ხალხური მედიცინის რეცეპტები წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ


    ს ა ტ ა ც უ რ ი
    იღებენ 2-3 ჩაის კოვზ სატაცურსა და ასხამენ 200 მლ მდუღარეს. ადუღებენ 5 წთ. სვამენ მთელი დღის განმავლობაში.

    ფ ი ჭ ვ ი
    იღებენ 30 გრ ფიჭვის ახალგაზრდა ყლორტებსა და 1 ჩაის ჭიქა წყალში ხარშავენ.
    მიღება: 2 ს.კ. 4-5-ჯერ დღეში.

    ნ ა კ რ ე ბ ი
    იღებენ ბარამბოს ფოთლებსა და ვალერიანას ფესვებს (15-15 გრ), მარწყვაბალახასა და სურნელოვან ტეგანს (45-45 გრ).
    1 ს.კ. ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 15 წთ. და წურავენ. სვამენ თბილი სახით დღეში ერთხელ შარდვის გაძნელების დროს.

    მ ი წ ი ს თ ხ ი ლ ი (ა რ ა ქ ი ს ი)
    არაქისის მარცვლებს ტაფაზე კარგად ხალავენ. გაციების შემდეგ აცილებენ კანს და როდინში ნაყავენ. იღებენ 2 სუფრის კოვზ დანაყილ არაქისს და ათავსებენ თერმოსში, უმატებენ 3 ს.კ. დაქუცმაცებულ სამკურნალო ტუხტის ფესვებს. ასხამენ 0,5 ლ მდუღარე რძეს. აჩერებენ ღია თერმოსში 20 წთ. შემდეგ მჭიდროდ ახურებენ სახურავს და აჩერებენ 10 სთ.
    მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში 20-40 წუთით ადრე ჭამამდე.
    საღამოს ჭამის შემდეგ სასურველია 1 პატარა თავი ხახვის და 1-2 კბილი ნივრის მიღება.
    მკურნალობის კურსი 10 დღეა. 2 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი მეორდება.

    წ ა ბ ლ ი
    იღებენ 25 გრ წაბლის ნაყოფის დაქუცმაცებულ ქერქს. ასხამენ 250 მლ სპირტს. 10 დღე ბნელ ადგილას აჩერებენ. პერიოდულად ანჯღრევენ, შემდეგ წურავენ.
    მიღება: 40-50 წვეთი დღეში 2 ჯერ ცოტა წყლით.

    პ რ ო ფ ი ლ ა ქ ტ ი კ ი ს ა თ ვ ი ს
    წინამდებარე ჯირკვლის ადენომის პროფილაქტიკისა და ქრონიკული პროსტატისათვის რეკომენდებულია მამაკაცმა რეგულარულად მიიღოს დღეში 15 გრ ყვავილის მტვერი ან უზმოზე გოგრის თესლის გულები.

    აბაზანა პროსტატის ადენომის სამკურნალოდ
    წინამდებარე ჯირკვლის ადენომის სამკურნალოდ კარგ შედეგს იძლევა აბაზანა.

    იღებენ 100 გრ დაქუცმაცებულ შვიტას, ადუღებენ და ნახარშს ასხამენ აბაზანაში (37-380-იან წყალში). წვებიან 15 წუთით. მკურნალობის კურსი 12 აბაზანაა. აბაზანას შეიძლება დაემატოს შვრიის ღეროების, მუხის ქერქისა და გვირილის ყვავილის ნახარშიც.

    აბაზანა კეთდება ყოველ მეორე დღეს, ძილის წინ.


    მწვავე პროსტატიტი


    მწვავე პროსტატიტი პროსტატის ჯირკვლის ანთებაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს საშარდე გზების ინფექციურმა, ვენერიულმა დაავადებებმა და სხვა. ხშირად მწვავე პროსტატიტის მიზეზი ადგილობრივი გაციება ხდება. მაგ. სველ მიწაზე ჯდომა, სველი საცვლების ტანზე გაშრობა და სხვა. არც თუ იშვიათად ამ დაავადების წარმოშობა სქესობრივი ცხოვრების დარღვევითა და უმოძრაობითაც ხდება.

    უყურადღებობით მწვავე პროსტატიტი ქრონიკულში გადადის, რომლის განკურნება შეუძლებელია.

    პროსტატის ჯირკვლის ნებისმიერი დაავადების დროს ხდება შარდის შეფერხებით გამოყოფა. ამიტომ შარდის ბუშტში გროვდება ნარჩენი შარდი. ეს კი იწვევს მთელი ორგანიზმის თანდათან მოწამვლას.

    მწვავე პროსტატიტის ნიშნებია: მომატებული ტემპერატურა, შარდის გამოყოფის გაძნელება, წვა, ტკივილი სწორ ნაწლავში დეფეკაციის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია მეზობელ ორგანოებსა და ქსოვილებზე გავრცელდა, შეიძლება წარმოიშვას სეფსისი.

    მწვავე პროსტატიტის გადასვლამ ქრონიკულ ფორმაში, შეიძლება გამოიწვიოს სასქესო ორგანოების ფუნქციის დარღვევა _ იმპოტენცია, უნაყოფობა.


    მწვავე პროსტატიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    მ ს ხ ლ ი ს ყ ვ ა ვ ი ლ ე ბ ი
    იღებენ 30 გრ მსხლის ყვავილს, ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს, შეფუთულს აჩერებენ 30 წთ. ღებულობენ დღეში 5 ჩაის ჭიქას წყლის მაგივრად.

    დ ი ნ დ გ ე ლ ი
    დინდგელის ექსტრატის დასამზადებლად იღებენ 40 გრ დინდგელს და ასხამენ 960-იან სპირტს (200 მლ). გაცხელბით აორთქლებენ, შემდეგ იღებენ ექსტრატიდან 0,1 გ და 2 გრ კაკაოს ცხიმში ურევენ. ამზადებენ სანთლებს. ყოველ ღამე იკეთებენ სანთელს სწორ ნაწლავში 1 თვის განმავლობაში, ისვენებენ 1-2 თვე და შემდეგ იმეორებენ კურსს.

    ო ხ რ ა ხ უ შ ი
    იღებენ ოხრახუშის თესლს და ფქვავენ. 4 ჩაის კოვზ ფხვნილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, ადუღებენ 15 წთ, აციებენ და წურავენ.
    მიღება: 1 ს.კ. 4-6-ჯერ დღეში.
    1 ჩაის კოვზ თესლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალს და აჩერებენ 8 სთ.
    მიღება: 1/4 ჭიქა დღეში 4-ჯერ.

    გააფართოვეთ თემა: ადენომა (წინამდებარე ჯირკვლის)

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:38 am