ათეროსკლეროზი ვითარდება არტერიაში ავადმყოფური ცვლილებების შედეგად. მათ შიგა ამომფრენ გარსში (ინტიმაში) ილექება ცხიმისმაგვარი ნივთიერება - ქოლესტერინი. შემდეგ ქოლესტერინის ნალექში ჩაიზრდება შემაერთებელი ქსოვილი, ზოგჯერ კი კალციუმის მარილებიც ლაგდება. ასეთი წარმონაქმნი, ე.წ. ფოლაქი ანუ ათერომა, ავიწროებს არტერიის სანათურს და აბრკოლებს სისხლის მოძრაობას. შედეგად მცირდება სისხლის მიწოდება გარკვეული ორგანოსაკენ, ქსოვილებისაკენ. მდგომარეობას მკვეთრად აუარესებს ამ ადგილას სისხლის შედედებული ნაწილაკის - თრომბის გაჩენა. სისხლის მიწოდების შემცირების და მით უფრო სრული შეწყვეტის შედეგად ვითარდება მძიმე ცვლილებები ორგანოს შესაბამის უბანში და შეიძლება მოხდეს მისი ქსოვილების დაღუპვა - ინფარქტი ან კიდურის კვდომა - განგრენა.
ათეროსკლეროზი უძველესი დაავადებაა. მისი ნიშნები აღმოჩენილია ეგვიპტის ფარაონთა მუმიებში.
ათეროსკლეროზის აღმოცენება მარტო ერთ რომელიმე კონტრეტულ მიზეზთან არ არის დაკავშირებული. საყოველთაოდ აღიარებულია ამ დაავადების კავშირი სხვადასხვა რისკ ფაქტორებთან. ზოგი მათგანი გარემო პირობებთან არის დაკავშირებული, ზოგი კი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებთან. რისკის ფაქტორი ბევრია, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა მათ შორის რამდენიმეს აქვს. ესენია: ფსიქო-ემოციური გადაძაბვა, უძრავი ცხოვრება ჭარბი კვება ცხოველური წარმოშობის ცხიმებით ( რომელთა შემადგენლობაში შედის გაჯერებული ცხიმოვანი მჟავები), რაფინირებული ე.ი. გაწმენდილი ნახშირწყლების დიდი რაოდენობით მიღება ( შაქარი, თეთრი პური და პურის ნაწარმი, ტკბილეული). დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიგარეტის წევას.
რისკის ფაქტორთა მეორე ჯგუფი თვით ორგანიზმში მოქმედებს. ათეროსკლეროზის განვითარებას ხელს უწყობს და აჩქარებს ჰიპერტონიული დაავადება და სხვა წარმოშობის არტერიული ჰიპერტონიები. მძიმე ათეროსკლეროზი ვითარდება ცუდად ნამკურნალევი შაქრიანი დიაბეტის დროს. გარკვეული მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობას და ამიტყომაა, რომ ზოგ ოჯახში ათეროსკლეროზით შედარებით ადრე ხდებიან ავად, ზოგან კი, პირიქით, ღრმა მოხუცებულობას მიაღწევენ ამ დაავადების მძიმე გამოვლენის გარეშე.
ათეროსკლეროზის განვითრებას ხელს უწყობს ცხიმოვანი ცვლის მოშლა, რაც გამოიხატება სისხლში ქოლესტერინის რაოდენობის მომატებით - ჰიპერქოლესტერინემიით. ჰიპერქოლესტერინემია შეიძელბა ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში აღინიშნოს, ათეროსკლეროზის კლინიკური ნიშნების გამოჩენამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე. სისხლის შემადგენლობაში შედის ძლიერ მცირე ზომის ცილისგან და ცხიმისაგან აგებული ნაწილაკები - ლიპოპროტეიდებიც. ამიტომაა, რომ ათეროსკლეროზის საწყის საფეხურებზე სისხლში მომატებულია ლიპოპროტეიდების რაოდენობაც.
ხალხური მედიცინის რეცეპტები ათეროსკლეროზის სამკურნალოდ
ხალხურ მედიცინაში არის საშუალებები, რომლებიც რეკომენდებულია ათეროსკლეროზის წინააღმდეგ - თრომბების წამრმოქმნის ასაცილებლად და ზედმეტი ქოლესტერინის გამოსადევნად.
კ უ ნ ე ლ ი
იღებენ 0,5 კგ კუნელის მწიფე ნაყოფებს. ჭყლეტენ ემალის ჭურჭელში, უმატებენ 1,5 ჭიქა წყალს და აცხელებენ 400 ტემპერატურაზე. შემდეგ კი წურავენ წვენსაწურში.
მიღება: 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამის წინ.
მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა
1 სუფრის კოვზ მრავალძარღვას მშრალ ფოთლებს ხარშავენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეში 5 წუთით. აჩერებენ 10 წთ და შემდეგ წურავენ.
მიღება: მთელი ულუფა 1 საათის განმავლობაში მცირე ყლუპებად. კურსი 10 დღეა.
ბ ა რ ა მ ბ ო
ბარამბო აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხსნის ნერვულ სპაზმებს, ამცირებს თავბრუსხვევას და ხმაურს ყურებში.
1 სუფრის კოვზ მშრალ ბალახს ადუღებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში 5 წუთით.
მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ მშიერ კუჭზე.
პ ი რ შ უ შ ხ ა
რეცხავენ 250 გ პირშუშხას ფესვებს (წყალში არ უნდა გაჩერდეს), ხეხავენ მსხვილ სახეხზე, ასხამენ 3 ლ მდუღარ წყალს და ადუღებენ 20 წთ. შემდეგ წურავენ.
მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.
ნ ი ო რ ი
აქუცმაცებენ 50 გ ნიორს, ასხამენ 1 ჭიქა არაყს, აჩერებენ თბილ ადგილზე 3 დღე-ღამე.
მიღება: 8-10 წვეთი 1 ჩაის კოვზი ცივი წყლით, დღეში 3-ჯერ.
კ ო მ ბ ო ს ტ ო
ღებულობენ 1/2 ჩაის ჭიქა კომბოსტოს ცოცხალ წვენს 15 წუთით ადრე ჭამამდე.
ხ ა ჭ ო
ტიბეტური მედიცინის მიხედვით ათეროსკლეროზის, გულისა და ღვიძლის დაავადებების დროს სამკურნალოა დღეში 100 გრ ხაჭოს მიღება.
გააფართოვეთ თემა: ათეროსკლეროზი