ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    გასტრიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    გასტრიტი Empty გასტრიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:49 pm

    გასტრიტი Gastriti

    კუჭი საჭმლის მომნელებელი სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ორგანოა. აქ გროვდება დაღეჭილი, ნერწყვთან არეული საკვები და იწყება მისი ქიმიური გადამუშავება - მონელება. საკვები ნივთიერების მონელება ფერმენტების გავლენით ხორციელდება. მათი აქტიური მოქმედებისათვის საჭიროა კუჭის წვენის მარილმჟავა, შემდეგ საჭმლის მონელება ნაწლავებში გრძელდება და ნაწილობრივ ხდება ნივთიერებების შეწოვა.

    გასტრიტის სახელწოდების მიზეზია კუჭში სხვადასხვა მავნე ნივთიერებების ან ბაქტერიების მოხვედრა. გასრტიტის მიზეზი შეიძლება იყოს ზედმეტი რაოდენობით მიღებული საჭმელი, ზედმეტად ცხიამიანი კერძი, შაშხი, ძნელად მოსანელებელი ბოსტნეული, მკვახე ხილი. მწვავე გასტრიტი უფრო დაღლილ და მშიერ ადამიანს ემართება. უჩვეულო საკვებს მეტი ზიანის მოტანა შეუძლია. ასე ემართება, მაგალითად, ჩრდილოეთიდან ჩამოსულ ადამიანს, როდესაც ის მკვახე ხილს და ცხარე კერძს დაეძალება. მწვავე გასტრიტი ვითარდება, თუ ადამიანი შეჭამს უხარისხო პროდუქტს, ან თუ კერძს შეერევა რაიმე უცხო ნივთიერება, მაგალითად, მოუკალავი სპილენძის ჭურჭლიდან.

    დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მოშხამვას ისეთი საჭმლით, რომელშიც გამრავლებულია სხვადასხვა მავნე ბაქტერიები: სალმონელის ჯგუფის მიკრობები, სტაფილოკოკები, პროტეუსი და სხვ. ეს მიკრობები ხვდება სანოვაგეში სანიტარულ-ჰიგიენური წესების დარღვევის შედეგად, დაუბანელი ხელებიდან, გაუსუფთავებელი ფრჩხილებიდან, ჭუჭყიანი გასახვევი ქაღალდიდან და ტარიდან, ცუდად გახეხილი ქვაბიდან, დანიდან; ისინი გადააქვთ ბუზებს, ტარაკნებს, თაგვებს. ბაქტერიები მრავლდებიან პროდუქტის და გამზადებული კერძის თბილ ადგილას შენახვისას და მაცივარშიაც კი, თუ კერძს დიდხანს შევინახავთ. ამგვარი, ე.ი. ტოქსიკოინფექციური წარმოშობისაა მოწამვლა ხორცის კერძებით, შაშხით, ძეხვეულით, თევზით, კონსერვით, გამზადებული კერძებით და კრემიანი ნამცხვრებით. ანაერობულ პირობებში (ე.ი. უჰაერო) ვითარდება ბოტულიზმის ბაქტერია, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებას იწვევს.

    მწვავე გასტრიტის მოვლენები მკვეთრად ვლინდება სიმთვრალეში და სიმთვრალის შემდეგ. მისი მიზეზი შეიძლება გახდეს ზოგიერთი წამლის მიღება, როგორიცაა ნორსულფაზოლი, ტეტრაციკლინი, სალიცილმჟავა ნატრიუმი, ასპირინი, პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი, ტრიამსინოლონი, კენოკორტი, დიგოქსინი, იოდი და სხვა.

    გარკვეული მნიშვნელობა აქვს ალერგიას და თანდაყოლილ აუტანლობას (იდიოსინკრაზიას) ზოგიერთი პროდუქტის მიმართ. ამიტომაა, რომ მწვავე გასტრიტის მოვლენები ზოგიერთ ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს ცხიმიანმა რძემ, კვერცხმა, ხენდრომ, მარწყვმა, ღორისა და ცხვრის მსუქანმა ხორცმა და სხვა სანოვაგემ.

    მწვავე გასტრიტის მოვლენები ვითარდება ზოგიერთი ინფექციური, ვირუსებით და ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებით, როგორიცაა გრიპი, ენტეროვირუსული დაავადება, ფილტვების ანთება, ეპიდემიური ჰეპატიტი და სხვა.

    ავადმყოფური მოვლენები სწრაფად ვითარდება ჩვეულებრივ საჭმლის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ქიმიური ნივთიერებებით (დარიშხანით, ფოსფორით და სხვ.) მოშხამვისას მოვლენები მაშინვე აღმოცენდება. ავადმყოფს აქვს გულისრევა, სიმძიმის, ზოგჯერ კი ტკივილის შეგრძნება კუჭის არეში. ამას მოსდევს პირღებინება, რომელიც შეიძლება რამდენჯერმე განმეორდეს. ბევრს აღენიშნება ფაღარათი და ტკივილი მუცელში. ტოქსიკოინფექციის შემთხვევაში მატულობს სხეულის ტემპერატურა, ადამიანს იპყრობს საერთო სისუსტე.

    მძიმედ მიმდინარე მწვავე გასტრიტის შემთხვევავში ხანგრძლივი პირღებნინებისა და ფაღარათის გამო ვითარდება წყალ-მარილოვანი ნაკლებობის ნიშნები: თვალები ჩაცვენილია, კანზე გამოიყოფა ცივი, წებოვანი ოფლი, კიდურები იკრუნჩხება, წვივის კუნთები მტკივნეულია, სისხლის წნევა დაბალი. განსაკუთრებით სახიფათოა ასეთი მდგომარეობა ბავშვებისა და მოხუცებისათვის.

    ქრონიკული გასტრიტი კუჭის ლორწოვანი გარსისა და კუჭის წვენის გამომყოფი ჯირკვლების ანთებითი დაავადებაა. იგი დაკავშირებულია მთელ რიგ მავნე ფაქტორებთან. ერთ-ერთი მათგანია კვების რეჟიმის დარღვევა, როდესაც ადამიანი მთელი დღე არაფერს ჭამს და მერე ერთბაშად ვახშმად მიიღებს საკვების დიდ რაოდენობას. გასტრიტის განვითარებას ხელს უწყობს აგრეთვე უხარისხო, უხეში, მშრალი საჭმელი, ზედმეტად მსუქანი, ერთგვაროვანი საკვები, ალკოჰოლიანი სასმელები, თამბაქოს წევა. მაგრამ არც თუ იშვიათად ავად ხდება ისეთი ადამიანი, რომელიც ყოველთვის ნორმალურად იკვებებოდა. ერთგვარი მნიშვნელობა აქვს მემკვიდრეობასაც.

    პრაქტიკული თვალსაზრისით გასრიტებს ჰყოფენ კუჭის წვენის მჟავიანობის მიხედვით, რაც დგინდება ზონდით მიღებული კუჭის წვენის ქიმიური გამოკვლევების საშუალებით. ერთგვარ, მაგრამ არაზუსტ წარმოდგენას კუჭის წვენის სეკრეციაზე იძლევა შარდში
    ფერმენტ უროპეფსინის გამოკვლევა. ამ მეთოდებზე დაყრდნობა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია კუჭის წვენის ამოღება ზონდით. ასევე გვხვდება, მაგალითად, თუ ავადმყოფს აქვს გულის, ფილტვების მძიმე დაავადება.

    სეკრეციის მჟავიანობის მიხედვით შეიძლება გამოვყოთ 4 სახის მდგომარეობა:
    1. მომატებული მჟავიანობა, ანუ ჰიპერაციდული მდგომარეობა;
    2. კუჭის წვენის მჟავიანობა ნორმის ფარგლებში - ნორმაციდული მდგომარეობა;
    3. კუჭის წვენის მჟავიანობა დაქვეითებული - სუბაციდური მდგომარეობა;
    4. კუჭის წვენის გამომუშავება უკიდურესად დაკნინებულია და იგი სრულებით აღარ შეიცავს მარილმჟავს - ანაციდური მდგომარეობა, ანუ კუჭის აქილია.
    news
    news
    Moderator
    Moderator


    გასტრიტი Empty Re: გასტრიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:51 pm

    კუჭის წვენის გაძლიერებული გამოყოფით და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე ე.წ. ჰიპერაციდიული გასტრიტის დროს ავადმყოფს აწუხებს გულძმარვა, ზოგჯერ კი ტკივილი კუჭის არეში. ეს მოვლენები ხან მალე იწყება - საჭმლის მიღებიდან 20-30 წუთის შემდეგ, ხან კი მოგვიანებით, 2 საათის შემდეგ. ზოგ ავადმყოფს გულძმარვა და ტკივილი აქვს შუაღამისას და დილით უზმოზე. ეს შემაწუხებელი გამოვლენები და მათი სიძლიერე დაკავშირებულია საჭმლის ხასიათთან; უფრო ძლიერია შემწვარი, მლაშე, ცხარე კერძის, მაგარი ბულიონის, ტკბილეულის გავლენა. მათ აძლიერებს ალკოჰოლიანი სასმელი, სიგარეტის მოწევა. ავადმყოფს მადა კარგი აქვს, ზოგს გაძლიერებულიც. ტკივილს და გულძმარვას დროებით აჩერებს ჭამა, ბორჯომის ან სოდიანი წყლის დალევა.

    ნორმაური მჟავიანობით მიმდინარე ე.წ. ნორმაციდული გასტრიტიც ზემოაღწერილის მსგავს მოვლენებს იძლევა, მაგრამ ნაკლები სიმწვავით გამოხატულს, ვიდრე მაღალი მჟვიანობი დროს.

    კუჭის წვენის დაქვეითებული მჟავიანობით (სუბაციდური გასტრიტი) ან მარილმჟავას გამომუშვების შეწყვეტით მიმდინარე (ანაციდური გასტრიტი) გასტრიტი სხვადასხვაგვარ მოვლენებს იძლევა. ავადმყოფი უჩივის უმადობას, ცუდ გემოს პირში და გემოვნების გრძნობის შესუსტებას. ჭამისას მას სწრაფად ევსება კუჭი, გრძნობს სიმძიმეს და ყრუ, არაინტენსიურ ტკივილს კუჭის არეში. ხშირად გამოხატულია ზოგადი მოვლენები: უხალისობა, საერთო სისუსტე, მოდუნება, ხელების და ფეხების საერთო მცივანობა, დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება. ზოგიერთი ავადმყოფი კარგავს ინტერესს გარემოსადმი, თავის განწყობილებას ჰყვება და ლოგინში წოლას არჩევს. შეიძლება დაიბადოს კიბოს შიში, რაც არ არის გამართლებული. ასეთი ავადმყოფი ფერმკრთალია, თუმცა არა აქვს ანემია, კანი მშრალია; ზოგჯერ აღინიშნება თმის ბოლოების გახლეჩა, თმის ცვენა; ფრჩხილები თხელია, ადვილად მტვრევადი, კრიალს მოკლებული.

    ავადმყოფი სრულყოფილად შესწავლას მოითხოვს, რადგან ქრონიკული გასტრიტი ხშირად შერწყმულია ნაღვლის ბუშტის ანთებასთან, ნაღველ-კენჭოვან დაავადებასთან, ქრონიკულ ჰეპატიტთან, ენტეროკოლიტთან, ზოგჯერ კი ანემიასთან.

    ხალხური მედიცინით მკურნალობა - გასტრიტი კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობით


    კ ო მ ბ ო ს ტ ო
    კომბოსტოს ახლადგამოწურული წვენი გამოიყენება დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის, წყლულოვანი, ღვიძლისა და ელენთის დაავადებების დროს. ღებულობენ 1/2 ჭიქა წვენს 30 წუთით ადრე ჭამამდე თბილი სახით.

    პ ი რ შ უ შ ხ ა
    პირშუშხას ფესვებს ხეხავენ სახეხზე და წურავენ. ღებულობენ 1 ჩაის კოვზს ჭამამდე 20 წუთით ადრე. პირშუშხას წვენი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას.

    შ ა ვ ი მ ო ც ხ ა რ ი
    სვამენ 1/4 ჩაის ჭიქა შავი მოცხარის ცოცხალ წვენს დღეში 3-ჯერ.

    ხ ა ხ ვ ი
    1 ჩაის კოვზი ხახვის ცოცხალი წვენის მიღება დღეში 3-4-ჯერ საუკეთესო საშუალებაა კუჭის ანთებითი პროცესების დროს.

    ვ ა შ ლ ი ს ძ მ ა რ ი
    1 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი დამატებული 1 ჩაის ჭიქა ცივ წყალში მიღებული უზმოზე, შველის დაბალ მჟავიანობას, ამცირებს არტერიულ წნევას და აკლებს წონაში.

    თ ა ფ ლ ი
    1 სუფრის კოვზი თაფლი გახსნილი ცივ წყალში ამაღლებს მჟავიანობას.

    მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა
    მრავალძარღვას ცოცხალი წვენი - 1 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ ჭამამდე ამაღლებს მჟავიანობას.
    მშრალი ფოთლებისაგან კი ამზადებენ ნახარშს ან ნაყენს და ღებულობენ დღეში 3-ჯერ 1/2 ჩაის ჭიქას ჭამამდე 15 წუთით ადრე.

    ძ ა ხ ვ ე ლ ი
    როდესაც კუჭის წვენის მჟავიანობა ნულზეა, ამზადებენ ასეთ წამალს:
    მკურნალობას ჭირდება 1 ვედრო ძახველი. ფრთხილად აცლიან წითელ კენკრას. იღებენ 3 ლიტრიან 3 ქილას და ავსებენ კენკრით. სამივეს ასხამენ ცივ წყალს. თავზე აფარებენ მარლას. აჩერებენ ოთახში 10-12 დღე. შემდეგ ქილებს დგამენ მაცივარში ქვედა თაროზე და ნომრავენ. ღებულობენ 50 მლ წვენს ჭამის წინ. ჯერ პირველი ქილიდან სვამენ, რომ დაიცლება, ისევ ავსებენ წყლით და აჩერებენ. სმას აგრძელებენ მეორე ქილიდან. ისიც რომ დაიცლება, ავსებენ წყლით და გადადიან მესამე ქილაზე. ამ სითხეს იქამდე სვამენ, სანამ კენკრას ფერი არ დაეკარგება. თუ საჭიროა კურსს იმეორებენ. გარდა იმისა, რომ ძახველის კენკრა მჟავიანობას მატებს, მასში არის უამრავი ვიტამინი.

    ხალხური მედიცინით მკურნალობა - გასტრიტი კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობით


    * კარტოფილის ცოცხალი წვენის მიღება 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ ჭამის წინ, ადაბლებს მჟავიანობას.
    * თაფლს ხსნიან თბილ წყალში და ღებულობენ დილით უზმოზე და ღამე ძილის წინ.
    * სტაფილოს ცოცხალი წვენის მიღება (1 ჩაის ჭიქა) 1 საათით ადრე ჭამამდე დღეში 2-3-ჯერ შველის კუჭის წვენის მაღალ მჟავიანობას.
    * ბორჯომის წყალი თბილი სახით (გაზგაცლილი) შველის მაღალ სიმჟავეს.

    ნაკრები
    ფარსმანდუკი - 2 სკ. კრაზანა - 2 ს.კ. გვირილა - 2 ს.კ. პიტნა - 2 ს.კ. ქრისტესისხლა - 1 ს.კ. ურევენ კარგად და 1 სუფრის კოვზ ბალახს ადუღებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში.
    მიღება: 1/3 ჭიქა დღეში 4-ჯერ ჭამის წინ.

    გააფართოვეთ თემა: გასტრიტი

      Current date/time is Mon Nov 11, 2024 5:53 pm