ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    გლაუკომა

    news
    news
    Moderator
    Moderator


    გლაუკომა Empty გლაუკომა

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:55 pm

    გლაუკომა Glaukoma
    გლაუკომის ძირითადი ნიშანია თვალისშიგა წნევის მომატება, რის გამოც მეტ-ნაკლებად ქვეითდება მხედველობა. არჩევენ პირველად, თანდაყოლილ და მეორეულ გლაუკომას.

    პირველადი გლაუკომა ორივე თვალის დაავადებაა, უვითარდებათ ხანშესულ პირებს, მის განვითარებას ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული სისტემის დაავადებანი, პათოლოგიური კლიმაქსი, შაქრიანი დიაბეტი.

    დაავადებას ორი ძირითადი სახე აქვს. პირველისთვის დამასახიათებელია ქრონიკული მიმდინარეობა, მხედველობის პერიოდული დაბინდვა, სინათლის წყაროს ირგვლივ ცისარტყელას რგოლები, სამუშაო სათვალის ხშირი გამოცვლა-გაძლიერება. ამ ფონზე მოსალოდნელია თვალის შეტევითი ხასიათის ტკივილი, მხედველიბის მკვეთრი შემცირება. თვალის ტკივილთან ერთად დამძიმებულია ზოგადი მდგომარეობა, აღინიშნება გულის რევა, თავის ტკივილი კეფის არეში. ზოგადი მოვლენები ზოგჯერ იმდენად ძლიერ არის გამოხატული, რომ ავადმყოფი არავითარ ყურადღებას არ აქცევს თვალს, მიმართავენ ნევროპათოლოგს, თერაპევტს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი გზა არის თვალის ექიმის კონსულტაცია, რომელიც თავდაპირველად ეცდება მოხსნას შეტევა თვალის წვეთებით და სხვა საშუალებებით, ხოლო, თუ 24 საათის განმავლობაში მიზანს ვერ მიაღწია, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა.

    მეორე სახის გლაუკომას არ ახასიათებს თვალის ტკივილი. მას მხოლოდ მხედველობის დაქვეითება მოჰყვება. დიაგნოზის დროულად დადგენისათვის საკონსულტაციოდ უნდა მივმართოთ თვალის ექიმს. ჩვენს ქვეყანაში გლაუკომის ადრეული გამოვლინების მიზნით სპეციალური პროფილაქტიკური გასინჯვები ტარდება პოლიკლინიკებში, საავადმყოფოში არსებობს სპეციალური კაბინეტი, სადაც 40 წლის ასაკიდან ნებისმიერი დაავადების მქონე ავადმყოფს უსინჯავენ თვალშიგა წნევას. საეჭვო შემთხვევაში დიაგნოზის დაზუსტებას აწარმოებს უკვე თვალის ექიმი.
    თანდაყოლილი გლაუკომის მიზეზი თვალის კაკლის აგებულების ნაკლია. ის გამოვლინდება დიდი ზომის რქოვანა გარსებით. დროულად გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია კარგ შედეგს იძლევა.

    მეორეული გლაუკომა თვალის სხვა დაავადებების გართულებას წარმოადგენს და ამიტომ მისი პროფილაქტიკა ძირითადი დაავადების დროული და სწორი მკურნალობაა.

    გლაუკომით დაავადებულები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. პოლიკლინიკის ექიმებს მათი მიღებისათვის სპეციალური დღე აქვთ გამოყოფილი. ავადმყოფს უნდა ახსოვდეს, რომ გლაუკომა არ არის განუკურნებელი დაავადება: არსებობს მრავალი კარგი სამკურნალო საშუალება, მაგრამ თვით ავადმყოფი ზუსტად უნდა იცავდეს ექიმის დანიშნულებას.

    ავადმყოფმა არ უნდა მიიღოს ის პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ ატროპინს, ბელადონას, კოფეინს, არ დალიოს ყავა, მაგარი ჩაი,ალკოჰოლი, სიგარეტი. უნდა მოერიდოს ნერვულ და ფიზიკურ დაძაბულობას, ღამის ცვლაში მუშაობას, სიბნელეში ხანგრძლივად ყოფნას, მზეზე თავშიშველა სიარულს. დღე-ღამეში უნდა ეძინოს 8 სთ და თავი მაღალ სასთუმალზე ედოს. ძილის წინ ჭამა დაუშვებელია. არ უნდა ეცვას მოჭერილ საყელოიანი ტანსაცმელი, რათა არ შეფერხდეს თავის არეში სისხლის მიმოქცევა, არ ვარგა მუქი სათვალის ტარება, საჭიროა ღია მწვანე სათვალე. საშიშია თავის დაბანა ცხელი წყლით და აბანოში დიდხანს ყოფნა. მავნებელია დღეში 1,5 ლიტრზე მეტი სითხის მიღება. წყურვილის დასაოკებლად სასურველია ლიმონის წვენიანი ან ვაშლის ძმრიანი წყლის დალევა. ტელევიზორის ყურება შეიძლება მხოლოდ განათებულ ოთახში არა უმეტეს 2 მ მანძილიადან. კითხვა, ქსოვა და კერვა დასაშვებია კარგად განათებულ ოთახში. აუცილებელია გლაუკომის გამომწვევი დაავადებების - ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, ათეროსკლეროზის, კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობაც.

    საჭიროა ნერვული და ფიზიკური დაძაბულობის თავიდან აცილება, ამიტომ სახლშიც და სამუშაოზეც მშვიდი პირობები უნდა იყოს შექმნილი.

    გლაუკომის მკურნალობა


    * ოკულისტთან მკურნალობასთან ერთად დამატებით საშუალებად შეიძლება გამოყენებულ იქნას ხალხური წამალი. იღებენ 0,5 ჭიქა ჭინჭრის ფოთლებს, 1 ჩაის კოვზ შროშანას ყვავილს, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს. აჩერებენ 8-9 სთ შეფუთულს ბნელ ადგილას. წურავენ. უმატებენ 1/2 ჩაის კოვზ სასმელ სოდას. მიღებულ ნაყენს იდებენ თვალზე (საფენით) დღეში 2-ჯერ. ჭინჭრის ფოთლებს აგროვებენ აპრილ-მაისში.

    * იღებენ თითო სუფრის კოვზ კოჭას (имбирь), ძირტკბილას ფესვს (დაქუცმაცებულს), დარიჩინს (корица), წიწიბურას ყვავილებს, შავბალახასა და ბარამბოს, ურევენ კარგად. 1 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ, წურავენ. ღებულობენ 1-2 ჭიქას 3-ჯერ დღეში.

    * ქრისტესისხლას ცოცხალ წვენს ურევენ იმავე რაოდენობის ანადუღარ, გაციებულ წყალში. ასველებენ სუფთა საფენს და იდებენ თვალზე დღეში 2-ჯერ. ამ რეცეპტს იყენებენ კატარაქტისა და გლაუკომის დროს (არა შეტევის პერიოდში).
    * შეტევის დროს იკეთებენ წერტილოვან მასაჟს. იმუშავებენ წერტილებს, რომელიც მდებარეობს დიდ და საჩვენებელ თითებს შორის. მასაჟის ხანგრლივობა უნდა იყოს 3 წთ.

    * საუკეთესო საშუალებაა თვალის დაავადებათა სამკურნალოდ მოცვის მიღება ნებისმერი სახით.

    * B6 ვიტამინის მიღება დღეში 50-75 მგ არეგულირებს თვალშიგა წნევას. ამ ვიტამინს შეიცავს: ბანანი, ლუდის საფუარი, ხორბალი, ქერი, სიმინდი, ლობიო, ბარდა ასევე აუცილებელია C, D ვიტამინები და კალციუმი.
    * გლაუკომის პროფილაქტიკისათვის საჭიროა ძილის წინ ზედა ქუთუთოების გაწმენდა თაფლის წყალხსნ
    არით (1:1).
    გააფართოვეთ თემა: გლაუკომა

      Current date/time is Mon Nov 11, 2024 5:59 pm