ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    თრომბოფლებიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    თრომბოფლებიტი Empty თრომბოფლებიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:19 pm

    თრომბოფლებიტი Tromboflemiti

    თრომბოფლებიტი ეწოდება ვენის კედლების ანთებას და მის სანათურში თრომბის წარმოქმნას. როდესაც აღინიშნება მხოლოდ ვენის კედლის ანთება, საქმე გვაქვს ფლებიტთან.

    დაავადების გამომწვევი ფაქტორებიდან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფექცია, ჭრილობები, დახურული დაზიანებები, მშობიარობა, ინფექციური დაავადებები , სისხლის შემადგენლობის ცვლილებები, მისი შემადედებელი ცვლილებების გაძლიერება, ვენების გაგანიერება, სისხლდენის შენელება და სხვა. ამ მხრივ ქვედა კიდურები უფრო არახელსაყრელ პირობებშია, ვიდრე ზედა კიდურები, და ამიტომაც არის, რომ თრომბოფლებიტის შემთხვევათა თითქმის 95% ქვედა კიდურებზე მოდის, უფრო ხშირად მარცხენა ქვედა კიდურზე.

    უნდა ავღნიშნოთ, რომ ბოლო ხანებში თრომბოფლებიტის შემთხვევებმა თვალსაჩინოდ იმატა გრიპული და სხვადასხვა სახის ინფექციების გამო, გლუკოზის, ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების ვენაში შეყვანით გამოწვეულ გართულებათა შედეგად.

    არჩევენ მწვავე და ქრონიკულ, ლოკალიზაციის მიხედვით - ღრმა და ზერელე, ხოლო ანთებითი პროცესის მიხედვით - ჩირქოვან და არაჩირქოვან თრომბოფლებიტს.

    ღრმა ვენების მწვავე თრომბოფლებიტი იწყება ძლიერი ტკივილით ვენური სისხლძარღვების მიმართულებით, შეშუპებით, მაღალი ტემპერატურით. ვენები გამსხვილებულია, ზონრის სახით ისინჯება წვივისა და ბარძაყის სისქეში. როდესაც შეშუპება მკვეთრადაა გამოხატული, კიდური გაფერმკრთალებულია, შემდეგ კი მოლურჯო ფერს ღებულობს.

    ღრმა ვენების თრომბოფლებიტის მიმდინარეობა დამოკიდებულია დროული მკურნალობის დაწყებასა და მის ხასიათზე. თუ ანტიკოაგულანტებით (სისხლის გამათხელებელი და თრომბის დამშლელი საშუალებით) მკურნალობას დაიწყებენ დაავადების პირველსავე საათებში, თრომბი დაიშლება, ვენის სანათურის რეკანალიზაცია მოხდება და ავადმყოფი განიკურინება. მკურნალობის დაგვიანება, პროცესის სიმძიმისა და გავრცელების გამო ვენის სანათურის გამავლობა არ აღდგება, იგი უქმდება, ან შევიწროვებული რჩება, რის გამოც ისპობა ვენის კედლის ელასტიკურობა, პროცესი გადადის ქრონიკულ ფორმაში, რომელიც იწვევს გამწვავებასა და რეციდივს.

    ქირურგიული თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვედა კიდურის გაგანიერებული ვენების თრომბოფლებიტი, რაც ვენური კვანძების გამკვრივებით, კანის ჰიპერემითა და მაღალი სიცხიანობით გამოვლინდება. ზოგჯერ ანთებითი პროცესი ვენის ირგვლივ მდებარე კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილზე გადადის და წარმოიქმნება ინფილტრატი, რომლის შესრუტვას დიდი დრო სჭირდება.

    გართულებებიდან აღსანიშნავია დაჩირქება, ემბოლია (სისხლძარღვის სანათურის დახშობა სისხლის ნაკადით მოტანილი ნაწილაკებით - თრომბით, ცხიმით) და სხვ.

    თრომბოფლებიტი ხშირად ვითარდება ოპერაციის შემდგომ, რასაც ხელს უწყობს ხანგრძლივი, უმოძრაო წოლა. ამიტომ საწოლში ავადმყოფის აქტიური ყოფნა და ნაადრევი წამოყენება თრომბოფლებიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა.

    თრომბოფლებიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ს ვ ი ა
    1 სუფრის კოვზ სვიის გირჩებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს და აცხელებენ წყლის აბაზანაში 15 წუთით. სვამენ დღეში 3-ჯერ 100 გრ. ბინტს ასველებენ ამ სითხეში და იდებენ გაფართოებულ ვენებზე. მკურნალობის კურსი 10 დღეა.

    ც ხ ე ნ ი ს წ ა ბ ლ ა
    იღებენ 50 გრ ცხენისწაბლას ყვავილებს ან ნაყოფს, ასხამენ 0,5 ლ არაყს, აჩერებენ 2 კვირა თბილ, ბნელ ადგილას, ანჯღრევენ ყოველდღიურად. ღებულობენ 30-40 წვეთს 3-4-ჯერ დღეში, 3-4 კვირის განმავლობაში.

    თ ა ფ ლ ი დ ა ნ ი ო რ ი
    იღებენ 250 გრ გასუფთავებულ, გახეხილ ნიორს. ასხამენ 350 გრ თხევად თაფლს, ურევენ და დგამენ 1 კვირა. ღებულობენ სუფრის კოვზით დღეში 3-ჯერ 40 წუთით ადრე ჭამამდე. კურსი 1-2 თვეა.

    კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
    ბულგარულ ხალხურ მედიცინაში ვარიკოზულ წყლულებს მკურნალობენ ცოცხალი გახეხილი კარტოფილით. წყლულებზე ადებენ 1 სმ სისქის ფენა გახეხილ კარტოფილს, ზემოდან კი აფენენ 6-8 ფენა ბინტს. იჩერებენ 4-5 საათს, შემდეგ ცვლიან ახლით.

    პ ა მ ი დ ო რ ი
    გაფართოებულ ვენებზე კარგია პამიდორის ნაჭრების დადება.

    ვ ა შ ლ ი ს ძ მ ა რ ი
    ვისაც პროთრომბინი აქვს მაღალი, უნდა სვას 1 ჩაის ჭიქა ცივ ან ცხელ წყალში გახსნილი 1-2 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ჭამის წინ, დღეში 1-2-ჯერ. შველის გაფართოებულ ვენებს.

    კ ბ ი ლ ი ს ტ კ ი ვ ი ლ ი
    * კბილის ტკივილის დროს ივლებენ პირის ღრუში სალბის, კრაზანას, გვირილის ან მყრალა ბალახის ნახარშს.

    * წვავენ ვირისტერფას მშრალ ფოთლებსა და ბოლს უშვებენ მტკივნეულ კბილთან.

    * კბილის ღრუში იდებენ დინდგელს.

    * მწარე წიწაკას ასხამენ არაყს და აჩერებენ რამდენიმე დღე. კბილის ტკივილის დროს პირში იგუბებენ. ტკივილი მალე გაივლის.


    გააფართოვეთ თემა: თრომბოფლებიტი

      Current date/time is Mon Nov 11, 2024 6:38 pm