ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები Empty ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:28 pm

    ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები Nagvelkenchovanidaavade

    ნაღველი გამომუშავდება ღვიძლში. იგი რთული შემადგენლობისაა: შეიცავს ნაღვლის მჟავსას, ქოლესტერინს და სხვა ნივთიერებებს. ფერს აძლევს პიგმენტი ბილირუბინი. ნაღველი ბუშტში გროვდება და შემდეგ საჭიროებისას ნაღვლის საერთო სადინარით თორმეტგოჯა ნაწლავში ჩაედინება, სადაც მონაწილეობს საჭმლის მონელებაში, ქმნის შესაფერის ქიმიურ არეს ცხიმის დამშლელი ფერმენტის ლიპაზის მოქმედებისათვის.

    ამ საკითხზე ამომწურავი პასუხის გაცემა ჯერჯერობით ძნელია. ჩვენ ვიცით მხოლოდ ის პირობები, რომლებიც ერთგვარად უწყობენ ხელს კენჭის გაჩენას. ეს არის ცხიმის ცვლის მოშლა ზოგადი სიმსუქნით, ხანგრძლივი ყაბზობა. ნაღველ-კენჭოვანი დაავადება უმეტესად ისეთ ადამიანებში გვხვდება, ვინც ნაკლებს მოძრაობს, ვისაც დიდხანს ჯდომა უხდება სამუშაოსთან დაკავშირებით, უყვარს ცხიმიანი საჭმელი. ზოგჯერ ნაღველ-კენჭოვანი დაავადება თავს იჩენს ხოლმე ფეხმძიმობასთან დაკავშირებით.

    ნაღვლის კენჭი ნალექია, რომელიც შედგება ბილირუბინისაგან, ქოლესტერინისაგან, კალციუმის და ფოსფორის მარილებისაგან. იგი მხოლოდ მაშინ იძლევა შემაწუხებელ მოვლენებს, თუ სადინარისკენ გადაინაცვლა, სადაც აღიზიანებს ლორწოვანას, იჭედება სანათურში და იწვევს სანაღვლე გზების კუნთების ხანგრძლივ სპასტიკურ შეკუმშვას.

    კენჭის მოძრაობისას ვითარდება ღვიძლის ან ნაღველის ჭვალის შეტევა. უეცრად იწყება ძლიერი, ზოგჯერ აუტანელი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ეს ტკივილი ვრცელდება მარჯვენა მხარეში, ბეჭში, მკლავში. ავადმყოფს აქვს გულისრევა, მაგრამ პირღებინებას მისთვის შვება არ მოაქვს. თუ კენჭი გაიჩხირა ნაღვლის საერთო სადინარში, ხვდება ნაღვლის შეგუბება და ვითარდება სიყვითლე.

    შეტევას შეიძლება დაერთოს ნაღვლის ბუშტის და სანაღველე გზების ანთება, რომელიც სხეულის ტემპერატურის მომატებით მიმდინარეობს.

    ნაღველ-კენჭოვანი დაავადების დიაგნოზის დასადასტურებლად მიმართავენ ქოლეცისტოგრაფიის მეთოდს. ამისათვის გამოსაკვლევ პიროვნებას აძლევენ იოდის შემცველ ნივთიერებას, რომელიც თავს იყრის ღვიძლში და ნაღველთან ერთად იწყებს გამოყოფას (ბილიტრასტი, იოპაგნოსტი და სხვა), შემდეგ გადაიღებენ სურათს რენტგენის სხივებით. საკონტრასტო ნივთიერებების იოდი შთანთქავს რენტგენის სხივებს, ხოლო კენჭის ნივთიერება ამ სხივებს კარგად ატარებს და ფირზე მიიღება მათი გამოსახულება. კენჭის გამოსახულების მიღება შეიძლება აგრეთვე ულტრამაღალი სიხშირის ბგერის ანარეკლის შესწავლით - ექოსკანირების მეთოდით.

    ნაღველ-კენჭოვანი დაავადების მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ბ ო ლ ო კ ი
    ხეხავენ ბოლოკს წვრილ სახეხზე, წურავენ წვენს, ურევენ იმდენივე თაფლს, ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში ერთხელ. დოზას ყოველდღიურად ზრდიან და მიჰყავთ 1 ჭიქამდე.

    პ ი რ შ უ შ ხ ა (хрень)
    ხეხავენ პირშუშხას ძირებს, იღებენ აქედან 4 სუფრის კოვზს, ასხამენ 1 ჩაის ჭიქა რძეს, მიჰყავთ ადუღებამდე, აქრობენ ცეცხლს, მაგრამ ტოვებენ ქურაზე. გაგრილების შემდეგ წურავენ. ღებულობენ თითო სუფრის კოვზს ხშირ-ხშირად.

    კ ო მ ბ ო ს ტ ო და პ ო მ ი დ ო რ ი
    ერთმანეთში ურევენ კომბოსტოს მწნილისა და პამიდორის ცოცხალ წვენს თანაბარი რაოდენობით.
    მიღება: დღეში 3-ჯერ თითო ჩაის ჭიქა ჭამამდე.

    ზ ე ი თ უ ნ ი ს ზ ე თ ი დ ა ლ ი მ ო ნ ი
    მკურნალობისათვის საჭიროა 1/2 ლ ზეითუნის ზეთი და 1/2 ლ ლიმონის წვენი. საკვების ბოლო მიღება უნდა მოხდეს მკურნალობის დაწყებამდე 6 საათით ადრე.

    თავდაპირველად სვამენ 4 ს.კ. ზეითუნის ზეთს და ნელა აყოლებენ 1 ს.კ. ლიმონის წვენს. ეს პროცედურა მეორდება ყოველ 15 წუთში ზუსტად. როდესაც მთლიანად დაილევა ზეითუნის ზეთი, უცებ დააყოლებენ დარჩენილ ლიმონის წვენს. რამდენიმე დღის შემდეგ ქვები უმტკივნეულოდ გამოდის. ასეთი მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

    ლ ი მ ო ნ ი
    ნაღვლის ბუშტში ქვებს შლის ყოველ დილას უზმოზე მიღებული 1 ჩაის ჭიქა ცხელ წყალში ჩაწურული 1 ცალი ლიმონი. კურსი 10 დღეა.

    ა ს კ ი ლ ი ს ფ ე ს ვ ე ბ ი დ ა ე ნ დ რ ო ს ძ ი რ ე ბ ი
    ასკილის ფესვებსა და ენდროს ძირებს აქუცმაცებენ, დებენ ჩაიდანში და ადუღებენ დაბალ ცეცხლზე 1 საათის განმავლობაში. აჩერებენ 30 წთ.
    მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე (ოდნავ შემთბარი).

    გააფართოვეთ თემა: ნაღველ-კენჭოვანი დავაადებები

      Current date/time is Mon Nov 11, 2024 5:45 pm