ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ქოლეცისტიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ქოლეცისტიტი Empty ქოლეცისტიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 8:27 pm

    ქოლეცისტიტი Xolecistiti

    ქოლეცისტიტი - ნაღვლის ბუშტის ანთება. ეს დაავადება შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ, ზედმეტმა საკვებმა, უმოძრაო ცხოვრების წესმა, შეკრულობამ, ინფექციამ და ა.შ.


    ქოლეცისტიტის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ს ი მ ი ნ დ ი ს უ ლ ვ ა შ ი
    1 სუფრის კოვზ სიმინდის ულვაშს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 2 სთ. შემდეგ წურავენ.
    მიღება: 1 სუფრის კოვზი ყოველ 3 საათში.

    თ ა ვ შ ა ვ ა
    1 ჩაის კოვზ თავშავას ბალახს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 2 სთ.
    მიღება: 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

    ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
    2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფარსმანდუკს ხარშავენ 1 ჭიქა მდუღარეში 5 წთ. აჩერებენ 1 სთ. შემდეგ წურავენ.
    მიღება: 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე.

    დ ა ფ ნ ი ს ზ ე თ ი
    იღებენ 200 გრ მცენარეულ ზეთს (უკეთესია ზეითუნის), ასხამენ 30 ცალ დაფნის დაქუცმაცებულ ფოთლებს, აჩერებენ 3-6 დღე. შემდეგ წურავენ. ღებულობენ ქრონიკული ქოლეცისტიტისა და ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ.
    მიღება: 10-15 წვეთი რძით ან ჩაით 2-3-ჯერ დღეში.

    ქოლეცისტიტის სამკურნალოა აგრეთვე:
    მრავალძარღვა, კოწახურის ნაყოფი, ქრისტესისხლა, კრაზანა, პიტნა, ბაბუაწვერას ყვავილები, ულეწელა (ვარდკაჭაჭა) და სხვა.

    გააფართოვეთ თემა: ქოლეცისტიტი

      Current date/time is Mon Nov 11, 2024 6:36 pm