ინტერნეტ ფორუმი

news


    წითელა

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    წითელა

    Post by news on Wed Apr 08, 2009 7:02 am


    წითელას იწვევს ვირუსი, რომელიც გარემოში ძალიან მალე იღუპება. ამიტომ ეს ინფექცია მხოლოდ ავადმყოფისგან გადაეცემა და მესამე პირით არ ვრცელდება, ვირუსი გამოიყოფა ცხვირის ცემინების, დახველების, ლაპარაკის დროს. რათა დაავადება გადაეცეს, საკმარისია ავადმყოფთან ხანმოკლე შეხვედრა, ზოგჯერ მეორე ოთახში ყოფნაც კი. ავადმყოფობა გადამდებია პირველ დღეებში და გამონაყარის გამოჩენიდან 5 დღის განმავლობაში. ავადდებიან უმთავრესად ბავშვები, იშვიათად 16-17 წლის მოზარდებიც.

    დაავადების ფარული პერიოდი საშუალოდ 10-11 დღეს უდრის, მერე იწყება ე.წ პროდრომული პერიოდი: ავადმყოფს უმატებს სიცხე, აქვს საერთო სისუსტე, თავის ტკივილი, ცუდად სძინავს, ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანების გაღიზიანების გამო ეწყება ცხვირცემინება, ხველა, თვალები უწითლდება, ცრემლი სდის, სახე და ქუთუთოები შეშუპდება. თვალების ლორწოვანი გარსის ანთების გამო ერიდება სინათლეს. მე-2-3 დღეს გამოვლინდება მეტად დამახასიათებელი ნიშანი - ხახისა და პირის ღრუს ლორწოვანები შეწითლდება, შეშუპდება და ლოყის შეიგნითა ზედაპირზე ჩნდება წვრილი, ქაოტურად მიფრქვეული, წითელი არშიით, შემოვლებული თეთრი წერტილები (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები).

    მე-4 დღიდან იწყება დამახასიათებელი ლაქოვან-კვანძოვანი ღია წითელი ფერის სხვადასხვა ზომის გამონაყარი კანზე. ამ პერიოდში ტემპერატურა უფრო მაღალ ციფრებს აღწევს. გამონაყარი იწყება სახიდან, მერე ვრცელდება სხეულზე, შემდეგ კიდურებზე. გამონაყარი მთავრდება მე-6-7 დღეს. სიცხე თანდათან ნორმას უბრუნდება, გამონაყარიც ისეთივე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და დიდხანს რჩება კვალი ლაქების სახით. თუ გამონაყარი უხვი იყო აღინიშნება ქატოსებრი აქერცვლა.

    გამოჯანმრთელების პერიოდში ბავშვი ხანგრძლივი დროის მანძილზე დასუსტებულია და დაქვეითებული აქვს გამძლეობა ამა თუ იმ დაავადების მიმართ. განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს წითელა ხელოვნური კვებით გაზრდილ, რაქიტით ან სხვა დაავადებით დაუძლურებულ, აგრეთვე 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. წითელას ყველაზე მძიმე გართულებას (განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბაშვებში) წარმოადგენს ფილტვების ანთება, ხორხის ანთება (კრუპი) სტომატიტი, ყურის ანთება; სკოლის ასაკის ბავშვებში კი წითელა ტვინის ანთებით რთულდება.

    წითელას გართულებული შემთხვევის მკურნალობა საავადმყოფოში ხდება, მსუბუქი მიმდინარეობისას კი ავადმყოფი შეიძლება ბინაზე იქნეს დატოვებული.


    ხალხური მედიცინა წითელას სამკურნალოდ


    ს ა მ ფ ე რ ა ი ა
    თუ ბავშვს გამონაყარი ნელა ემატება, ამზადებენ სამფერა იას მშრალი ყვავილების ნახარშს ან ნაყენს და ასმევენ ბავშვს, რათა გამონაყარი არ გავრცელდეს შინაგან ორგანოებზეც.

    ო ხ რ ა ხ უ შ ი ს ფ ე ს ვ ე ბ ი
    1 სუფრის კოვზ ოხრახუშის ახალ ან მშრალ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ფუთავენ, აჩერებენ 6-8 სთ. შემდეგ წურავენ.
    მიღება: 1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე. დაკვირვებებმა უჩვენა, რომ ეს საშუალება გამონაყარს დევნის ორგანიზმიდან და ამოკლებს დაავადების დროს.

    ჟ ო ლ ო დ ა თ ა ფ ლ ი
    2 სუფრის კოვზ ჟოლოს მშრალ ნაყოფს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. ფუთავენ, აჩერებენ 1 სთ. სვამენ როგორც ჩაის თაფლით დღეში რამდენჯერმე გრიპის, წითელასა და გაციების დროს.

    ს ა ლ ა თ ა
    სალათის ფოთლებს ჭრიან, ასხამენ ზეთსა და აჭმევენ ბავშვს წითელას დროს. ამოკლებს დაავადების ხანგრძლივობას.

    ც ა ც ხ ვ ი ს ყ ვ ა ვ ი ლ ი
    2 სუფრის კოვზ ცაცხვის ყვავილებს ასხამენ 2 ჭიქა ცხელ წყალს. ადუღებენ 10 წთ. სვამენ ღამით 1-2 ჭიქას. ამშვიდებს და აყუჩებს ტკივილებს.

    რ ჩ ე ვ ე ბ ი წ ი თ ე ლ ა ს დ რ ო ს
    1. ბავშვს თვალებს ბანენ გადადუღებული, გრილი წყლით დღეში 4-5-ჯერ.
    წითელას დროს სახის დასველება არ შეიძლება.
    2. ცხვირის ნესტოებს შიგნიდან უწმენდენ გლიცერინიანი ან ვაზელინიანი ბამბის ტამპონით.
    3. ყელში ავლებენ სალბის ნახარშს.
    4. ხველის დროს ასმევენ ტუხტის ძირების ნახარშს.

    გააფართოვეთ თემა: წითელა

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:35 am