ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    სიბერის შეფერხება

    news
    news
    Moderator
    Moderator


    სიბერის შეფერხება Empty სიბერის შეფერხება

    Post by news Wed Apr 08, 2009 7:20 am

    სიბერის შეფერხება Sibere1
    ხალხური მედიცინის დახმარებით


    სიბერე კანონზომიერი ბიოლოგიური პროცესია, მაგრამ იგი უნდა იყოს ტკივილების გარეშე. თუ ასე არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ სიბერემდე ადამიანს არასწორი ცხოვრების წესი ჰქონდა. ეს კი გულისხმობს შრომისა და დასვენების, სწორი კვების რეჟიმის დარღვევას.
    ჩვენ მრავალი წლის მანძილზე გულმოდგინედ ვიგროვებთ ორგანიზმში მავნე ნივთიერებებს, რისთვისაც ბუნება დაგვსჯის ნაადრევი დაბერებით, სხვადასხვა ავადმყოფობებით. ვინც აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდობის დასაბრუნებლად ხალხური მედიცინის რჩევებსა და საშუალებებს, იცხოვრებს დიდხანს, ქიმიური წამლებისა და დაავადებების გარეშე.


    ხალხური მედიცინა ნივთიერებათა ცვლისა და ენერგიის აღსადგენად


    ნივთიერებათა ცვლა არის ნივთიერებებისა და ენერგიის ქიმიურ გარდაქმნათა პროცესების გრძელი ჯაჭვი ცოცხალ ორგანიზმებსა და გარემოს შორის. ამ პროცესების დარღვევა იწვევს სასიცოცხლო რეაქციების შეფერხებას. მის აღსადგენად ხალხური მედიცინა მრავალ რჩევასა და რეცეპტს გვთავაზობს:

    1. ნივთიერებათა ცვლის აღსადგენად მიირთვით: ბადრიჯანი, ყურძენი, ხურტკმელი, ჟოლო, პამიდორი და სტაფილო ნებისმიერი სახით.

    ბ ა რ ა მ ბ ო
    2. ბარამბოს ყვავილების ცივი ჩაის მიღება აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

    3. ბაბუაწვერა
    * იღებენ ბაბუაწვერას ფესვებს, ღეროებსა და ფოთლებს. 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ადუღებენ 15 წთ, აციებენ 45 წთ. წურავენ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს დღეში 3-ჯერ ჭამამდე.
    * ბაბუაწვერას ახალი ფოთლები აძლიერებენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას, არეგულირებენ საჭმლის მონელებას, აუმჯობესებენ ნივთიერებათა ცვლას. მისი ნორჩი ფოთლების გამოყენება შეიძლება სალათის სახით, სვამენ წვენს (1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში).
    * ბაბუაწვერას ფესვებს (1 ს.კ.) ახამენ 1 ჩაის ჭიქა არაყს ან სპირტს. აჩერებენ 2 კვირა. შემდეგ წურავენ. ღებულობენ 30 წვეთს წყალით, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე.

    კ ა კ ლ ი ს ფ ო თ ლ ე ბ ი
    10 გრ კაკლის მშრალ ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს, ადუღებენ 15 წთ. აციებენ 45 წთ. წურავენ. ღებულობენ 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში.

    ნ ი ა ხ უ რ ი
    2 სუფრის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ნიახურის ფოთოლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა ცივ ანადუღარ წყალს. აჩერებენ 2 სთ. წურავენ.
    მიღება: 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

    ს ა ტ ა ც უ რ ი
    სატაცურის ახალგაზრდა ყლორტებს (3 ჩ.კ.) ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 2 სთ. წურავენ.
    მიღება: 1-2 ს.კ. დღეში 3-ჯერ.

    ვ ა რ დ კ ა ჭ ა ჭ ა
    2 ს.კ. ვარდკაჭაჭას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 2 ჭიქა ცხელ წყალს, ადუღებენ 30 წთ. აციებენ 10 წთ. წურავენ.
    მიღება: 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში.

    მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა
    ღებულობენ მრავალძარღვას ცოცხალ წვენს 1-2 ს.კ. ჭამამდე 30 წუთით ადრე, დღეში 3-ჯერ.

    ხ ა ხ ვ ი, თ ა ფ ლ ი დ ა რ ძ ე
    1 თავ ხახვს ჭრიან წვრილად, უმატებენ 1 სუფრის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის ჭიქა რძეს. ურევენ ერთმანეთში და სვამენ მთელი დღე.

    გააფართოვეთ თემა: სიბერის შეფერხება

      Current date/time is Sat Apr 27, 2024 10:34 am