ინტერნეტ ფორუმი

news


    გაახალგაზრდავება

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    გაახალგაზრდავება

    Post by news on Wed Apr 08, 2009 7:29 am


    რეცეპტები გასაახალგაზრდავებლად


    1. იღებენ 400 გრ ნიორს. ასუფთავებენ. ხეხავენ. 24 ცალ ლიმონს წურავენ, ურევენ ნიორსა და ასხამენ ქილაში. აფარებენ მარლას. მიღების წინ ანჯღრევენ. წინასწარ აზავებენ ანადუღარი წყლით. (2 ჩ.კ. ნარევს ხსნიან 1/2 ჭ წყალში) 1-2 კვირის შემდეგ ადამიანს ემატება ენერგია და ხალისი.
    2. ყოველდღიურად უზმოზე ღებულობენ 1 ჩ.კ. ნარევს (1 ჩაის კოვზი თხევადი თაფლისა და 1 ს.კ. მცენარეული ზეთი).
    3. ერთმანეთში ურევენ 3 ჭიქა ქაცვის წვენს, 50 გრ თაფლს, 1 ჭიქა მდუღარე წყალს, 1/2 ჭიქა პიტნის ნაყენსა და დგამენ 2 საათით სიცივეში.
    მიღება: 3/4 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე.
    4. იღებენ 300 გრ კაკალს, 300 გრ გარგარის ჩირს, 300 გრ ქიშმიშს, 3 ცალ ლიმონს კანიანად, ყველაფერს ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. უმატებენ 300 გრ თაფლსა და ურევენ. ინახავენ მაცივარში.
    მიღება: 1-2 ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ.


    სასმელი სიმხნევისათვის - "სიხარული"

    1 ჩ.კ. ჭინჭარი
    1 ჩ.კ. მატიტელა
    1 ჩ.კ. ასკილი
    ნაკრებს ასხამენ 1-1/2 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 3 სთ და სვამენ ერთ მიღებაზე.

    გააფართოვეთ თემა: გაახალგაზრდავება

      Current date/time is Fri Dec 09, 2016 6:56 am