ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ანგინა

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ანგინა Empty ანგინა

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:00 pm

    ანგინა Angina

    ეს არის ნუშისებრი მწვავე ინფექციური ანთება. ძირითადად მას სტრეპტოკოკი იწვწევს. დაავადების დაწყება შეიძლება დაკავშირებული იყოს სხეულის გაციებასთან. ზოგიერთ ადამიანს ახასიათებს გარკვეული მიდრეკილება და ხშირად ავადდება ანთებით.

    დაავადება უეცრად იწყება. ავადმყოფს აქვს ფხაჭნის, სიმშრალის და შევიწროების გრძნობა ყელში, საერთო სისუსტე. ყლაპვა გაძნელებულია, მტკივნეული. სხეულის ტემპერატურა მატულობს. ხახა შეწითლებულია, ნუშურები გადიდებული, ზოგჯერ ჩირქოვანი ნადებით, სწორი მკურნალობისას დაავადება ერთ კვირაში განიკურნება.

    მიუხედავად თითქოსდა იოლი მიმდინარეობისა, ანგინა სახიფათო დაავადებად ითვლება, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში იგი არის ნეფრიტის ან რევმატიზმის წინამორბედი. თუ მწვავე ანთება ხშირად მეორდება, მით უფრო თუ არ ტარდება სათანადო მკურნალობა, შეიძლება ჩამოყალიბდეს ქრონიკული ტონზილიტი.

    ანგინას ძირითადი სიმპტომების გამოვლენისთანავე (ყელის ტკივილი, ყლაპვის გაძნელება) საჭიროა სუსტი მადეზინფიცირებელი ხსნარების გამოვლება.
    - ბორის მჟავა (1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა წყალზე).
    - 0,1%-იანი რივანოლის ხსნარი.
    - პერეკისი (წყალბადის ზეჟანგი) - 1 ჩაის კოვზი 1 ჭიქა ანადუღარ წყალზე.
    - მარილიანი წყალი
    - მარილისა და სოდის წყალხსნარი
    - ძმრიანი წყალი
    კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) სუსტ ხსნარს უმატებენ რამდენიმე წვეთ იოდს და ივლებენ ყელში.



    ანგინის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ვ ა რ დ ი
    ყელის ტკივილის დროს ვარდის ფურცლების ნაყენი ითვლება ყველაზე ეფექტურ საშუალებად.
    1 სუფრის კოვზ ვარდის ფურცლებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს. მიიყვანენ ადუღებამდე. აჩერებენ 1 სთ და წურავენ. ივლებენ ყელში დღეში 3-4-ჯერ.

    ნ ი ო რ ი
    2-3 ნივრის კბილს ჭრიან. ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. ივლებენ ყელში დღეში 4-5-ჯერ.

    თ ა ფ ლ ი
    ანთებას ყელში თაფლიანი წყლის გამოვლება აქრობს.

    დ ი ნ დ გ ე ლ ი
    დინდგელის ღეჭვა შველის ყველა სახის ანგინას. მას ჭამის შემდეგ ნელა ღეჭავენ. დინდგელი ახალი უნდა იყოს. (ახალი დინდგელი ოდნავ წვავს დაბუჟებს ენას).

    ჭ ა რ ხ ა ლ ი
    წურავენ წარხალს. 1 ჭიქა წვენს უმატებენ 6%-იან ძმარს. ივლებენ ყელში დღეში 5-6-ჯერ.

    ა ნ თ ე ბ ე ბ ს ა ქ რ ო ბ ს ყ ე ლ შ ი:
    ა) ხახვის ახალი წვენის გამოვლება. 1 ჩ.კ. 4-ჯერ დღეში.
    ბ) სალბის ნაყენის გამოვლება.
    გ) გვირილის ყვავილებისა და კრაზანას ნაყენი.
    დ) თაფლიანი ფიჭის და ლიმონის ნაჭრის (კანიანი) ღეჭვა შველის ანგინის საწყის სტადიას.



    გააფართოვეთ თემა: ანგინა

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 1:30 pm