ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ნიკრისი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ნიკრისი Empty ნიკრისი

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:38 pm

    ნიკრისი Nikrisi

    ნიკრისის ქარები იმასთან არის დაკავშირებული, რომ ორგანიზმში დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა და სისხლში მატულობს შარდმჟავას რაოდენობა, შემდეგ შარდმჟავა ნიკრისის მარილის სახით შემაერთებელ ქსოვილში ილექება სახსრების ახლოს. იქ წარმოიშობა ე.წ. პოდაგრული კვანძები, რომლებიც იწვევენ ტკივილს, ზღუდავენ სახსართა მოძრაობას.

    პოდაგრა კრიზების სახით გამოვლინდება, რომლებსაც ჩვენმა წინაპრებმა ნიკრისის ქარები უწოდეს. ყველაზე უფრო მეტად ზიანდება ცერის, ნებ-ფალანგის და ტერფ-ფალანგის სახსრები. ადამიანს უეცრად, უფრო მეტად დილით ეწყება ძლიერი ტკივილი სახსრის არეში, თითქოს ჩანგლებია ჩარჭობილი და ისინი მარწუხებივით უჭერენ ძვალს. სახსარი შეწითლებულია, შესიებული. ამავე დროს შეიძლება მოიმატოს სხეულის ტემპერატურამ. ასეთი მწვავე მოვლენები რამდენიმე დღეს გრძელდება, შემდეგ ჩაცხრება, მაგრამ რჩება ყრუ ტკივილი და მოძრაობის შებოჭვა სახსრებში. დაავადებამ წლების გამნავლობაში შეიძლება გამოიწვიოს სახსრების კვანძებში პადაგრული კვანძების განვითარება, რაც ხელს უშლის ავადმყოფს მოძრაობაში.

    პოდაგრით ავადმყოფმა უნდა შეზღუდოს ან სრულიად აკრძალოს ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შარდმჟავა ნაერთებს: ხორცი და თევზი, მათი ნახარშები, შაშხი, კონსერვი, თირკმლები, ტვინი, შოკოლადი, ყავა, ლობიო, მუხუდო, მჟაუნა. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება, რადგან იგი აბრკოლებს თირკმელებით შარდმჟავას გამოყოფას. საკვებად კარგია რძე და რძის პროდუქტები, ცოტაოდენი კვერცხი, ფაფები, მოხარშული ბოსტნეული, სტაფილო, ხილი, ბრინჯი, შაქარი, თეთრი პური. საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება, მინერალური წყალი 1-2 ბოთლი დღეში. გამწვავების პერიოდში ექიმის დანიშნულებით ავადმყოფს ენიშნება წამლები - ამიდოპირინი, ანალგინი, ბუტადიონი, ინდომეტაცინი, ბრუფენი, უკიდურეს შემთხვევაში - პრედნიზოლონი ან ახვა სტეროიდული პრეპარატები. მკურნალობა ტარდება კურორტებზე - წყალტუბო, ახტალა, ცაიში, მენჯი, სოჭი, მაცესტა, პიტაგორსკი, ოდესა.

    ნიკრისის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ს ტ ა ფ ი ლ ო
    ყოველდღიურად ღებულობენ 100 გრ გახეხილ სტაფილოს 1 სუფრის კოვზი ზეთით.

    ნ ი ო რ ი დ ა ლ ი მ ო ნ ი
    იღებენ 4 ცალ ლიმონს და 3 თავ ნიორს, ლიმონიდან აცლიან კურკებს, ნიორს ასუფთავებენ და ატარებენ ხორცსაკეპ მანქანაში. ასხამენ 7 ჭიქა მდუღარე წყალს. ურევენ. დგამენ მთელი დღე-ღამე, წურავენ და სვამენ 40 მლ ჭამის წინ დღეში ერთხელ.

    ნ ი ო რ ი
    იღებენ 2 დიდ თავ ნიორს, ასუფთავებენ, ასხამენ 250 მლ არაყს, აჩერებენ თბილ ადგილას 2 კვირა, ყოველდღიურად ანჯღრევენ, ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 100 მლ ცივი ანადუღარი წყლით დღეში 3-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე. კურსი 1-1,5 თვეა.

    ვ ა ზ ი ს ფ ო თ ლ ე ბ ი
    1 სუფრის კოვზ მშრალ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა წყალს (200 მლ), ადუღებენ 15 წთ. ღებულობენ 0,5 ჭიქას დღეში 3-5-ჯერ. ორ კვირიანი შესვენების შემდეგ შეიძლება გამეორება.

    ო დ ე კ ო ლ ო ნ ი
    იღებენ ოდეკოლონს, უმატებენ ვალერიანის წვეთებს, 5%-იან იოდის ხსნარს და 6 ტაბ. ანალგინს. ათავსებენ მუქ ბოთლში და დგამენ ბნელ ადგილას. პერიოდულად ანჯღრევენ. იზელენ ღამე მტკივნეულ ადგილებს და შალით ითბობენ.

    მ დ ო გ ვ ი
    იღებენ 1 სუფრის კოვზ მდოგვის ფხვნილს, 1 სუფრის კოვზ ზეთს და ამდენივე თაფლს. დგამენ ემალის ჭურჭლით მდუღარე წყალში. გახდება ერთგვაროვანი მასა და ამ მალამოთი იზელენ მტკივნეულ ადგილებს.

    გააფართოვეთ თემა: ნიკრისი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 9:22 am