ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    რევმატიზმი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    რევმატიზმი Empty რევმატიზმი

    Post by news Mon Apr 06, 2009 7:51 pm

    რევმატიზმი Revmatizmi

    რევმატიზმი ე.წ. ინფექციურ-ალერგიული დაავადებებს ეკუთვნის. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი იწყება ინფექციასთან დაკავშირებით, შემდეგ კი დაავადება გრძელდება ორგანიზმის თავისებური მომატებული რეაქციის გამო.

    რევმატიზმის დასაწყისი დაკავშირებულია ორგანიზმში სტრეპტოკოკური ანთებითი კერის არსებობასთან, ჩვეულებრივ ეს არის ხახის ნუშისებრი ჯირკვლის ანთება - ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც დროდადრო მწვავდება. ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრეპტოკოკების საწინააღმდეგო იმუნურ რეაქციას და ქმნის შესაფერის ანტისხეულებს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს ანტისხეულები მოქმედებენ არა მარტო ბაქტერიაზე - სტრეპტოკოკზე, არამედ ადამიანის საკუთარი ორგანიზმის ქსოვილებზეც, მათ დაზიანებას და ანთებას იწვევენ. თუ ეს მოხდა, ვითარდება რევმატიზმი, რომელსაც ახასიათებს გაჭიანურებული მიმდინარეობა პერიოდული გამწვავებით. რევმატიზმის დროს ორგანიზმში ზიანდება უმთავრესად შემაერთი ქსოვილისაგან აგებული ორგანოები: გულის სარქველები, სახსრები და სხვ. ზიანდება აგრეთვე გულის კუნთი. ამგვარად, გული ის ორგანოა, რომელიც ყველაზე მატად ავადდება რევმატიზმის დროს.

    რევმატიზმის პირველი შეტევა, შემდგომში კი მისი გამწვავებები, დაკავშირებულია ტონზილიტთან. რევმატიზმის პირველი შეტევა აღმოცენდება ტონზილატის ერთ-ერთი გამწვავების 1-2-3 კვირის შემდეგ. შეიძლება იგი გამოიხატოს სახსრების ანთებით - პოლიართრიტით. სახსრები ძლიერ მტკივნეულია, შესიებული, შეწითლებული, მათი მოძრაობა შეზღუდულია. უფრო ხშირად რევმატიზმი აზიანებს გულს, რაც აღინიშნება სახსრების ანთების მოვლენების გარეშეც. გულში ვითარდება რევმატული ანთება, რაც რევმატული კარდიტის სახელწოდებით არის ცნობილი. ანთებაში ჩათრეულია შიგნითა გარსი და სარქველები (ენდოკარდიტი), გულის კუნთი (მიოკარდიტი) და გულის გარეთა გარსი (პერიკარდიტი).

    გულის შიგა გარსის და სარქველების დაზიანების შედეგად შეიძლება ჩამოყალიბდეს გულის მანკი. ეს პროცესი ზოგჯერ ფარულად მიმდინარეობს, ამიტომ მანკის დიაგნოზი ზოგჯერ ისმება სრულიად მოულოდნელად, როდესაც ადამიანს თითქოსდა არც უავადმყოფია რევმატიზმით.

    რევმატიზმის დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ექიმის მიერ გასინჯვას. გარდა ამისა, მნიშვნელოვან მონაცემებს იძლევა სისხლის ლაბორატორიული ანალიზები, ელექტროკარდიოგრაფია და რენტგენის სხივებით გაშუქება.

    რევმატიზმი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პერიოდული გამწვავებით მიმდონარეობს. ყოველი გამწვავების შემდეგ გულში შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაზიანდეს სარქველოვანი აპარატი და კუნთი. ამიტომაა, რომ რევმატიზმით ავადმყოფი უნდა იმყოფებოდეს დისპანსერულ აღრიცხვაზე, ექიმ-რევმატოლოგის ან უბნის თერაპევტის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

    რევმატიზმის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    ჩ ა ი
    ბალახების ჩაის სმა ვაშლის ძმრითა და თაფლით სასარგებლოა რევმატიზმისა და ართრიტის დროს.

    ლ ი მ ო ნ ი
    დილით უზმოზე სვამენ ცხელ წყალში ჩაწურულ ერთ ან ნახევარი ლიმონის წვენს.

    ნ ი ო რ ი
    40 გრ დაქუცმაცებულ ნივრის კბილებს ასხამენ 100 მლ არაყს. დგამენ დახურული ჭურჭლით ბნელ ადგილას 7-10 დღე. პერიოდულად ანჯღრევენ. შემდეგ წურავენ.
    მიღება: 10 წვეთი ცოტა წყლით დღეში 2-3-ჯერ 20-30 წუთით ადრე ჭამამდე.

    მ ო ც ხ ა რ ი
    1 სუფრის კოვზ მოცხარის ფოთლებს ასხამენ 2 ჭიქა მდუღარე წყალს. აჩერებენ 6 სთ. შემდეგ წურავენ. სვამენ 1/2 ჭიქას დღეში 4-ჯერ. ეს ნაყენი ათავისუფლებს ორგანიზმს შარდმჟავასა და პურინული ნივთიერებებისაგან. ამიტომ ეფექტურია რევმატიზმისა და პოდაგრის დროს.

    ა რ ყ ი ს ხ ი ს კ ვ ი რ ტ ე ბ ი
    ყოველ დღე სვამენ არყის ხის კვირტების ჩაის. კვირტები გროვდება ადრე გაზაფხულზე სანამ მწვანე ფოთლები გამოჩნდება.

    შ ა ვ ი ბ ო ლ ო კ ი
    3 სუფრის კოვზ შავი ბოლოკის წვენს უმატებენ 2 სუფრის კოვზ თაფლს, 1 სუფრის კოვზ არაყსა და ყოველ ნახევარ ლიტრ ნარევზე 1 სუფრის კოვზ მარილს. ურევენ კარგად. ღებულობენ 1/4 ჭიქას დილა-საღამოს. თან იზელენ მტკივნეულ ადგილებს.

    კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი
    ხეხავენ 1 კგ უმ კარტოფილს (ვარდისფერს), იდებენ ქსოვილით მტკივნეულ ადგილებზე და ზემოდან თბილად იხვევენ.

    ც ხ ე ნ ი ს წ ა ბ ლ ა
    იკერავენ ჯიბეებიან ქამარს, რომელშიც ათავსებენ ცხნისწაბლას ნაყოფებს და ატარებენ მუდმივად. ეს საშუალება კარგია რევმატიზმის, პოდაგრისა და რადიკულიტის დროს.

    გააფართოვეთ თემა: რევმატიზმი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 2:30 pm