ინტერნეტ ფორუმი

news


    ღვიძლის ანთება

    Share

    news
    Moderator
    Moderator

    ღვიძლის ანთება

    Post by news on Mon Apr 06, 2009 8:33 pm



    ღვიძლი ყველაზე დიდი ჯირკვალია ადამიანი ორგანიზმში. (წონა 1,2-1,5 კგ). იგი ასრულებს მრავალ სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციას: გამოიმუშავებს ნაღველს, მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ასრულებს დამცველ ფუნქციას - უვნებელყოფს მთელ რიგ შხამიან ნივთიერებებს, რომელიც ხვდება იქ ნივთიერებათა ცვლის პროცესიდან ან გარედან.

    ორგანიზმში დიდი რაოდენობით მავნე ნივთიერებების მოხვედრისას ირღვევა ღვიძლის ფუნქცია, რომელსაც მივყავართ მძიმე დაავადებამდე. ანთების დროს ღვიძლი დიდდება.

    ღვიძლის დაავადების დროს იკრძალება: სპირტიანი სასმელები, ლუდი, ცხოველური ცხიმები, კონსერვები, შებოლილი პროდუქტები, შემწვარი საჭმელები, შოკოლადი და ყავა.

    სასარგებლოა: რძის ნაწარმი (ხაჭო), მცენარეული საჭმელები, მჭლე საქონლის ხორცი (მოხარშული) და თევზი (ახალი მოხარშული).

    ღვიძლის ანთების მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    * ღვიძლის ანთების დროს სვამენ კომბოსტოს მწნილის წვენს დღეში 3-ჯერ, ჭამის შემდეგ, 1,5 თვის განმავლობაში.

    * 2 სუფრის კოვზ გულყვითელას ყვავილს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 4-ჯერ.

    * 2 სუფრის კოვზ ფარსმანდუკს ასხამენ 500 მლ მდუღარე წყალს. ადუღებენ 15 წთ. ამ ნახარშს ურევენ 2 სუფრის კოვზ თაფლსა და 1 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს ან ლიმონის წვენს. ნახარში მიიღება ცხელი სახით სურვილისამებრ.

    * უკვდავას ნაყენს ღებულობენ დღეში 2-3 ჭიქას (1 ს.კ. უკვდავა 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში გაჩერებული 1 საათით). 2 კვირის განმავლობაში.

    * 2-3 სუფრის კოვზ მატიტელას ბალახს ადუღებენ 2 ჭიქა მდუღარეში. ღებულობენ ჭამის წინ 1/2 ჩაის ჭიქას.

    * 1 სუფრის კოვზ კრაზანას ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. ადუღებენ 15 წთ. წურავენ. ღებულობენ 1/4 ჭიქას დღეში 3-ჯერ.


    გააფართოვეთ თემა: ღვიძლის ანთება

      Current date/time is Sat Dec 03, 2016 11:34 am