ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ჰაიმორიტი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ჰაიმორიტი Empty ჰაიმორიტი

    Post by news Mon Apr 06, 2009 9:04 pm

    ჰაიმორიტი Haimoriti

    ჰაიმორიტი - ჰაიმორის ღრუების ლორწოვანი გარსის ანთება ჰაიმორიტი არის მწვავე და ქრონიკული.
    მწვავე ჰაიმორიტის დროს იმატებს ტემპერატურა, დამახასიათებელია თავის ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის, თავის დახრის დროს. ზოგჯერ ადგილი აქვს სინათლის შიშსა და ცრემლდენას. ჰაიმორიტის ძირითადი ნიშანია მუდმივი სურდო. გაჭიანურებული გრიპი, ხველა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰაიმორიტით.

    ჰაიმორიტის მკურნალობა ნიშნავს ჰაიმორის წიაღებიდან ჩირქის მოცილებას. ამისათვის საჭიროა წიაღის კედლების გაკაჟება და გამორეცხვა სხვადასხვა ანტისეპტიკური მცენარეებით: გულყვითელა, ვირისტერფა, ქრისტესისხლა და სხვა. ამ მცენარების 10 გრ მშრალ ნედლეულს აყენებენ 200 მლ მდუღარეზე. ნაყენს 5 მლ ოდენობით უშვებენ ჰაიმორის წიაღებში გამორეცხვის შემდეგ.

    გამოსარეცხად იყენებენ ასეთ ნაკრებს:


    მრავალძარღვა - 3 სუფრის კოვზი, კაკლის ფოთოლი - 1 სუფრის კოვზი, ფარსმანდუკი - 2 ს.კ. აქუცმაცებენ და ურევენ ერთმანეთში. 3 სუფრის კოვზ ნაკრებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 1 სთ. ამ ნაყენით ირეცხავენ ჰაიმორის ღრუებს ცხვირის ნესტოებიდან შესრუტვის საშუალებით.

    პ ა რ ა ფ ი ნ ი თ მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა
    ა) ადნობენ პარაფინს 600 - 650-მდე. შემდეგ ფუნჯით უსვამენ ავადმყოფს თხელ ფენად ჰაიმორის ღრუების მიდამოში. აკეთებენ რამდენიმე ფენას, სანამ პარაფინის სისქე არ გახდება 1 სმ. ზემოდან ადებენ თბილ ქსოვილს და იჩერებენ 1 სთ.
    პარაფინი უნდა იყოს ისეთი ტემპერატურის, რომ კანი არ დაიწვას. უმჯობესია პარაფინის წასმამდე კანის დაზელვა მალამოთი ან ზეთით.

    ბ) ადნობენ პარაფინს. აბრტყელებენ ლავაშივით და იდებენ ჰაიმორის ღრუებზე.

    თ ა ფ ლ ი თ მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა
    ა) მწვავე და ქრონიკული რინიტის, ჰაიმორიტის, ფარინგიტის, ტრაქეიტის დროს იყენებენ თაფლის ინჰალაციებს. პატარა ჩაიდანში ასხამენ ცოტა მდუღარე წყალს. უმატებენ 1 სუფრის კოვზ ნატურალურ თაფლს. ჩაიდნის ცხვირზე უკეთებენ ქაღალდის მილს და ორთქლს ისუნთქავენ ცხვირით 15-20 წუთის განმავლობაში.
    ასეთი პროცედურები საკმარისია 12-15 . ყოველდღე ძილის წინ.
    ბ) ავადმყოფს აწვენენ ზურგზე და მინის წკირით თითოეულ ნესტოში უსვამენ 1-2 გ თაფლს. თუ თაფლი აღიზიანებს ლორწოვან გარსს, მაშინ ურევენ ზეითუნის ზეთს (1:1). თაფლის პროცედურის შემდეგ მიზანშეწონილი არ არის 2 საათის განმავლობაში ქუჩაში გამოსვლა. მკურნალობის კურსი 20 პროცედურაა. დღეში 2 პროცედურა საკმარისია.

    ფ ი ზ ი ო ლ ო გ ი უ რ ი ხ ს ნ ა რ ი თ მ კ უ რ ნ ა ლ ო ბ ა
    ცხვირიდან სქელ ლორწოს აშორებს ფიზიოლოგიური ხსნარი, რომლის დამზადება ოჯახშიც შეიძლება. ამისათვის 1 ჩაის კოვზ მარილს ასხამენ 2 ჭიქა თბილ წყალსა და უმატებენ ცოტა სოდას ასხამენ ხსნარს პატარა ჭიქაში. ცერა თითს მიიჭერენ ერთ ნესტოზე და თავისუფალი ნესტოთი შეისრუტავენ ხსნარს. ასე აკეთებენ მეორე ნესტოსთვისაც. შემდეგ გამოდევნიან ცხვირიდან ლორწოს.

    ს ა ი ნ ჰ ა ლ ა ც ი ო ს ი თ ხ ე
    პირშუშხას ძირებს ხეხავენ. ასხამენ ძმარს, აჩერებენ ბნელ ადგილას 10 დღე. პერიოდულად ანჯღრევენ. ისუნთქავენ. ორივე ნესტოთი. კურსი 1 კვირაა. სუნთქვა თავისუფალი ხდება.

    გააფართოვეთ თემა: ჰაიმორიტი

      Current date/time is Tue Mar 19, 2024 9:02 am