ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    დატილიანება

    news
    news
    Moderator
    Moderator


    დატილიანება Empty დატილიანება

    Post by news Wed Apr 08, 2009 6:03 am

    დატილიანება Tili
    ადამიანის სამგვარი ტილი არსებობს: თავის, ტანსაცმლისა და ბოქვენის.

    თ ა ვ ი ს დ ა ტ ი ლ ი ა ნ ე ბ ი ს დროს, რაც უფრო ხშირია ქალებსა და ბავშვებში, დასნებოვნდება კეფისა და საფეთქლის არეები, სადაც აღინიშნება ქავილი, ზოგჯერ კანის გაწითლება. თმაზე მჭიდროდ არის მიკრული ტილის კვერცხები - წილები. თავის დატილიანების სამკურნალოდ ხმარობენ ნავთსა და ნებისმიერ მცენარეულ ზეთს თანაბარი რაოდენობით (ნახვევს ადებენ 1-2 დღე-ღამით). შემდეგ თავს იბანენ და წილები გამოყავთ წმინდა სავარცხლით, რომელსაც ცხელ ძმარში ასველებენ.

    ტანსაცმლის ტილი ტანსაცმლის ნაოჭებში ბუდობს და კანზე გადადის მხოლოდ საკვებისათვის. ამიტომ ნაკაწრები უფრო ხშირია ტანზე ტანსაცმლის შეხების ადგილას, კისერზე, წელის არეში. ხანგრძლივი დატილიანების შემთხვევაში კანი უხეშდება, სქელდება, ნაცრისფრდება და ადამიანს ქავილი ისე აღარ აწუხებს.

    ბ ო ქ ვ ე ნ ი ს ტ ი ლ ი ბუდობს ადამიანის კანზე და თმის გარშემო. ხანგრძლივად გაძლება არ შეუძლია. იგი უპირატესად პარაზიტობს ბოქვენის, ბარძაყის, მუცლის, იღლიის ფოსოების კანზე. მისი ნაკბენის ადგილას წარმოიქმნება დამახასიათებელი "ლურჯი ლაქები". დასნებოვნება ხდება უშუალოდ ავადმყოფისაგან, უფრო ხშირად სქესობრივი კონტაქტის შედეგად და გაცილებით იშვიაღად საგნების, საერთო საწოლების მეშვეობით. საჭიროა დერმატოლოგთან მკურნაობა. შინაური საშუალებების ხმარება არ შეიძლება, რადგან მათ შეიძლება გამოიწვიონ კანის ძლიერი ანთება და მოწამვლის მოვლენებიც კი.


    ხალხური მედიცინა ტილების მოსაშორებლად


    * ტილების მოსაშორებლად ბავშვს თავზე ავლებენ კულმუხოს ან თამბაქოს ნახარშს.

    ო ხ რ ა ხ უ შ ი ს მ ა ლ ა მ ო
    იღებენ 1 წილ ოხრახუშის დაფქვილ თესლსა და 4 წილ ვაზელინს. იზელენ თმის ძირებში და ივარცხნიან წვრილკბილა სავარცხლით. ეს მალამო სწრაფად აშორებს თავიდან ტილებს.

    მ ა რ ი ლ ი დ ა ძ მ ა რ ი
    იღებენ 45 გ სუფრის მარილს. ხსნიან 1 ჩაის ჭიქა ღვინის ძმარში. უმატებენ ცოტა სპირტსა და ურევენ. უსვამენ ბავშვს თმის ძირებში ბამბის ტამპონით, ფუთავენ 1 საათითა და შემდეგ ბანენ.

    * წვრილკბილა სავარცხელზე ჩამოაცმევენ ბინტს, რომელსაც ასველებენ ძმრისა და არყის ნარევში. ბინტიანი სავარცხლით ვარცხნიან თმას, რომელსაც ადვილად გამოსდევს ტილები და წილები.

    გააფართოვეთ თემა: დატილიანება

      Current date/time is Wed May 08, 2024 11:11 pm