შარდშეუკავებლობა ძირითადად გავრცელებულია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშებში. მიზეზი შეიძლება იყოს შიში, ფსიქიური ტრავმა, შარდგამომტანი გზების ანომალია, შარდის ბუშტის დაავადება (ცისტიტი) და ა.შ.
ჩვეულებრივ, ბავშვი ჩაძინებიდან 3-4 საათში შარდავს ლოგინში, ზოგჯერ მეორდება ღრმა ძილის დროს.
ღამის ენურეზი დაავადებაა და არ შეიძლება ამისთვის ბავშვის დასჯა, შერცხვენა. 6-7 წლის ასაკში დაავადება ქრება, თუმცა იშვიათად 15-17 წლამდეც გრძელდება.
ენურეზის სამკურნალოდ ზოგიერთი ექიმის რეკომენდაციით საჭიროა ბავშვის გაღვიძება ჩაძინებიდან 2-3 საათში, რომ გამოუმუშავდეს რეფლექსი. დღის მეორე ნახევარში უნდა შეიზღუდოს სითხეების მიღება. უმჯობესია ვახშმის მენიუ მშრალი იყოს. ამასთანავე, ბავშვის ლოგინი უნდა იყოს ნახევრად მაგარი.
შარდშეუკავებლობის მკურნალობა
თ ა ფ ლ ი
ბავშვმა ძილის წინ უნდა მიიღოს 1 ჩაის კოვზი თაფლი. თაფლი აძლიერებს ნერვულ სისტემას და აჩერებს სითხეს ორგანიზმში ძილის დროს.
მ რ ა ვ ა ლ ძ ა რ ღ ვ ა
1 სუფრის კოვზ მრავალძარღვას დაქუცმაცებულ ფოთლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ შეფუთულს 1 საათით და წურავენ.
მიღება:1 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 20 წუთით ადრე. ეს საშუალება შველის ენურეზსაც და თირკმლის დაავადებასაც.
ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი
1 სუფრის კოვზ ფარსმანდუკის ბალახს ასხამენ 500 მლ მდუღარეს. აჩერებენ, ფუთავენ 1 სთ. წურავენ.
მიღება: 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წუთით ადრე
კ ა მ ა
1 სუფრის კოვზ კამის თესლს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ, ფუთავენ 2-3 საათით. წურავენ. სვამენ მთელ ჭიქას ერთ მიღებაზე დღეში ერთხელ ვახშმის შემდეგ.
მ ა ყ ვ ა ლ ი დ ა მ ო ც ვ ი
1 სუფრის კოვზ მაყვალს (ახალს ან მშრალს) და 1 სუფრის კოვზ მოცვს ასხამენ 500 მლ წყალს, ადუღებენ 5-10 წთ. აჩერებენ, ფუთავენ 30-40 წთ.
მიღება:1 ჭიქა 4-ჯერ დღეში.
შ ვ ი ტ ა დ ა კ რ ა ზ ა ნ ა
იღებენ 2 სუფრის კოვზ კრაზანას და შვიტას დაქუცმაცებულ ნარევს. ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთით. აციებენ, წურავენ.
გააფართოვეთ თემა: ენურეზი (შარდშეუკავებლობა ღამით)