ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ყივანახველა

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ყივანახველა Empty ყივანახველა

    Post by news Wed Apr 08, 2009 6:44 am

    ყივანახველა Kivanaxvela
    გამომწვევი ბაქტერიაა, რომელსაც ავადმყოფი გამოჰყოფს ლაპარაკის, განსაკუთრებით კი შეტევითი ხველის დროს ნერწყვისა და ლორწოვან წვეთებთან ერთად და მას შეისუნთქავს ახლო კონტაქტში მყოფი ბავშვი.

    დაახლოებით 10 დღის შემდეგ ბავშვს ეწყება მსუბუქი ხველა, სურდო, ტემპერატურის მცირეოდენი მომატება, ხველა თანდათან ძლიერდება და 10-14 დღეში შეტევით ხასიათს ღებულობს. კრუნჩხვითი ხველის შეტევის წინ ბავშვი მოულოდნელად შეჩერდება, თავს ანებებს სათამაშოებს და შეშინებული დედას მივარდება. ხველის ტალღები ერთმანეთს მოჰყვება. ბავშვი ენას გამოყოფს, სახე უწითლდება, სდის ცრემლები, ოფლი, მაჯა აუჩქარდება, კისრის ვენები ებერება, შეშინებული შველას ითხოვს. შეტევის ბოლოს, რომელიც ზოგჯერ წუთამდეც კი გრძელდება, ბავშვი ჩაისუნთქავს და ამოიყივლებს. შეტევის ბოლოს ამოაქვს ლორწო ან ნახველი მცირე რაოდენობით. ხველის შეტევა დღე-ღამეში 10-ჯერ, მძიმე ფორმების დროს კი შესაძლოა 50-ჯერაც განვითარდეს. შეტევები მოსდევს ფიზიკურ დატვირთვას, ძლიერ მღელვარებას. მძინარე ბავშვი ლოგინიდან უეცრად წამოვარდება და ეწყება კრუნჩხვითი ხველის შეტევა. ხველით შეტევებს ხშირად თან სდევს პირღებინება, პატარებში უნებლიე შარდვა და ნაწლავების მოქმედება. ზოგჯერ შეიძლება განვითარდეს სისხლჩაქცევა თვალის სკლერაში, ცხვირიდან სისხლდენა, ყურის დაფის აპკის გასკდომა. შეტევის შემდეგ ბავშვი მშვიდდება, მაგრამ სახე შებიჟვინებული აქვს. ასე გრძელდება 3-4 კვირა, შემდეგ თანდათანობით ხველა იშვიათდება და 3-4 თვეში საერთოდ წყდება.

    გართულებები უმეტესად ჩვილ ბავშვებშია მოსალოდნელი. მათ შორის ყველაზე ხშირია ფილტვების ანთება.

    ყივანა ხველის ყველაზე კარგი წამალია სუფთა ჰერი. ჰაერზე შეტევები იშვიათდება. ბავშვი მშვიდდება, ისვენებს. ავადმყოფის ოთახი უნდა დალაგდეს სველი წესით და ხშირად განიავდეს. სასურველი ტემპერატურაა 20-22 oC, ავადმყოფი ბავშვი ადვილად აიგზნება, მას ხმაურზე, ხმამაღალ ლაპარაკზე შეიძლება ხველის შეტევა დაეწყოს. ამიტომ აუცილებელია სიმშვიდე. შეტევის დროს არ უნდა აღელდეთ, ბავშვი არ უნდა შეაშინოთ, მიუალერსოთ და მშვიდად დაეხმაროთ. შეტევისა და პირღებინების დროს თავს წინ დაუხრით და შუბლი ხელისგულით დაუჭირეთ. თუ ბავშვს წებოვანი ლორწოსაგან გათავისუფლება უჭირს, თითზე შემოახვიეთ სველი ხელსახოცი და ლოყისა და ენის ზედაპირზე ფრთხილად შემოუსვით. შეურჩიეთ თხიერი, მაღალკალორიული, ვიტამინებით მდიდარი საკვები. დამამშვიდებელი სათამაშოები, მოუყევით და წაუკითხეთ სასიამოვნო ზღაპრები. თუ ავადმყოფს სიცხე და გართულება არ აქვს, ლოგინში წოლა სავალდებულო არ არის. კარგად მოქმედებს შემთბარი ბორჯომი რძესთან ერთად, თბილი ორთქლით ინჰალაცია. ხველის დამამშვიდებელი საშუალებები ავადმყოფს უნდა მივცეთ ექიმის დანიშნულებით. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას საჭიროა მკურნალობა საავადმყოფოში.

    ყივანახველით დაავადებული ბავშვი უნდა დავიცვათ გრიპისაგან და სხვა მწვავე რესპირაციული დაავადებებისაგან, რადგან თანდართული ინფექცია ფილტვების ანთებით გართულების საშიშროებას ქმნის, ავადმყოფი ბავშვი გადამდებია 35-45 დღის განმავლობაში. ყივანახველის გადატანის მერე რჩება მტკიცე იმუნიტეტი და განმეორებითი დაავადება მეტად იშვიათია. პროფილაქტიკური აცრა, რომელიც 3 თვის ასაკიდან იწყება, ბავშვს იცავს ამ მძიმე დაავადებისაგან.


    ხალხური მედიცინა ყივანახველას სამკურნალოდ


    ნ ი ვ რ ი ს ს ა მ კ ა უ ლ ი
    ყივანახველას სიმპტომების გამოვლინებისთანავე და პროფილაქტიკის მიზნითაც ავადმყოფს კისერზე ჰკიდებენ ნივრის რამდენიმე კბილს ან უწყობენ საძინებელ ოთახში. თუ ბავშვი მუდმივად სუნთქავს ნივრის ფიტონციდებს, დაავადების გამომწვევი ჩხირები განადგურდებიან.

    თ ა ფ ლ ი
    ბავშვს დღეში 3-ჯერ აძლევენ ჩაის კოვზით ზეითუნის ზეთისა და ნადუღი თაფლის ნარევს თანაფარდობით 1:1 (უდუღარი თაფლი აძლიერებს ხველას).

    ე ვ კ ა ლ ი პ ტ ი
    ევკალიპტის ფოთლების ნაყენის (5-8 წვეთი) მიღება დღეში რამდენჯერმე ამსუბუქებს ხველის შეტევას.

    ყ ა ვ ა
    ყავის მარცვლებს კარგად ხალავენ ტაფაზე (გაშავებამდე). შემდეგ ხეხავენ და ღებულობენ მტვერს. უმატებენ ბორის მჟავას, ურევენ კარგად და ასუნთქებენ ბავშვს დღეში რამდენჯერმე.

    შ ე ს ა ზ ე ლ ი
    ხეხავენ ნიორს, უმატებენ ზეითუნის ზეთს ან ღორის ქონს. მიღებული მასით უზელენ ავადმყოფს მკერდს ყივანახველის, ბრონქიალური ასთმის დროს.

    ლ ე ღ ვ ი
    ხარშავენ ლეღვს, ამ ნახარშს უმატებენ რძეს და ასმევენ სურვილისამებრ. ხველა სუსტდება.

    კ ო ქ ტ ე ი ლ ი ხ ვ ე ლ ი ს ს ა წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ ო დ
    ხახვი 500 გრ, თაფლი - 50 გრ, შაქარი - 400 გრ, წყალი 1 ლ.
    ხახვს, თაფლსა და შაქარს წყალთან ერთად ადუღებენ ნელ ცეცხლზე 3 საათის განმავლობაში. აციებენ სითხეს და წურავენ. ინახავენ თავდახურულ ბოთლებში.

    ო მ ბ ა ლ ო
    ამზადებენ ომბალოს ჩაის და ასმევენ ბავშვს ყივანახველას დროს. ეს საშუალება ხსნის სპაზმებს და ხველის შეტევას.

    შ ა ქ ა რ ი
    1 სუფრის კოვზ შაქარს ადნობენ ტაფაზე. როცა შაქარი გაყავისფერდება, ასხამენ 1/2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს. (ჩასხმის დროს სიფრთხილეა საჭირო, რადგან შხეფები გაიფრქვევა). ურევენ შაქრის გახსნამდე.
    მიღება: 1 ჩაის კოვზი 4-5-ჯერ დღეში და ღამე ძილის წინ.
    ეს საშუალება დიდებისთვისაც ეფექტურია ნებისმიერი ხველის დროს.

    გააფართოვეთ თემა: ყივანახველა

      Current date/time is Mon Nov 11, 2024 6:12 pm