ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    წუთურა

    news
    news
    Moderator
    Moderator


    წუთურა Empty წუთურა

    Post by news Wed Apr 08, 2009 7:05 am

    წუთურა Citura

    წითურა ბავშვთა დაავადების მწვავე ვირუსული დაავადებაა.

    ინფექციის წყარო ავადმყოფი ადამიანია. პირველი 4-5 დღის განმავლობაში ინფექცია გადაეცემა ჰეროვან-წვეთოვანი გზით. დაავადება უფრო ხშირია შემოდგომა-ზამთრის თვეებში. წითურას მოხდის შემდეგ ვითარდება მყარი იმუნიტეტი.

    ფარული პერიოდი 11-დან 22 დღემდე მერყეობს. დაავადება იწყება ტემპერატურის მატებით 37-38 oC-მდე. ავადმყოფს აქვს სურდო, მცირე ხველა, თვალები შეწითლებული (კონიუქტივიტი). განსაკუთრებით დამახასიათებელი და მუდმივი ნიშანია კისრის უკანა და კეფის ლიმფური კვანძების გადიდება და შეხებისას ოდნავი ტკივილი. მე2-3 დღეს სხეულის კანზე, განსაკუთრებით უხვად კიდურების ლატერალურ ზედაპირზე, ჩნდება მოვარდისფრო გამონაყარი მცირე ზომის ლაქების სახით, რომელიც 2-3 დღეში უკვალოდ ქრება.

    ბავშვებში წითურა მსუბუქად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ორგანიზმის ზოგადი მოშხამვის ნიშნები გამოხატული არ არის და უმრავლესობა მას ფეხზე იხდის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ წითურა დაემართა ორსულ ქალს, ამან შეიძლება საბესიწეროდ იმოქმედოს ნაყოფზე, განსაკუთრებით ორსულობის პორველ 3 თვეში. ნაყოფს უვითარდება სხვადასხვა მძიმე სიმახინჯე, გულის მანკი, ტვინის განუვითარებლობა, სიყრუე, სიბრმავე და სხვ. ნაყოფის ასეთი სიმახინჯეები ვითარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ორსული ქალი უვლიდა წითურით დაავადებულს და მან ფარულად გადაიტანა წითურა. ამიტომ ორსულებს უნდა ავაცილოთ კონტაქტი წითურით დაავადებულთან. კონტაქტის შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით მიზანშეწონილია გამაგლობულინის შეყვანა.

    თუ ეჭვი გვეპარება წითურაზე, აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს, რომ სწორად გაირკვეს დიაგნოზი. ავადმყოფი ბინაში უნდა გამოცალკევდეს. განსაკუთრებულ მედიკამენტურ მკურნალობას წითურა არ მოითხოვს.

    გააფართოვეთ თემა: წუთურა

      Current date/time is Sat Jul 27, 2024 1:56 pm