ორგანიზმის გაწმენდის მეთოდები
არასწორი კვების შედეგად ადამიანის ორგანიზმში გროვდება წიდები - მავნე ნივთიერებები: შარდოვანა, შარდმჟავა, ქქოლესტერინი ან სხვა ცხიმისმაგვარი ნივთიერებები, მარილები და წყალში ძნელად ხსნადი ნივთიერებები. განსაკუთრებით მავნეა ცილებით, ცხიმებით და სახამებლით გაჯერებული საკვები (თეთრი ფქვილის ნაწარმი, ცხოველური და სინთეტიკური ცხიმები, შებოლილი პროდუქტები, კონსერვები და ა.შ.). წიდების დაგროვებას ხელს უწყობს მწარე, შეკაზმული კერძები, ალკოჰოლი, თამბაქო, ნარკოტიკები, პრეპარატები, უსუფთაო გარემო და სხვა.
ბუნებამ ადამიანს შლაკების მოსაცილებლად უბოძა სხვადასხვა ორგანოები: თირკმელები, ღვიძლი, კანი და სხვა. მაგრამ ეს გამწმენდი სისტემა ძალიან რომ გადაიტვირთება და ვეღარ მოიცილებს დაგროვილ შხამებს, სწორედ ამ დროს გაჩნდება სიგნალი ორგანიზმში, რაც გამოიხატება ყურებში ხმაურით, პირის ღრუში უსიამოვნო სუნით, კბილებზე ნალექით, გამონაყარით კანზე და სხვა.
ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინები სისხლის საშუალებით მოგზაურობენ მთელ სხეულში, ილექებიან სხვადასხვა უბანში და სადაც ხელს უშლიან უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებას, ირღვევა ნივთიერებათა ცვლის პროცესები და ავადდება ესა თუ ის ორგანო.
ორგანიზმის გაწმენდის უამრავი მეთოდი არსებობს, რომელთა გამოყენება აუცილებელია წელიწადში 3-ჯერ: ადრე გაზაფხულზე, შემოდგომასა და ზამთარში.
1. ორგანიზმის გაწმენდა ვაშლის ძმრით
იმისათვის, რომ ორგანიზმი ნორმალუირად ფუნქციონირებდეს, არ გროვდებოდეს შლაკები, ორგანიზმის რეაქცია ოდნავ მჟავე უნდა იყოს (ტუტიანობის მომატება მავნეა), ხალხური მედიცინა გვირჩევს ვაშლის ძმრის გამოყენებას. (იხ. ვაშლის ძმრის დამზადება).
ორგანიზმის გასაწმენად შლაკებისაგან, სვამენ დღეში 1-2 ჩაის კოვზ ვაშლის ძმარს განზავებულს 1 ჩაის ჭიქა წყალში, შეიძლება თაფლის დამატებაც. ვაშლის ძმრის მიღება სასურველია ჭამის წინ, რადგან იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და შლაკების დაგროვებას ეწინააღმდეგება. ამ სითხის გამოყენება ყოველდღიურად შეიძლება და სასურველიცაა, მაგრამ აუცილებელია წნევის კონტროლი, თუ წნევა ძალიან დაქვეითდა, შეწყვიტეთ მისი მიღება და მიმართეთ სხვა ღონისძიებებს.
ვაშლის ძმრის ოყნა
1 ლ ანადუღარ თბილ წყალს უმატებენ 1 სუფრის კოვზ გლიცერინს და 3 სუფრის კოვზ 6%-იან ვაშლის ძმარს. ოყნას იკეთებენ 3 დღე ზედიზედ, შემდეგ 1 დღის გამოტოვებით (3 ოყნა), შემდეგ 2 დღის გამოტოვებით (3 ოყნა) და ბოლოს კვირაში ერთხელ.
მკურნალობის შედეგი: აღდგება ორგანიზმის ნორმალური - სუსტი მჟავე რეაქცია, იკლებს პროთრომბინი, მაგრდება სისხლძარღვთა კედლები, ხელს უწყობს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას (ღვინის ძმარი შლის წითელ ბურთულებს), კალიუმის შემცველობის გამო ვაშლის ძმარი აძლიერებს გულის კუნთს, ამყარებს ჰარმონიას ნერვულ სისტემაში, ხსნის დაღლილობას, კურნავს თირკმელების ანთებით პროცესებს, აქვეითებს სისხლის წნევას, აკლებინებს წონაში, ხოცავს ბაქტერიებს ორგანიზმში, აღადგენს ნორმალურ მენსტრუაციულ ციკლს.
2. ორგანიზმის გაწმენდის მარტივი მეთოდი
საუზმეს ტოვებენ, პირველი საკვები 14 საათზე მიიღება, ვახშამი კი 19 საათზე. ამგვარად, დღე-ღამეში შიმშილობის პერიოდი 18-19 საათიანი იქნება, რაც საკმარისია აუთვისებელი საკვების გამოდევნისათვის. ამ ხნის განმავლობაში ყოველ საათში ღებულობენ თითო ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალს.
ამგვარი მარტივი მეთოდი ადვილი შესასრულებელია და ვინც ცხოვრების წესად გადააქცევს, ორგანიზმი ყოველთვის ნარჩენებისა და დაავადებების გარეშე იქნება.
3. ორგანიზმის გაწმენდა ბრინჯით
ბრინჯით გაწმენდა აღმოსავლეთის ქვეყნებში უძველესი დროიდანაა ცნობილი. ამ მიზნით გამოიყენება მუქი ფერის კანგაუცლელი ბრინჯი.
ბრინჯით გაწმენდის მარტივი გზა ასეთია: ღამე 2 სუფრის კოვზ გარეცხილ ბრინჯს ალბობენ 1 ჩაის ჭიქა წყალში, მეორე დღეს ღვრიან წყალსა და ახალს ასხამენ, დგამენ დაბალ ცეცხლზე და ხარშავენ. მიირთმევენ უცხიმოდ და უმარილოდ. 2 კვირა მკურნალობის შემდეგ ისვენებენ 2 კვირა და შემდეგ კურსს იმეორებენ. ასეთ გაწმენდას ატარებენ გაზაფხულსა და შემოდგომაზე.
მკურნალობის შედეგი: იწმინდება შარდსასქესო სისტემა, გამოდის დანალექი მარილები სახსრებიდან, ორგანიზმიდან გამოდის ტოქსინები, უმჯობესდება ნივთიერებათა ცვლა, რეგულირდება სხეულის წონა, იხსნება შეშუპება, უმჯობესდება თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობა.
4. ორგნაიზმის გაწმენდა ნივრით
ხორცსაკეპ მანქანას ავლებენ მდუღარე წყალს და ატარებენ 300-350 გრ გასუფთავებულ ნიორს. ათავსებენ მინის ჭურჭელში და ასხამენ სპირტს. (200 მლ), ახურებენ მჭიდროდ და დგამენ ბნელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. 10 დღის შემდეგ წურავენ და ნაყენს აჩერებენ კიდევ 2 დღე.
ღებულობენ 50 მლ ცივი ანადუღარი რძით დღეში 3-ჯერ, (იწყება 5 წვეთიდან და ყოველ მიღებაზე ემატება 1 წვეთი) მე-11 დღეს წვეთების რაოდენობა უნდა იყოს 25 წვეთი. ასე აგრძელებენ დამზადებული ნაყენის დამთავრებამდე. თუ გაწმენდის პერიოდში თირკმელების ტკივილი დაიწყო, წვეთების რაოდენობა უნდა შემცირდეს, შეიძლება მკურნალობის შეწყვეტაც.
მკურნალობის პერიოდში თირკმელები გამოდევნიან ორგანიზმში დაგროვილ მავნე ნივთიერებებს. თირკმელების დასახმარებლად სვამენ 2,5 ლ წყალს, რომელსაც უმატებენ ლიმონის, ფორთოხლის ან სხვა წვენებს. სასარგებლოა ახალგამოწურული სტაფილოს წვენის მიღება (დღეში 0,5 ლ).
მკურნალობის პერიოდში რაციონიდან ამოღებული უნდა იყოს ყავა, კაკაო, მაგარი ჩაი, მწარე საკაზმები და ალკოჰოლი.
ნივრით ორგანიზმის გაწმენდა არ შეიძლება ორსულებისათვის, ეპილეფსიით დაავადებულთათვის და თირკმელების მწვავე დაავადებების დროს. მკურნალობის შედეგი: სისხლძარღვების კედლები ხდება ელასტიური, რეგულირდება არტერიული წნევა, მაღლდება იმუნიტეტი. ამგვარი გაწმენდა საჭიროა ათეროსკლეროზის, გულის ზოგიერთი დაავადებისა და თავის ტკივილის დროს.