ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    ალკოჰოლიზმი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    ალკოჰოლიზმი Empty ალკოჰოლიზმი

    Post by news Mon Apr 06, 2009 5:51 pm

    ალკოჰოლიზმი Alcohole

    აკოჰოლიზმი არის სპირტიანი სასმელებისადმი ავადმყოფური ლტოლვა, რის გამოც მას ნარკომანიის ჯგუფში განიხილავენ. ჩვენში ამ დაავადებას ლოთობას უწოდებენ და მოსახლეობაში ფართოდ გავრცელების გამო იგი არა მარტო სამედიცინო, არამედ მეტად მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემად ითვლება.
    ალკოჰოლური სასმელის ძირითადი მოქმედი ნივთიერება არის ეთილის სპირტი, რომელიც იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის მოშხამვას. დადგენილია, რომ სპირტიანი სასმელის ზომიერი დოზებიც კი ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციების შეცვლას იწვევს. დასაწყისში მიღებული სასმელის მცირე დოზები განაპირობებს კუნთების მოდუნებას, მცირეოდენ გაბრუებას (ეიფორიას) და ერთგვარ დამშვიდებას, რაც სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს, განსაკუთრებით ნევროზული ან ფსიქოპათიური ხასიათის პიროვნებას, რომელსაც გაძნელებული აქვს გარემოსთან შეგუების უნარი. ქრონიკულ ლოთობას ხელს უწყობს აგრეთვე მიკროსოციალური პირობები, აღზრდის ან ტრადიციის თავისებურება, დროებითი ან მუდმივი ფსიქოზური დაძაბულობა. გარკვეული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე მემკვიდრეობით მიდრეკილებას.
    მწვავე ალკოჰოლური თრობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ეიფორია, თავშეუკავებლობა, კრიტიკული განსჯის უნარის დაქვეითება, გუნება - განწყობის მერყეობა, ჩვეულებრივ არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას, იგი ჩათავდება ძილით და გამოფხიზლებით, ამასთან ერთად უნდა გვახსოვდეს, რომ დათრობა თუნდაც ერთჯერადი, წარმოადგენს ორგანიზმის მწვავე მოშხამვას, რამაც შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს ადამიანის ჯანმრთელობას.

    მძიმე სიმთვრალის დროს ვითარდება ცნობიერების შეცვლის სხვადასხვა ხარისხი - გაბრუებიდან უგრძნობ (კომურ) მდგომარეობამდე. ამ ფონზე შეიძლება დაიწყოს ეპილეფიისმაგვარი კრუნჩხვები, უნებლიე შარდვა და განავლის გამოყოფა. ამ შემთხვევაში საჭიროა მივმართოთ ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ორგანიზმიდან ჭარბი ალკოჰოლის გამოდევნას, სასიცოცხლო ორგანოთა ფუნქციების შენარჩუნებას და ფსიქომოტორული აგზნების დაწყნარებას. საჭიროა პირღებინების გამოწვევა, კუჭის ამორეცხვა. ყურადღება ექცევა გული-სისხლძარღვთა და სასუნთქი ორგანოების მუშაობის გამოსწორებას, სხეულის დაცვას გაციებისგან. ადამიანი უნდა მოთავსდეს თბილ შენობაში, კიდურებზე დავადოთ სათვურები. მძიმედ მოშხამული საავადმყოფოში უნდა მოთავსდეს.

    მწვავე ალკოჰოლური თრობის შედეგად შეიძლება განვითარდეს ე.წ. "პათოლოგიური სიმთვრალე", რომელიც ხანმოკლე ფსიქოზურ მდგომარეობას წარმოადგენს და სპეციალურ ფსიქიატრიულ დახმარებას საჭიროებს.

    იმ შემთხვევაში თუ ლოთობამ მუდმივი ხასიათი მიიღო, ვითარდება ე.წ. ქრონიკული ალკოჰოლიზმი. ქრონიკული ლოთობისათვის დამახასიათებელია ე.წ. აბსტინენციური სინდრომი, ფსიქიკის და შინაგან ორგანოთა მუშაობის აშლილობით და მძიმე შეგრძნებებით. მათ დასათრგუნად ლოთი იძულებულია მიიღოს სასმელის ახალი დოზა.

    ქრონიკული ალკოჰოლიზმის ფონზე ხშირად ვითარდება ხანმოკლე ფსიქიკური ეპიზოდები ან გაშლილი ალკოჰოლური ფსიქოზი: თეთრი ცხელება, ალკოჰოლური ჰალუცინოზი, ალკოჰოლური ბოდვები (განსაკუთრებით მეუღლის ღალატის ბოდვა) ალკოჰოლური დეპრესია, ალკოჰოლური ენცეფალოპათის და ა. შ.

    ხალხური მედიცინა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ


    1. ბახუსის (პახმელიის) თავიდან ასაცილებლად წვეულების წინ სვამენ 1 ჩაის ჭიქა შავ ან მწვანე ჩაის პიტნით, ყავას, ჩაის და ყავას უმატებენ ლიმონს ალკოჰოლის გასანეიტრალებლად. ეს სასმელები შეგიძლიათ წვეულების შემდეგაც მიირთვათ.

    2. თუ წვეულებაზე მოხვდით, იცოდეთ, რომ ყველაზე მძიმე დათრობას იწვევს ღვინოში შერეული არაყი. ამ ნარევის მიღების შემდეგ ადამიანი თავს უფრო ცუდად გრძნობს, ვიდრე დიდი რაოდენობით ერთი სახის სასმელის მიღების შემდეგ.

    3. თუ ცივ პერიოდში სუფთა ჰაერზე გამოდის ნახევრად მთვრალი ადამიანი, ჰაერის გავლენით შეიძლება იმდენად დათვრეს, რომ გონებაც კი დაკარგოს.

    4. ნაბახუსევზე თავის ტკივილს ადვილად კურნავს 1 ჩაის ჭიქა წყალში ჩაწვეთებული პიტნის ნაყენის 20 წვეთი, რომელიც უცბად უნდა დაილიოს.

    5. მთვრალი ადვილად გამოფხიზლდება, თუ 1 ჭიქა წყალში გაურევთ ნიშადურის სპირტის 2 წვეთს. ძლიერ მთვრალს 5-6 წვეთი დაჭირდება.

    6. მთვრალი გამოფხილზლდება, თუ სწრაფად და ძლიერად დაუზელთ ყურებს ორივე ხელის გულებით. თავში სისხლის მიწოლა დაუბრუნებს გონებას.

    7. პირღებინების გამოსაწვევად მთვრალს ასმევენ ცხელ ყავას მარილით და შაქრით.

    8. ნაბახუსევზე ძლიერი თავის ტკივილისას სხვამენ კიტრის მწნილის წვენს.

    9. სასმელის შესაჯავრებლად 1 ჭიქა არაყში დებენ ცისკარას (Lევისტიუმ) ფესვებს და დაფნის 2 ფოთოლს. აჩერებენ 2 კვირას, შემდეგ სვამენ.

    10. ალკოჰოლის შესაძულებლად 1 სუფრის კოვზ დათვის კენკრას ფოთლებს ასხამენ 1 ჭიქა წყალს. ადუღებენ 15 წთ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 5-6-ჯერ დღეში.

    11. ალკოჰოლის შეჯავრებას იწვევს მჟავე ვაშლის მუდმივად ჭამა.

    12. იღებენ 15 გრ ბეგქონდარას. ასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ 15 წთ. ღებულობენ 1 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში. ამ ნაყენის 50 მლ უმატებენ 10-15 მლ არაყს და ღებულობენ დილა-საღამოს. ალკოჰოლიკს ერთ თვეში შეძულდება სასმელი.



    გააფართოვეთ თემა: ალკოჰოლიზმი

      Current date/time is Sat Oct 05, 2024 12:58 pm