ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება)

    news
    news
    Moderator
    Moderator


    აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება) Empty აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება)

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:16 pm

    აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება) Apendiciti
    აპენდიციტი საკმაოდ ხშირი და მნიშვნელოვანი დაავადება. იგი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, სიცოცხლის მეორე და მესამე ათწლედში, თუმცა შეიძლება ყველა ასაკში შეგვხვდეს.

    არჩევენ ქრონიკულ დამწვავე აპენდიციტს.

    მწვავე აპენდიციტი იწყება უეცარი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო ხშირად მარჯვენა თეძოს ფოსოში, რაც ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობას შეესაბამება. არცთუ იშვიათად შეტევის დასაწყისში ტკივილი მთელს მუცელში ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარჯვენა თეძოს ფოსოში შეიგრძნობა. ტკივილი თანდათან ძლიერდება მდებარეობის შეცვლის დროს, განსკუთრებით მარცხენა გვერდზე წოლისას. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვსთ გამოხატული. ტკივილს ხშირად თან სდევს გულისრევა და ღებინება. აღინიშნება აირების შეფერხება და შეკრულობა, ზოგჯერ - ფაღარათი. ტემპერატურა ხშირად მატულობს 37.5-38 o-მდე. ბავშვებს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხოლო მოხუცებს შეიძლება სრულებით არ ჰქონდეთ, თუნდაც მძიმე ფორმასთან გვქონდეს ადგილი.

    მწვავე აპენდიციტის ყველა შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია - მისი მოკვეთა. რაც უფრო სწრაფად გააკეთებენ ოპერაციას, მით უფრო უხიფათოა იგი და ავადმყოფს აცილებს უმძიმეს გართულებებს, რომლებიც ხშირად საბედიწერო ხდება.

    მწვავე აპენდიცეტის გართულების მთავარი მიზეზია ექიმთან დაგვიანებული მისვლა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ტკივილს მუცელში, გულისრევასა და ღებინებას (განსაკუთრებით ბავშვობაში) ხსნიან სხვა რაიმე მიზეზით. ერთ შეცდომას ხშირად უფრო სახიფათო შეცდომა მოსდევს, კერძოდ ის, რომ ხშირად კუჭის გაწმენდის მიზნით ხმარობენ საფაღარათოს ან ავადმყოფს უკეთებენ ოყნას, რაც ყოვლად დაუშვებელია. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მუცელში მწვავე ტკივილი უფრო ხშირად მწვავე აპენდიციტთან არის დაკავშირებული და სასწრაფოდ უნდა გამოვუძახოთ ექიმს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის ხმარება, რაც ნიღბავს დაავადების ნიშნებს და შეცდომის მიზეზი ხდება.

    ქრონიკული აპენდიციტი, რომელსაც ახასიათებს მუდმივი ან პერიოდული ყრუ ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში, ყოველთვის შესაძლებელია გადაიზარდოს მწვავე აპენდიციტში, ამიტომაც საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და დროული ოპერაციული მკურნალობა.

    ხალხური მედიცინა ქრონიკული აპენდიციტის დროს


    * სვამენ მაყვლის ფოთლების ჩაის.

    * ხარშავენ რძეში კვლიავს, წურავენ და ღებულობენ ცხელი სახით ყოველ საათში.

    * სვამენ სტაფილოსა (2 ნაწ.) და ისპანახის (1 ნაწ.) ცოცხალი წვენების ნარევს თითო ჩაის ჭიქას დღეში 3-ჯერ ჭამამდე 1 საათით ადრე.
    წვენი გამოწურვისთანავე უნდა დაილიოს.


    გააფართოვეთ თემა: აპენდიციტი (ჭიანაწლავის ანთება)

      Current date/time is Sat Oct 05, 2024 2:11 pm