ინტერნეტ ფორუმი

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
ინტერნეტ ფორუმი

news


    გრიპი

    news
    news
    Moderator
    Moderator


    გრიპი Empty გრიპი

    Post by news Mon Apr 06, 2009 6:59 pm

    გრიპი Gripi
    რიპი მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს სასუნთქი გზების დაზიანება და ორგანიზმის ზოგადი მოშხამვის მოვლენები.

    გრიპს იწვევს "ა", "ბ", "ც" ვირუსები. ეპიდემიებს იწვევს "ა" ვირუსი, რადგან მას სწრაფი გავრცელებისა და დიდი ცვალებადობის უნარი აქვს. ყოველი ახალი ეპიდემია გამოწვეულია "ა" ვირუსის ახალი სახით, რომლის მიმართ ადამიანს გამძლეობა არ აქვს გამომუშავებული.

    გრიპით დაავადებული გადამდებია პირველ დღეებში. იგი ხველების, ცემინების დროს ლორწოს წვეთებთან ერთად უხვად გამოყოფს ვირუსს და ავრცელებს ინფექციას. ავად ხდება ყველა ასაკის პირი. ამიტომ გრიპი სწრაფად ვრცელდება და ერთ-ერთნახევარ თვეში მოსახლეობის 20-50%-ს მოიცავს. "ბ" ვირუსით გამოწვეული ეპიდემია უფრო ნელა ვრცელდება; "ც" ვირუსი კი მხოლოდ ერთეულ შემთხვევებს იძლევა. დაავადება ძირითადად წლის ცივ თვეებში გვხვდება. ეპიდემიებს შორის პერიოდში გრიპით დაავადება მკვეთრად მცირდება.

    გრიპის ფარული პერიოდი 1-2 დღეს უდრის. დაავადება იწყება სწრაფად 38-40 oC. ავადმყოფს აწუხებს სხეულის დამტვრეულობა, სახსრების, კუნთების, ძვლების, წელის, შუბლის, თავის და თვალის კაკლების ტკივილი. თუ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს, ზემოაღნიშნულს ემატება თავბრუ, გულისრევა, ღებინება (განსაკუთრებით ბავშვებში), გულის წასვლა, უძილობა, ბოდვები, ხველა სისხლიანი ნახველით. დასაწყისში ცხვირ-ხახა მშრალია, მე-2-3 დღიდან კი იწყება ცხვირიდან გამონადენი, ჩნედება ნახველი. გრიპით დაავადებულს სახე და თვალები წამოწითლებული და შეშუპებული აქვს, ქვეითდება ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება. ხახა და ნუშური ჯირკვლები შეწითლებული და შეშუპებულია. მძიმე შემთხვევებში, გულისა და სუნთქვის უკმარისობის გამო, ავადმყოფს დაკრავს მოლურჯო ელფერი - განსაკუთრებით ცხვირზე, ტუჩებსა და ხელის თითებზე. ასეთ ავადმყოფს გულისცემა და სუნთქვა უჩქარდება, სისხლის წნევა უქვეითდება, ეწყება ბოდვა, უმძიმეს შემთხვევაში კი გონებას კარგავს.

    გართულებული გრიპის დროს დაავადების საშუალო ხანგრძლივობა 3-5 დღეა. გრიპი შეიძლება მიმდინარეობდეს ძლიერ მძიმედ ან იმდენად მსუბუქად, რომ ადამიანი ფეხზე იდგეს.

    გართულებებიდან აღსანიშნავია ფილტვების ანთება, შუაყურის ანთება, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაზიანება, მიოკარდიტი, მენინგიტი; ფილტვების ანთება მძიმედ მიმდინარეობს, იგი საშიშია განსაკუთრებით ჩვილ ბავშვებში, მოხუცებსა და ქრონიკულად დაავადების მქონე პირებში.

    გრიპის გადატანის შემდეგ ადამიანს შეიძლება დარჩეს უძილობა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება, სწორედ ამ პერიოდში დასუსტებულ, დაძაბუნებულ ორგანიზმში თავს იჩენს სხვა დაავადებანი, ან მწვავდება მანამდე არსებული ფარულად ან ქრონიკულად მიმდინარე დაავადება (ტუბერკულიოზი, რევმატიზმი და სხვა).

    გრიპის მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით


    შ ა ვ ი მ ო ც ხ ა რ ი
    ყველაზე ეფექტურ ხალხურ საშუალებად ითვლება შავი მოცხარის მიღება ნებისმიერი სახით. ეს კენკრა შეცავს დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს. ზამთარში იყენებენ შავი მოცხარის გამშრალ ყლორტებს. რომელსაც ჩაივით ადუღებენ, ფუთავენ 4 სთ და სვამენ ღამით 2 ჩაის ჭიქას თაფლით დამტკბარს ცხელი სახით.

    ხ ა ხ ვ ი, ნ ი ო რ ი
    გრიპის სიმპტომების დაწყებისთანავე ხახვს ჭრიან და ყნოსავენ დღეში 3-4-ჯერ. ამავე დროს ამზადებენ ნივრის წვეთებს: 2 თავ ნიორს (100 გრ) ნაყავენ, ასხამენ 1 ჭიქა არაყს და კარგად ანჯღრევენ. ხშირად იწვეთებენ ენაზე 1 წვეთს. ასეთი მკურნალობა ტარდება 3-4 დღე.

    ხ ა ხ ვ ი
    გრიპის წინააღმდეგ რეკომენდებულია სადილზე ყოველდღიურად მიირთვათ წვრილად დაჭრილი ხახვი არაჟნით (1 ს.კ. ხახვზე 1 ს.კ. არაჟანი).

    ჟ ო ლ ო
    ჟოლო ოფლმდენი და სიცხის დამწევი საშუალებაა. კარგია აგრეთვე ჟოლოს ფოთლების ჩაი.

    ნ ა კ რ ე ბ ი
    ჟოლოს ნაყოფს და ცაცხვის ყვავილს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 20 წთ და წურავენ. ღებულობენ ცხელ ნაყენს (1 ჭიქას) ღამით, როგორც ოფლმდენს.

    მ დ ო გ ვ ი
    შალის წინდებში იყრიან მშრალი მდოგვის ფხვნილს და ასე დადიან რამდენიმე დღე. გრიპის სიმპტომები მთლიანად ქრება.

    ა ლ ო ე
    ცხვირში იწვეთებენ ალოეს წვეთებს. 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში, ყოველ 2 საათში, 3 დღის განმავლობაში.

    თ ა ფ ლ ი და ნიორი
    ნიორს ხეხავენ სახეხზე, ურევენ თაფლს (1:1) ღებულობენ 1 ს.კ. წყალთან ერთად.

    მ დ ო გ ვ ი ს ა ბ ა ზ ა ნ ე ბ ი
    გრიპის დაწყებისთანავე ყველაზე კარგ ეფექტს იძლევა ფეხის აბაზანები. ამისათვის ვედროში ასხამენ ცხელ წყალს, შიგ ჩაყრიან 1 სუფრის კოვზ მშრალ მდოგვს და ათავსებენ ფეხებს 10-15 წუთით. ამის შემდეგ სვამენ ცხელ ჩაის ჟოლოთი და წვებიან საწოლში.

    კ ა რ ტ ო ფ ი ლ ი ს ი ნ ჰ ა ლ ა ც ი ა
    ხარშავენ კარტოფილს კანიანად. უწურავენ წყალსა და კარტოფილიდან ამოსულ ორთქლს ისუნთქავენ ცხვირსა და პირიდან 10-15 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ სვამენ ცხელ ჩაის ჟოლოთი და თბილად წვებიან ლოგინში.

    ც ხ ვ ი რ ი ს გამორეცხვები
    ირეცხავენ ცხვირის ნესტოებს მარილწყლით ან ზღვის წყლით. (1 ჭიქა თბილ წყალში ხსნიან 1 ჩაის კოვზ მარილს და 5-7 წვეთ იოდს). ჯერ ერთი ნესტოთი ისრუტავენ წყალს, შემდეგ მეორეთი და ხახიდან გამოღვრიან. პროცედურას იტარებენ დღეში რამდენჯერმე.
    გააფართოვეთ თემა: გრიპი

      Current date/time is Sun Dec 15, 2024 3:24 am